კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ღმერთს გაეღიმა, ღიმილმა დაბადა სიო, სიომ იქროლა ცებში, ცებმა ადევნეს თვალი, თვალმა აკრიფა ნამი, ნამმა მოზღუდა სივრცე, სივრცე აქუნქულდა და ქულებმა შერწყმით ამთლიანეს ღრუბელი, ღრუბელი ღრუბელს დაეჭიდა, ჭიდილმა დაბადა ელვა, ელვამ იმღერა ქუხილი და წვეთი დაიბადა, დაიბადა და დაიბადა, წვეთს წვეთი მოჰყვა, წვეთებს ეწვიმათ ვარდნაში. მიჰქროდნენ ახლის დასაბადებლად. გამთლიანებისათვის მიაკითხეს მთას. მთამ გულში ჩაიკრა და თავის ბებერ ნაპრალებში წყაროებად დაბადა. წყაროებმა რუები ავსეს და მორაკრაკებით ჩამოუყვებოდნენ მთის ფერდობებს. მერე ღელეებად იკრიბებოდნენ, ღელეები ავსებდნენ ხევებს და ხევებით მდინარეებად იბადებოდნენ. მდინარეები მიიჩქაროდნენ სივრცეების გადასალახად და ეძებდნენ სატევნელს ერთად სამყოფელს, სადაც ზღვას ბადებდნენ. ზღვა ივსებოდა, ზღვა იწვრთნებოდა და ღელავდა ამდენი წვეთის განცდას, რომლებიც დღითი-დღე ემატებოდნენ. ღელვა მშვიდდებოდა, ღელვა ირინდებოდა და წყნარდებოდა. მდუმარების ძუძუს მიელტვოდა ღელვა და ასე ნარნარად მშვიდდებოდა. ამას მისი ძილი ერქვა, მის ცაზე გადაჭიმულ ვარსკვლავებს კი - ზღვის სიზმარი.

 

კვლავ თენდებოდა, მზე მოდიოდა, ზღვიდან წვეთებს ცაში აიტაცებდა - მათ, ვისაც მონატრევის ფიალა სავსე ჰქონდათ. მერე ისევ ახალ სიოს, ცათა შორის თვალით აკრეფილ ნამებთან ამწყემსავდა და კვლავ მთისაკენ აბრუნებდა.. ისევ ელვა, მერე ქუხილი და ახალი გზა. ახალი - მაგრამ უკვე განვლილი. ძველი, ნაცნობი განცდები ახალს ერწყმოდა, ერთ ძალად იკრიფებოდა, ახალი ბავშვობდა, ძველი ხუცობდა, დრო სივრცეებში იკვეთებოდა და მომავალი მზადდებოდა.

 

ყველა წყაროს თავის საშო აქვს და მწვერვალი დარაჯი მისი. ყველა რუს თავის კვალი აქვს და ციცაბოები საასპარეზო მისი, ყველა ნაკვალევს თავის კვალი აქვს და ნაპრალები, მისი გზის მიმნიშნებელი. ყველა ღელეს თავის ჭრილი აქვს და ხევები მდინარეებად შემკრები მისი. ყველა მდინარეს ზღვა სტუმრობს და მზე მასპინძელი მისი, გამცილებელი და მამოძრავებელი, გზის გამკვალავი, ღელვათა მჩენი და დამფარავი საოცარი ცხოვრება მისი.

 

ამონაწერი დღიურიდან:

 

დღეს მშვენიერებამ მოიცვა განცდები. იყო ესეც და ისიც, ბევრი რამ იყო, რაც მთავარია - დღის სიმშვიდე იყო სრული. ქიტესა განთავისუფლდა, ვიგრძენი, ვმადლობ ღმერთს და მიხარია. დილას პირი გავიპარსე, გავლამაზდი, ერთი გემრიელი ჩაქაფული ვჭამე, მერე  სურათები გადავუღე ქიტესას ხელოვნების ნიმუშებს, დროში და ჩარჩოში ჩავსვი ყოველივე. ბაქოში ქარიანი და წვიმიანი მზიანს შერწყმია. ღმერთმა ინება - ყინული დადნა. დაიძრა დიდი იდეა, გზა გაიხსნა. ჩვენ ისევ ერთად ვართ, იბადება გზა და გზას მივყვებით დაბადების სურნელებით აღვსილნი. ვგრძნობთ ორთავეს ახალი გვინდა, აღარ გვსურს წარსულისკენ მივიხედოთ - გვაწუხებს წარსულზე ფიქრი. მხოლოდ გაჭირვებისაგან მიღებული გამოცდილება გვამოძრავებს. გვეგონა ცხოვრება ჩვენკენ ზურგშექცეული იყო, თურმე ეს ასე არ არის. ღმერთი გვწვრთნის და გვიკვალავს გზას. ჩვენ იმისათვის მოვედით, რომ უდიადესი შეგვაძლებინოს ღმერთმა - ავივსოთ და სხვაც ავავსოთ. თავისუფლების სურნელმა სული აგვიმღერა და გული მიხარის. უხარის მასაც. ვგრძნობთ, რომ დაიწყო და ეს დასაწყისი გენიალური და უჩინარია.

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE