კარი მელიასი ან ასე - მელია და კარი
ნაწილი I
პირველად ეს დასახელება ბიბლიაში ისო ნავესის წიგნში გვხვდება. უფალი იესო ქრისტე - იუდეველთა მეფე, ასევე იგულისხმება ჰურიათა მეფე, იგავით გვეუბნება: “მელიებს სორო გააჩნიათ, ჩიტებს ბუდეები, ხოლო ძე კაცისას ადგილი არა აქვს, სადაც თავი დასდოს და დაისვენოს’’.
იგავურ გამონათქვამში მოცემულია ერთი დიდი სამ-აროვანი გასაღები საიდუმლო: 1) მელია, 2) ფრინველი, 3) მესამე კაცი (ანუ კაცის თავი).
- მელია უკავშირდება ხვრელს (სორო - მელიის სახლი);
- ფრინველი - ბუდეებს (ბუდე - თვალს, თვალის ბუდე ხედავს სივრცეში);
- ძე კაცისა - ღმერთს და კაცის თავს (გადაწყვეტილებას გონიერსა და ღვთაებრივს).
ჩემს მიერ და ჩემი ხელმძღვანელობით იბერიონთა საძმოს ერთგულ ძმებთან ერთად შესრულებულია უდიდესი სამუშაო - აღმოჩენილია და გაკვალულია გზა ი ე რ უ ს ა ლ მ ი ს ა კ ე ნ. შესასვლელი ხევიდანაა. ამ ქედთა შორის ხევს - ქაჯთა-ხევი ჰქვია. ასეა დატაბუირებული წკრიალა სისუფთავის წმინდა ადგილი, რათა ვერავის მიეგნო.
დიდი მოგვი და პოეტი შოთა რუსთაველი თავის წინასწარმეტყველურ ნაწარმოებში ქაჯეთის ციხედ მოიხსენიებს ამ ადგილს, რისი მრავალი მტკიცებულებაც განხილული იქნება შემდგომ მონათხრობებში.
ვიზუალურად კარ-მელის მთა ნაყოფიერი ნიადაგის მქონე მთაა, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა სერი. მის ჩრდილოეთ ფერდზე გამოკვეთილია ბარელიეფური ქანდაკი, სიმაღლით ორ მეტრზე მეტი და სიგანით შვიდი მეტრი. ზედ გამოსახულია ნადირობის სცენა - მელია კუდით იჭერს ბატს.
ხევის შუა ღელე გადის, რომელიც ამ ადგილას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიედინება. მელიის ნადირობა ბატზე, სერის ჩრდილოეთ ფერდზეა აღსახული, ღელის გადმოღმა. მეორე სერის სამხრეთის ფერდი სამი მეგალითური ლოდითაა დანიშნული.
პირველი ლოდი ჩხრიალა გველის თავია, შუა ლოდი - მგუდავი გველის თავია, მესამე ლოდი კი - ისარა გველის ანუ “მფრინავი’’ გველის თავია (ეს პროექციაა მეგალითური გველის მჭერის ანუ სიბრძნის მჭერის თანავარსკულავედიდან ენერგიისა, რომელთანაც არასწორი მიმართებით მოქმედებისას იწვევს მომენტალურ სიკვდილს. შიგნით ლაბირინთია და შეიძლება ამ ენერგიამ გაგგუდოს). ფრთხილად ურწმუნონო!
გველისმჭერი (Ophiuchus) და გველი (serpens)
გველისმჭერის თანავარსკულავედი მოქცეულია ირმის ნახტომის ულამაზესი ნაწილის ოდნავ დასავლეთით, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. გარემოცულია გველის, ღრიანკალის და ჰერაკლეს თანავარსკულავედებით.
გველისმჭერი სამხრეთის ქვეყნებში ჰორიზონტის თავზე შეიმჩნევა და უკეთ ჩანს ივლის-აგვისტოს წყნარ, უმთვარო ღამეებში, როდესაც უბრალო თვალით დაითვლება დაახლოებით ასი ვარსკულავი, აქედან 13 - მეოთხე ვარსკვლავიერი სიდიდისაა, ორი უნათლესი - მეორე სიდიდის. კიდევ აქვს სხვა - მესამე ვარკულავიერი სიდიდის და ყველა ვარსკულავთან ერთად იკანკელ მრავალკუთხედს შეადგენენ.
გველისმჭერის თანავარსკულავედშია “ბარნარდის მფრინავი ვარსკულავი’’, უდიდესი საკუთარი მოძრაობით. ერთ წელიწადში ცაზე იმდენად გადაინაცვლებს ხოლმე, რომ სხვა ვარსკულავებთან შედარებით მართლაც “მფრინავია’’.
ბარნარდიც ერთ-ერთი უახლოესთაგანია ჩვენგან, სულ 6 სინათლის წლით დაშორებული, მაგრამ უბრალო თვალით მაინც არ ჩანს. მეცხრე სიდიდის ეს “ჯუჯა’’ წითელია და 2500-ჯერ ნაკლებად ანათებს, ვიდრე ჩვენი მზე. (წითელი, ბგერა - დო, სი-ს მადონებელი, ამჭიმავი ენერგიისა ფესვთა ულტრა იისფერამდე) და პირიქით - სიდან დომდე; გაიხსენეთ სი-დონ-ია წინა წერილებიდან).
მრავალმხრივ იქნება განხილული და მრავალი კუთხით დაგანახრბთ ამ საოცარ ადგილს, რომელიც გვახსენებს უფლის სიტყვებს: “იყავით ბრძენი, ვითარცა გუელი და უმანკო, ვითარცა მტრედი’’.
კოსმოსურ სქემაში ანუ ცარგვალის ვარსკვლავიერ რუქაზე ორი მნიშვნელოვანი ათვლის წერტილია: მტრედის თანავარსკულავედი და ყვავის თანავარსკულავედი, მესამე კი - გველისმჭერის თანავარსკულავედია, გველის თანავარკულავედთან ერთად.
გველი, როგორც ცალკე სიბრძნე, ხოლო გველისმჭერი, როგორც სიბრძნით მოქმედი, მაგალითად მოსე.
“მოვიდა ერი იგი მოსესა და ეტყოდა: ვცოდეთ, რამეთუ ძრსა ვიტყოდეთ უფლისათს და შენთს. ილოცე აწ უფლისა მიმართ და განგუაყენე ჩუენგან გუელი ესე. და ილოცა მოსე უფლისა მიმართ ერისა მისთს.
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ქმენ შენ გუელი და დადევ იგი საზღვარსა ზედა. და იყოს, უკბინოს თუ გუელმან კაცსა, ყოველმან კბენილმან, რომელმან იხილოს იგი, ცხონდეს.
და ქმნა მოსე გუელი რვალისა და აღმართა იგი საზღვართა ზედა. და იყო, რაჟამს უკბინოს გუელმან კაცსა, და მიჰხედოს გუელსა მას რვალისასა და ცხონდის’’. (რიცხვთა 21, 7-10)
ამ კარი-ბჭესთან, კარ-მელთან და კარმელის მთასთან, აქ საქართველოში, მომავალ არს სახელითა უფლისათა უფალი - უფლებათა და მეუფე - მეფეთა.
“და ვითარცა იგი მოსე აღამაღლა გული უდაბნოს; ეგრეთ ჯერ-არს ამაღლება ძისა კაცისა, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარჰსწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკუნო.
რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თსი მხოლოდ-შობილი მოჰსცა მას, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარჰსწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკუნო.
რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თსი სოფლად, რათა დაჰსაჯოს სოფელი, არამედ რათა აცხოვნოს სოფელი მის მიერ.
რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დაჰსჯილ-არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელსა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ შობილისა’’. (იოანე 3, 14-18)
კარმელის მთის წინ სამი გველის თავია, შუაში - მგუდავის თავია. თავიდან არის შესასვლელი, თითქოს კარიბჭეს დარაჯობსო პითონი.
პითონის თავიდან სამ-ოთხ წყრთათა დაშორებით იმყოფება ჩასასვლელ-გასასვლელი წიაღთა შინა. ამ აზრობრივ ლაბირინთს - შესასვლელისაკენ მელია უცქერს, რომელზედაც ზემოთ ვთქვი კარი - მელიასიაო. მუხლებზე დგომით გავჭერი გვირაბი, რთულ კვანძებში ბიჭები მეხმარებოდნენ, მათ განსაკუთრებულ პატივს პირადად მივაგებ, ჩემი ძმები არიან და მითადმო.
გვირაბის ჭრისას დაახლოებით 14 წყრთა გავიარე თუ არა, შემხვდა უჭრელი მასალის კედელი, რომელსაც ერთ ადგიზე ლოდით ჰქონდა ამოკეტილი შესასვლელი. ეს ადგილი შვიდი დღის განმავლობაში ვანთავისუფლეთ; ერთი მხარე ხარის რქასავით ჰქონდა, ზუსტად ამ “რქით’’ იყო კედელში შეთხზული; საცურებელი დაუყენეთ და ისე გარდმოვხსენით. შემდეგ ამ ხვრელს მივჰყევით და შინაგანი კარიბჭის ოთახი გამოვასუფთავეთ. აქ შესასვლელია და თუ ლაზარეს ენის მისტერიებსა და ლოგოსის ძირით საფუძვლებს არა სცნობ, უბრალოდ ვიტყვი - აქ რა გინდა?
შესასვლელს ზემოდან ჩასასვლელი გააჩნია, ზედ უზარმაზარი ლომის-ფაფარა კაცის თავი ადევს, თითქოს მიძინებულია, ათი კაცი ძვრას ვერ უზავს.
გაიხსენეთ: “ძე კაცისას არა აქუს ადგილი, სადაც თავი დადოს და დაისვენოს’’. (იესო)
ლომის თავ-ფაფარიანი კაცი - იუდეველთა მთავარი სიმბოლოა.
იუდეველთა მეფე, უფალი უფლებათა, მელქისედეკის ჩინის მეუფე-მეფეთას კარიბჭე ელის ერს, ბერს და ისრაელს, მასთან ერთად მთელ მსოფლიოს - მართალთა გზებზე მავალთ.
კენჭა-ბერი
გიორგი იონთა იბერიონი
გაგრძელება იქნება...