ანათებს ის, რაც წყვდიადს განფანტავს, ყურთასმენითაა სახილველი ის, რაც ჯერ თვალს არ უნახავს და სასხლეტივითაა ნათელი თვალითხილული, იღებ და ვერ ატყვევებ, იჭერ და ვერ ხვდები, ეახლე თუ გეახლა. ბრძენთა მოწოდებები დაგიძუელდა, წყალთა ზედა საქციელს ვეღარ ჭვრეტ, სხვისი თვალით ნანახი იყო და მითადმო.
ამომხედე ერთხელ მაინც, იქნებ დამინახო, სიტყუა მაქვს შენთვის სათქმელი გამოუქვეყნებელი, შენთვის გამზადებული დაფარულში მისაზღველი.
ბილიკებზე ტარებას შეგპირდი, ფართო გზებზე ნუ გამირბიხარ, სითბოთი ვარ და სიყვარულით, ნებას ვერსად გაექცევა კაცთა შვილი, ადამის მოდგმის მაგალითი იკმარე; ნახე, როგორი სასჯელით დავსაჯე, რაოდენ მძიმედ არიან. საკუთარ თავს კი არა, ერთმანეთს ვეღარა ცნობენ.
დაუმთავრებელ არჩევანში ჩაიძირნენ, სანამ მე არ ამირჩევენ, სიმარჯუენებითა და ყურთასმენით, ვერ-აღონ-რა საჭურეტი ნათლისა.
იჩქარეთ თქვენ! გვერდიგვერდ ამოუდექით ადამის ძენი და აბრაამისანი ერთმანეთს, გელით მე, სიმშვიდე!
მე ყოველთვის მივსდევ მამას, საჩემოზეცა და სათქვენოზეც და ვახმოვანებ მხოლოდ მას ჩემით და მისი ნებით თქვენი შესასმენელითადმო აიღეთ. იყავით ჯანით მრთელნი და ჯან-ჯღარს შეშვებოდეთ!
ნუ ეცდებით თავი წარიდგინოთ, ღირსეულს მე წარგადგენთ მამითა და ძით და სულით ნათლით სიწმინდითა და გზით. დაბრუნების სიხარულს ნუ მოიკლებთ, ალიონითა ვარ ჩინებით ქალაქისაკენ გზისა.
გამოიქეცით, შემოგებება მესმის, უღალატოა ჩემი მეგობრობა და ღიმილს ჩემსას სიყალბე არ ეკარება. სამოსელზე ნუ დარდობ
ისრალ, უჩემობა გადარდებდეს ფიქრად.
მოდი, მოაღწიე ჩემამდე, გულით შეგმოსავ ისე, ადრე რომ გმოსავდი და გზებზე მოსილი რომ დაგავლევინე ქუეყანა.
უკეთესი სამოსელი მოგიმზადე, მოსელილი და მოსილი ძუელით ახალუხებისაკენ.
ზარი რეკდეს სამეუფეო შენი ყურთასმენისათვის, ჩემო პატარა ისრალ!