კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

ნაწილი I

 

 

აღმოჩენილია მთავარი ქალაქი იერუსალმი,

საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.

დედად ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა;

დედაქალაქი კაცობრიობისა,

და მიმდინარეობს კარიბჭის მანიფესტი.

ღმერთის ქალაქი საფარველს იხსნის მისივე დავალებით.


გიორგი იონთა ჰიპერიონი



 

ჩანჩქერი ჩაედინება დასავლეთის მხრიდან აღმოსავლეთის მხარეს კირქვის დიდ ქვაბში, რომელ არს ზღუა.


ჩანჩქერის თავზე დიდი ლოდია გაჩხერილი და თავკიდებული, შეგრძნება გიჩნდება შიშისა - გგონია ჩამოვარდება.


წყალი ჩანჩქერის კლდეს ჩამოივლის და სანამ წყლის ავზში მოხვდება, განბანს არწივის თავს, რომელიც სახით სამხრეთისაკენ იყურება. ამ ადგილზე წყალი ვარდნილია და გამოსახული არწივი უკავშირდება “ვარდნილი არწივის თანავარსკულავედს’’.


არწივს ძველ რუქებზე გამოსახული ჰანგი უკავია (ხელში) ბრჭყალებში, შვიდ-ქიმიანი ჰანგი შექმნილია კუს ბან-კანით და ხარის რქებით, რქებს შორის შვიდი სიმია. მეექვსე ლა-ზე გამოსახულია არწივის თანავარსკულავედის ალფა ვარსკულავი - ვეგა.

 

ქვაბის პირი მრგვალია და საკმაოდ ტევადი, მას კამარას ეძახიან.


კამარა და კამარეტი - კამარა არს კონქი დიდი, ხოლო კამარეტი - მომცრო კამარა, საშუალო კამარათა  და კამარათა ზედა, გინა თვით ცალკერძოებით.


კონქი - ტაშტსაც ჰქვიან.


კონქი - კამარა, საბანლადაც ეწერა, ქრისტემ რომ ფეხი დაბანა’’.

/სულხან-საბა/


ასე წარმოვსახოთ ცაში არწივის თანავარსკულავედი, რომლის ალფა ვრსკულავს ვეგა ჰქვია და დაბლა კირქვის ავზი, საბანელი კამარა; ნახევარსფერო აუზი, ქვაბივით მრგვალი პირი და შუაში ეცემა სხივი ვეგასი. ავაზანი ანუ წყლის დიდი ჭურჭელი, კამარა, მრგვალი პირით, რომელსაც არწივი იცავს.


გაიხსენეთ გუმბათზე გამოსახული მოციქულები: მათე - ანგელოზთან ერთადაა გამოსახული, მარკოზი - ლომთან ერთად, ლუკა - ხართან ერთად, ხოლო იოანე - არწივთან ერთად.


იოანე აღწერს ლაზარეს გაცოცხლების ქრისტეს საიდუმლო მისტერიას. ვხვდებით და ვაკვირდებით, რომ უფალი იესო ქრისტე ლაზარეს ლოგოსით ანუ სიტყვით აცოცხლებს.


გავავლოთ პარალელი, რა ხდება იმ ადგილას, რომ ამოვიცნოთ. ჯერ ცოტა არწივის თანავარსკვლავედზე მოვყვეთ. რომელი არწივი?! აქ ცის რუქაზე ორი არწივია გამოსახული, ერთს ქნარი უკავია ბრჭყალებში, ფრთები შეკეცილი აქვს და ვერტიკალურად ეშვება. ამ თანავარსკულავედს ქნარის თანავარსკულავედი ჰქვია.


გავიმეოროთ ასტროლოგიური გაკვეთილები. ქნარი პატარა ვარსკულავთკრებულია, ძალიან ლამაზი, თვალს იტაცებს. ყველაზე კარგად მაისიდან ნოემბრამდე ჩანს. იგი გარემოცულია გედის, ჰერკულესის, პატარა მელიისა და დრაკონის (უფრო ზუსტად დრაკონის თავის) თანავარსკულავედებით.


წყლის ავზს, რომელზედაც დაეშვება ჩანჩქერი, დასავლეთის მხარეს - არწივის თავია აღმოკვეთილი. ეს არწივის თევზზე ნადირობის სცენას გვაგონებს.


“არწივი - ამისასა იტყვიან მეხუთასესა წელსა განჭაბუკებასა, სიმაღლით აერით ჩამოჭრასა და წყალთა შთავარდნით განახლებასა. წყლის პირს მებუდრობას თევზის ჭამისათვის. ბოლო თეთრი აქვს წინა კერძო’’. /სულხან-საბა/


ამ ინფორმაციაში არწივის ასაკი კი არ არის მოცემული, არამედ ვარსკულავ ვეგას დედამიწასთან და კონკრეტულად ამ ადგილთან ურთიერთქმედების ციკლია მოცემული 500-წლიანი. ეს არის ასო ფ - ფარი, დაფარული ადგილის რიცხობრივ-ანბანური კოდი და მისი გასაღები. თუ სწორად აღვიქვავთ ამ სისტემას, მივხვდებით, რომ აქ დევს სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაღები.


 


 

 

ქნარის თანავარსკულავედის არეალიდან ჩამოეფინება სპირალური ენერგია, რომელსაც განსაკუთრებული თვისება გააჩნია, დამუხტვის ავზი და მასში არსებული წყალი განწმენდს ჩვენს სხეულს უარყოფითი ენერგიებისაგან და დროთა განმავლობაში სხეული იხსენებს წმინდა ენერგიებთან ურთიერთქმედებაში მოსვლას. იხსნება სტრესები და უარყოფითი ინფორმაცია გარეთ გამოდის, სხეული თავისუფლდება დროთა ბორკილებისგან; ირთვება ახალი კოორდინაციული სისტემა, რომელშიდაც დრო ენერგეტიკულ-სივრცულ შესაძლებლობად გარდაიქმნება.


სწორად დანახული სივრცე და სივრცული მოვლენები ანთავისუფლებს ადამიანს სიბერისაგან. ამიტომაც განწმენდას ვანიჭებ უდიდეს მნიშვნელობას, მე პირადად და მინდა პირველ რიგში დაუკვირდეთ - ჩვენი მტერი არის სიცრუე.


უმთავრესია იცოდეთ, არავითარი ღმერთები არ არსებობენ, მხოლოდ ერთი ღმერთია სამყაროში, ჩვენთვის გამოვლენილი სამებით - მამით, ძით და სულიწმინდით.


მეორე ფაქტორი სიცრუის აღმოფხვრის შემდეგ და თანამდევად არის სიმშვიდით ჩანაცვლება ცხოვრებისეული აჩქარებული რითმებისა. სიმშვიდით მოიპოვება სმენა და გაგონება, განწმენდა შესაძლებლობას იძლევა უსმინოთ სულიწმინდას, ხოლო სიმშვიდე აღქმათა სამყაროს ააღორძინებს.


სწორად მიღებული ინფორმაცია თავისთავად თავის შინაარსში შეიცავს აღმადგინებელ და განმკურნებელ თვისებებს.


ძალიან მალე, ჯერ საქართველო და მერე სრულიად ისრაელი ჩაერთვება ამ უდიადეს მისტერიაში, რომელსაც სრულიად დედამიწის განწმენდა ჰქვია.


ქალაქი, რომელთანაც მისვლის უფლება უზენაესმა მიბოძა, ერთგვარი არქივია სიწმინდისა. ცაში ნება აღსდგა, რათა სიმართლემ თავისი ადგილი მოიპოვოს კაცობრიობის ისტორიაში.


სამყაროში ყველაფერი სიცოცხლითაა მოცული და მოძრაობაში და განვითარებაში იმყოფება.


დედამიწა იმ გზაჯვარედინში შევიდა, რომელსაც სამყაროთა გზაჯვარედინი ჰქვია. ძალიან სწრაფად და მრავალმხრივ იცვლება ჩვენს გარშემო ყველაფერი. ჩვენმა წარსულმა და მასში მოღვაწე ღმრთის შვილებმა, ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს უნიკალური ენა, ანბანი და გენი. ამ ენითა და ანბანით შესაძლებლობა გვეძლევა დავიბრუნოთ ცივილიზაციების საფუძვლის ცოდნა და ინფორმაცია. ჩვენი გენეტიკის შინაარსობრივი კოდი გამოდის მიძინებული მდგომარეობიდან და პარალელურად საიდუმლოთა ტაბუს მოხსნისა.


მოემზადეთ და დაიწყეთ ფიქრი, ინფორმაცია, რომელიც იხსნება - არავის არ გააჩნია დედამიწის ზურგზე და ვერც თქვენს კომპიუტერებში მონახავთ.


ერთს გეტყვით, კეთილი იყოს თქვენი ჩემს სამყაროში შემობრძანება!


ათასწლეულები ელოდა ამ დროს; ყველა მოგვი და მეფე-წინასწარმეტყველი ელოდებოდა ამ დროს. განამზადა უზენაესმა ღმერთმა სამყარო ამ საიდუმლოებათა მისაღებად და ვინ არის, ან ვის ძალუძს წინ აღუდგეს ღმრთის ნებას?!


დაფიქრდით და ნუ იტანჯებით, მიყევით ჯერ განწმენდის გზას, მიიღეთ სრული ინფორმაცია, შევეცდები უბრალო ენით და დაღეჭილი ფრაზებით ვილაპარაკო. მაპატიეთ, თუ რაიმე სრულფასოვნად ვერ გადმოგეცით, მეც დიად გახსენებაში ვიღწვი. ცოცხალია ყველა სიტყვა წარმოთქმული ღმერთის მიერ ბაგითა წინასწარმეტყველთათა.


ახლებურად წავიკითხოთ ძუელი: არწივი, რომელიც კარიბჭესთან ჩაშენებულ კარიბჭეს ადგას მცველად, არს ნიშანი იმ ადგილისა, სადაც ღმერთი ესაუბრება მოსეს.


“და მოსე აღვიდა მთასა ღმრთისასა და უწოდა მას ღმერთმან მთით გამომეტყუელმან: ესე ჰრქუენ სახლსა იაკობისასა, მიუთხრენ ძეთა ისრალისათა.


თ იხილენით, რაოდენნი უყვენ მეგპტელთა და აღგიხუენ თქუენ, ვითარცა ფრთეთა ზედა არწივისათა და შემოგკრიბენ თქუენ თავისა მიმართ ჩემისა.


და აწ უკუეთუ სმენით ისმინოთ მისა ჩემისა და დაიცვათ აღთქუმა ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერ საზეპურო ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანა.


ხოლო თქუენ იყვნეთ ჩემდა სამეუფო მღდელობა, ნათესავ წმიდა.


ესე სიტყუანი ჰრქუნე ძეთა ისრალისათა. ხოლო მოვიდა მოსე და მოუწოდა ყოველთა მოხუცებულთა ერისათა და წინა დაუგნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი მიუმცნნა მათ ღმერთმან.


და მიუგო ყოველმან ერმან ერთბამან და თქუა: ყოველი, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვყოთ და ვისმინოთ. და მიაწინა მოსე სიტყუანი ერისანი ღმრთისა მიმართ.


ხოლო უფალმან ჰრქუა მოსეს: აჰა, მე მოვალ შენდა სუეტითა ღრუბლისათა, რათა ესმას ერსა.


ვიტყოდი მე შენდა მომართ და ჰრწმენეს შენი უკუნისამდე.


და მიუთხრობდა მოსე სიტყუათა ერისათა უფალსა’’. /გამოსვლათა 19; 3-9/


ეს საუბარი საქართველოს ტერიტორიაზე შედგა და კონკრეტულად დაკავშირებულია იმ ადგილთან, რომელზედაც ვსაუბრობ და ვცდილობ თქვენს ყურამდე მოვიტანო ის აღმოჩენა, რომელიც ღვთის ნებით უკვე კართა-ზედა განხმოვანდა.


როგორ უნდა მოიქცეს ერი, როდესაც წმიდა ადგილები

განმოვანდება და ვიწყებთ იმ ადგილთან ზიარებას, მასთან მიახლოვებას.


უპირველესად მოვიშოროთ ეჭვები, მღრღნელი გონებისა და მაწვალებელი სულისა. არ არის საჭირო ახლიდან აღსდგეს მოსე და იგივე გაგვიმეოროს, ჩვენ დავაფასოთ მისი ღვაწლი და წერილი წმიდა. ვიხელმძღვანელოთ მისით და შეუყვეთ გზას ახლისაკენ!


ძნელს არაფერს გეუბნებით, წერა-კითხვას ყველა ეზიარეთ და არც წმინდა წერილებია თქვენთვის უცხო. სიკეთით ასწორეთ გზები და დაუთმეთ ღმერთს, თავადმან აღირჩიოს თქვენგან თითოეული, მისგან ნიჭებით დაჯილდოვებული - მისთვის სამსახურში.


შემდგომში შევეხოთ ჩვენს საქციელებს და გზას განწმენდისას - უფალი იესო ქრისტეს დამაგვირგვინებელი მოღვაწეობით.


დაე აღვასრულოთ ყოველივე მისი ხელმძღვანელობით ყოველმან ერმან!


 

კენჭა-ბერი


დღენი უცნაურნი - საცნაურ-ყვე, უფალო, ღმერთო ჩუენო. სხივი ნათლის შენისა ავსებდეს ყოველთა ჭურჭელთა შენთა.

 

 

 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE