კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

“და იქადაგოს სახარებაი ესე სასუფეველისა ყოველსა სოფელსა საწამებლად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული.’’ /მათე; 24-14/

 

“და ერთმან მღვდელთაგანმან მრქუა: ნუ სტირ, აჰა ესერა ჰსძლო ლომმან, რომელ-არს თესლისგან იუდასსა, ძირმან მან დავითისმან, რომელმან განაღოს წიგნი, და განხსნას

დნი იგი ბეჭედნი მისნი.’’ /გამოცხ.; 5-5/

 

უფლის მიმართ მორწმუნენი დიდხანს ეძებდნენ სამყროსეულ ჭეშმარიტებას და სულიერი სამყაროს კარიბჭეს. მივყვეთ ქრონოლოგიას და შევეცადოთ გავშიფროთ წმინდა წერილში ჩადებული სიბრძნე.


ბიბლიის ძველსა და ახალ აღთქმებში მოიხსენიება “სიცოცხლის ხე“, რომელიც სამყაროს გულიდან გამომავალი კოსმიურ-მეტაფიზიკური ღერძია დედამიწასთან მიმართებაში და ცისა და მიწის კავშირს ნიშნავს თანამედროვე განმარტებით, რაც საქართველოში ოდითგანვე “სვეტიცხოველის’’ სახელით იყო ცნობილი, ხოლო შუმერულ ცნობიერებაში “დურანქი’’ ერქვა.


საქართველოში, კერძოდ იმერეთში, აღმოჩენილია ცისა და მიწის შემაკავშრებელი “სიცოცხლის ხის’’ ადგილი. თუ თავად სიტყვა “იმერეთს’’ დავაკვირდებით და შინაარსს გავშიფრავთ - იგი რაღაც იმიერზე, არასამგანზომილებიან მიწიერ ყოფაზე მიგვანიშნებს.


ამ ღერძის მიწათან შეხების სიახლოვეს ნაპოვნია ლოდებისაგან ნაგები 3 “ვეშაპი’’ (გავიხსენოთ სიმბოლური გამოსახულება, სადაც დედამიწა სამ ვეშაპზეა განთავსებული). ერთ-ერთი ვეშაპის ძირში ქვის მეგალითური კუს კონსტრუქციაა. ეს კომპლექსი წარღვნის წინა პერიოდით თარიღდება, საიდანაც მიწის გულის მიმართულებით ორი სპირალისებრ დახვეული გვირაბი გიგანტურ სიცარიელეში ეშვება. მიწისქვეშა კომპლექსი დაახლოებით 4000 წლის წინ იყო დაკეტილი, რათა ტაბუდადებული ცოდნა ამოშლილიყო კაცობრიობის მეხსიერებიდან. საქართველოს ტერიტორიის ქვეშ არსებული სიცარიელის შესახებ ბევრი რამ წერია წმინდა წერილში. “აპოკალიფსზე’’  დაყრდნობით მის ზომებსაც შემოგთავაზებთ:


“და ქალაქი იგი მოთხვითა დგას; და არს სიგრძე მისი, ვითარცა სივრცე. და განზომა ქალაქი იგი ლერწმითა მით ათორმეტსა ათასსა უტევანსა. ათორმეტი სიგრძე და სივრცე მისი და სიმაღლე მისი სწორ არს.


და საზომი - ზღუდისა მის, ას-ორმოც და ოთხი წყრთა, საზომითა კაცისათა, რომელ არს  ანგელოსისა.’’ /გამოცხ.იოან. 21; 16-17/


 სიცარიელე იმდენად დიდია, რომ დღევანდელ საქართველოს, სასომხეთისა და აზერბაიჯანის ნაწილს, შავი ზღვის თითქმის მესამედს და ჩრდილოეთ თურქეთის  ტერიტორიის მონაკვეთს მოიცავს.


 ვეშაპის ირგვლივ განლაგებულია ოთხი ბუნებრივი მთა, რაც საოცრად ემთხვევა შუმერთა მიერ აღწერილ კოსმიური სისტემის მიწიურ სექციას, რომელიც მითოლოგიის თანახმად ორ ზღვას შორის მდებარეობდა, ხოლო მის შუაგულში ეშვებოდა ენერგეტიკული ღერძი - “დიმგალი’’ (ქართული ტოპონიმიკით იგი სოფელ დიმსა და გალს შორის მდებარეობდა).


მთა-ვეშაპის ირგვლივ უცნაური ნათების მქონე საგნებია მოპოვებული, რომლებზეც ბიბლიურ-შუმერული დამღებია. კაცობრიობის წარღვინისშემდგომი ისტორიის განმავლობაში პირველად გაიხსნა სულიერი სამყაროს კარიბჭე, რომელსაც “კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანი (პრომეთე)’’ ჰქვია. ბაბილონის ანბანის დაშლის მომენტში გადამალული დასაბამისეული ენა - ქართული ენაა სამივე ანბანით, რომლის კაბალისტიკური ცენტრალური ციფრია 144 და ბიბლიის მთავარ გასაღებს წარმოადგენს. ეს ციფრი შეესაბამება ქართულ სიტყვა - “ლაზარეს’’, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა, რომელსაც შემდგომში დავუბრუნდებით.


ნოეს კიდობანი საქართველოშია! ეს არ იყო გაუაზრებელი წამოძახილი. მას ურყევი არტიფაქტები გააჩნია, მაგრამ სამწუხაროდ ეს აღმოჩენა წლების განმავლობაში კაცობრიობის ცხოვრების ამაოების მიღმა დარჩა.


 ოდითგანვე ლოდებით ნაშენი მთა-ვეშაპი, ბერთაკლდე, საქომარის მთა, ლაზარეს სამარხი, ქაჯეთის ციხე (“ვეფხისტყაოსნის’’ მიხედვით), ოქროს საწმისი, ნოეს საკურთხეველი, ნოეს კიდობანი, საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი (დადამიწის 42 - 44 მერიდიანებს შორის), “აღმოსავალი ქუეყანისა’’, დედამიწის გული, რომელშიც სამყაროს გეომეტრიული ჩრდილოეთი პოლუსი პროექცირდება - მდებარეობს ხარაგაულის მთების მიმდებარე ერთ პატარა სოფელთან.


საუკუნეების მანილზე ნოეს კიდობანს ხის ნაგებობად მიიჩნევდნენ, რაც დღემდე დაუსაბუთებელია. ჩავუღმავდეთ ბიბლიას, სადაც ნოე უფლისგან მითითებას იღებს:


“შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი.’’        /დაბ. 6-16/


აქ მკითხველს თავს არ შევაწყენთ ბერთა კლდის დეტალური აღწერით, რადგან ყოველ დაინტერესებულ პირს თავად შეუძლია მისი ნახვა. სჯობს განვაგრძოთ:


“და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა მათგან. და აჰა, მე განვრხწნი მათ და ქუეყანასა.


 იქმენ უკუეთუ თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა.’’ /დაბ. 6; 13,14/


თუ ნოეს კიდობნის ზომებს დავიანგარიშებთ, იგი სოლომონის ტაძარზე ორჯერ განიერი და ოთხჯერ გრძელი გამოვა. გამოთვლილია მისი მოცულობა, რომელიც  სამ მილიონ ექვსასი ათასი ფუტის ტოლია. აქედან გამომდინარე, მას შეეძლო შვიდი ათასი სახეობის ცხოველი დაეტია ერთი წლის საკვები მარაგით. ხისგან ასეთი სათავსოს აგება თანამედროვე ტექნოლოგიებითაც კი შეუძლებელია. “იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ.’’ /დაბ. 6-14/


“ძელთაგან ოთხკედლედთა’’ არ ნიშნავს ხის ძელებისგან შემდგარ კედლებს, რადგან ოთხკედელკვეთა მხოლოდ კლდეშია შესაძლებელი. კიდობანი კლდეში რომ არის გამოკვეთილი ამას შემდეგი ფრაზა განსაზღვრავს: “მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა.’’ “ვეშაპის’’ ჰერმეტულობისათვის ნოემ შიგნიდან და გარედან კირით მოკირწყლა კიდობანი, რადგან ქვათა სადუღაბებელი მხოლოდ კირია. რაც შეეხება ხეს, ფიცარს ან სხვა მასალას - კირი არ კრავს, არც ადუღაბებს.


წარღვნის დასრულების შემდეგ, ნოე გამოდის კიდობნიდან და პირველი, რასაც ის მოიმოქმედებს, არის საკურთხეველის აშენება: “და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა და მოიღო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და შეწირნა იგინი ყოვლად ნაყოფებად საკურთხეველსა ზედა.’’ /დაბ. 8-20/


დღევანდელი მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ცნობილია, რომ ნოეს კიდობანი ქრისტეს გადარჩენის ეკლესიაა, ნოე სიმბოლოა მაცხოვარისა, მისი შვილები - მთელი კაცობრიობაა, რომელთაგანაც ნოეს კურთხევით განისაზღვრა გადარჩენილი შთამომავლობა და აღთქმის თესლის მატარებელი ერი. ნოეს სამი შვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი. შვილების დამსახურებისდამიხედვით, ნოემ წინასწარმეტყველებით დალოცა ისინი. უპირატესი კურთხევა იაფეტს ხვდა წილად: “განავრცენ ღმერთმან იაფეთ და დაემკვიდრენინ საყოფელთა შინა სემისთა. და იქმენინ ქანან მონა მისა.’’ /დაბ. 9-27/


ამ ორი ცნების - ნოეს კიდობნისა და საკურთხეველის დასაკავშირებლად საჭიროა მხოლოდ საკურთხეველის აგების ცოდნა. საკურთხეველი ანუ მსხვერპლშესაწირი ადგილი იგება უფლის ტაძართან. ნოეს კიდობანი უფლის ტაძარია და აქვეა ბერთა კლდის ძირში საკურთხეველიც. აქვეა ჩამარხული ქართველი ერის უდიდესი ისტორიული საიდუმლოება.


მთელი კაცობრიობა ლაპარაკობს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე და ისინი არ ცდებიან, რადგან უფალი მეორედ მოდის... საქართველოში!!! ხოლო კაცობრიობა მას მესამედ იხილავს!


დასჯის უფლება მხოლოდ უფალს აქვს ნაბოძები მამისგან და პავლე მოციქულის პირით გვაფრთხილებს სამსჯავროზე და მესამედ მოსვლაზე.

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE