კალამი კრთს, სული ნავარდობს,
აღშენებულა სიტყვის გუმბათი,
ჩემს ხელის გულზე ისრალს სძინავს,
მშვიდად აღვიძებს სიტყვის ვარსკვლავი.
სევდიან თვალებს ღიმილი აკრთობს,
რჯულის კიდობანს დაჰმსგავსებია მისი აკვანი.
ღმრთის ანგელოზთა გუნდი დარაჯობს -
შენს გულში ნათლის გამოღვიძებას,
იქვე ნაცისკრი სანთელი იწვის
და ჩამიჩუმში ღვენთით იღვრება.
გონიერების აღმართზე ასულს,
მთის წვერზე დროშით დავხვდები,
მე გამარჯვების სიომ დამათრო
მხოლოდ ღიმილით, მხოლოდ სითბოთი
და სიყვარულით შენს გულს შევხვდები.
ზარი რეკს და შენ ფერთა ხმა მესმის,
მოდი სწრაფად!
მოლოდინის ტვირთი მოვიხსნათ,
მხოლოდ ღიმილი იყოს სიმართლედ,
როს ზიარება ცაში აგვიყვანს.
კენჭა-ბერი