ნაწილი IV
აღმოჩენილია მთავარი ქალაქი იერუსალმი,
საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა,
დედად ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა;
თვალყურის მადევნებელი უშიშროება კი - თავის საქმეებით დაკავდა, თუმცა საკითხის ღრმად უცოდინარობის გამო დადუმდნენ და ამჟამადაც დუმან. ჩუ! ჩუ! არვინ გაგვიგოს, გიორგი რომ ჩვენთან მოსულაო. რა თქმა უნდა, წესისა და კანონის ქვეყანაში ნობელის პრემიები არ ამცდებოდა, მაგრამ მე ისევ ჩემით ნაშოვ ხმელ პურზე ვარ.
ცეცხლის სტიქია - ცეცხლის აღშფოთებას იწვევს მთელ დედამიწაზე;
ჰაერის სტიქია, ჰაერის აღშფოთებას იწვევს, ეს გრიგალებს ბადებს და ქარბორბალებს ქარიშხლებთან ერთად;
მიწის სტიქია, მიწის აღშფოთებას ბადებს და იწყება ტექტონური მიწისძვრები, გიგანტურ რყევებთან ერთად.
ცივილიზაციის მიწურვილი, მწუხრთან და დასავალთან არის მიჩნეული, ხოლო აღორძინება ცივილიზაციისა განთიადთან და აღმოსავალთან არის მსგავსებური.
ამ ჩვენს გარდასავალს ერთი ცივილიზაციიდან მეორეში - სამყაროს გზაჯვარედინი ჰქვია და ოთხივე სტიქია ჰარმონიულ წარღუნვას აწარმოებს ღერძთან ერთად, რაც ეხლა უკვე მეცნიერულად მტკიცდება. და სად გადარჩება ღმერთის რისხვას კაცობრიობა?! - რა თქმა უნდა, ღმერთის ქალაქში, დაფარულში, ის ოთხივე სტიქიის მიმოქცევას უძლებს და ლამის უხსოვრი დროის ქალაქია!
გაგახსენებთ, რომ ქართველები ვცხოვრობთ “აღსავალთასა და დასავალთას ქუეყანაში’’. გარდა ამისა, გითხარით ღვთაებრივი მოპატიჟებანიც. არჩევანი თქვენზეა, ჩემო ერო და ისრალ. გინდათ იერუსალმში გადარჩენა?!
ისევ ზაქარიას მოუსმინოთ:
“ამათ იტყს უფლი, ყოვლისა მპყრობელი:
აჰა, მე აღმოუწოდო ერსა ჩემსა ქუეყანისაგან აღმოსავალთასა და ქუეყანისაგან დასავალთასა.
და შევიყვანნე იგინი და დავაშენნე შორის იერუსალმსა და იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად ჭეშმარიტებისა მიერ და სიმართლისა მიერ.
ამათ იტყს უფალი, ყოვლისა მპყრობელი:
განძლიერდინ ელნი თქუენნი მსმენელთანი ამათ დღეთა შინა, სიტყუათა ამათ პირისაგან წინასწარმეტყუელთასა, რომლით დღითგან დაფუძნებულ არს სახლი უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, და ტაძარი ოდითგან აღშენებულ არს’’. /ზაქარია; 8; 7, 8, 9/
დრო ისეთი რთული, ძნელი და ჭირიანი იქმნება (ჩვენი ცოდვების გამო), რომ ბრძოლებში ჩართული, ომების გამჩაღებელი კაცობრიობა შეიძენს მშდობას, რამეთუ ჭირი დიდი აღიძრა ქუეყანასა ზედა.
ეს წყევლაში აჭრილი ქვეყანაა, ყველგან მაწყევართა მაგიური წინადადებებით. მაგ. წარწერები სიგარეტებზე - მალე მოკვდებითო, ვითომ გიფრთხილდებიან, თან შხამებს გაწევინებენ, თვითონ ნამდვილ თუთუნს ეწევიან და გამორჩეულ საკვებს ჭამენ. დიდი რისხვით არს უფალი მათ თავზედა!
ლომის დღესასწაულის ქვეყანა, დედა-სამშობლო,
დედაღვთისმშობლის წილხვედრი ბაღი, ჭეშმარიტი იუდეია,
იუდეველთა მეფის - უფალი იესოს სამშობლო დღეს გასაჭირშია!
ისევ ზაქარიას მოუხმოთ:
“მით, რამეთუ უწინარეს მათ დღეთასა მიზდი კაცთა არ იყოს მოსასყიდელად და მიზდი საცხოვართა არ არს და გამომავლისა და შემავლისა არა იყოს მშდობა ჭირისაგან და განვავლენ ყოველთა კაცთა, თითოეულსა მოყუსისა მიმართ თსისა.
და აწ არა დღეთაებრ წინაპართა უყოფ მე ნეშტთა ამის ერისათა, - იტყს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - არამედ ოდეს უჩუენო
მშდობა, ვენამან მოსცეს ნაყოფი მისი, და ქუეყანამ მოსცეს ნაშრომნი თსნი, და ცამან მოსცეს ცუარი მისი და დაუმკდრე დაშთომილთა ერისა ჩემისათა ესე ყოველნი.
და იყოს: ვითარსახედ იყვენით წყევასა შინა წარმართთა შორის სახლი იუდასი და სახლი ისრალისა, ეგრეთ განგარინნე თქუენ და იყუნეთ კურთხევასა შინა; მინდობით იყვენით და განძლიერდით ელთა მიერ თქუენთა!
მით, რამეთუ ამათ იტყს უფალი, ყოვლისა მპყრობელი:
ვითარსახედ ვიგულე განბოროტება თქუენი, განრისხებასა შინა ჩემსა მამათა მიერ თქუენთა, - იტყს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, და არ შევინანე, ეგრეთ განმიწესებიეს და გულადმიღიეს ამათ დღეთა შინა კეთილისყოფა იერუსალმისა და სახლისა იუდასი: კადნიერ იყვენით!’’ /ზაქარია; 8; 10-15/
სიმართლეს მოუხმოთ, ჩემო ერო, საღმრთო კანონი უზენაესობდეს ერში, ჭეშმარიტება შეიყვარეთ და სიცრუე მოიშორეთ გონებიდან და გულიდან. აღდგეს ასაკობრივი სუბორდინაცია, უხუცესებმა დაალაგონ ერის კანონი.
ხევი არ დარჩეს ბერის გარშე და ხევისბერებს მიჰყვნენ გუშაგნი. ყველა სალოცავისაკენ ბილიკნი აენთონ მზით, სიხარულითა და ვედრებით.
ყველა შვილი ისრალისა მიიპატიჟეთ, მოუთბეთ გულები და ძმურმა სიყვარულმა შეგაძლებინოთ მომავლის მიღება და განვრცობა ქვეყანასა ზედა ხარებისა - უფალთან დაბრუნებისა სრულიად კაცობრიობისა.
ასევე მოუსმინეთ ზაქარიას წინაწარმეტყუელების სიტყვებს ღმრთისაგან:
“ესე არიან სიტყვანი, რომელნი ჰყვნეთ:
იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცადი მოყუსისა მიმართ თსისა და საშჯელი მშდობითი სიმართლით საჯეთ ბჭეთა შორის თქუენთა.
და თითოეული უკეთურებასა მოყუსისა თსისა ნუ ჰსიტყუავთ გულთა შინა თქუენთა და ფიცი ცრუ ნუ გიყუარსყე;
მით, რამეთუ ყოველნი ესე მოვიძულენ, - იტყს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.
და იყო სიტყუა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა ჩემდამო მეტყუელი.
ამათ იტყს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მარხვა მეოთხე, და მარხვა მეხუთე, და მარხვა მეშვიდე, და მარხვა მეათე - იყვნენ სახლსა იუდასსა სიხარულად და შუებად, და დღესასწაულებად კეთილებად და იშუებდით და ჭეშმარიტება და მშდობა შეიყუარეთ’’. /ზაქარია; 8; 16, 19/
თანადგომა მამისაგან ნაკარნახებია, საქციელი მითითებულია, ჩვენზეა დამოკიდებული, რაც მალე შევიგნებთ და გზებს გავისწორებთ საღმრთო დარიგებებით, მით მალე აღსრულდება ჩვენი ერის სანუკვარი ბედი.
რა გველის?! რომ მიხვდეთ, აუცილებელია ფიქრებით ჩაღრმავდეთ წერილში და საერთოდ, ამ ერს - ქართველ ერს და ისრალს არა აქვს უფლება ღმერთის გარეშე იცხოვროს!
მომავალის დადებითი ფორმით მიღების ფორმულა საღმრთო რჯულშია და უფალი იესო ქრისტეს სახარებისეულ სწავლებაში.
წინაწარმეტყველებით თქმული ზაქარიას წერილში:
“ამათ იტყს უფალი, ყოვლისა მპყრობელი:
მერმე მოვიდენ ერნი მრავალნი და მკდრნი ქალაქთა მრავალთა და თან შემოვიდენ დამკდრებულნი ქალაქთა ხუთთა ქალაქად ერთად მეტყუელნი: მოვიდეთ ვედრებად პირისა უფლისა გამოძიებად პირისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა, და მივიდე მეცა.
და მოვიდნენ ერნი მრავალნი ძიებად პირისა უფლისა, ყოვლისა მპყრობელისა, იერუსალმს შინა ლხინაბად-ყოფად პირი
უფლისა.
ამათ იტყს უფლი, ყოვლისა მპყრობელი:
მათ დღეთა შინა, უკეთუ მოეკიდნენ ათნი მამაცნი ყოველთაგან ნათესავთა ენათასა და მოეკიდნენ ფესუსა მამაცისა იუდეანისასა მეტყუელნი: მოვიდეთ შენ თანა მით, რამეთუ გვესმა, ვითარმედ ღმერთი თქუენ შორის არს’’. /ზაქარია; 8; 20-23/
იხარებდ ფრიად , საქართველო!
იხარებდე მრავალჟამიერ სიმართლით ღმრთისა,
ასულნო კავკასიონისანო!
ხარებით განგეხსნათ საიდუმლონი სახარებისანი,
ლომზე ამხედრებული წმიდა მამა მოვალს-ჩენით!
ლომის ეპოქისადმო გზა აწკრიალდა,
აენთო შუქი ყველა ვარსკულავთა.
ცა - იკითხება - ქართულად,
ცაზე - ლაგდება - ქართული სიტყვა,
ცით მიღებული,
ცათა-შინიდან ამოქარგული ჭეშმარიტება
- სიცოცხლით ტკბება.
კენჭა-ბერი
გიორგი იონთა ჰიპერიონი
ლომის თვე გარბის, მე წერილსა ვწერ,
მთვარე კი მზის დასამალად მიიპარება.