კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

დიდო მეუფო საბაოთ უფალო, წმინდა არს, წმინდა არს სახელი შენი!


ვხედავთ რა მოსპოლვილია იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელი მამაკაცი და შემძლებელი დედაკაცი, და მასთან ერთად ძალი პურისა და ძალი წყლისა.


დაუძლურებულია ქალაქი თბილისი, სასჯელის აღმქმელიც უძლურ არს, მოსპოლვილია გმირი და შემძლებელი, კაცი მბრძოლი და მსაჯული, და წინასწარმეტყველიც და მოჰაზრე და მოხუცებული, და ერგასისთავი და საკრველი თანამზრახვალი და ბრძენი ხუროთმოძღვარი და გულისხმის-მყოფელი მსმენელი.


და საბაოთ უფალმა დაადგინნა ჭაბუკნი მთავრად მათდა და მემღერენი ეუფლებოდიან მათ.


და დაეცა ერი, კაცი კაცისა მიმართ და კაცი მოყუსისა მიმართ მისისა, წარეკუეთოს ყრმა მოხუცებულისა მიმართ, უპატივო პატიოსნისა მიმართ, მიეჩვია ერი საძაგელთა საქციელთა და დაეცა.


ვითარცა იონა ვეშაპის მუცელში ღაღადებდა ტკივილისაგან განცდისა, მეცა ძმაამათიანი შეპყრობილი კაცთაგან, რომელთა თქუეს: შესამოსელი გაქუს, წინამძღვარ ჩვენდა იქმენ და ჭამადი ჩვენი შენ ქუეშე იყოს. მას დღესა შინა ვთქუ: ღაღად-ვყავ ჭირსა შინა ჩემსა უფლისა ღმრთისა მიმართ ჩემისა და შეისმინა ჩემი, მუცლისაგან ჯოჯოხეთისა ღაღადებისა ჩემისა, გესმა მისა ჩემისა.


განმაგდე მე სიღრმედ მიმართ გულისა ზღსა და მდინარეთა მომიცვეს მე, ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი ჩემ ზედა გარდადეს.


და მე ვთქუ: განვიგდე თუალთა შენთაგან, სადმე შე-ღა-ვსძინო მიხედვად ტაძრისა მიმართ წმიდისა შენისა.


განვიცადე ყოველი განსაცდელი,  მრავალი აალი და მრავალი წერილთა შინა განცხადებული.


გარემომესხა მე წყალი, ვიდრე სლვად ჩემდამდე, უფსკრულმან მომიცვა მე უკანასკნელმან, დადა თავი ჩემი. ნაპრალებსა მთათასა, შთავედ ქუეყანად, რომლისა მოქლონნი მისნი კლიტე საუკუნეებ, და აღმოვედინ ხრწნისაგან ცხორება ჩემი.


შენდამი უფალო, ღმერთო ჩემო, მოკლებასა შინა ჩემგან სულისა ჩემისასა. უფალი მოვისენე და შევედინ შენდამი ლოცვა ჩემი ტაძრით მიმართ წმიდისა შენისა.


მცველთა ამაოსა და ცრუსათა წყალობა მათი დაუტევეს, ხოლო მე

მისა თანა ქებისა და აღსარებისასა გამსხუერპლო შენ.


რავდენი ვილოცე, კუალად გაგო შენ მაცხოვრებად ჩემდა უფალსა, ხოლო ერო ჩემო, მიმგებელი ამ დღესა გეტყთ: არა ვიყო მე თქვენდა წინამძღვარ, რამეთუ არა არს სახლსა შინა ჩემსა პური, არცა სამოსელი.


არა ვიყო მე წინამძღვარ ერისა ამის, რამეთუ დატევებულ იქმნა იერუსალემი, და იუდეა დაეცა და ენანი მათნი უშჯულოებით უფლისა მიმართ ურწმუნოებენ მით, რამეთუ აწ დამდაბლდა  დიდება მათი და სირცხლი პირისა მათისა აღუდგა მათ, და ცოდვა მათი, ვითარცა სოდომელთა, მიუთხრეს და გამოაჩინეს.

ვა სულისა მათისა მით, რამეთუ განიზრახეს განზრახვა ბოროტი

ნად თავთა მათთა.


და მეტყუელთა: შევკრათ მართალი, რამეთუ ძნელ საუმეველ არს ჩუენდა. აწ სადმე ნაშრომთა საქმეთა მათთასა ჭამდენ.


ვა უშჯულოსა, ბოროტნი საქმეთაებრ მისთა თანა შთავიდენ მისსა.


ერო ჩემო, მეხარკენი თქვენნი მოგკუფხლვენ თქვენ! და

მიმდელნი გეუფლებიან თქვენ!


ერო ჩემო, მნეტარებელნი თქვენნი გაცთუნებენ თქვენ და კუალებსა ფერთა თქვენთასა აღაშფოთებენ. არამედ აწ დადგის სასჯელად უფალი და დაადგონოს შჯად ერი თვისი.


თ უფალი საშჯელად მოვიდეს მოხუცებულთა თანა ერისათა და მთავართა თანა მისთა, ხოლო თქვენ რად მოსწთ ვენაი ჩემი და ნატაცები გლახაკისა სახლთა შინა თქვენთა?


რად ჰმძლავრობთ თქვენ ერსა ჩემსა და პირსა გლახაკთასა  არცხუენთ?


ამას იტყს უფალი, მეუფ საბაოთ.


ამათ იტყს უფალი მათ წილ, რომელ ამაღლდეს ასულნი სიონისანი და ვიდოდეს ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თვალთათა, და სლვასა ფერთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერებითა თანად მომღერალნი.


სამარცხვინოდ გაიხადეთ ცეკვა ქართული და მგლოვიარე გლახაკთა კურნება არა გნებავთ.


თხებზე მოჯირითე ვაკხებს დაემსგავსნენ ასულნი ჩემი ერისანი, მივეც მშვენიერება და აღირჩიეს წუმპე. და დაამდაბლეს უფალი მთავრობათა ასულთა სიონისათა და უფალი გამოაცხადებს სახესა მათსა.


მას დღესა შინა მოსპობს უფალი დიდებასა შემოსილებისა მათისასა და შეწყობილებასა მათსა; და შესაკრველთა ფესუედთა და ქედისა სახუეველთა მკობილთა; და მოსაბლარდნელსა და სამკაულსა პირისა მათისასა და შეწყობასა სამკაულისა დიდებისასა და დასტანაგებსა და სალტებსა და შეთხზულებსა; და ბეჭდებსა და სამარჯუნეებსა და საყურებსა; და პორფირისგარეთა და საშუალთა პორფირთა და ზედასასხმელთა სასახლეთა და საჩინოთა ლაკონიკურთა; და ბისსონისათა და აკინთისათა და ძოწეულთა და ბისსონსა ოქროსა თანა და აკინთისა თანამოქსოილსა და თერისტროთა განტკეცილთა.


და იყოს ნაცვლად საყნოსისა ტკბილისა მტუერი და ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს საქმეთათს შენთა.


და ნაცვლად შესამოსლისა შუა პორფირისასა გარე მოირტყა ძაძა და ძე შენი უკეთესი, რომელი გიყვარს, მახლითა დაეცეს და შემძლებელნი თქვენნი მახლითა დაეცნენ.


და დამდაბლდენ და გოდებდენ შთასადებელნი სამკაულისა თქვენისანი და დაშთე მხოლო და ქვეყანად მიმართ დაიატაკდე.


ყოველივეს ვედავ და ყოველის მესმის. მე აქა ვარ ყოველთვის!



კენჭა-ბერი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE