კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

მსოფლიო ერების უძველეს ტექნოლოგიებზე დაყრდნობით და რეცეპტთა ინფორმაციის გამოყენებით, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებითა და ტექნოლოგიებით შეიქმნა ახალი პრეპარატი მალამოს სახით.

 

პრეპარატი, რომლის სახელწოდებაა “ტიტანე 777’’, დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში მოპოვებული აბორიგენული ნედლეულისაგან და თანამსგავსი უცხოური ნედლეულისაგან.

 

პრეპარატი “ტიტანე 777’’, კოდით 1+1 =3, წარმოადგენს სასქესო ორგანოებისა და მათ სასიცოცხლო ჯაჭვში ჩართულ ენდოკრინული სისტემის რეფლექსის აღმძვრელს.

 

განმასხვავებელი ნიშანი პრეპარატისა, რომელიც მას მსოფლიოში არსებული პრეპარატებისგან განასხვავებს, მდგომარეობს იმაში, რომ ის განსაკუთრებული სქემის მიხედვით გამოიყენება, რომელსაც დღევანდელ მსოფლიოში კონკურენტი არ გააჩნია. პრეპარატის მეორე უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მასში გაერთიანებული კომპონენტები არცერთ კლინიკურ შემთხვევაში არ იძლევიან უკუჩვენებას და არ გააჩნიათ ალერგიულობის სიმძაფრე. მესამე უპირატესობა მისი დამზადების ტექნოლოგიაში მდგომარეობს, რომელიც ითვალისწინებს ბიო-რადიოლოკაციური სისტემების შეთავსებას კოსმო-ფოტონურ სპექტრალურ სიხშირეებთან. ლაბორატორიული გამოცდით, მისი ვარგისიანობა ორი წლის ვადით განისაზღვრება.

 

 

 

პრეპარატის გამოშვების მიზანი

 

პრეპარატის გამოშვების უმთავრესი მიზანი - ერში უშვილობის აღმოფხვრაა, რათა აღდგეს დედაკაცსა და მამაკაცს შორის  ჯანმრთელი სექსუალური ურთიერთობა, რეფლექსის გაღვიძებამ კი - აღაგზნოს ლტოლვის პროცესი.

 

მსოფლიოს მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ ჯანმრთელი მამრული და მდედრული იმპულსი ერის დეგრადაციისაგან გადარჩენის საფუძველია.

 

დღეს ქართველებს, ისევე როგორც სხვა ერებს ესაჭიროება ჯანმრთელი თანაცხოვრების პროცესი, რისი პროფილაქტიკისა და აღდგენის უნიკალურ საშუალებას წარმოადგენს “ტიტანე 777’’. პრეპარატის მოქმედების დადებით შედეგებთან ერთად, მინდა ხაზი გავუსვა მის ბიზნეს-ვარგისიანობასაც, რადგან სექსუალური თანაცხოვრების ჯანმრთელი სახე, კაცობრიობის ერთერთი მთავარი და უპირველესი მოთხოვნილება და მოვალეობაა, ამდენად პრეპარატის ფასეული მხარე არასდროს განიცდის დაცემას.

 

პრეპარატის გამოშვების დღიდან, კაცობრიობის ისტორიაში, კონკრეტულად კი - მედიცინასა და ჰიგიენაში დაიწყება სექსო-ჰიგიენის მიმართ ახალი მიდგომა და განსაზღვრა, ისე როგორც ერთ დროს კბილის “პასტებმა’’ მოახდინეს.

 

ფინანსურმა აუდიტორულმა გამოთვლამ გვიჩვენა, რომ პრეპარატის წარმოება მაქსიმალურად მომგებიანია საბაზრო ფინანსურ არეალში, როგორც შინ, ასევე საზღვარს გარეთ.

 

 

პრეპარატის შემადგენელი ნაწილები

 

პრეპარატი ორი ნაწილისაგან შესდგება:

  1. განმზავებელი ნაწილი;
  2. საიდუმლო ნაწილი.

განმზავებელი წარმოადგენს ეთერზეთოვან მასას, რომელიც შეზავებულია ფუტკრის სანთლით და სურნელოვანი კვების პროდუქტებისაგან, ეგრეთწოდებული სურნელოვანი ეთერზეთებისგან, რომლებიც მენთოლურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. მინერალებიდან კი - ადგილობრივი მინერალური წყაროების მინერალები გამოიყენება.

 

საიდუმლო ნაწილი პრეპარატის გარდამქმნელ დროს წარმოადგენს, რომლის შემადგენლობა და ტექნოლოგიური პროცესი გასაიდუმლოებულია (ამჟამად ჩემს ხელთაა დაახლოებით 500 000 ცალი ერთეული გამზადებული საიდუმლო ნაწილი მალამოს წარმოებისთვის.) ეს კი საშუალებას გვაძლევს დავიწყოთ პრეპარატის წარმოება მზარდი ტემპებითა და სარფიანი გარიგებებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE