კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

წარსული ათასწლეულები საღმრთო დღეებით დაითვალნონ, თვალითა - არა მთვლემარითა, არამედ გონ-ნებითა,   ათასი წელი ვითარცა ერთი დღე უფლისათვის.


ანგარიში ასეთია: მეოცე საუკუნე, ორიათასი წელი, ე.ი. უფლისათვის 2 დღე და დაიწყო მესამე დღე ოცდამეერთე საუკუნით.


პარასკევი ჯვარცმის დღე, ერთი დღე, ანუ პირველი ათასი წელიწადი; პირველი საუკუნიდან მეათე საუკუნის ბოლომდე, მეორე დღე, შაბათი, მეორე ათასი წელიწადი, მეათე საუკუნის ბოლო და მეთერთმეტეს დასაწყისიდან მეოცე საუკუნის ბოლომდე და მესამე დღის ანუ კვირა დღის ათასწლეული. დაიწყო მესამე დღე.


თენდება, ახლოს არის ცის-კარი. კვირა დღე თენდება, აღდგომის დღე დაიწყო, ამაღლებულები შეხვდით, ჩემო მართლმადიდებელო ერო, უფლის ბრწყინვალე აღდგომა, დასაბამიდან დღეინდელ დღემდე, ყოველივე სიმართლეს აღადგენს. გონებისთვის მიუწვდომელია ამ სიმართლის ძალა, მას ჭეშმარიტების გვარჯი გააჩნია და ყოველივე ღვთაებრივ სიტყვას თავის სიმართლის გზას ამგზავრებს. ნეტარ არიან უფლის გზაზე მოარულნი.


უფალი იესო ქრისტე ნაზარეველის დედამიწაზე შობამდე, ერთი ღვთაებრივი დღით ადრე მოღვაწეობდა დავით წინასწარმეტყუელი და მეფე-მწყემსი, ბრწყინვალე ისრალის მოძღუარი.


ქრისტეს მოსვლიდან დღეინდელად დღედმდე მესამე დღე გათენდა და ახლოვდება ცის-კარი.


დავით-მეფის მოღვაწეობიდან დღეინდელად დღედმდე მეოთხე დღე გათენდა და მესამე და მეოთხე დღეების გადაკვეთის წერტილში, ანუ გათენდა იუდაიზმისა და იუდეველების მეფის, იესო ქრისტეს მოძღვრების, ქრისტეანობის, სამოთხეში დაბრუნების ღვთაებრივი დღე.


ქრისტიანობას მიჰყავს იუდეველები სამოთხეში აღდგომით, უდიადესი საიდუმლო მოვლენით.


მამას ვბარდებოდეთ ძით და მართალმა კაცმა ატაროს ადამის რანგი, რათა ადამიანებით აღივსოს სრულიად დედამიწა, ყველა ქუეყანა და ერი და ტომი, მასთან ერთად თესლები და მოდგმანი.


სამება - ოთხივკუთხით, სამოთხის აღმოსავალითა და არა აღმოსავლეთით, აღდგება დიადი გამარჯვებით - მამისა და მასთან ერთად ძისა და მნათი ბრწყინვალე სულთმოფენით სრულიად სამყაროულ სივრცეში.


მოუსმინოთ გულით თვალით აღმონაკითხს და გადავყაროთ ბორკილები ძუელი ცივილიზაციისა, ახალში განწმენდილები - სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა - ნებით ღმრთისათი შევიდეთ.


“სიტყვა ქმნილი ესაიას მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათს და იერუსალმისა.


ვითარმედ იყოს უკანასკნელთა დღეთა საჩინო მთა უფლისა და სახლი ღმრთისამწუერვალთა ზედა მთათასა და ამაღლდეს ზეშთა ზედათ ბორცუთასა და მოვიდოდიან მისდამი ყოველი წარმართნი.


და მოუდენ ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ მთად უფლისა და სახიდ ღმრთისა იაკობისსა.


და მომითხრას ჩვენ გზასი, და ვიდოდით მას შინა, რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისა იერუსალმით.


და შჯიდეს შორის ნათესავთასა და ამხილოს ერსა მრავალსა, და თანად დაშჭრიდენ მახვილებსა მათსა სანისად და ლახურებსა მათსა მანგლად.


და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.


და აწ შენ, სახლო იაკობისაო, მოვედით და ვიდოდით ნათელსა უფლისასა.


სამყაროვ გამოიკრტე ყვავილი სიყვარულისა და შენმა სურნელებამ დაათროს მთელი სამყარო.


კანონთა კანონი აღდგეს, მისი სახელი ჭეშმარიტებაა, მართალი მისი ჭეშმარიტების შვილია და მზიანი მომავალია მისი ხვედრი.



დავითის ფსალმუნი პირველი ალილუია

კანონი პირველი


 

ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზაისა ცოლთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა. არამედ შჯულსა უფლისასა არს ნება მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე.


და იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თსსა და ფურცელნი მისნი არა დასცვენ, და ყოველივე რაცა ყოს, წარემართოს მას, არა ესრე უღმრთონი, არა ესრე, არამედ ვითარცა მტუერი, რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა.


ამისთს არა აღდგენ უღმრთონი სასჯელსა, არცა ცოდვილნი ზრახვასა მართალთასა; რამეთუ უწყის უფალმან გზა მართალთა და გზა უღმრთოთა წარწყმდეს. /1 ფსალმუნი/


ნუ იტყს, უფალო, აჩრდილი: ხმა მესმა უდაბნოში ღაღადისისაო, და ამაოდ დამაშვრალა მუშაკი უფლისაო, არამედ მიეც სიხარული შენს მონას, გლახაკსა გიორგის და ძმათა და დათა მისთა.



დრო: დღე გამარჯვების აღმართს შეუყვა სიონისაკენ.

გიორგი იონთა ჰიპერიონი - კენჭა-ბერი

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE