კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

იყო და არა იყო რა კი არა, იყო დრო, როდესაც დედაკაცად და მამაკაცად შობილნი, ადამის რანგში გარკვეულნი, და შეღწეულნი გონითა და ნიჭით საღმრთო საიდუმლოებაში, ქორწინებისა და შეუღლების შემდგომ, ვედრებით მიმართავდნენ ღმერთს, რომ მათთვის წარმოეგზავნათ დაბადების მფარველ ანგელოზებს სული, რომელიც მათ თანაცხოვრებისა და მეცხედრეობის დროს შექმნილ გვამიერ ჭურჭელს “აღავსებდა’’, ანუ განაკაცებდა სხეულს - გვამს - ტანს, სამაროვან ჭურჭელს, შემდგომ კი შობით ამქვეყნიურ განხორციელებაში თანამოქალაქეობრიობას შეიძენდა. ისეთი თხოვნაც აღევლინებოდა დამსახურებული, პატიოსანი წყვილებიდან, რომლის დროსაც გამოითხოვდნენ გარდასახულ ანუ გარდაცვლილ დიდ-ბებიას ან დიდ-ბაბუას სულს ახალი დაბადებისთვის მათთან.


იყო ისეთი ვედრების სახეც, როდესაც მთელი გვარი ჩაერთვებოდა ახალდაქორწინებულთა თხოვნაში ღმრთის წინაშე და ითხოვდნენ ისეთი პიროვნების სულის მიღებას, რომელიც მათ გვარს რანგში და განმანათლებლურ ღვაწლში აღამაღლებდა.


სოფლის უხუცესნი  შეიკრიბებოდნენ, მოჰყვებოდნენ სოფლის ამბებს, გადაჭრილ და გადაუჭრელ პრობლემებს, თუკი რაიმე შესასრულებლი მათთვის შეუძლებლად ჩაითვლებოდა  და აუცილებელი იყო სოფლის მომავალი ცხოვრებისათვის, მაშინ შეთანხმდებოდნენ და სალოცავში აღავლენდნენ ლოცვასა და სადიდებელს ღმერთის წინაშე. დედები, მამები, ბავშვები, სულყველანი გარკვეულნი იყვნენ ამ საიდუმლოებაში, ანგელოზი ნიშანს აძლევდა, თუ რომელ ოჯახში დაიბადებოდა შევედრებული სული, რომელ წყვილს აირჩევდა დედ-მამად და ნიშნის შემდგომ იყო დიდი სამზადისი: 0) თაფლობის თვე, 1) ნიშანის თვე, 2) დედათა თანადგომის თვე, 3) მამათაგან დალოცვის და ბედის ჭედვის თვე, 4) დედად გრძნობის თვე, 5) მამასთან ურთიერთობის თვე (მამის ხმის გაგონების თვე დედის მუცელში), 6) დედისა და ნაყოფის ხელდასხმის თვე, 7) სტუმარ-მასპინძლობის თვე (ამ დროს სახელი გამჟღავნებულია), 8) შემოტარების თვე - მხიარულება, ცეკვა-თამაში, სოფლის წესთან ზიარება, 9) დაბადების ზარის ლოდინის თვე, დადებითი ემოციების მომნიჭებელი სიმღერები და ცეკვა-თამაში, დედის ემოციური ბუნების გასხივოსნება, სიხარული მომავალისა სახელითა უფლისაითა, კვება ზომიერი, ჰაერზე გასეირნება, სახარებიდან დაბადების თავების კითხვა. დედას ყველაფერი - სამოსელიდან დაწყებული, დამთავრებული მოსასვენებელით - შემკული აქვს ჯვრებითა და ხატებით, ლოცვებით ნაკურთხია წყალი, საკვები, მეუღლე ყოველ საღამოს ფეხსა ბანს ნელ-თბილი წყალით ძილის წინ, გამოიყენებოდა ვარდის წყალი, მსუბუქი არომატების შესაგრძნობლად, რათა ჩჩვილს მუცელში სამყაროსთან კავშირი მოწესრიგებოდა, ასტროლოგი შეურჩევდა მცენარეებს, რომელთაც დადებითი გავლენა უნდა მოეხდინათ დაბადებულისათვის, მზადდებოდა დაბადების ფარდაგები მზისა და ვარსკულავების ნიშნებით, წარმომავლობის სიმბოლოებითა და ათასი სხვა ძვირფასი ძღვენი შეეწირებოდა ახალდაქორწინებულების ოჯახს. მეჯვარეები ოჯახში შეაბრძანებდნენ დაბადებულის თვის შესაფერისი წმინდანის ხატს, ვის დღესასწაულსაც ზეიმობდნენ იმ თვეში.


ღამის დაბადებულთათვის გიშრის მძივებს ჩუქნიდნენ, დღისა ქარვა იყო, მწუხრის - გემატიტი, გამთენიისა ანუ ცისკრისა - ფირუზი.


ერთი მღვდელი და თორმეტი უხუცესი შეამზადებდა დაბადების დასახვედრ რიტუალს, თავისი წესი და საიდუმლო აღესრულებოდა და დაბადების წიგნში იდო მღვდლისა და უხუცეს თორმეტ ბერიკას დალოცვანი და სურვილნი, გამხნევებანი და ლექსთა მიძღვნანი. მღვდელის საჩუქრებში შედიოდა სასანთლე, სახარება, 40 დღის სანთელი, საკმეველი (სანთელ-საკმეველი გზას არასოდეს კარგავდა), ჯვრიანი ფაჩუჩები, ქრისტესაკენ მავალ გზაზე ფეხი რომ არ წაბორძიკებოდა. ვერძის თვის ბერიკა თავსამკაულებს უძღვნიდა, შუბლის დიადემის ქვას ურჩევდა. ბიჭს იარაღებს ჩუქნიდნენ - ნამგალს, ჩაქუჩს, დანას, ხელეჩოს, ცელს, სალაშინს და ა.შ.; გოგონას - მაკრატელს, საკერავ მოწყობილობას, საქარგავ მოწყობილობას, სამკაულებს და ა.შ.


ბევრი საინტერესო და აუცილებელი რიტუალია აღსადგენი მთასა და ბარში კეთილი ღვთაებრივი ცხოვრების აღსაშენებლად.


ჩემო დაღლილო და ტკბილო ერო, ლამაზი ერის შვილებო, თქვენს გენში ცოცხალია გენის-ყური ქრისტეს - გენის აღსაქმელად და ნაზარეველთა გულისცემის გული აცოცხლებს თქვენი გენის - გულს.


სანამ სახვითი მეცნიერებით აღგიწერთ ყოველივეს, ჯერ იკმარეთ გამოსაღვიძებელი გასაუბრებანი და სახარებიდან ამოღებული მაგალითები ჩვენი რწმენის განსამტკიცებლად.


პირველ რიგში გავეცნოთ სახარებისეულ სიბრძნეს, რომელიც გვასწავლის სულის აღდგომასა და დაბადებაში შობით დაბრუნებას.


დიალოგი ამ თემაზე წარმოებს პეტრე მოციქულსა და უფალ იესო ქრისტეს შორის, კითხვას იძლევა პეტრე მოციქული და პასუხსა სცემს უფალი უფლებათა ძე ღვთისა იესო ქრისტე ნაზარეველი: “მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუნ ყოველი დაუტევეთ და შეგიდექით შენ; რამე იყოს ჩუნდა? ხოლო იესო ჰრქუა მათ: ამინ გაეტყ თქუნ, რამეთუ თქუნ, რომელნი ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შუბასა, რაჟამს დაჰსჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თისისათა, დაჰსხდეთ თქუნცა ათ-ორ-მეტთა საყდართა, განჰსჯად ათ-ორ-მეტთა ტომთა ისრაილისათა’’. (მათე, თავი 19; 28-29)


მერმესა - შემდგომსა, შუბასა ანუ შობასა უფალი და ათ-ორ-მეტი, ანუ თორმეტი მოციქული კვლავ დაბადებით დასხდებიან ათ-ორ-მეტთა საყდართა ანუ ტახტთა განსჯად ანუ გასამართლებლად (იგივე განშჯა).


ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში აღსრულდება, რამეთუ ახლოა კართან.


მიწურვილია ყოველთა წინაწარმეტყუელებათა, მოახლოებულია აღსრულებად. არ მანდობდა ღმერთი ამ განცხადების მანიფესტს, რომ არ მევლო საღვთო გზაზე და უდიდესი ტვირთი კიდობანისა არ განმემჟღავნებინა კაცობრიობისათვის და ჩემი ერის - ამ კიდობნის მარადიული მცველის საიდუმლოება არ ამეღაღადებინა.


წმინდა წერილი მერვე ნოეს მოსვლას ელოდებოდა და მერვე წარღუნვაზე ანუ ღერძის ცვალებადობაზეა დაბეჭდილი საიდუმლოება, მაგრამ სად არის დანარჩენი კიდობანი?! სულ შვიდჯერ თუ არის ცნობილი წარღუნვის ეტაპები და დედამიწაზე მის გამო ცვალებადობა. გარწმუნებთ, მეცნიერულად უკვე დამტკიცებულია, რომ კასპიის ზღუა შვიდჯერ ჩაიღვარა შავ ზღვაში. ასე დაასკვნეს გეოლოგებმა, როდესაც გამოიკვლიეს მაღალმთიანი გამოქვაბულის დანაშლამი ქანები, რამაც გაარკვია, რომ ეს ეტაპი შვიდჯერ უკვე მოხდა. არარატის მთაზე კი ცდილობენ შვიდივე იპოვონ და არცერთი არ არის! აქ იყო აგებული მულიაჟი სალოცავი - ადგილი მინიშნებისა, გემისმაგვარი ტაძარი, რომელიც იფარავდა ჭეშმარიტ საიდუმლოებას და თან გადატანილი ჰქონდა ყურადღება, რომ დროზე ადრე არ ეპოვათ ნამდვილი შესასვლელი კიდობანში.


წარღუნვის მისტერია ევალა მართალ ნოეს და მერვეც მას აქვს გასავლელი. იგი არს ყველაზე ძუელი სული დედამიწაზე მოღვაწე სულთა შორის, ადამის გვამის გადამრჩენელი.


გავაგრძელოთ ზეციდან წარმოგზავნილი სულების დაბადებაში შემოსვლაზე თხრობა. უდიდესი სასწაულია და არა შემთხვევითობა, როგორც ზოგიერთ მჩხრეკელს ჰგონია, იოანეს ანუ ილია წინასწარმეტყუელის კვლავ დედამიწაზე შობით მოვლინება.


დღევანდელი საზოგადოება, რომელსაც სურვილი აქვს დაკაკუნებით შევიდეს უფალ იესო ქრისტეს მფარველობის ქვეშ, ვურჩევ გაერკვეს ამ საიდუმლოებაში, რომელიც დედამიწაზე კვლავ შობით მოსვლას წარმოადგენს, სულთა განკაცება რომ ჰქვია.

ყველასათვის ორია ერთად - ძე კაცისა და ძე ღმრთისა, ანუ მიწიერი მშობლებისა და ზეციური მამის შვილია თავად უფალიც.


 

 


ჩემო ფიქრიანო ერო, თავად დააკვირდი წერილს, ილიასა და იოანე ნათლისმცემლის ხატებს. დააკვირდით და ყველაფერს მიხვდებით, რომ ერთ პიროვნებასთან გაქვთ შეხება, რომელსაც ჰქვია ილია და მონათლულია იოანედ. მას უდიადესი საიდუმლო - ნათლობის აღსულება დაავალა ღმერთმა, მოენათლა ძე ღმრთისა და ძე კაცისა.


წაიკითხეთ ლუკას სახარება, ქართული და არა სტოგჰოლმის ნათარგმნი, ვითომდა ახალ ქართულად. სიტყუა მარადიულია, იგი არა ჰსძველდება!


ლუკას სახარების პირველი თავი საკმარისია, დაბადებით მოსვლაში ეჭვი რომ არ შეგეპაროთ.


ქვემოთ მოყვანილ სტროფში ლაპარაკია იოანე ნათლისმცემელზე, რომელი არს ილია წინასწარმეტყუელი: “და მრავალნი ძეთა ისრაილისათაგანნი მოაქცინეს უფლისა ღმრთისა მათისა. და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ილიასითა, მოქცევად გულნი მამათანი შლთა მიმართ, და ურჩნი გონებითა მართალთათა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული.’’


 



ერთსაც დავამატებ, ყველანი დაბადებულნი ხართ ანუ აქაობაში იმყოფებით და დიდი სითბო გამოიჩინა ღმერთმა ჩვენს მიმართ, რომ ცივილიზაციის გზაჯვარედინზე დასასწრებად და საზიარებლად განგაკაცათ ამ დროში.


ბევრი ნატრობდა წარსულში, დასწრებოდა ნოეს საიდუმლოს ფარდის ახდას, ასევე მთაწმინდის საიდუმლოს ფარდის აღქმას, დაფარული იერუსალემის კარიბჭის მიგნებას და სხვა მრავალ სანაქებო საქმეთა აღსრულებას.


ვისაც მოგეცათ ეს “შანსი’’  - გამოიყენეთ, ნუ გარდაიზიდებით სასჯელში.


მე კი გლოცავთ, იარეთ გონებით განსაზღვრულ და გულით ნაკარნახები ქართული სიტყვის დამიზვნით. მომავალში ცოტა მეტი შრომა და ყურადღება დაუთმეთ თქვენს სულიერ განათლებას და სიხარულთან ზიარების ზარის რეკვის ხმა ჩაგესმებათ სულში.


ნუ ფიქრობთ საცოდველზე, თითქოს მამამ მიგატოვათ, არა, არა და არა! იგი გეფერებათ, გზრდით, გეზს გაძლევთ, ცოდვას გამოგატარებთ და ფრთას შეგასხავთ თავის-უფლებისას.


გეხვევით, გკოცნით სუყველას, ჩემო პატარა ცნობისმოყვერენო...


ფეხის ცერებზე მიცეკვავე და ფეხის თითებით მროკავი ლამაზი ერის აღდგომის პირველი დღეა ძუელით და ძუელის ძველით ახალი წელი, დღეღამტოლობის დრო, ციდამტკაველას წელიწადი. წინ და მხოლოდ წინ გამარჯვებებით  უფლის გამარჯვებისაკენ იარეთ, იფრინეთ, იხარეთ, აღდექით, ამაღლდით...


 

 

 

 

მშვენიერებას სულისას ეზიარე, ჩემო ერო, სიცოცხლით სიცოცხლეში და მარადიულით სამუდამოდ!

 

კენჭა-ბერი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE