კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ჩემო მიძინებულო და ყოფიერების ამაოებაში ჩაყვინთულო ღმერთისათვის რჩეულო და სასურველო ერო! ერო ქართველურო!

 

შენი ენითა და შენი გენით ეზიარე იმ ღვთაებრივ საოცრებებს, რომელიც შენ ხეს სიცოცხლისას, ანუ გენიოლოგიის გონის ხეს ფესვიდან გააცოცხლებს  და იმ ძალას შეჰმატებს, რომელიც აუცილებლად გესაჭიროება მომავლის ნაყოფთა შესასხმელად.

 

მე იმ საიდუმლოებათა დამფენი ვარ, რომელსაც ოთხი ათასი წლის მანძილზე ეძებდნენ და ვერ პოულობდნენ მსოფლიოს უძლიერესი პიროვნებები: წინასწრმეტყველები, მოგვები, მეფეები, იმპერატორები, მეცნიერები, შემოქმედნი სიტყვისანი, პატრიარქები და მღვდელთმთავრები.

 

მარტო იმ ადამიანთა რაოდენობრივი და რანგობრივი ნუსხა რომ შევადგინოთ, გაგიკვირდებათ, ამდენმა შესანიშნავმა გონმა და ასეთი ტექნოლოგიებით შექმნილმა ტექნიკურმა აპარატურამ: თანამგზავრებმა, ლაზერულმა ხელსაწყოებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დაზვერვამ და აგენტურულმა ქსელმა ვერ დაშიფრეს ჩვენამდე შემონახული ინფორმაციები... და შენ ერთმა გლახაკმა ბერმა, ღვთის კარზე მოწოწიალე რაინდმა და მარტო სულმა, ნახევრად მშიერმა და შიშველმა შესძელი ეს?!

 

ჰო, კი, დიახ, აბა რა, აუცილებლად და ღვთაებრივად ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ, რომ ჭეშმარიტებით - ჭეშმარიტად ღაღადებს სული ჩემი, ბაგითა ჩემითა და გულის-ზრახთა ჩემისათა. ამირანდებით ამენით ამენ, ამინით ამინთია და ამინდვია ნებითა და მზემჭვრეტელობით ღმერთით.

 

ადამიანთა აკვანის საძიებელი გზა დაბილიკდა, დედაკაცად და მამაკაცად ნაშობთა დამიზვნა ადამიანის რანგში, ადამის ერში, ადამიანური ზნე-ჩვეულებების განმხვრთობად ერში, კავკასიონის დედა-დო ერში, ქართ-ველურ და ქართ-თმობილ ქართველ ერში.

 

დავიწყოთ თხრობა იმით, რაც მთელ მსოფლიოს თვალწინ უდევს, უყურებენ და ვერ ხედავენ.

 

მსოფლიოს ერთერთი საოცრებათაგანი - ეგვიპტე და ეგვიპტის პირამიდები. სანამ ეგვიპტის პირამიდების დანიშნულებას განვიხილავთ, შევისწავლოთ ეგვიპტური მითოლოგია, გავშიფროდ ქართულად და საქართველოს ისტორიულ წარმართობას დავუკავშიროთ.

 

კავკასიონი - ჯერ ამ სიტყვას დავაკვირდეთ და ის აზრი აღმოვიკითხოთ, რომელიც ამ რეგიონის ნათლიამ ჩააწვინა არსობრივად. მითის მიხედვით, როდესაც ღმერთი დედამიწაზე საცხოვრის ფართებს არიგებდა ერების, ენებისა და ტომებისათვის, ყველაზე ბოლოს მასთან ქართველები მივიდნენ და როდესაც ღმერთმა ჰკითხა, თუ რატომ გაბედეს და დაიგვიანეს ღმერთის მოპატიჟებაზე, მათ ასე უპასუხეს: უფალო ღმერთო, ჩვენ ქვეყნიერებაზე ნანადირევი, სამსხვერპლოზე შენს სახელზე შევწირეთ და შენს სადღეგრძელოს ვსვავდით. მაშინ, გახარებულმა ღმერთმა აპატია ქართველებს დაგვიანება და ვინაიდან ყველა მიწა უკვე დარიგებული ჰქონდა, გადაწყვიტა მისი მოსიყვარულე ერი, დედამიწაზე თავისი ხელით გაშენებულ ბაღში დაესახლებინა. გაიხსენეთ ბიბლიური შესაქმე ანუ წიგნი დაბადებისა.

 

ღმერთის ბაღში რომ ვცხოვრობთ, ეს ჭეშმარიტება ყველა ქართველმა უწყის ქართულ-ხალხური მითებიდან, ლეგენდებიდან და ზეპირსიტყვაობით, სადღეგრძელოდ, დოინისეს მისტერიებიდან ქართულ რაკურსში აღმოცენებული მრავალჟამიერით.

 

კავკა-სიონი, ეს ორი ნაწილისგან შემდგარი, ერთი უსაზღვროდ დიდი საიდუმლოების დამტევი სიტყვა, გასაოცარ საიდუმლოებასთან დაგვაკავშირებს. კავკა - ორკავიან საბმელს აღნიშნავს, ორი კავით დავაჭიდოთ დასაბამი და თუ რა არსს იტევს კავით კავებული, ამას  ჩემეული განმარტებით და პიეტიკით ჩავუკირკიტდეთ.

 

ღმერთმა დასაბამად ქმნა ცა და ქუეყანა, დაებნენ ერთურთს ცისიერი კავითა და ქუეყანისიერი კავით. შემდგომ ღმერთმა დედამიწაზე შექმნა ედემი და სამებით კავა ოთხება, ანუ სამკავიანით ჭიდა ოთხკავიანი და იქმნა სამ-ოთხედ ედემში ბაღი.

 

აქ განსაკუთრებულ მათემატიკურ გასაღებს ვაწყდებით: 3-იანი და 4-იანი, რომელთა ჯამი უდრის საკრალურ რიცხვს - შვიდს (3+4=7). ღვთაებრივ-ბიბლიური შვიდეული: შვიდი დღე ბიბლიური შესაქმესი და საოცარი მისტიური საიდუმლო ჩაწვენილი ქართულ ბიბლიაში, რაც უეჭველად ამტკიცებს ბიბლიის ქართულ ენაზე შექმნის ვარაუდს: “დასცხრა ღმერთი დღესა მეშვიდესა საქმეთაგან თვისთა’’. დასცხრა, ე.ი. ცხრიანში გადაიყვანა შვიდეული. ეს საოცარი ლოგიკურ - მათემატიკური ანბანობრივი და ენობრივი ფილოსოფიაა. მისი მუდმივა ასეთია 9/7 = 1,2857142 და 7/9 = 0, 7777777. ამ ამთემატიკურ სისტემებზე ცოტა მოგვიანებით მეცნიერულ კვლევას მოგაწოდებთ, ჩემო ტკბილო და საყვარელო ერო. ერთი კი მინდა გითხრათ, რომ შემთხვევითი არ არის შვიდქიმიანი გერბი საქართველოს სამშვენისზე დაბეჭდული.

 

შვიდი დღე და შვიდი კვირა, შვიდი თვე და შვიდი წელი წმინდა რიცხვებია დროის ფაქტორით. ცისარტყელას შვიდი ფერი, მუსიკალური შვიდი ბგერა და ა.შ.

ზემოთ ჩამოთვლილს ერთმანეთთან უდიდესი ღვთაებრივი კანონზომიერებანი და ჰარმონიულობა აკავშირებს. შვიდის გარდა, სამისა და ოთხის მათემატიკური კანონზომიერებანი შემდეგია: სამი გავამრავლოთ ოთხზე უდრის თორმეტს (3 x 4 = 12). თორმეტი მოციქული, თორმეტი ზოდიაქო და ა. შ.

 

         3 : 4 = 0,75                                 4 : 3 = 1, 333333

         3 – 4 = -1                                   4 – 3 = 1

 

ისე მივყვეთ თხრობას, ყველასთვის გასაგები რომ გახდეს. ღმერთმა ადამი რომ შექმნა - მას სული შთაბერა სიცოცხლისა, კი არ “ჩაუქარიშხალებია’’, არამედ სიოსავით ნაზი იყო ადამის პირველი ჩანასუნთქ-ამონასუნთქი. ორი კავით კავდა სიო - სულიერითა და სახიერით სხეულებრივისა, ე.ი. კავით კავდა სიო - სად? სად და - კ ა ვ კ ა ს ი ო ნ შ ი.

 

კა-ვ-კა - ორი კა-ს შემცველი ეს სიტყვა ეგვიპტური მითოლოგიის მიხედვით კა (k-), არსის ერთერთი შემცველი ელემენტია.  ეგვიპტურ ლიტერატურაში კა ხშირად მოიხსენიება როგორც სამშვინველი, თუმცა ამ აზრში უფრო სხვა რამე დევს, მაგალითად - კა წარმოადგენს პირველსაწყის სიცოცხლის ენერგიას ღმერთებისა და მეფეებისას, იგი მათ მძლეთამძლეობას განასახიერებს. ხშირად მათ რამდენიმე კა გააჩნდათ, მაგ. რა-ს თოთხმეტი კა ჰქონდა.

 

მკუდართა წიგნის სამაროვნებით თუ ვიმსჯელებთ, კა-ს ფლობა ყველა ადამიანს მიეწერება. იგი მეორე მეს წარმოადგენდა, სულიერად და ფიზიკურად ცალკე სახეს, რომელიც როგორც სხეულში ცხოვრებისას, ასევე გარდაცვალების შემდგომ სულიერ მესთან ფუნქციონირებს. კა ადამიანის ბედისწერას განსაზღვრავს და მას შეეძლო სამარხის დატოვება და სულეთში მოგზაურობა.

 

კას, როგორც ღვთაებას გამოხატავდნენ - ადამიანს, რომელსაც

თავს ზემოთ აღმართული ხელები იდაყვებში ჰქონდა მოხრილი. კას შემქმნელად ხნუმი ითვლებოდა, იგი ასევე ქალღმერთ ხამსუტთან იყო დაკავშირებული, რომელიც ხალხს იცავდა (ინახავდა).

 

 

 

 

ხნუმი (hnmw) ეგვიპტურ მითოლოგიაში ნაყოფიერების ღმერთია, რომლის საკულტო ცენტრი კუნძული ელეფანტინია (სპილო). ხნუმს დაგრეხილი რქებით გამოხატავდნენ (ცხვარს ჰორიზონტალურად ჰქონდა ეს რქები დაგრეხილი), ასევე ცხვრის თავიანი ადამიანით. ხნუმის მამა ნუნია და ანუკეტი - მისი ქალიშვილი (ანი-უკეტი). ხნუმს ოთხი ცოლი ჰყავდა: მენხიტი, სატისი, ნეიტი და ნებტუი. ანუკეტი (nkt), ხნუმისა და სატისის ქალიშვილი, ნილოსის პირველ არქიპელაგზე მდებარე ერთერთი კუნძულის  - სეხელის გამგებელია. მისი წმინდა ცხოველი ანტილოპაა (გაზელი). მასზე ჰიმნში ნათქვამია: “შენ მოგყავს მდინარე და ანაყოფიერებ მიწას შენი სახელით’’. ანუკეტის მამამ - ხნუმმა შეჰქმნა ადამიანი თიხის საჭურჭლე ამოსაყვანში (гончарный круг) და მისი სულიერი ორეული - კა განაგებდა ადამიანის ბედისწერას. ხნუმი მეომართა ღვთაება იყო, რომელიც მტრებს განდევნიდა და ასევე წყალთა მიმწოდებლად ითვლებოდა, რადგან ნილოსის სათავეს და შესართავებს იცავდა (მისი ეპითეტია: “მფლობელი კატარაქტების, მეუფე კატარაქტების, არქიელი კატარაქტების, მბრძანებელი კატარაქტების’’ ანუ ნილოსის კარიბჭეთა მცველი). ხნუმი მრავალი ღმერთის სულს განასახიერებდა (მაგალითად - გების), და როგორც დემიურგი უახლოვდებოდა პტახს (ხნუმმა გაგაკეთა, პტახმა შეგქმნა). მას აიგივებდნენ ამონთან, რასთან, სებეკთან.

 

ამონი - (mn), “сокрытый’’ – “потаенный’’ ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღმერთია. ზემო ეგვიპტის ფივის მფარველი გამოიხატებოდა ცხვრისთავიანი კაცით, რომელსაც ორბუმბულიანი დისკი ჰქონდა თავის უკან. ამონის ცოლი ღვთაება ცისა მუტა იყო, ხოლო შვილი მთვარის ღმერთი ხონსუ. სამივე ერთად ფივის ტრიადას წარმოადგენდნენ ანუ “სამებას’’. ზოგჯერ მის ცოლად ამაუნატს ასახელებდნენ. საწყისში ამონი ფივანური ბრძოლის ღმერთს - მონტუს (ფრ. მონტუ - აწიე; მთაში ასვლა, მთა) მსგავსებდა - ამონ-რა-მონტუ (XI დინასტია, 21-ე საუკუნე ჩ.წ.ა.). ამონს ნაყოფიერების ღმერთ მინ-თან აიგივებდნენ. იგი სრულიად ეგვიპტის მზის ღმერთთან რა-სთან იყო გაიგივებული - ამონ-რა. მას თაყვენს სცემედნენ როგორც ღმერთების მეფეს (ბერძ. “ამონ -რა-სონტერი’’, ეგვიპტურად “ამონ-ნასუტ-ნაჩარ’’) და ღმერთ-შემოქმედად, ყოველი სულიერის შემქმნელად თვლიდნენ. ამონისათვის ნამღერ ჰიმნებაში ნათქვამია: “დაიბადნენ ადამიანები შენი თვალისაგან, გახდნენ ღმერთები შენი ბაგიდან’’. “შენ ერთი ხარ მფლობელი მრავალი ხელის და გაუწვდი მათ, ვისაც უყვარხარ’’. (ამონახვითა ვარ წერილიდან სიტყვის, ამონაკვანძი არსის მხსნელი ვარ, ამონაქარგი აზრის მფლობელი). ამონი - “მბრძანებელი მთელი მიწის (დედამიწის), მას ხელთ უპყრია სია სამამულე და თოკი მინდორთა გასაზომად’’. ამონი თანამსგავსობს გორთან (ამონ-გარახუტი), ხაპთან (ამონ-ხაპი), ნუნთან, ხეპრესთან, პტახთან, სებეკთან, ხნუმთან. მას დიდ როლი უკავია ინაგურაციის მისტერიებში. (ამონი - “ეს ჭეშმარიტი შვილია ჩემი, ჩემი სულისა და სხეულის ნაყოფი, დამცველი ჩემს ტახტზე, მბრძანებელი ეგვიპტისა’’). ტექსტში, რომელიც ამონის გამონათქვამს წარმოადგენს ტუტმოს მესამის (თუთმოს III) მიმართ, ვკითხულობთ: “მე გაძლევ სიძლიერესა და ძლევამოსილებას და გამარჯვებებს უცხო მიწათა ქვეყნებზე. მე დავანარცხებ შენს მტრებს, შენი სანდლების ქვეშ გავაგებ’’. (შეადარეთ ქრისტიანობის წინასწარმეტყველ დავით მეფის სიტყვები: “დაჯექ მარჯუენით ჩემსა ვიდრემდის დავხსნა მტერნი შენი შენს ფერხთა ქვეშ’’ /ფსალმ./).

 

 

 

 

ამონი ღარიბთა ვეზირია, რადგან მის მიმართ ლოცულობენ: “დიდებულნი შეგცქერიან შენ, მცირენი გეძებენ შენ’’. “ამონ მიაპყარ ყური შენი მას - ვინაც ღარიბია, სასამართლოში, სამართალში, ამონს შეუძლია გახდეს ვეზირი, რომ გაანთავისუფლოს გლახაკი.’’

 

ყველაზე ძველი და უდიდესი ტაძარი კარნაკისაა (ფივში). ამონის დღესასწაულზე (“ბრწყინვალე დღესასწაული ველისა’’) ამ ტაძრიდან ამონის ქანდაკებას გამოასვენებდნენ ხოლმე ბარკით. ამონის კულტმა ძველ ნუბიაში - კუმშიც ჰპოვა განვრცობა. გავიხსენოთ ამონის ტაძარი ნაპატი (მოსამართლე ამონი, მპატიებელი “ნაპატიები’’). ამ ტაძრის ორაკულები მეფეებს ირჩევდნენ, რომელთა გვირგვინით შემოსვის შემდეგ,  ამონის საწმინდრებში მიდიოდნენ - გემპატონესა და პნუბსეში. ამონი გორის მისტერიის განმათავსებელია ანუ სეტზე - ბოროტებაზე გამმარჯვებელი. დილის მზის სახელი იცვლება და მას რა ჰქვია.

 

 

 

 

გორი - гор, хор (hr, высота, небо) - სიმაღლე, ცა. ეგვიპტურ მითოლოგიაში შევარდენში ასახული ღვთაებაა. გორს ადამიანის ტანით და შევარდენის თავით, ასევე ფრთებიანი მზის სახით გამოხატავდნენ.

 

  

 

 

გორი ნადირობის ღმერთია, ისევე როგორც ბიბლიური ნებროთი მონადირე და ღმერთის რჩეულია. გორი იზიდას შვილია (египт. Гор-са-Исет). მისი თვალები მზე და მთვარეა. შურისმაძიებელი ღვთაებაა, რომელიც მამამისის - ოზირისის (Осирис)  მკვლელს ანადგურებს. ორივე სამეფო ბრძანებებს მფარველობენ. ზემო ეგვიპტეში, ქალაქ ედფუში (египт. Бехдет) გორი ხალხის თანამგზავრი და ნავის გამცილებელია, მამამისის ნავის და მზის ღმერთი - რას ნავის სახელი იგივეა. ნილოსზე ცურვის დროს იგი მტრებს და ნიანგებს ამარცხებს. ამ მითში გორი მოხსენებულია როგორც შვილი და თავად რაც. ამ მთლიანობას ერთად ჰქვია (Ра – Гарахути, Гор – ахути, Гарахути), რაც ნიშნავს ორივე ჰორიზონტის გორი ან სამყაროს მხარეების გორი. სამხრეთის გამარჯვებაში - გორის გამარჯვება იგულისხმება. სხვა იპოსტასიით გორი - სემატაუია (Гор – Сематауи), გამაერთიანებელი ზემო და ქვემო ეგვიპტის.

 

იზიდას - გორი მკუდარი ოზირისისაგან, მისი ნეშტისაგან ჩაესახა. იზიდა ნილოსის ჭაობის დელტაში განმარტოვდა, იქ დაბადა და აღზარდა გორი. გორი ღმერთების სასამართლოში, კამათში იწვევეს სეტს და ცდილობს დაუმტკიცოს, რომ ის ოზირისის ერთადერთი მემკვიდრეა. ხანგრძლივ ბრძოლაში გორი სასწაულებრივ თვალს კარგავს, მაგრამ იმარჯვებს მასზე და ფალოსს აჭრის - ასაჭურისებს და ნიშნად სეტის მის მიმართ მორჩილებისა, თავზე სანდალს ადებს. შემდეგ გორი თავის სასწაულებრივ თვალს მამას - ოზირისს აყლაპებს, რის შედეგადაც ოზირისი ცოცხლდება.

 

 

 

ოზირისის გენიალოგიაა: რა - დიდბაბუა; შუ - ბაბუა; გაბი - მამა; (ოზირისი მიწადმოქმედია ანუ ქართულ ქრისტიანულ მისტერიებში - გიორგი). აღმდგარი ოზირისი თავის ტახტს ეგვიპტეში გორს გადასცემს, თავად კი სულეთის ქვეყნის მეფე ხდება. გორის ერთერთი იპოსტასია გორახუტი (გორა ახუტებული) დაკავშირებულია რასთან - გამთენიის მზის ღმერთთან, ასევე ღმერთი დასავლეთისა და აღმოსავლეთისა - გორ-ემ-ახეტი (Гор-эм-ахет). ჰოროსი ჰორიზონტზე.

 

 

 

 

მზის ღვთაება გორ-ური (გორი მთავარი), ური ასევე სიძლიერეს და სიდიადეს გამოხატავდა. გორ-პა-რა - ბავშვი მზე;  გორ-რატ-ტაუი - დაბადებული; გორ-პა-ხერდი და სხვა. გორი ამონთან (Амон-Ра-Гарахути) არის გაიგივებული. ჰეროდოტე მას აპოლონთან აიგივებს. გორის შვილები ასტრალური ღმერთებია: ამსეტი, ხაპი, კიბეკსენუფი და დუამუფეტი - დიდი დათვის ან ძროხის თეძოს თანამგზავრები ჩრდილოეთ ცაში. მათი ფუნქცია ოზირისის დაცვაა. ეგვიპტელების წარმოდგენით ეს ღმერთები გარდაცვლილ სულებს მფარველობენ, ბალზამირების რიტუალში იღებენ მონაწილეობას და ინახავენ გარდაცვლილის შიგნეულობას:

  1. მაიმუნი - პავიანი -დუამუტეფი - ინახავს კუჭს;
  2. ტურის თავიანი - ხაპი - ფილტვები;
  3. შევარდენის თავიანი - კიბეკსენუფი - ნაწლავები;
  4. ადამიანის თავიანი - ამსეტი - ღვიძლი.

თითოეული ღმერთი ადამიანის ერთერთ სულს წარმოსახავდა:

  1. ამსეტი - კა;
  2. დუამუფეტი - ბა;
  3. კიბეკსენუფი - სახ (იგ. მუმია);
  4. ხაპი - გული

გორმა ისინი ოზირისის ტახტის გარშემო განალაგა:

  1. ამსეტი - სამხრეთი;
  2. ხაპი - ჩრდილოეთი;                               
  3. დუამუფეტი - აღმოსავლეთი;
  4. კიბეკსენუფი - დასავლეთი.

 

 

 

 

                          გაგრძელებას შემოგთავაზებთ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE