ღმერთის ნებით - კიდობანის სასტუმრო გამოქვაბულში შვიდი წელიწადი მოვანდომე ლოცვასა და “მედიტაციას’’ - იგივე ლულვა, იგივე ჰრული; უმაღლესს კი სიმშვიდე ჰქვია.
აქ გადმომეცა ახალი განწმენდის უნივერსალური სისტემა - ახალი ერის ენერგია კარგად, უმტკივნეულოდ და ჯანმრთელად რომ აითვისოს ჩემმა ერმა და მერმე მთელმა მსოფლიომ.
“მოისენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშდე მისი, ვითარ იგი ეფუცა უფალსა და აღუთქუა ღმერთსა იაკობისსა: უკუეთუ შევიდე მე საყოფელსა სახლისა ჩემისასა, ანუ თუ აღვდე სარეცელსა ცხედრისა ჩემისასა, ანუ თუ ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსუენება ორცთა ჩემთა, ვიდრემდის ვპოო მე ადგილი უფლისა და საყოფელი ღმრთისა იაკობისი. ესერა გუესმა ესე ევფრათას, და ვპოეთ იგი ველსა მას მაღნართასა. შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერნი მისნი. აღდეგ, უფალო, განსასუენებლად შენდა, შენ და კიდობანი სიწმინდისა შენისა; მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე, და წმიდანი შენნი იხარებდენ.’’ /ფსალმუნი, 131, 1-10/
კიდობანის ხილვა, განსჭვრეტა და დროსა და სივრცეში აღქმა განსაკუთრებული გონის მდგომერეობაა და ის მიიღწევა ლოცვითა და მარხვით; და ასევე მასთან ერთად განწმენდილი უნდა იქმნას გონების თვალი - გახსენებით, გავარჯიშებით და მართვით.
ახალი სახის მერიდიანული განწმენდის საშუალებანი ბუნებრივ ნედლეულზე მზადდება. სხეულსა და გარემოს შორის წონასწორობა ბიო-ინფორმაციულ დონეზე აღიქმება. მიგნებულია ეთერული “შუამავლები’’, რომელათა გამოყენებას რამდენიმე ათეული სქემა გააჩნია; ხმარების წესი და ნახაზი საშუალებას იძლევა მერიდიანებში განსაკუთრებული ველი აღიძრას: ენერგიის გამომაღვიძებელი ორგანოებში, სისხლძარღვებში, კუნთოვან ქსოვილებსა და სახსრებში.
მკურნალობის სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, ზოგ შემთხვევაში ახალ სისტემას სამეოცდაათორმეტი საათი ესაჭიროება მთლიანად განსაკურნებლად და ზოგჯერ სამი დღეა საკმარისი იმისათვის, რომ დაავადებულმა ორგანომ ჯანმრთელი მოქმედებისკენ გზა გაიხსენოს.
მთლიანი ორგანიზმის ახალი ერის - ახალ ენერგეტუკულ ველზე გადაწყობას - 48 დღე ესაჭიროება, რაც 16 სქემის გამოყენებით მიიღწევა.
იუპიტერის 12-წლიანი კალენდარი და მზის 12-თვიანი კალენდარი ზოდიაქალური სისტემებისა, საშუალებას გვაძლევს ყველა პაციენტი განსაკუთრებულ ბადეში მოვათავსოთ. 12 წლის და 12 თვის ნამრავლი ქმნის 144-უჯრედიან მართკუთხა სქემას, რომელიც საკმარისია მთელი დედამიწის მაცხოვრებლებს ჩაუტარდეს პირველადი სქემატური დიაგნოსტირება.
დედამიწაზე დაბადებული თითოეული ადამიანი - ერთ უჯრას მოიცავს ანუ ასორმოცდაოთხიდან ერთ-ერთ უჯრაში მოთავსებულია დაბადების მთელი კარმიული საწყისი ინფორმაცია, რაც სამედიცინო-ასტროლოგიური პროგნოზის საშუალებაა. და ამ მიდგომით იბადება ახალი ერა კოსმომედიცინისა საქართველოში!
თითოეული ადამიანის დაბადების ასტროლოგიური ბუნების გათვალისწინებით, იქმნება ექსკლუზიური პრეპარატების ჯგუფი. ერთ განსაკუთრებულ ორგანოს, როგორიცაა: გული, ღვიძლი, კუჭი, თირკმელები, შარდის ბუშტი, ელენთა, გირჩისებური ჯირკვალი, ფარისებური ჯირკვლები და ა.შ. ესაჭიროება განწმენდის სამი დღე, 72 საათი, რათა შინაგანი რეფლექსი აღდგეს.
თითოეულ ადეპტზე გაიცემა ერთი ორგანოს პაკეტი: 1 სქემა - ხმარების წესით და ორი პლაზმური ბუნების საწვეთური პრეპარატი - მალამოს წასმის წინ და წასმის შემდეგ მისაღები პრეპარატები, ერთი ფლაკონი მალამო, რომელიც უნდა წაისვას სქემის მიხედვით წასასმელ ცენტრებზე და მერიდიანებზე, ჭამის წინ მისაღები სამკურნალო ნაყენები - განმწმენდი საშუალებები, რომელთა ნაყენში მინიმუმ სამი მცენარეა შერჩეული ზოდიაქოს მიხედვით და ჭამის მერე მისაღები სამკურნალო ნაყენები - ორგანიზმში სითხეების ენერგეტიკულად შემავსებელი და იმუნიტეტის აღმგზნები. პრეპარატების ერთი კურსის წონა 3.05 კგ შეფუთვიანად და გავიმეორებ, რომ ერთ ორგანოს არ ესაჭიროება 72 საათზე მეტი ანუ 3 დღე.
ჩვენი ორგანიზმი დანაგვიანების დროს კარგავს აღქმას კოსმოსის მიმართ, რაც ამცირებს მომავალი კოსმოსური განცდების ადაპტირებას და ხელს უწყობს დაავადებათა გავრცელებას “ჩაკრებს’’ შორის (ანუ ენდოკრინულ სისტემებს შორის). ადამიანი ენდოკრინული დისჰარმონიული ველის მსხვერპლი ხდება, ირღვევა დაცვითი სიხშირეები - ჰარმონიულ ინსა და იანს შორის. გარეგანი სიხშირული ურთიერთობა ინს (ძუ-ალი) და იანს (ხდი-ალი) შორის 7 ჰერცის ფარგლებში მიმდინარეობს. ამ სიხშირის დიაპაზონში აზროვნებს დღევანდელი კაცობრიობა. ასევე ამ 7 ჰერცის ფარგლებში ხდება კაცობრიობის მიზანსწრაფვა და განვითერება, მაგრამ ეს უკვე ძველი კაცობრიობაა, რადგან 1986 წლიდა მეცნიერები აკვირდებიან რხევების სიხშირულ ზრდას; მოსალოდნელია შვიდგზის გაიზარდოს სიხშირული მონაცემი და 49 ჰერცს მიაღწიოს. ჩვენ უნდა მივაჩვიოთ ჩვენი გონება ამ სიხშირეზე აზროვნებას და ჩვენს სხეულს უნდა აღუდგეს კავშირი აქტიური გონების მართვადი იმპულსების გამოვლინებასთან ტანში. სხეულს ფრენის შეგრძნება გაუჩნდება ანუ ფრენა გაახსენდება. ლევიტაციურ გამოვლინებებს მომზადებული და განწმენდილი უნდა შეხვდეს ჩვენი გვამი.
ასევე მოსაწესრიგებელია მინერალური საფუძველი სხეულისა გვამში.
საქართველოში ყველა ის მინერალი მოიპოვება, რომელიც აუცილებელი გახდება მისაღებად.
ჩემს მიერ მიკვლეულია თხევადი მინერალების “კოქტეილები’’, რომელთა რაოდენობა სამოცდათორმეტია წყვილში ანუ მზად არის 144 სხვადასხვა კოქტეილი, ყველა სახის ასტრალურიდან დაბადებაში გამოვლენილი პიროვნების მინერალური ფუძის შესავსებად. ჯერჯერობით მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ გააჩნია მსგავსი პრეპარატი ადამიანის მინერალური ფუძისა.
და კიდევ ერთი განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო ჩვენი ბუნების ახალ სიხშირეზე გადასაწყობად - შინაგანი ინ-იანი - გარეგანთან ჰარმონიაში რომ მოვიდეს.
ერთერთი მთავარი ინფორმაციის ბეღელი - ხერხემლის ტვინია, რომელიც ატლანტის ცენტრით უკავშირდება თავის ტვინს, ცენტრალური მართვის სისტემას ეთერული და ნეირონული სითხეებით კი - ძვალთა ტვინს; მათთან ერთად თვალების მეხსიერებაც უნდა ავღნიშნო.
დავკონკრეტდები და ვიტყვი, რომ ორგანიზმი გასანთავისუფლებელია ძველი მინერალური ბმების დანალექებისგან. ამიტომაც, ბოლო ჟამს დაავადებათა შორის გახშირდა ხერხემალში, სახსრებში, ორგანოებში “მარილების’’, “შლაკების’’ ანუ უხმარი მინერალების ლექის დაგროვება.
ჩვენი სქემებითა და პრეპარატებით, ამასთანავე ენერგეტიკასთან სპირალური მიდგომით, თავისუფლად განვდევნით თქვენი ორგანიზმიდან, კერძოდ ხერხემლიდან მინერალების ნაგავს.
ექიმი-ბერი
გიორგი იონთა ჰიპერიონი
ცოდნა - საჩუქრად ჩემს ერს - მსოფლიო მასპინძელს საღმრთო ქორწილებში!
ჩემს სულიერ შთამომავლობას - ანდერძით;
ჩემს თანამემუშაკეთ წილით;
იბერიონელებს გაგებით;
ყმაწვილთ დაფასებით;
ჩჩვილებს ძღვნად;
ორსულებს უფასოდ;
გარდასულებს და გარდაბადებულებს - ხარებით, ხარებად და ხარ-ხარებად...