კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

აღმოიტყორცნა დასაბამიდან ქართული ენა!

ფრთები გაშალა და ცათა შინა იწყო ფრენა!

ნათელი ერქუა ნათლის მჩენს, მიუწვდომელს და ზენარსს!

ძაძა განხდილს, სამაროვანს მოხდომია ჩენა, ლამაზ კაბაში მოსილი აღარ არის მდორე.
განაახლე საქართველო! საზეპურო ერი ისევ დამიფარე!

შენით ავწკრიალდებით და ჟრიამულს აიტაცებს არე-მარე,

პირველ ასოს წაიკითხავს თვალჭყეტელა მთვარე,

მეორე კი გალაქტიკის რძის ნაკვალევს აჩენს,

მესამემ თქუა - მე დავბადე, რაც მიზანმა ზომა!

მეოთხემ კი დონით გზანი ნათლით გაასახა!

დონიანი ვიყავი და დონმა დამისახა,

მხედრულით ვარ შემკობილი და მზე-მეფეთა გზას ვსახავ!

განით ანი დონ ბანზე ანუ გან-ან-დონ-ბანზე,

კიდებულ ბანზე - კიდობანზე.

 

წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების

ებრაელთაგან ბერესით


დღე ერთი

 

 

“დასაბამად ქმნა ღმერთმან ცა და ქუეყანა,

 

ხოლო ქუეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა.

 

და სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალთა.

 

და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი.

 

და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა.

 

და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და  ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი. /დაბად. 1, 1-5/

 

ახალი კვირა მზის დღით იწყება, კვირა განკვირდა, აღდგომის სიხარული აინთო.

 

ქრისტეში განწმენდილი ადამის გზა გაიხსნა ადამიანებში, ვისთვისაც ეს სახელი რანგს ნიშნავს. რამეთუ ყოველთა მივუთითებთ: ჭაბუკსაცა და ხუცესსაც - მოექეცით ადამიანურად, ქალი იყავნ, გინდა კაცი. ადამიანურობა ღვაწლითი რანგია, სული ღმრთისა, მთქუმელი და მსუმელი, სამივენი ერთ არს, სამება ერთარსება - მამა, ძე და სული წმინდა.

 

თქუა ღმერთმან - იქმენინ ნათელი და გაიხარა სულმან. ნათელით დაიწყო შემოქმედება და სიტყვამ დაბადა ნათელი, ამიტომაც ახალი დასაწყისია ნათელითა და ქმედებით და უხარის გულსა ჩემსა. განიხსნება ცის-კარი და შემოეფინება ნათელი.

 

პირველი დღე შემოქმედებით და ნათელით იწყება. ეს ასახულია მამის წიაღში, აიაია ძე-თი, მამა მის წიაღში მყოფმა ძემ იხილა, იხილა და გაიხარა. /კენჭა-ბერი/

 

 

აღდგომა

 

დასაბამითიდან განდევნილნო, მოჰკუდენით თქუენ, მე კი აღგი-აღგიდგინოთ თქუენ. მხილველმან ქმნადობისა ღმერთისა ოდეს დაასაბა მან ცა და ქუეყანა, და ნათელი და დღე, მწუხრითა და ცის-კარით, ხოლო ქუეყანა აღვსილ იყო სულითა ღმრთისაითა და ბრძანებისა მისისა გარეშე, ვერვინ მხილველ იყო წიაღ ბუნებისა მისისა.

 

განუმზადებელ და უხილავ, სრულმზადებული და ხილული იქმნა ბრძანებითა სიტყვისათა, რამეთუ თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი.

 

ყოველი სამყაროში მსმენელია უფალი ღმერთისა, და არს ერთი, ხოლო მსმენელი მისა - ძე მისი და მისით. კეთილად თქუა ღმერთმა ძე და ძემან თქუა მამად ღმერთი.

 

რამეთუ იქმნა ნათელი და კეთილ იხილა ძემან სული მამისა, იქცეოდა რა წყალთა ზედა. და ამიტომაც პირველმხილველმა თქუა:

 

დასაბამად ქმნა ღმერთმან ცა და ქუეყანა. მხედველობა დასაბამისა გულის წიაღის თვალისა და გონების წიაღის თვალით არს, წყვილთვალთა ხედვა კი ხარებაა კეთილისა ნათლისა.


 

განძთა ქვაბი


 თქმული წმინდისა მამისა ჩუენისა ეფრემისი: თარგმანება დაბადებისათს ცისა და ქუეყანისა და ადამისთს, ვითარ მიცვალეს გუამი მისი და დამარხეს გოლგოთას; და ცვალება ნათესავთა, ვითარ ვპოვეთ ნათესავობა ქრისტესი რცითა, ვითარცა წერილ არს სახარებასა ლუკას თავსა, ადამისითგან, ყოველთა მამისა, ვიდრე ქრისტემდე, უფლისა და ღმრთისა ჩუენისა.

 

პირველად ხოლო ესე თარგმნა წმინდამან მამამან ჩუენმა ეფრემ და შობა მამათმთავართა ადამისითგან ვიდრე ქრისტესამდე, მაცხოვრისა და ღმრთისა.

 

I 

  1. იყო დღესა პირველსა, რომელ არს თავი ყოველთა დღეთა - კვირიაკე, რაჟამს დაბადა ღმერთმან ცა და ქუეყანა და ყოველი ძალი ცათა, დღე და ღამე და ქარი ძრვისა.

  2. და სულიწმინდა იქცეოდა ზედა წყალთა, რომელ იგი არს თანამოსაგრე ერთისა სამებისა.

  3. და ბრიალებდა წყალთა მათ ზედა და იკურთხეოდეს მისგან, ვიდრემდის იქმნეს წყალნი მშობელ სიტფოსაგან ბუნებისა.

  4. რამეთუ შეეზავა, ვითარცა საფუვარი, დაბადება.

  5. და ვითარცა მფრინველმან რა დაატფნის კუერცხნი ფრთითა თსითა და სიცხისაგან მისისა, ვითარცა ცეცხლისაგან, შეიქმნის  მართუე კუერცხსა შინა, ეგრეთვე სული ნუგეშინისმცემელი ბრიალებდა ზედა წყალთა და შერთო საფუვარი დაბადებისა განგებითა სულისა წმიდისათა.

 

ვეფხისტყაოსანი


ამა ამბის დასაწყისი პირველი

 

ამ და სასმენლად მშვენიერი სწავლისათვის მოშაირეთასა ტარიელს და ნესტანდარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით უმობენ:

 

"რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

 

ზეგარდმო არსნი სულითა, ყვნა ზეცით მონაბერითა.

 

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

 

და მისგან არს ყოველი ელმწიფე, სახითა მის მიერითა."

 

დიდი მოგვი და მოგვ-პოეტთა მეფე - შოთა რუსთაველი, უდიდესი თავმდაბლობით იწყებს დასაბამზე სიტყვის კაზმას. თვით არ აცხადებს უზენაესის სახელს, ვინაიდან იცის, რომ მას მისი ბრწყინვალების სახელი - ღმერთი ძისაგან გაუმჟღავნდა, რომელიც დაფარულში მყოფი შემოქმედი სამების სახეა - ღმერთის შემოქმედების მხილველი, როდესაც თვითონ ძედ გამხილდა, გამხილებული ყო მამად ღმერთი.

 

ასევე დასაბამშივე განაცხადა ღმერთის სული შემოქმედი: “და სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალთა’’. 

 

გონების ძალით ადვილად მისახვედრია, რომ დასაბამში სამება აწესრიგებს მარადიული შემოქმედების რეალობას და ჩვენთვის შესაძლო აღქმის კავშირს ამ რეალობასთან - სიტყვით და ანბანით ანუ დამწერლობით. წერილობითი ნეშტი თითქმის მარადიულია თუკი განმაახლებელი წერილის მებაღე კვლავ ახალ კაბაში მოაქცევს უცვლელ ჭეშმარიტებას.

 

ღმერთი, რომელმაც განამჟღავნა ძე პირველ დღეს - კვირა დღეს, განკვირვების დღეს, რადგანაც განკვირვებას იწვევს სული ახალთან ზიარების შესაძლებლობისას. "და თქუა ღმერთმან: იქმენინ და იქმნა ნათელი"

 

რადგანაც “თქუა’’ და ამაზე თხრობს არა თვითონ, არამედ სხვა, რომელიც ამ სიტყვის - “იქმენინ ნათელი’’ ჯერ მსმენელი, შემდგომ კი მოზიარეა ამ ნათლისა და “იქმნა ნათელი’’, ისმენს სიტყვას და ხედავს სინათლეს ღმერთის სულის შემოქმედებისას და “სული ღმრთისა იქცეოდა ზედა წყალთა’’. ეს არის ძე - მას მიმართავს ღმერთი: “იქმ-ენინ (იქმ-ენ-ინ) ნათელი’’.

 

დასაბამშია განცხადებული სამება: შემოქმედი ღმერთი, შემოქმედი ძე და შემოქმედი სული წმინდა. რაღაც გარკვეული სამიზნის გამო დიდი მოგვი და წმინდანი ყურადღებას ამახვილებს სამყაროზე და აქედან გამომდინარე - მეორე დღეზე, რადგანაც ღმერთმა სამყარო მეორე დღეს შექმნა.

 

“და თქუა ღმერთმა: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელი შორის წყლისა და წყლისა და იქმნა ეგრეთ. და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროსა. და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროსა.

 

და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცა და იხილა რამეთუ კეთილ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეორე.’’ /დაბად. 1/

 

დღე მეორე არის ორშაბათი და მთოვარისა ჰქვია.

 

“მთოვარე /დაბად. 1-16/, მთვარე, ესე არს უქვემოესთა ცასა ზედა, რომელსა ეწოდების ჭირანო’’. /სულხან-საბა/

 

ორშაბათი - მთვარის დღე, ყველანაირი მონაცემით მწერალი ღვთაების დღედ არის მიჩნეული ძველ ცივილიზაციებშიც.

 

მთვარის ცა - ჭირანო პირველი ცაა, რომელიც ანბანური პირველი ასოთია მონიშნული, მწუხრში მყოფი მთვარის ხილვადი ნიშნითაა მოხაზული და სახელად - ანი ჰქვია, მაგრამ რიგით მეორე დღეა და მისი სახელი ბანია, მეორე ნიშანი მხედრულითაა თვალნათლივი - სფერო, რომელიც საკიდზე ჰკიდია - ანუ სფერული ბანი.

 

ქართული ანბანის საიდუმლო ჩადებულია წესით ცისათი ანუ ანით - პირველი ცით და რიგით ბანით - მეორე დღისათი. ამიტომ წესრიგითია ანბანი ქართული, რომელმაც მოგვცა გასაღები პირველი კარისა - დასაბამისეულისა.

 

დასაბამისეულია ენა, დასაბამისეულია ანბანი, რომელიც ქართულია და მას ლ ა ზ ა რ ე ს ენა ჰქვია.

 

პირველი ცით ეზიარება დედამიწა სამყაროს და სამყაროსთან მაკავშირებელ ყველა ჭას. ასევე ყოველ ფერს, იერ-ფერს და შიგა-ფერს, ასევე ფერთა ზმნადობას. პირველი ცის ნიშანი - მთვარის ნიშანია და მისი ანბანური სახელია ანი, ის სფერული ცაა და გარე-მოიცავს დედამიწის სფერულ ბანს, აქედანაა პირველი შრის ან-ბანური სახელი.

 

ბანი - რიგით მეორე და რიცხვითი დანიშვნით ორი, ან-თან ერთად რიცხვითი დანიშვნით ქმნის სამს. დასაბამისეული სამაროვნების და სამების შეუცნობელ პირველად ვლინებას - ანბანური ნეშტის საფუძველს.

 

წარმოიდგინეთ სფერო და შიგ ჩაწვენილი მეორე სფერო, ზედა ცა და ქუედა ცა - ერთმანეთისაგან განსხვავებული ბუნებით და ეს ბუნება თანამსგავსი, ტოლი და ერთსახეა. განსხვავება შემდეგშია: ქუედა ცა და ზედა ცა განყოფილია სულის წმინდის გამოვლინების სფერულ ზღვარში, პირველი სიმეტრიისა და ასიმეტრიის უნიკალური წონასწორობის ვლინებაში. დასაზღვრა რა სულმან წმინდამან ზედა ცად და ქვედა ცად, განიყო ქუ(ე)და ცა ანუ ქუდ-ცა - ყოველმხრივ მოქუდებული, ფორმით სფეროს ტყუე და ზედა ცა - ყოველმხრივ უფსკრულთა ზედა. მხოლოდ შემოქმედი ღმერთისათვის, რომელიც ყოვლის მომცველი და განმსახიერებელია, ეს შემოქმედების ცენტრია მარტივად - რთული. ზედა ცა, ერთი უსასრულო გარემო სივრცეში და მეორე ქუ(ე)და ცა - ერთი სასრულიანი სულიწმინდის გარხვევნაში.

 

პოეტიკურად ეს არს ტიკება, რომელშიც მერმე ბრძანებით ღვთისათა მზე აენთება და ისა არის პირველი ისა მამ-ისა და “იქმენინ ნათელი’’, ამა ბრძანებით გადასწევს ფარდას შემოქმედებისას მამა და ძე იხილავს ნათელს, რამეთუ მყის აღინთება ნათლით ტიკება.

 

ამიტომაც პირველი დღე - პირით ველით დაბადებული ანუ სიტყვის ძალით ვლენილია და გასაკვირია მისი ვლინება, კვირიაკეა მისი სახელი, რომელმაც კვირა მთელი სამყარო გაკვირვებული.

 

 

 

 

ჩემს სამაიას

 

                      იუდას ბეჭდის ქვაა ლალი, 

                      ირა - ღმერთია მცველი,

                      ქეთ და ევანეთ თვალით,

                      აქეთ-ევანეთ გზანი და მიზანნი,

                      შემოქმედება ამღერდა ქალით,

                      ჩემს სამაიას გადაუხდია,

                      ის უხსოვარი ვალი,

                      ცოდნის წყაროა დედანი,

                      არ მოგეწყვიტოთ თვალი,

                      ერთია განმზადებული,

                      სამებით მოსტუმრალი,

                      ბაკხუსმა ღვინო გაიცნო,

                      ალბათ მიტომ არს მთვრალი.

                                       

                                                    /კენჭა-ბერი/

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE