კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ვეფხის ტყაოსანი - აღორძინებით შემოსილთა წინასწარმეტყველებაა ბოლო ჟამისა, საღმრთო საიდუმლოებათა და მასთან დაკავშირებული მოვლენების განვითარებისა.


ვეფხი ეფრემის ტოტემია ბიბლიური მონაცემებით, ლომი - იუდეველთა, ანუ იუდასი. ლომი - გულია, პლანეტა მზე. „მით, რამეთუ მე ვარ, ვითარცა ვეფხი ეფრემისსა და ვითარცა ლომი სახლისა იუდაჲსსა.“ (ოსე 5; 14)


ვეფხი ეფრემის ტოტემია, დეკოდირება შევიყვანოთ და გავშიფროთ ეფრემის მნიშვნელობით:


„ეფრემ - აღორძინება, გინა ნუგეშინის-მცემელი, გინა უმჯობესისადმი წარმართება.“ (სულხან-საბა)


გამოვწეროთ ვეფხის ტყაოსანის დაფარული სახელები, თანამიმდევრობა დეკოდირებისა, ვეფხი ეფრემის ტოტემია: ვიწყოთ აღორძინებით, ვეფხი - ეფრემის ტოტემი, გონება, პლანეტა - მთვარე.


ა) ეფრემი - აღორძინება


„ტყავი - გარეგანი საფარველი ტყავი - საკუხი, ტოლამა, დურა, წამოსასხამი.“ (სულხან-საბა)


აღორძინებით შემოსილი,

აღორძინების საფარველი.


ასევე აღმოიკითხება ასე: ეფრემის საფარველი.


ვეფხის ტყაოსანი გმირები - საფარველის ანუ საქართველოს გმირები არიან და აღორძინებით შემოსილებს ძალუძთ აღორძინება ქართველებისა.


ამიტომაც მიმაჩნია ვეფხის ტყაოსნის ავტორის გენიალური გადაწყვეტილება პოემის სათაურში - მისამართი შეფარული ბიბლიური სცენებისათვის, რათა წინასწარმეტყველება გაიმართოს.


ბ) ეფრემი - ნუგეშინის-მცემელი


ნუგეშინის-მცემელი - ღმერთის წარმოგზავნილი გმირია, რომელიც მესიის მოსვლის წინამორბედია და განაცხადებს ამ დროის მოახლოებას.


ვეფხის ტყაოსანი ასეც წაიკითხება: ნუგეშინის-მცემელის მოსასხამი ქართულად ხალენია და რადგანაც ტყავი - წამოსასხამს ჰქვია და თანაც ხალენად წოდებულია ელია წინასწარმეტყველის წამოსასხამი, იგივე მოსასხამი.


წმინდა წერილებით ვუწყით, რომ დღეისდღეობით ელია წინასწარმეტყველის ხალენი საქართველოშია დაფარული, შენახული.


„ხალენი - (4 მეფეთა, 2,8) მაზარა, ასევე არავიქი ჰქვია სამოსელს“.


არავიქი შესამოსელია მღდელთ მთავართა. (აქ უნდა აღვნიშნო, რომ იერუსალჱმის ნეხვის კარიბჭის მსახური მღდელთ მთავრის შესამოსელია არავიქი, და ეს სახელი ნაწარმოებია სამხრეთის ქარის არავი-ს სახელწოდებიდან: „არავი - სამხრის ქარია თბილი“. (სულხან-საბა)


არავი სამხრეთის ქარია და უბერავს დაფარული ქალაქის სამხრეთის ხევში, რომელსაც ქაჯთა ხევი ჰქვია და ნეხვის კარიბჭით იწყება, წინ კარმელის მთა არის აღმართული).


ამ ქალაქის სამხრეთის კარიბჭე დაფარული, რა თქმა უნდა, ასეც აღინიშნება არავი + ქია = არავიქი


ქია - მაიმუნის სახელწოდებაა, ხოლო მაიმუნი ინდოეთში პოლარული ვარსკულავის თანავარსკულავედის სახელწოდებაა, ჩვენებურად ბელის თანავარსკულავედი.


ტარიელი ინდოეთის მეფეა და რა თქმა უნდა ინდური კოდით საძებნელია საიდუმლოება ნესტან-დარეჯანისა.


იერუსალჱმის კარიბჭეს შვიდი ქვის მაიმუნი დარაჯობს. შვიდი მეგალითური ქანდაკი მაიმუნისა - საუკუნეებია ათასწლეულებად აკინძული „იცავენ“ კარიბჭეს. (მნახველმა ნახოს და გაიხაროს).


გახსნილი გონება, გასხივოსნებული და გახსნილი გული ანთებული სიცოცხლის ძალით ბადებს ლაზარეს ენას - ქართულ ენას.


 

კენჭა-ბერი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE