ნაწილი II
“და ბენიამინსა ჰრქუა: შეყუარებული უფლისა დაემკვიდროს სასოებით და ღმერთი თავადი მფარველი ეყოს მას ყოველთა დღეთა და ბეჭთა მისთა განუსუენოს მას.
და იოსებს ჰრქუა: კურთხევითა უფლისათა ქუეყანა იგი მისი და საზღვართაგან ცისათა და ცუარითა და წყაროთაგან უფსკრულთასა ქუესკნელ და აღმოცენებისა ჟამთა ნაყოფთა მათ მზისათა დამდაბლებასა, თავთა მათთა მათ საუკუნოსათა და თხემსა ბორცუთა მათ სამარადისოთა, ჟამსა მას სავსებისა ქუეყანისასა მსგავსად შეწყნარებისა მის, რომელ-იგი გამოჩნდა მაყვლოვანსა მას, მოვიდენ თავსა ზედა იოსებისსა და თხემსა მისსა ზედა და იდიდნენ იგინი შორის ძმათა თსთა პირმშოთა.
(ქალაქსა ზესთა-ფონისათა დაჰყურებს მთა მაყვლარიანისა, რომელ არს მაყვლოვანი).
“იყავნ შუენიერება მისი, ვითარცა შურნიერება ზუარაკთა, და ვითარცა რქამარტორქისა - რქანი მისნი. და მითა ურქენდეს წარმართთა ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა ბევრებითა ეფრემ და ათასებითა მანასე.
და ზაბულონს ჰრქუა: იხარებდ, ზაბულონ, გამოსვლასა შენსა.
და იზაქარს ჰრქუა: სამკდრებელსა მისსა ნათესავნი დაეცნენ.
და ხადოდით თქუენ სახელსა მისსა და შესწიროთ მსხუერპლი სამართლისა უფლისა მიმართ, სიმდიდრესა მას ზღსასა სწოვდე შენ ვაჭართა მათ დამკდრებულთა ზღკიდისათა.
და გადს ჰრქუა: კურთხეულ და განვრცობილ იყავ, გად, ვითარცა ლომი განსუენებულად დაემკდრე შენ, შემუსრნა მკლავნი მთავართანი.
და იხილა დასაბამი მისი, რამეთუ მუნ განიყო ქუეყანა იგი მათვართა შეკრებასა მას ერთა მრავალთასა მთავრობითურთ მისით, სამართალი წინაშე უფლისა ყო და შჯული შორის
ისრალსა.
(გად - გან + ან + დონ = გ ა ნ ა ნ დ ო ნ . გ - 3, ა - 1, დ - 4; 3.14 - ანუ 3 მთელი 14 მეასედი. ასე აწერია ირიბანის ქუას მოლოდილს იერუსალმის კარიბჭის ბანთან, ხილულად აღმოსაკითხი. ადგილი განდობილთა, გან-დონ-ბანი = გან - 3, დონ - 4, ბან - 2 = 342, მოგუთა რიცხვი. ასევე კარიბჭე, რომელშიდაც განვედი და მას ხარი-მრქენალი ჰქვია, შემყვანებელია ლომკაცის სახის ლოდთან, რომელიც განისვენებს და საფარველია განმზრახველისაგან.
“ვითარცა ლომი განსუენებულად დაემკდრე შენ’’ - მხილველი მალიად კურთხევაში აღდგეს!!!
ეს უშველებელი არტეფაქტი გელის შენ, ისრალ, იხილე და
ილვითა განიხარე!
მე, გიორგი იონთა ჰიპერიონმა, მამით, ძით და სულიწმინდით ვკვალე გზა გამოქვაბულითი ახალ-უხებითი.
ეს უშველებელი კაც-ლომის თავი ქანდაკებული ადევს მიწისქვეშ შესასვლელს, ადევს და არა მიფარებულია, ანუ დაფარავს ზედდებით. (წაიკითხეთ იოანეს მეთერთმეტე თავი ბოლომდე და მიმიხვდებით, სად გეპატიჟებით).
აქ, ამავე ადგილას მოვკალ ვეშაპი, რომელ არს ძუ-ელი-გუ-ელ-ვეშაპი.
ამანათებინოს ღმერთმა ახლით, ახალ-ბუნებაში, ახალი - ცით სვლისათვის.
მე ვარ გიორგი, მიწად-მოქმედი, გზის მკუალავი.
“დანს ჰრქუა: დან, ვითარცა ლეკ ლომისა, გამოვიდეს ბანაკით.’’
(დან - დან-ამდვილებით დან-ახული დან-დობილი ადგილი).
“და დან სჯიდეს ერსა თსსა, ვითარცა ნათესავი ერთი ისრალსა შორის.
და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მედარი მართლუკუნ.
და მაცხოვრებასა უფლისასა მოელოდის’’. /დაბად. 49, 16-18/
ამ ადგილზე სამი გველის ქვის თავია: ისარა გველის, მახრჩობელა გველის და კუდჩხარუნა გველის.
გველისმჭერის თანავარსკულავედის ასტრალური და ზოდიაქალური ენერგიების პანთეონია შექმნილი. სამივე მცველები არიან, იცავენ უდიადეს საღმრთო საიდუმლოებას (ეძღუნება დავით წინასწარმეტყუელის ოთხმეოცდაათე ფსალმუნი).
როგორც აღსახულია, ეგრეთწოდებული დაიოტებული, მეცამეტე ზოდიაქოს კავშირი ღრიანკალის თანავარსულავედთან, სამეფო სიბრძნის ნიშანი აღმოჩენილია აქ, დაბეჭდილია განსაბანელის გუერდზე, რომელიც ამჟამად დაფარული მაქვს უცხო თვალთაგან.
ინებებს ისრალი - ენახვინების!
“და ასერს ჰრქუა: კურთხეულ იყავ შენ ძმათა შორის თსთა, დააწოს ზეთსა ფერი მისი, ვითარცა რკინა და სპილენძი, და იყოს ამლი იგი მისი და, ვითარცა დღენი შენნი, ეგრე იყოს ძალი შენი.
არა არს ვითარცა ღმერთი საყუარელისა, რომელი აღდეს ცად შემწედ შენდა და დიდად შუენიერებითა სამყაროსა მისსა.
და საფარველსა მას ღმრთისასა ელმწიფებითა ძლიერებითა მკლავისათა სამარადისოთა მათ და განასხნეს მტერნი შენნი პირისაგან შენისა.
და ჰრქუას მივედ, წარწყმდი.
და დაამადროს ისრალი სასოებით მხოლოდ ქუეყანასა ზედა იფქლითა და ღნითა და ცუარითა ცისათა მარადის, ნეტარ ხარ შენ, ისრალ, ვინმე გემსგავსოს შენ ერი ეგე გამოსნილი უფლისა მიერ?
ზედა მდგომელ გეყოს შენ, შემწე იგი შენი და მახლითა შენით საქადელი შენი, გეცრუვნენ მტერნი იგი შენნი და ქედსა მათსა ზედა ფერი ეგე შენი’’. /II სჯული - 33/
ეძღუნება ჩემი და ისრალის ფარულ სიყვარულს.
გამარჯვებისათვის!
ხარებისათვის!
ისრალის სიმშვიდეს!
მოდით მოგწმინდოთ ცრემლი, ცრემლიან ადგილას - მომავალისათვის სახელითა უფლისათა!
კურთხევით მამით, ძით და სულიწმინდით.
კენჭა-ბერი
დაიწერა როდეს იანვარი იპარებოდა.