კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 ჩავწვდეთ რა გზას დაგვაყენებს ბორბალის გამოკვლევა.

  არსებობს ამისთანა ლეგენდა!

  ბორბლის გაკეთება და გამოყენება წმინდა გიორგიმ ასწავლა ქართველებს, ქართველები წმინდა გიორგის თეთრი გიორგის სახელით მოიხსენიებენ.

(ბორბალი– წისქვილისა და მისთანას საბრუნვებელი, გინა საჟამნის ბორბალი; ქარი ძლიერი და მბრუნავი ბორბალად ითქმის.)


       მარკოზი

თავი 4,37. ( Ⴃ,   Ⴊ,   Ⴆ,)

37. და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისა დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ–ცა–ივსებოდა ნავი იგი. 

38. და თავადი იყო პირით კერძო თავსა მას ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით?

39.და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ!

და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ.

40. და ჰრქუა მათ: რასა ესეოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოება? და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინმე არს ეს, რამეთუ ქარნიცა და ძღუაჲცა ერჩიან მას?

ბ ო რ ბ ა ლ ი – ქარი მბრუნავი.

(ბორბალი ნ.ისარი)

  ბორბალი  არის მბრუნვი, ბრუნვის მოქმედი (სულხან საბა)ხილული ბრუნვადი ანუ საჩინო, ესეც ქართულად გამოჩენილი.

    აქ განვმარტავ, საჩინო მბრუნავი, რომელსაც ისარი გააჩნია არის – ბორბალი დროის საზომი.

  ამ დროის საზომს მისი ვრცელი გაგებით, დროისა და სივრცის გაზომვა შუძლია, როგორც საათით იზომება დრო, ასევე ზუსტად შეგვიძლია გავზომოთ სივრცე, ვარსკვლავები და ზოდიაქოს ნიშნები.

    მოვძებნოთ მბრუნავ საჩინო ბორბალს, ბიბლიური კოდური სახელი რა ჰქვია


( მბრუნავი საჩინო– გალილია )

შევამოწმოთ 

გ ა ლ ი ლ ი ა 

1)მბრუნავი საჩინო;                             

2)მოსაგებელი;                             

3)გამოცხადება;


   მბრუნავი, მშვენიერად ბრწყინვალე, გინა მოსაგებელი უფლისა, გინა გამოცხადება. (სულხან საბა ორბელიანი )
აბა ახლა გავიხსენოთ როგორ აღწერს შოთა რუსთაველი  მბრუნავ და საჩინოს.

   ამ შემთხვევაში მთლიანი წუთისოფელია მოხმობილი: ,, ვახ! სოფელო   რაში   გან   ხარ, რა  გაბრუნვებს რა ზნე გჭირსო!"

  ისევ დავწერ ოღონდ  შედარებისათვის დააკვირდით, როგორ ოსტატურად გადმოგვცემს შოთა ტაბუს სიტყვაში:


,, ვახ სოფელო!  რა    შიგან ხარ,    რა   გაბრუნვებს რა ზნე გჭირსო !"


  შოთა რუსთაველი სამოქალაქო სამყაროს უზენაესი მოგვია, ისევე როგორც ბალთა+ზარი. ისინი ედემის მცველი მოგვები არიან, როგორც ბიბლიური 

 მეფე–მოგვი  მ ა ზ ა რ ი (დ.ბ.დ.36;42),

(მაზარა–ზედ წამოსასხმელი, ასევე პალეგავტი, ატარებდნენ მაღალი ჩინის მსახურები წინასასწარმეტყველნი, მეფე მოგვნი, ედემის მცველნი, ატარებდნენ ასევე უმაღლესი ჩინის წმინდა მეომრები, ვითარცა წმინდა გიორგი.  ასევე ამ წამოსასხმელის სახელია; პალეკარტი, პალიკარტი, იგივე პოდირი.)

                                                         (სულხან საბა)


 (ასევე ამ მოსასხამს ატარებდა ალექსანდრე მაკედონელი, ტკბილი ენები გადმოგვცემენ, ძირმწარე და კისკასნი, ახმეტაში შეუქმიათ ალექსანდრე დიდისათვის დიდებული მოსასხამი და გადასცეს საჩუქრად, რა დროს ალექსანდრე რთველში იყო სტუმარი.)

  ახლა დავუბრუნდეთ ბორბალს დროისას, ამ ნახაზში სამი ვარსკვლავი სახელ ახედილი, ჩრდილოეთის და სამხრეთ ნახევარსფეროზე განლაგებული ვარსკვლავები, ასტრონომებში ვირებად სახელდებული,

ხოლო სახარებისეულად: კარგად დაააკვირდით

... და ვითარცა მიეახლნეს იერუსლაჱმად, და მოვიდეს ბეთბაგედ, მთასა მას ზეთის ხილთასა, მაშინ წარავლინნა იესო ორნი მოწაფეთა მისთაგანნი.

  და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მისთანა; აჰჴსენით მომგუარეთ მე იგი.

  და უკეთუ ვინმე გრქუას რამე, თქუენ არქუთ, ვითარმედ : უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი.

ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუა იგი წინაწარმეტყუელისა, რომელ თქუა:  არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და

ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა.

   ხოლო მოწაფენი  იგი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესო. და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა.   

(მათე 21; 1; 2; 3; 4; 5; 6; 7)

 

 

 მესამე ვარსკვლავის სახელია ვეგა. 

 ვ ე გ ა  –  ქნარის ალფა, ჩრდილოეთის ცარგვალის ერთერთი უბრწყინვალესი ვარსკვლავი, რომელიც გედის ალფასთან და არწივის ალფასთან ერთად 

(ე.ი დენებთან და ალტაირთან ერთად) ქმნის მშვენიერ "ზაფხულის დიდ სამკუთხედს".

    მოჩვენებითი სიკაშკაშე ნოლს ოდნავ აღემატება, მზეზე 50–ჯერ უფრო მძლავრი ნათება აქვს და 26–სინათლის წლითაა დაშორებული (დაახლოებით 8 პარსეკი).

ვეგა  ლურჯი გიგანტია.

ვეგა– არაბულად ნიშნავს  ,,ვარდნილი არწივი", მთავარი ვარსკვლავი ქნარის თანავარსკვლავედში.  უკაშკაშესი ვარსკულავი ჩრდილოეთის ცის თაღზე.
   აქვს ბუნება ვენერის, (ცის–კარის– ვარსკულავი) შეთხზვა აქვს მთიებთან. მთიები ესე არს აფროდიტი, რომელ არს ცისკრის ვარსკულავი მთიები ითქმის განმანათლებელად.

   კავშირ ბუნებითია ერმთან, სახელით ოტარიდი.

  ესე ერმი არს მეორესა ცასა ზედა, ხოლო ცაჲ ესე დასავლით აღმოსავალად იძვრის, წელიწადთა შინა ერთგზის გარდაბრუნდების; ხოლო ერმისა სიდიდე არს    სამას   სამეოცდაათი  ათასი ეჯი.(ოტარიდი).

 ერმი არს  მეორესა ცასა ზედა, ხოლო ცაჲ ესე მოიქცევის დასავლეთით აღმოსავალისა მიმართ ერთჯერ წელიწადთა (წელიწადსა) შინა, ვითარცა ცაჲ მზისა. ხოლო არს სიმრგვლე ცისა ხუთი ბევრის და ოთხას და რვა ათას ორასოთხმოცდაათი ეჯი. სივრცე მისი ერთი ბევრის–ბევრი და შვიდი ათას და რვაას ოცი ეჯი.

    ქვეყანით იქიმდე რვაას სამოცი ათას ცხრაას და ათი ეჯი.  ხოლო ერმის სიდიდე არს სამას სამოცდაათი ათასი ეჯი.


  ამისა სახეობასა იტყვიან უწვერულისა ჭაბუკისასა, შეჭურვილისა, ჴელთა ქონებად ძლევისასა. (სულხან საბა).


  კიდევ ერთი მინიშნება 


ოტარიდი 
ო + ტარი   –   რიდე და რიდი ო – ასომთავრულში გამოიხაზება წრედ,  ამას ცენტრში გავუკეთოთ ტარი, ოღონდ ტარი ელიასი (ტარიელი. შოთა რუსთაველი). 
და განვსაზღვროთ, ღერძიანი ბორბალი. ( არ დაგავიწყდეთ ბორბალოს მთა).       ეკვატორული ბორბალი როდესაც ეკლიპტიკის ბორბალს გაუსწორდება, ასტროგეომეტრიულად, ანუ ცის მზომელობისკოლო+სალი+ური  გეომეტრიით, ეს დრო დღე–ღამ ტოლობის დროა გაზაფხულზე და შემოდგომაზე.      ასევე გონება მოუხმეთ სულხან საბა ორბელიანის სიტყვათა კონას ( ლექსიკონს ). 

რიდება – რიდის ქონება   ,,ვინ ჰრიდოს შენ ზედა იერუსალჱმ და ვინ შეიშინოს შენ ზედა? ანუ ვინ მოაქციოს მშჳდობისა მომართ შენისა?" (იერემია 15,5)

რიდი – მორიდება, დარიდება.

   ,, და ჰრიდა მათ თუალმან ჩემმან არა აღჴოცად მათდა და არა ვყვენ იგინი მოსასრულებლად უდაბნოს ზედა. (იეზეკიელი; 20,17.)


  აჰა ინიშნე ნიშანი, ნიშნად ერთისა რიდისა, ანუ გარდმიკვეცია ალამი ნიშნად ერთისა რიდისა.   

             ( შოთას  "პაროლი" ჩემეულად დაგიწერეთ)


  ჩემო ტკბილო მოწაფენო მრავალი განსაცდელი გავიარეთ ერთად, მაგრამ ის გვახარებს რომ ერთად ველოდებით უფლის გამოჩენას
  დაგლოცოთ ღმერთმა! 

  თქვენ ბოლო განახლებას დავლოცავ სრულყოფილებისაკენ, მალე მიიღებთ  ხელდასხმას  უფლის აზნაურად  კურთხევისათვის.


                    მართალ ვწერე, მართალით ვწერე, ისე ვწერე რომ თქვენს გარდა ვერვინ მიხვდეს თოთის ფარდას  ანუ თითით თათის  ნახაზს. 

                   გიორგი  იონთა  ჰიპერიონი 


    აჰკინძა  დროის ბორბალი    ტატომ      ქრისტეს მხედარმა!

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE