ია კობში ამოსულა! - გაზაფხულის
დაძახილზე,
დაიმზევა ფიქრმა თვალი კალთით
ხელზე,
გამარჯვების დრო დამდგარა - ნათლით
ბნელზე!
შევეკაზმე ცხენთან ერთად, ქამარი შემოვირტყი
წელზე.
შამბიანში ბალი ყვავის, ცხვარი შეეფინა
ველზე,
სიყვარულმა დაიდარა, გოგოს ბიჭი მოხვევია
ყელზე.
იაკობსაც გაეღვიძა, ხელი შემოირტყა
ხელზე.
ტაშის კარით ხმა გაისმა: ქართველებმა გავიმარჯვეთ -
დასაბამისეულ გველზე!
არწივები ცას აეკრენ, ცისარტყელით
დაფენილზე.
გრძელი მოკლედ მიგიწკიპეთ, დაგპატიჟეთ
უფლის ველზე,
შამბალას ტანტრა გითხარით, ამომყევით
ლიხის ქედზე!!!