კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ცხენის წელიწადის მეშვიდე მთოვარის დღეა, აცისკრებული პირველი შვიდეულის პირველი - მეშვიდე წმინდა დღე.

 

ორნი ვბჭობთ, მე და მიხეილი. ის ჭიათურის ლეჟთ-უბნელია, ჰანუმანის გამოქვაბულების ხევის უბესთან ცხოვრობს, მშვენიერი სამზეო ბუნების მატარებელია და ნიჭი აქვს დიდ-მოურავი იტვირთოს, ნებაც თანსდევს.

 

მიხეილ! ძმაო და მოსიყვარულე კაცო, დღეს მთვარის მეშვიდე დღეა. ამ დღის სიმბოლოებია: მამალი, მაგიური კვერთხი, ქართა მატრიცა (Роза ветров), ქარიკვალა (Флюгер).

 

ამ დღეს საღმრთო თავგადასავალთა დღეს ეძახიან, კარგია ასეთ თავგადასავალებში მონაწილეობის მიღება, მაგ. მთაში ძნელად მისადგომი, მიტოვებული ტაძრის მონახულება, ჟრიამულისა და ლოცვის დაყენება, მოდამოს გაცოცხლება, ნაკურთხი წყლის მოსხურება. თუკი კაცი სიყვარულით მოუვლის ერთ მიტოვებულ ტაძარს, დაასუფთავებს, დააწკრიალებს - ღმერთი მას არასდროს არ დატოვებს მარტო.

 

ამ დღეს მტრებზე ლოცულობენ, რადგანაც ცდუნებების მიმართ ყურადღება სუსტდება და ადვილად შეიძლება დანაშაული ჩაიდინო. პატარ-პატარა საქმეებისათვის დღე ფორტუნიანია, ხოლო დიდ ვადებში აღსასრულებელ საქმეებს ამ დღეს ნუ დაიწყებთ.

 

შეეცადეთ ამ დღეს არაფერი მოიტყუილოთ, სჯობია სდუმდეთ, ვიდრე არა მართალი ილაპარაკოთ.

 

ძალიან კარგია რამდენიმე ოპტიმისტური ლექსი ხმამაღლა წარმოთქმით წაიკითხოთ დილის ლოცვების შემდეგ. ლოცვები და კარგი ლექსები გონებას დადებით მუხტს აძლევს და აქტიურ დასვენებაში გადაჰყავს.

 

მენტალური ენერგიის მოწესრიგების შემდეგ მიიღეთ ერთი ჭიქა (200 გრ) დასალევად მომზადებული წყალი: ნახევარი - ლოცვის დაწყებამდე, მეორე ნახევარი კი - ლექსთა წარმოთქმის შემდეგ. მომზადება კი ასეთია: 200 გრ წყალს ჩავაწვეთებთ 1 წვეთ ნაკურთხ წყალს, შემდეგ წყალში ჩავაგდებთ ქინძის მარცვლის ზომის - საჭმელი მარილის კვნიტს, დაუმატებთ შაბის იგივე ზომის კვნიტს და იგივე რაოდენობის შაქარს. მოურევთ ვერცხლის კოვზით საათის ისრის მიმართულებით და ამავდროულად წარმოვთქვავთ ქართულ “მანტრას’’ სიტყვებით: გაიწმინდე და განმწმინდე წყალო დასაბამიერო, წყალო მშვენიერო, სიბერის სიმძიმეთა გამაქარვებელო. ამას ვილოცები სახელითა მამისათა ძისათა და სულისა წმიდისათა. ეს რეცეპტი ყოველ მეშუიდე მთვარეს ეკუთვნის და თვეში ერთხელ უწევს.

 

ამ რაოდენიბით - შაბი, მარილი და შაქარი წარმოქმნიან თხევად კრისტალებს (რამდენიმე მილიარდი მეგა-ბაიტისას), რომლებიც მზად არიან ჩამწერისაგან მიიღონ ინფორმაცია და შემდეგ სითხის მიღებისას (ნამზადი წმინდა წყალი) გადასცემენ ორგანიზმს დადებით ინფორმაციას (ეს ალქიმიური რეცეპტი - წმინდა წყლის ნაზავისა იწერს მხოლოდდამხოლოდ დადებით ინფორმაციას).

 

შაქარი - სიტკბოს ძალა;

მარილი - მოციქულთა მადლი;

შაბი - აბჯარი სიტყვისა;

ნაკურთხი წყალი - დაცულია სამებით ყოველივე ხრწნადისაგან.

 

მეშვიდე მთვარის დღეს იკრძალება კბილების ამოძრობა. ავადმყოფობანი მალე განიდევნებიან, გართულებები თანმდევნი არ არიან და ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული ყველა სამკურნალო საშუალებანი ეფექტურნი არიან ამ დღეს შენამზადით. საკვები პროდუქტი ხარისხიანი შეარჩიეთ - ცუდი არ გაგეპაროთ, რადგან შესაძლებელია მოგწამლოთ; ხორციანი საჭმელები გამორიცხეთ და მეტი წვნიანი მიიღეთ; მაქსიმალურად დაასუფთავეთ სახლი და გაანიავეთ; მიირთვით თევზეული ქინძმარში; გამოცვალეთ საწოლის თეთრეული და ნაკურთხი წყლით დანამეთ.

 

თითქოს ახლიდან ვსწავლობთ სიტყვათა წარმოთქმას, დამაჯერებელი ტონით წარმოთქვით ოჯახის ლოცვა - პირადად დაწერილი. თქვენ უნდა განთავისუფლდეთ ცუდსიტყვაობისაგან, მაგ. განსაბოროტებელი სიტყვაა შ ა რ ვ ა ლ ი - შარი და ვალი - ყველას აცვია საქართველოში, ქალსაც და კაცსაც და მართლაც, ბოლო ჟამში ყველა შარში და ვალშია მოქცეული. ეს სიტყვა - შემოდებული წყევლასავითაა. ედემურ ენაზე მას - სიმარანჩი ჰქვია, ხოდა დღეიდან სიმარანჩიანნი ვიდოდეთ! ზედას “კოსტუმს’’ რომ ვეძახით, ედემურ ენაზე - ალითორი ჰქვია. შემოიცვით ალი-თორი, ამოიცვით სიმარანჩი და იარეთ შარისა და ვალის გარეშე.

 

დამილოცნიხართ - დაფიქრდით, მომიძღვენითებია - იძღვნეთ!

 

ამ დღეს გამოვლინდა სიტყვის ძალა, მისი მშვენება და შთამბეჭდაობა.

 

ამ დღეს დადგინდა პირველი გაკვეთილი, ამ დღეს პ ი რ ვ ე ლ მ ა თქვა ერთი და პირველი ერთად დადგინდა ღმერთით. ძუელისა ამბავთა გადაყრას - დრონი ახლითა ჭედავენ. ახალი თარგით შევმოსოთ თარგამოსიანთა გნებანი.

საოცარია ახალი, იგი ბედნიერია ძუელით და ძუელი ახალია ბედნიერებით.

 

ჩვენმა დიდმა მამებმა წარსულიდან აწმყოში ალავერდად გადმოაწოდეს ისეთი გონიონითი ენერგია, რომელსაც ძალუძს დღეს ჩამორჩენილობაში მყოფი ერი - წინსვლით შემოსოს და ღვთაებრივი გონ-ბრწყინვალე აჟღურტულდეს.

არეოპაგიტიკის პირველი გაკვეთილი:

 

“როგორც ცნობილია, არეოპაგიტული ტრაქტატები წარმოადგენს ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხასიათის თხზულებებს, რომლებმაც ფუნდამენტური როლი შეასრულეს შუა საუკუნეების აზროვნების ისტორიაში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისინი წარმოადგენდნენ სახელმძღვანელო ტრაქტატებს ქრისტიანული აზროვნებისათვის, სახელმძღვანელოს არა მხოლოდ ქრისტიან ფილოსოფოსთა და მისტიკოსთა, არამედ პოეტთა და ხელოვანთა მსოფლმხედველობისათვისაც.

 

ფილოსოფოს-ღვთისმეტყველთაგან მაგალითისათვის საკმარისი იქნება გავიხსენოთ ევროპის დიდ თეოლოგის, თომა აქვინელის სიტყვები, რომ ბიბლიის წიგნის შემდეგ არაფერს ისეთი დიდი როლი არ შეუსრულებია მისი სულიერი ჩამოყალიბების საქმეში, როგორც დიონისე არეოპაგელის თხზულებებს; ხოლო ხელოვნებისა და ლიტერატურის სამყაროდან დანტე ალეგიერის “ღვთაებრივი კომედია’’ კმარა, რომელიც მთლიანად დიონისე არეოპაგელის ზეციურ იერარქიაზეა დამყარებული.

 

დიონისე არეოპაგელის ტრაქტატები ქართულ ენაზე არსებობს XI საუკუნის ქართველი ფილოლოგისა და ღვთისმეტყველის, ეფრემ მცირის თარგმანების სახით, რომელიც მას შეუსრულებია “საღმრთო ფილოსოფოსის’’ - იოანეს შთაგონებითა და შემწეობით.

 

მიჩნეულია, რომ “საღმრთო ფილოსოფოსსა და ხორციელად გრამატიკოსში’’ ეფრემ მცირეს იოანე პეტრიწი ჰყავს ნაგულისხმევი.

 

ქართველი მეცნიერების მიერ შავ მთაზე ერთად მოღვაწეობის გარკვეული პერიოდია დადგენილი სამი დიდი ქართველი მამისა: არსენ იყალთოელის, იოანე პეტრიწის და ეფრემ მცირის. აღიარებულია არეოპაგიტული მოძღვრების გავლენა იოანე პეტრიწისა და შოთა რუსთაველის ნააზრევზე. ასე რომ, ძველი ქართული აზროვნების ყველაზე დიდი კორიფეები განუყრელად არიან დაკავშირებული დიონისე არეოპაგელის სახელთან. ფაქტობრივად მთელი ქართველი ერის სულიერ ევოლუციას წარმართავდა ეს მოძღვრება.’’ /შემდგენელი დენიზა სუმბაძე/

 

 

 

 

 

ნაწილი პირველი

ერთის გაგებისათვის

თავი 1

ერთისა და მრავლის საკითხი

 

“ყოველი სიმრავლე რაიმე გზით მაინც, საბოლოოდ ერთს ეზიარება.

 

რადგან: თუ არასგზით არ ეზიარება ერთს სიმრავლე, მაშინ არც მთელი იქნება ერთი, არც თითოეული ამ მრავალთაგანი, რომელთაგანაც არის სიმრავლე.

 

არამედ: ყოველი ამ სიმრავლეთაგანის თითოეული წევრიც იქნება სიმრავლე და ასე უსასრულობამდე. ამ უსასრულობათაგან კი იქნება კვლავ უსასრულო სიმრავლე. ისე რომ ის, რაც არ იქნება არანაირი ერთის არანაირად მოზიარე, არც თავისი მთელობით, არც თავისთავში არსებული თითოეულით, მთლიანადაც უსასრულო იქნება და ყოველი თავისი თითოეულითაც.

 

სიმრავლეთა ყოველი თითოეული კი, რომელიც არ უნდა ავიღოთ ან ერთი იქნება, ან - არაერთი. თუ არაერთია იგი, ან მრავალი იქნება, ან არაფერი. ხოლო თუ იქნება მრავალი, მაშინ ყოველი თითოეული უსასრულოჯერ იქნება შემდგარი უსასრულობათაგან, რაც შეუძლებელია.

 

არც უსასრულოჯერ უსასრულობათაგან შეიძლება იყოს რაიმე არსებულთაგანი შემდგარი (უსასრულობაზე აღმატებული ხომ არაფერი არ არის, და ის, რაც შედგენილია უსასრულოჯერ უსასრულობათაგან, თითოეულ ცალკეულზე იქნება აღმატებული); არც არაფრისაგან შეიძლება იყოს რაიმე შემდგარი და აქედან გამომდინარე:

 

ყოველი სიმრავლე, ასე თუ ისე, საბოლოოდ მაინც ერთს ეზიარება.’’ /დიონისე არეოპაგელი/

 

დრო მარადიულში: დიდი მოძღვარი, ფილოსოფოსი და ფილოსოფოსთ-ფილოსოფოსი, ქრისტიანობის ერთერთი ულამაზესი ცათამჭერი, სიმშვენიერით წკრიალა ბერის - იოანე-ლაზის მოწაფეა.

 

ერი ერაში ერთად ერწყმის ერთს - ფილოსოფოსს და ერის თავს, საქართველოს პრეზიდენტს და დაიწყოს ქართველთა ფილოსოფიური ერა.

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE