კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

ორი იბერიის მისტიური კავშირი

 

 

პირველითგან იყო სიტყა, და სიტყა იყო იგი ღმერთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყა იგი.

ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა.

ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თინიერ მისა არცა ერთი რა იქმნა, რაოდენი რა იქმნა.

 მის თანა ცხოვრება იყო, და ცხოვრება იგი იყო ნათელ კაცთა.

 და ნათელი იგი ბნელსა შინა ჰსჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.

(იოანე; 1: 1-5)

 

მოგეხსენებათ, რომ იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ბასკები ქართველთა მონათესავე ერია. ამ თემას არაერთი ნაშრომი მიეძღვნა, რაც მკითხველისათვის ახალი არ უნდა იყოს.

 

მართლმადიდებელი ბერების დღემდე შემონახულ უძველეს ხელნაწერებში აღმოჩენილია წმინდა წერილის გასაშიფრი კოდის გასაღები, რომლის “გახსნა’’ ერთადერთი ენის მეშვეობით არის შესაძლებელი და ეს ენა უძველესი კავკასიურ-იბერიული ენაა. ამ გასაღებს დღევანდელ დღეს ქართული ენა ეწოდება, ხოლო ქვეყანა, რომელსაც ძალუძს რეალურად გაშიფროს ბიბლია - საქართველოა. ქართულ ენას სამი დამწერლობა აქვს, რომელთაგან უძველესი - სამეფო ანუ ასომთავრული ანბანია. იგი მისტიური 40 გეომეტრიული და მათემატიკური ასო-ნიშნისაგან შედგება. თავად ანბანის დასახელება მიგვანიშნებს, რომ ასო მთავარია და რულია, რაღაცის წარმმართველი. ამრიგად, ჩვენ 40 გასაღების მფლობელნი ვართ.  კავკასიურ-იბერიულ მითოლოგიურ საგანძურში ჩადებულია კოდი ქართული მისტერიისა, სადაც ნათქვამია, რომ 40 საიდუმლო ოთახის გასახსნელად (ნაგულისხმევია გამოქვაბულები მთაში) საჭიროა 40 გასაღები (თითო თითო ოთახისთვის). ეს ტაბუდადებული საიდუმლო ინფორმაცია ორმოცი გამოქვაბულის შესახებ გადმოცემულია შოთა რუსთაველის წინასწარმეტყველურ პოემაში “ვეფხისტყაოსანი’’.

 

პოემის მთავარ გმირს აღმოსავლეთ იბერიულ ენაზე ტარიელი ჰქვია, ხოლო დასავლეთ იბერიულ ენაზე (იბერიის ნახევარკუნძულზე) - ტერუელი, თუმცაღა ძველ ეგვიპტურად ორივე სახელი წარმოითქმებოდა როგორც “ტრლ’’ (ეგვიპტეში დაფარული ცოდნა მხოლოდ თანხმოვანი ასოებით იწერებოდა განუხმოვანებლად და მოლოდ ქურუმების პრეროგატივა იყო მისი გაშიფვრა). ერთერთ უმთავრეს გასაღებად გამოიყენებოდა ასო-ი, რომელიც მეათეა რიგობრივად, გამოსახულებაში წარმოადგენს გონიოს, რაც ნიშნავს გონებაში დაფარულის გასაღებს. გო-ნი ორი მარცვლისაგან შედგება: გო - ნიშნავს გაგებას, ონი კი - მზის ქალაქს. ფარაონი ხაპი - ნუნის ვაჟი და ხეპრეს ძმა - ოსირისი მას შემდეგნაირად გაშიფრავდა: მთავარი ხმოვანის გასაღები ზოდიაქოს მეათე სახლშია, ე.ი. თხის რქის გასაღები ასომთავრულში, რომელიც მართკუთხა გონიოთი გამოიხატება (გონიო კი გონით გაზომვას, გამოთვლას ნიშნავს) და გამოითქმის როგორც “ი’’, რომლის რიცხობრივი მნიშვნელობა ქართულ ანბანში ათია ანუ განზომილება მოცემულია ათობით სისტემაში. თუ თანხმოვანთა ტრიადაში ჩავსვამთ ი-ხმოვანს, მივიღებთ სიტყვას - “ტირილი’’.

 

მართლაც და ბიბლიური გოდება, ტირილი, მოთქმა დამახასიათებელია პოემის “ვეფხისტყაოსანი’’ მთავარი გმირისთვის და არა მხოლოდ მისთვის.

 

ტირილით ვიბადებით და ტირილით გვაცილებენ ბოლო გზაზე, როდესაც ამქვეყნიურ ცხოვრებას ვტოვებთ, ანუ მიწიერი ცხოვრების ალფა და ომეგა ტირილია. წინასწარმეტყველის ტირილი, რომლის მიზეზი საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის დაცემით არის გამოწვეული კიდევ სხვა რამეა და “ბედისწერის ტირილი’’ ჰქვია.

 

იესო ქრისტეც ტიროდა, როდესაც აღსარებას ეუბნებოდა მამას გედსემანიის ბაღში და ადვილი მისახვედრია, რომ უბრალო დამთხვევა არ არის საქართველოში გედსემანიის ქედის და სოფლის არსებობისა.

 

იაკობმა დატოვა სახლი, მსოფლიო შემოიარა და ისევ სახლში დაბრუნდა, მაგრამ სახლის კარი უფროსმა ტყუპისცალმა - ესავმა გაუღო. მათი შეხვედრა დაბადებაშია აღწერილი    /დაბად. 33/.

 

“… თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა შვიდგზის ვიდრე მიახლებადმდე ძმისა თსისა. და მირბიოდა ესავ შემთხუევად მისა და მოეხა და ამბორს-უყო და დასდვა პირი მისი ზედა ქედსა იაკობისასა; და ტიროდეს ორნივე.’’

 

გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ შეხვედრისას იაკობი და ესავი ატირდნენ, ასევე ტიროდნენ პოემაში ტარიელი და ავთანდილი შეხვედრისას. აპოკალიპსური დასასრულიც გოდებასთან, ტირილთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ უფალი ტირილს სიცილით, ბედნიერებით შეცვლის, მაგრამ ამისათვის საჭიროა რაღაც საიდუმლო დღემდე დაფარული ცოდნის დეშიფრაცია, რომელიც “ვეფხისტყაოსანის’’ მიხედვით მის მესამე გმირში - ფრიდონშია ჩაკოდილი, რომელიც ნავიგაციასთან, არგონავტიკასთან, უძველეს კოლხეთთან (იბერიასთან) და მის საიდუმლო ცოდნასთან (ოქროს საწმისი) არის დაკავშირებული, რომლის ნაწილი საბერძნეთში იქნა გატანილი, მაგრამ ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდებით.

 

ტარიელი და ტირილი დაკავშირებულია ტერუელთან - პატარა ქალაქთან, რომელიც მდებარეობს იბერიის მთის დასავლეთით, იბერიის ნახევარკუნძულზე. ტირილი ასევე უკავშირდება ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელს - გიტირისს, რაც ქართულად ნიშნავს - შენს გამო ტირისო. ტერუელის პროვინციაში სათავეს იღებს მდინარე ტურია, რაც ქართულად პატარა ტურას ნიშნავს. სოფელი რეკენა, რომელიც ტურიას აუზის სამხრეთით მდებარეობს, ქართულად იშიფრება როგორც ზარის ენა - რეკე - ზარი დარეკე, ენა კი - რაღაც ენაზე მიგვანიშნებს. სიტყვა ზარი და ლაზარე -  ლა-ზარი მიგვანიშნებს ლაზების - ძველი კავკასიურ-იბერიული ტომების ადგილსამყოფელს. მსოფლიოში 42 იბერიული ტომი არსებობს და 42 მამაა ნახსენები აბრაამიდან იოსებამდე, ეს უკანასკნელი წმ. მარიამის (ჩვენი მესიის დედის) მეუღლეა. ჩავუღმავდეთ იესო ქრისტე ნაზარაველის მნიშვნელობას. ნაზარეველი - ნიშნავს ადგილს, ადგილსამყოფელს სადაც ზარი დარეკილა, ლაზი კი - გამჭრიახ, გონებამახვილ აზროვნებას ნიშნავს. გაუთავებლად შეიძლება ლაპარაკი იმაზე, თუ რა ღრმა და მისტიური ინფორმაციის მატარებელია ქართული ენა და მისი ანბანი.


 

 

 

ქართული ანბანი სამი საფეხურისგან შედგება: 1. ასომთავრული, 2. ხუცური და 3. მხედრული, რომლის ჯამი 120 ასო-ნიშანია (40+40+40). თითოეული ასო თავის თავად მისტიციზმში სამ არეს განავრცობს: პირველი არეა - ქვეცნობიერი, მეორე არე - ცნობიერი და მესამე არე - ზეცნობიერი.

 

  1. ასომთავრული - არქიტექტურული და მათემატიკური ფორმულების ანბანია, იმავდროულად ის გეომეტრიული სივრცობრივი აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს და შეიცავს 40 ასოს.
  2. ხუცური -  უძრავი ვარსკვლავიერი ცის და გალაქტიკის ირმის ნახტომის ანუ “იერუსალიმის გზის’’ ანბანია, რასაც ქართულად გალაქტიკის საიდუმლო გასაღებს უწოდებენ. ისიც 40 ასო-ნიშნისაგან შედგება.
  3. მხედრული - მზის ოჯახის ანბანია, რომელიც მზის გადაადგილების გზას აღგვიწერს და ზეციურ ცოდნას მოიცავს, ზოდიაქოს 12 სახლის შესახებ ცოდნასთან ერთად. ის სპირალური გალაქტიკის ენერგიის ტალღებს ასახავს, ანუ სპირალური ანაგრამის გამოსახულებას წარმოადგენს. 

 

პირინეის მთები ესპანეთისა და საფრანგეთის ბუნებრივ საზღვარია. პირინეი ქართულად შეიძლება შემდეგნაირად გაიშიფროს: პირი-პირს ან ენა-ნას და კავკასიურ - იბერიული ენის გასაღებს წარმოადგენს - პირით-ენე(ა) ანუ პირით ენა დაბადა -"თქვა სიტყვაო". ყურადღება გავამახვილოთ - (თ)ქვა-ზე. ქვა მატერიის მიმანიშნებელია. გავიხსენოთ რას ეუბნება უფალი იესო ქრისტე ფარისევლებს და მწიგნობრებს: "მე თუ გავჩერდები, ქვანი აღაღადდებიან". მითითებულ ფრაზას თუ გავშიფრავთ, ადვილად მისახვედრია, თუ რომელ ენაზე აღაღადდებიან ქვანი იესოს მინიშნებით და რომელ ენაშია ამ მოქმედების გამომხვატველი სიტყვა - თ-ქვა, ქვა.

 

 

 

 ესპანელების მთავარი ტრადიცია დაკავშირებულია არენაზე ტორეადორის (ორიონის სიმბოლო) და ხარის შებრძოლებასთან, ისევე როგორც ვარსკვლავიერი ცის ზეციურ თაღზე  ორიონი “ებრძვის’’ ხარს. მითოლოგიაში ევროპას ხარი იტაცებს, ხარი - მატერიალიზმის სიმბოლოა და განვითარების სწორედ ამ გზას დაადგა დასავლეთი. დროა ევროპამ სულიერი ტრანსფორმაცია განიცადოს, ამას კი - აღმოსავლეთ და დასავლეთ იბერიის მაცხოვრებლებმა ურთიერთთანამშრომლობით და უძველესი ცოდნის შეჯერებით უნდა შეუწყონ ხელი, რადგან ესპანეთის დედაქალაქის სახელწოდება - მადრიდი ქართულად ერთობლივი მოქმედების გამომხატველია - მადრიდი, მადრიდე - ანუ შენს ცოდნას ჩემი ცოდნა შეადარეო.

 

 

დროა, ამ ახალი ეპოქის გარიჟრაჟზე ერთობლივად ვიფიქროთ წინაპრების მიერ უძველეს ენაში ჩაკოდილი სიბრძნის ხორცშესხმაზე!

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE