აღსარება გალობითი წარმადგმევინე წინ წინაწარმეტყუელებისათვის რაცა თქვას გულმა, შენით უფალო უფლებათაო და უფალო უფალთაო. დაღლილი ვარ შრომათაგან და თვალნი ჩემნი დამმლაშდნენ ტირილისაგან, დაუძლურდა გვამი ჩემი ცოდვათაგან, რომელი გარს შემომერტყა ვითარცა წყალნი ქუესკნელისანი, მსგავსად იონა წინასწარმეტყუელისა, ვეშაპის მუცელსა მოხვედრილი ბრძანებითა შენითა. ვის მიენიჭა უფლება გაინთავისუფლოს თავი ცოდვათაგან შენს გარეშე, ღმერთო ჩემო და მამო ჩუენო!
ერთი ხარ და ერთადერთი ხარ სამყაროთა მბრძანებელი! დიდება მარადიული გმოსავს, უხილავი და მიუწვდომელი.
არავინ უწყის სამყაროში თავი და ბოლო ბედისწერათა შენს გარდა, დასაბამს მრავალთას განავრცობ და ელი შენი დაფარულ არს ყველასათვის და ყველა სივრცეში, ბრწყინვალებისა და სისპეტაკის მწყემსო და თავად სპეტაკო ბრწყინვალებაო, მარად ინებე ის, რაც გნებავს და არ დაგვივიწყო უფალო ზებრძანებათაო, მოწყალე ეყავ გულსა ჩემსა, განსნას გულმა ბაგენი ჩემნი და მზე-ტრფიალოსან ჰყვე ყოველი სიტყუა ჩემი წინაშე შენსა.
გამასამართლე უფალო სამართალითა შენითა, ვიცი ვემსგავსე იობს ერსა ჩემსა-შორის. შეიწირე ცრემლი ჩემი ნაცარში მჯდომელისა, ტკივილთა გალიაში მომწყვდეულისა და წარმდგარი წინაშე
ვიტყ: რა ღირსი ვარ რამე ვთქუ?!
ბავშვობიდან მოდღეინდელად დღემდე, მრავალი განსაცდელი ვიგემე და მრავალი უსამართლობა ნახა ჩემმა თვალებმა.
მსაჯულება ვერა ვყვე, ვერცა გულითა და ვერცა გონებითა, უფლება აყრილი, კაცის ძე ვარ მე და სამოსელი ჩემი ძაძა და ძონძნ.
ცხოვრების ჭაობების წყლებით შევითხვარე, ვითარცა ევფრატის ლომი, მშიერი და გაშმაგებული მძებნელი სავანისა, და უშენოდ მე რა ვქმნა?! მომავალს თუ მაზიარე, ამიყვანე ელში, უფალო, თუ
ოტის ოდენა მაპატიე და შემრჩა მართალი, ამიყვანე და გულში ჩამიკარი, მარადიულად რომ მესმოდეს შენი გულისცემა.
მიკურთხე პატიოსანი ნამცეცი ჩემი ტრაპეზისა და წვეთი ღვინო ზიარებისათვის, უფლება დიდ გამთენიის წინ ცისკრის ვარსკულავთან ზიარებისა.
აღმადგინე ნაცართაგან ჩემი ცოდვებისა, დამაფრთიანე ვითარცა ფასკუნჯი. მადლობელია გული ჩემი ყველაფრისათვის რაც განიცადა. გამერინდება მკერდში, როცა გამიხსენებ, ღმერთო ჩემო და მამაო მოწყალეო.
შირად მასენდება, ბავშვობაში, როგორ მომინატრე და სამყაროს უკიდეგანობაში როგორ გამოფრინდა ჩემი სული შენი ნებით - შენამდე.
თვალი თვალში რომ შემომენათა და აღგიქვი, სახიერო, ბაბუა მეგონე, ისეთი პატარა ვიყავ. მას შემდგომ ერგასისი შემოირბინა მზემ დედამიწის გარშემო, და აჰა, შენი მტირალა და სევდიანი
რანდი შენს წინაშე დგას.
ყავ ეს წარდგომა, უფალო წმინდა, გაასპეტაკე სული ჩემი და აღავსე ნათლითა შენითა, შემოქმედო სამყაროსა და სამყაროთა გზაჯვარედინების მცველო.
ვუგალობებ გალობითა ალითა ყოველსა დაფარულსა წიაღთა შენთასა, რომელთა გამოვლინება ახარებს ძეთა შენთა, ხოლო შთამაფიქრებელნი სძალნი შენნი იმედის საცნობელია მარად.
დიდება და არ დავიწყება საოცარ შემოქმედებისა შენისა, მამაო ზეციერო, ცათა მომცველო და აღმავსებელო, მარადიულო დარაჯო სიცოცხლისა.
ველურ კალმობისათვის შემწყნარებელ მეყვენ, უფალო, დაფარულში მეჩურჩულე აღსამედრებლად, ჭენება მელანკვალითი მოდევნება შენისაკენ ამინით ალილუია და ამენით სადიდებელი შენი აგენთოს!
ამენთოს ამონავითი სიყვარული შენი!