დია - მუშთარი ესე დია არს მეექვსესა ცასა-ზედა, ხოლო ცა დასავალით აღმოსავლად ბრუნავს, ათორმეტთა წელიწადთა ერთ გზის მოიქცევის.
ესე დია არს მეექვსესა ცასა ზედა, რომელსა ეწოდების კიმკიმელი.
ესე დიას ცა მოიქცევის დასავლიდამ აღმოსავალის მიმართ ათორმეტთა წელიწადთა შინა ერთგზის. ამისი უთქვამთ სახე ბერისა კაცისა. გვირგვინოსანი მარცხენასა ელთა ქონებად არგნისა და მარჯვენათა ელთა ცეცხლისასა. დია, რომელ არს ზევს. დია მიერსა ეწოდების, რამეთუ მის მიერ ყოველი, ხოლო ზევს დუღილსა და გარდმოსაქანელსა ცხორებისასა.
ელთა ქონებად არგნისა:
“ჯოხი ესრეთ განიყოფებიან: ფაენი არს ჯოხი სამეფო, რომელ არს სკიპტრა; ყავარჯენი არს ჯოხი თავ-ჯვარედი, გინა მოკავებული, ეპისკოპოსთ საპყრობი; კვერთხი ჯოხი გრძელი, უთაო, საგვემელი შემცოდეთათვის; არგანი არს კვერთხის უსხოსი, საბრჯენელად და დასაყრდნობელად კაცთა უძლურთათვის; კობალი არს ჯოხი თავმსხვილი, მოდრეკილი, მანდატურთა და ბაზიერთა საპყრობელი; ტორი არს ჯოხი დიდი და გრძელი, მწყემსთ საჭირავი; ტოკვეცი არს ჯოხი მოკლე და სხვილი გაცემებაში საარშიოდ სამარი; წკეპლი არს წვრილი და მედრეკი; ჭოლოკი არს ჯოხი მოკლე, ხეზედ სასროლი; ტაფელა არს რიათ სამღერელი და მისთანანი.’’ /სულხან-საბა/
ზევსს არგანი უკავია ხელში. ეხლა კარგად დააკვირდით, ჩემო საყვარელო შვილებო, ჩემო ტკბილო ერო, ჩემო მრავალტანჯულნო, ჩემო საქართველო და ქართველებო!
ზევსილია არ-განით, არამედ ანითა და ბანით, ბეთ-ანით და ბეთ-ბანით, რომელიც კიდებული ბანია და თავ-ბანია ყოველთა ბანთა. დასაბამითით კი-დო ბანი, კი - კილითია, ბორ-კი-ლითია, შიდა გრავიტაციული წონასწორობითია, სას-სწორითია, ყბა-სახსარითია, სასა-ყბა-ვეგითია.
“იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა.’’ /დაბად. 6, 14/
უპლირველესად ვთქვათ, ზევსილია ცოდნით თავი, იუპიტერი თავის სიმწიფეს ათავთავებს, ნაყოფი მისია და თორით მეტით თორმეტად ჰყოფს გონის ცოდნის საბუდარს, და ექუსი ბუდე მარჯუენითია და ექუსი ბუდე მარცხენითია, აღიზრდება მარ-ცხენითით და აღაღადდება მარჯუე-ენითით.
თითო ბუდე თითო ძარღთა წყვილითია და ოცი და ოთხითია. გონებით გონიონითია და როცა იუპიტერი კირ-ჩხიბის ზოდიაქოშია ცხენის წელიწადი იწყებს ჭენებას ანუ ჭის ნებით, ცხე-ენით, კირ-ენით ატორიადდეს ხარება.
გონიო ზოდიაქოს მართალი კუთხით მჭერი, აღსაგები და საძებნელი იარაღია, იარე ღიად გონით გონიონითით, მარჯუენით მარჯვე-ენით ხელთ მიპყრია გონ-იო და ვმართავ აგებას და ოთხგონითით და ოცითა და ოთხით კანდონითით.
“და რაჟამს მიიღო მან წიგნი იგი, ოთხნი იგი ცხოველნი და ოცდა-ოთხნი მღუდელნი დაჰვარდეს წინაშე კრავისა მის, და აქუნდა თითოეულსა ათ-ძალი და ლანკანი ოქროსანი, სავსენი საკმეველითა, რომელ არიან ლოცუანი წმიდათანი.’’ /გამოცხ. 5,8/
ადამიანშიც 12 წყვილი ნერვით, ინით და იანით ანუ სრულად -
12 ინი + 12 იანი = 24 ინ/იან = 12 მერიდიანს, გონება მართავს მთელ სხეულს. შუაში - “ცენტრალურ სადისპეჩეროში’’, ბმათა სამაროვან ბუდეში, გირჩისებური ჯირკვალით იმართება ინფორმაცია: ცნობიერი, ქვეცნობიერი, ზეცნობიერი და სამივეს ერთად ჰარმონიულ მოღვაწეობას პიროვნების სიღრმეში მოაქვს ინტუიცია, რომლის ენის შესწავლასაც წინასწარმეტყველთა სიმბოლურ ანბანამდე მივყევართ.
“და ამისა შემდგომად ვიხილე, და აჰა, ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუად ვერ ვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ენათა და ერთა მდგომარენი წინაშე საყდარსა და წინაშე კრავისა და შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა და ელთა მათთა ფინიკები. (ნიკე - გამარჯვებას ნიშნავს, ფინვა - კი დაფენას, ფინიკები - დაფენილი გამარჯვებები) /კენჭა ბერი/
და მობდეს მითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარება ღმრთისა ჩუნისა, მჯდომარისა საყდართა ზედა, და კრავისათა!
და ყოველნი ანგელოსნი ჰსდგეს გარემოს საყდრისა და მღუდელთა და ოთხთა მათ ცხოველთასა, და დავარდეს წინაშე საყდრისა მის პირთა ზედა მათთა, და თაყუანის-ჰსცეს ღმერთსა, და იტყოდეს: ამინ!
კურთხევა
და დიდება,
და სიბრძნე,
და მადლობა,
პატივი,
და ძალი,
და სიმტკიცე
ღმრთისა ჩუნისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ!’’
/გამოცხ. 7, 9-12/
მითოლოგია, რომელიც კოდში შეიყვანა მეფე აიეტმა და ისე შეფარვით გაატანა ბერძნებს, მთლიანობაში ქართველთა გონით ნატარებ სამეფო და საღვთო წესებს შეიცავს და მისი გაცოცხლება მხოლოდ ლაზარეს ენით არის შესაძლებელი და ისევ ქმედითუნარიანი შეიქმნება აღდგომის შემდგომ, ვინაიდან ყოველნი ძუ-ალნი ძუ-ალთან შეწებდნენ და აღდგეს ევოლუციური საიდუმლოებანი მოღვაწეობისა მართალთა და ღვაწლით ჭეშმარიტებაში მტკიცეთა.
სახარებაში მოცემული გვაქვს იუპიტერის საიდუმლოებათა ხარისხობრივად მიმნიშნებელი ბოლო ჟამზე, რომ არა მართალნი და ავად ატეხილები ძალაუფლების მოსაპოვებლად მოვიდოდნენ სათავეებში.
იუდეველებმა უარყვეს თავიანთი მეფე და წინასწარმეტყველი და პირველმღვდელი, ასევე მკურნალი და მწყმსი.
გამოიხმეს ავაზაკი ბარაბა, და მის შემდომ ყოველი ავაზაკი ცდილობს ხელში ჩაიგდოს მთავრობა.
ამ ბოლო ჟამში განსაკუთრებული რამ მოხდა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და ასტრალურ პანთეონში აისახა ის, რომ მეფედ საქართველოს ფილოსოფოსი მოევლინა. მის ბედისწერაზე ვისაუბრებ სხვაგან და სხვა სახის წერილებში. ეხლა მხოლოდ მსოფლიო ბარაბისეული კარმა გავარკვიოთ და რა თქმა უნდა იუპიტერის კოდი, რომლის ელექტრო-მაგნიტურ ასტრალურ “ლენტებზე’’ ხდება მეფეთა და მთავართა ბედისწერის ჩაწერა და აღსახვა.
ჯერი ბარაბასია - გვიხსენოთ:
“ხოლო, მღუდელთ-მთავართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა მას, რათა გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესო წარჰსწყმიდონ.
მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ:
ვინ გნებავს ორთა ამათგანი და მიგიტეო თქუნ? ხოლო მათ
ჰრქუს: ბარაბა.’’ /მათე. 27/
გაფუჭდა არჩევანით კაცობრიობის ბედისწერა, გინდათ - მიიღეთ და მიიღეს კიდეც! სხვა ერებზე არარას გეტყვით, დააკვირდით საქართველოს ბედისწერას ბოლო ჟამისას და წინ გიდევთ ყოველივე - წერილიცა და ერის ცხოვრებაც.
ისევე როგორც მოციქულად არჩეული იქმნა იუდა არა ისკარიოტელი, ისკარიოტელის მაგივრად, აქაც ბარაბას მაგივრად აირჩიეს ბარნაბა, რომელსაც შეეფარა კოდი იუპიტერის მატრიცალურ ანბანში მეფეთა ცხოვრებაში შესასვლელად. ჭეშმარიტება კი ერთი არს - მეფეთ-მეფე იუდეველთა მეფეა, უფალი იესო ქრისტე ნაზარეველი. მივყვეთ წერილს:
“და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით, და პავლეს ერმით, რამეთუ პავლე იყო წინამძღუარ სიტყსა მის.
ხოლო მღუდელმან მან დიოს კერპისამან, რამეთუ იყო იგი მთავარი მის ქალაქისა, კუროები და გრგნები ბჭეთა ზედა ქალაქისათა მოიღო ერისა მისთანა, და ეგულვებოდა ზორვად.
ესმა რა ესე მოციქულთა ბარნაბას და პავლეს, დაიეს სამოსელი მათი და შეჰხდეს ერსა მას შორის, ღაღადებდეს და იტყოდეს:
კაცნო! რასა იქმთ ამას? რამეთუ ჩუნცა კაცნივე ვართ მჰსგავსნნი, და გახარებთ თქუნ, რათა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა, რომელმან ჰქმნა ცა და ქუყანა, ზღუა, და ყოველნი, რა არს მათ შინა. რომელმან იგი წარსულთა მათ ნათესავთა, მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლუად გზათა ნებისა მათისათა.’’ /საქმე მოციქ. 14, 12-16/
“ბარნაბა - ძე ნუგეშინის-ცემისა, ძე მოძღვრისა, გინა მამისა.
ბარნაბა მოციქული ლევიტელი დიაკონი იყო, კვიპრელი, პავლეს მოყვასი, ორნივე სულის წმიდის მოციქულნი იყვნეს და ნერონ კეისრის ჟამში კერპთმსახურთაგან დაიქოლა და ზენონ კეისრის ჟამში მისი გვამი კვიპრის კუნძულსა შინა პოვეს.’’ /სულხან-საბა/
დია-კონი იყო ანუ დია-იუპიტერის შემკონავი, ე.ი. ცოდნა შეინახა კიმკიმელის ცისა, შეკონილი - ერთად შეკრული.
დია - ბევრსაც ნიშნავს და ერთად რომ არის შენახული, დია - ანუ დევს. დიას ბრუნვის მატრიცალური ჟამის ისარი მიუთითებს სამეფო საგანძურებს. მთავარია იუპიტერის სიმბოლური ენა იცოდე, იგივე ზევსის - ოღონდ ბერ-ძუ-ენითი ზევსის დროთა კბილანა უნდა მიუსადაგო რომ-ანული დროის ენურ კბილ-ანას, არაბული ჯამბაზთა ენით ალარვით აღხარისხებდეთ აღსავალს და ქართული დია-ცით გრგნოსან ჰყოთ მატრიცა. მაშინ მეფეთა ძღუენი არა აგცდეთ ყე!
დია ანუ ბევრი, დია-დი ანუ ფრიად მრავალი, დია-დიმა ანუ გვირგვინი, დია-კრისით ანუ რჩეული გულისხმის ყოფით სწერია დია-თიკეში - ანდერძის წიგნი ბერ-ძუ-ლად, დია-ნიკეთი ანუ გამარჯვებით.
აღმოიკითხება დია-სპანთაგან ესე - დესპანი არს მეფის მოციქული სხვას მეფეთაგან. დია-სპანი ელჩია. ქართლის ცხოვრება:
“ხოლო ხვალისა დღე მოვიდენ როცა დია-სპანი და უქადაგეს მეფესა;" “კომსმა წარგზავნა დიასპანი და მიწერა წიგნი.’’
კომსი - მეჯინიბეთ-უხუცესი. /სულხან-საბა/
დავით წინასწარმეტყველი - მეფე და მწყემსი თავის დიდ საგალობელში ანუ დია-ფსალმში საიდუმლოთა შებეჭდვით იყენებს რა სიტყვის ძალას, გარდამოეცემა დროთა განვლით ჩუენს აწმყოში და მოგვანიჭებს დასაბამისეულ მისტიურ ძალას სიტყვისას.
ესეც იუპიტერული ანუ ზევსილი სიტყვითაა ნაქსი.
“დია-ფსალმა-ცვალება კილოთა საგალობელთა, ანუ ძალი სიტყვათა.’’ /სულხან-საბა/
ესე დასრულდა წერილი დღესა მზიანსა, როს ყე სტუმრობდა გიორგი პეტრესი, გულით მონატრებათა აღსაკაზმელად წერა ხვედრითდა გიორგის კენჭაბერსა.
თევზნი იყვნენ მდუმარებით, ჩუენ ღიმილმა მოგვიცვა.