კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


ნაწილი II 

 

ჩვენი დედამიწა ურთიერთ-სიყვარულისა და ურთიერთ-მსახურების სიტკბოებით აღივსება და მიხვდება ყოველი მკვიდრი მცხოვრები ამ პლანეტაზე, რომ ყველა ერთად წარმოვადგენთ ღმერთის ჩანაფიქრის სრულფასოვან სრულყოფილებას და დიდი გამოღვიძება მოიცავს სრულიად სამყაროს. ეს ასე მოხდება, მჯერა!!! ვხედავ და მესმის მომავლის! ჩვენი მზის სისტემა და ოჯახი სრულიად მარადიულობაში აღმდგარი სივრცეა.


ეს სამყაროული დამსახურება კი ეკუთვნის ძე კაცისას და ძე ღვთისას, ადამის მოდგმის აღმადგინებელს, და კიდევ მარადიულობაში სადიდებელ ღმერთს, სამებას ერთარსებას.


არსად სამყაროულ ფიქრმიუწვდენლობაში და დაუსრულებელ სივრცეებში არ მოსულა ეს საოცარი სრულყოფილება, გლახაკის სამოსელში მობრძანებულ ზეციურ მეფესა და უფალს უფლებათას აღედგინოს უდიადესი პატიებით სრულიად სამყარო და ღვთაებრივი მამობა ბაგე-მისაწვდომი გაეხადოს კაცობრიობისათვის.


სიყვარულის მედროშე ერს, სიყვარულის მეფე იესოსთან ერთად დიდება და გამარჯვება!


დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


ასწავლეთ ბავშვებს (!) ლოცვა და დალოცვა მეგობრებისა, დედ-მამისა, ბევრი ეფერეთ, ესაუბრეთ და ასწავლეთ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა. ფარდა აეხდება ყოველ საქციელს, კეთილი საქციელნი დაჯილდოვდებიან, ბოროტ საქციელებზე პასუხისგება მოგვიწევს ყველას, ყოველთვის და ყველა დროში.


ისწავლეთ ჭეშმარიტი მიტევება, აუხსენით ჯერ - რას პატიობთ. თქვენ როგორ გესმით პატიების შინაარსი და ისიც გააგებინეთ, რომ მრავალჯერადი არ არის ერთი და იგივე ცოდვების მიტევება. არ შემსმენს მერე ღმერთი სჯის.


უფროსმა თაობამ, რომლებმაც ათეისტურ სამყაროში ისწავლეთ, მოკრძალებული ბოდიში მოუხადეთ მომავალს, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს. აუხსენით, რამდენი ზიანი მოგიტანათ უღმერთოებამ. ამით თქვენ მათ მისცემთ ძალიან დიდ შვებას.


ნუ ააღელვებთ ჭაობებს, ცუდი და მყრალი სუნის გამომცემლებს, სჯობს წყაროს წკანწკარა ჩურჩულის არომატით დატკბეთ. მოიწია ის დრო, რომელშიც მატერიალური სიუხვით ვეღარ აღზევდება პიროვნება, მხოლოდ სიმართლე იქნება წინმავალი ყველა განზომილებაში და სივრცეში.


იმასაც დააკვირდით, იმდენი გაქვთ ნაპარავი, რომ ვეღარ მალავთ. მოწყალება კი არა - სიკეთის კეთება ისწავლეთ.


საცოდავზე საცოდავია ხარბი, ქურდი, მოპარულით გამაძღარი, დამცინავი თვალებით რომ უყურებს მისგან საცოდაობაში ჩავარდნილ ადამიანებს - მშიერთ და გაძვალტყავებულთ. საზიზღარი ხდება მაშინ, როდესაც ეს გამაძღარი თავს სამაგალითოდ თვლის თავისი საქციელის ლორწოვანი პროპაგანდით.


არ ღებულობს არც კაცებრივი, არც ადამიანური და არც ღვთაებრივი ასეთ საქციელებს და მძორებს. უფალმა თქვა: გარე სკნელშია მათი ადგილიო, კბილთა ღრჭენა და გოდებაა მათი მომავალი.


მე, ჩემო ლამაზო და ტკბილო ერო, ყველანი მეცოდებით ამ საშინელი სასჯელისათვის და იცით რატომ? იმიტომ რომ გარესკნელს ნაგავსაყრელი ჰქვია და ეს საშინელი ადგილი ნანახი მაქვს ღვთაებრივ ხილვაში. ეს ხილვა ორიათას რვა წელს, ქალაქ კიევში მახილვინა ღმერთმა, წლის მიწურვილს. ფრაგმენტს მოგიყვებით: ამ დროს დაიწყო გარესკნელში სულთა გადაგზავნა. ჩემი მზერის წინ წარმოჩნდა უკიდეგანო ბნელეთი და ამ ბნელეთში ქვესკნელს მიბჯენილი ნაგავსაყრელი, ძაბრისებური ფორმის, ათასნაირი ნაგვით სავსე. უფრო უკეთესად რომ დაინახოთ წარმოსახვაში, ეს არის ძაბრისებური კრატერის მაგვარი სივრცე, რომელიც სავსეა ასტრალური ნაგავით, უსაშინლესი მყრალი ენერგეტიკული ეთერული სუნებით. ფსკერი ტალახიანი ნაცრისფერი, დასჯილი სულები ამოდიან ფსკერის ქვესკნელური გვირაბიდან; ბნელეთის გვირაბიდან ამოსულებს ხვდებათ ნაგავსაყრელის ძირი. ქვემოდან ზემოთ თვალუწვდენელი ნაგვის კრატერი, ნელ-ნელა კრატერის ძირი ივსება ათასნაირი დასჯილი სულებით.


ბნელეთის გვირაბიდან ამოსულები ცდილობენ ამ კრატერის ნაგვის ფერდობებზე აძრომას. მცდელობის დროს ნაგავი ზვავდება და ისინი ისევ უკან იყრებიან. თანაც მკვლელები ისევ მკვლელობას ჩადიან, მეძავნი ისევ მეძაობენ, ოღონდ ეს მათი განხილვადებული სულის ფიქრებია. ამ საძაგელ ორმოში მიდის დავა, ჩხუბი, ერთმანეთთან ჭიდილი, ხელის შეშლა, რომ რომელიმე არ ამოვიდეს ამ ნაგვის კრატერიდან, იხრჩობიან საძაგელ სუნებში და როდესაც მიაღწევს მათი სისაძაგლეები სიბოროტის მწვერვალს, ქვესკნელიდან გამოვარდება საშინელი ურჩხული და იწყებს მათ ყლაპვას, ბასრი, ამყრალებული კბილებით ანაკუწებს მათ სულს და არის სულთა გმინვა საშინელი. ყველას რომ შთანთქავს ურჩხული, ბნელეთის გვირაბით ისევ უკან ბრუნდება ბოროტების ფსკერზე.


გადის გაურკვეველი დრო და ისევ, როდესაც ეს ურჩხული მოინელებს სუყველას, ისინი აქოთებული უკანატანიდან გამოყრილები, ისევ სიბნელეში მიიკვლევენ გვირაბით გზას, რათა ნაგავსაყრელის ფსკერზე გამოვიდნენ. მაშინ ისევ ისევე ცდილობენ გაიქცნენ, მაგრამ ერთმანეთში ორნიც კი ვერ თანხმდებიან, შური აღეძვრებათ ერთმანეთის წარმატებაზე და ისევ ცოდვის მორევს ატრიალებენ, ისევ კლავენ ერთმანეთს, ხელს უშლიან ნაგვიდან ამოძრომაში და ასე გრძელდება ურჩხულის გამოჩენამდე, სანამ სუყველას არ გადასანსლავს თავის მყრალ მუცელში და ქვესკნელის ფსკერზე ჩაეშვება. ასე მეორდება დაუსრულებლად. აქ ამ განცდებში ისინი ნატრულობენ სიკვდილს და სიკვდილი არ მოდის მათთან.


თითოეული დეტალი მანახა უფალმა ამ საშინელი სასჯელის ადგილისა. მე მაქსიმალურად შემოკლებულს გაწვდით, შეუძლებელია იმის წერილობით გადმოცემა, რაც ჩემმა თვალებმა ნახა, თუ ღრმა სიმბოლურ ენას არ ვიხმარ აღსაწერად.


გთხოვთ და გემუდარებით, შეწყვიტეთ ცოდვათა ჩადენა, დაფიქრდით, საით მიდიხართ. ამ ლამაზ სამყაროში მაინცდამაინც ნაგავსაყრელზე ნუ მოიხვედრებთ თავს.


ბევრს ვლოცულობ ცოდვილ თავზეცა და ცოდვილ სულებზეც. დიდი არა, მაგრამ მრავალფეროვანი გამოცდილება დამიგროვდა, ბევრი შეიძლება გადარჩეს, ოღონდ განზრახ მკვლელები, სულთა მწამებლები, ფულითა და მევახშეობით სულთა დამმონებლები არა.


მიბრძანეს - არც ილოცოო მათზე!

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE