კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

მწუხრი შეღამებაა - იტყვის ქართული ენა.

 

დასაბამის პირველ თავში ექვსი მწუხრია მოხსენიებული.

 

აღსანიშნავია, რომ პირველი მწუხრის დაარსებამდე, არსებობს მომთხრობი ღვთაებრივი შემოქმედებისა და ეს პიროვნება ღვთაებრივს სრულ გრძნობათა სამყაროთი ეზიარება: შეიაზრებს, შეიმეცნებს, შეიგრძნობს, შეიარსებს ღმერთის შემოქმედებას.

 

ის განსჭვრეტს, ხედავს, ამჩნევს, აკვირდება, აღიქვავას, აღიწმინდებს ღმერთის უჩინარ გრძნობათა შემოქმედებაში ვლინებას.

 

როდესაც დაბადების წიგნს ვკითხულობთ, პირველი შეხებისთანავე ისეთი გრძნობა გვიპყრობს, თითქოს სამყაროს დაბადების თანაზიარნი ვხდებით.

 

არა ეს ესე არ არის! წიგნი დაბადებისა მხოლოდ შემოქმედების ის ნაწილია, რომელსაც ეზიარა აღმქმელი პიროვნება, ნებადართული ღმრთისაგან. უნდა მივხვდეთ, რომ უპირველესად სიცოცხლეა დაბადებული და შემდგომ მარადიულობა, არ არსებული შეუმჩნევლობის გამო და არ არსებული შემმჩნევის გარეშე.

 

სიცოცხლე ვლინდა. იგი ვლინდა, რათა მარადიულობა აღმოეჩინა საკუთარივე ბუნებაში. დაიბადა, რათა განცალკერძოებულიყო მარადიულობაში და სრულად შეეძინა აღქმათა მრავალფეროვნება მარადიულობის არსთა ასპარეზით შესავსებად.

 

დაბადების პირველივე სიტყვა გაგვარკვევს იმაში, რომ მომთხრობი ერკვევა ღმერთის მიზანში, იმ ქმედების შინაარსიდან დანახული, რასაც სიტყვა დასაბამად გადმოგვცემს.

 

ჯერ იქმნება ცა და ქუეყანა დაბმის მიზნით, ესაა პირველი წინასწარმეტყველური გააზრება. ანუ პირველი სიტყვა დროის ფაქტორის შემომყვანია, დროის, როგორც თანმიმდევრული ქმედების. ცა და ქუეყანა ისეთი იქმნება, რომ მათ უკვე განსაზღვრული აქვთ ურთიერთ ბმა, ბუნება ბმისა. “დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცა და ქუეყანა’’. გარდა იმისა, რომ პიროვნება სიცოცხლეს და მასში ვლენილ წინასწარმეტყველებას აღწერს, იგი ასახელებს მთავარს ამ შემოქმედებაში - ღმერთს.

 

ახლა სულით წმინდით, უმწიკვლო, შეუბღალავი გონებით წავიკითხოთ ეს წინადადება. რას ვიგრძნობთ? - ვიგრძნობთ მესამე პირის ინტერესს იმ შუამავალის მიერ მონათხრობისა, რომელიც გვიყვება ღმერთის შემოქმედების შესახებ - დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და ქუეყანაო და იძულებულნი ვართ მივიღოთ ისე, როგორც ეს მოგვითხრო შემოქმედების მეორე - დამნახავმა პირმა. ისმის კითხვა, კი მაგრამ ვინ არის ის შუამავალი ჩემსა და ღმერთის შემოქმედებას შორის, რომელსაც ასე ღრმად უნდა ვენდო?! ჯერ არც ის ვიცი ვინ არის ღმერთი, შემდგომ ის პიროვნება, რომელიც აშკარად აღწერს “დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცა და ქუეყანა’’, და არა ასე - მე ღმერთმა ვქმენ დასაბამად ცა და ქუეყანა.

 

ვსვავ კითხვას - ვინ არის ღმერთი და ვცდილობ გავერკვე იმ პირველი წინადადებით, რომელიც შუამავალმა მომაწოდა. ვიწყებ ჩხრეკას ყველანაირი ხერხით, რაც დღევანდელი გადასახედიდან გამაჩნია. რა ენაზე დაიწერა პირველი სიტყვა “ დ ა ს ა ბ ა მ ა დ ’’ ? რადგანაც ქართველი ვარ, ყოველივეს ქართულად ვუდგები და ვიყენებ განათლებას, რაც ცხოვრების მანძილზე შევიძინე (ან სულმა დაიმახსოვრა მარადიულობაში სრბოლის დროს დაბადებიდან გარდაბადებამდე ან პირიქით, თანაც ამის რეალურობაც ჩემი დასამტკიცებელია. აუტკივარი თავი უნდა ავამოძრაო ფიქრით და ურთულესი ამოცანა ამოვხსნა).

 

სანამ არ მივხვდები, ვინ ხარ შენ ღმერთო, ვერც გაქებ და ვერც შეგეწინააღმდეგები.

 

დავუბრუნდეთ სიტყვას - დასაბამად. დავთვალოთ, რამდენი ასოსგან შესდგება ეს სიტყვა. გადათვლამ გვიჩვენა, რომ რაღაც ქმედების აღსანიშნავად გამოყენებულია ცხრა ასო, აქედან დ - ორჯერ, ა - ოთხჯერ, ს - ერთხელ, ბ - ერთხელ, მ - ერთხელ. რადგანაც ინფორმაციაში შესასვლელად მე მხოლოდ ქართული ანბანი მიმაჩნია ყველაზე მისაღებად, ვიწყებ სიტყვის გაშიფვრას ანბანისა და ქართული ლექსიკონის მეშვეობით. ასო დ - რიგით მეოთხეა ანუ მისი მარაგია 4. სიტყვაში “დასაბამად’’ - ორი დ გვაქვს:         

 

2 x 4 = 8; ა - პირველი ასოა და რადგან სიტყვაში ოთხი ა არის: 1 x 4 = 4; ს - მეოცე ასოა და უდრის 200-ს (ს = 200); ბ - მეორე ასოა და მისი მარაგია ორი (ბ = 2); მ - მეცამეტე ასოა და უდრის 40-ს (მ = 40). შევკრიბოთ:

 

8 + 4 + 200 + 2 + 40 = 254 (მარაგით), 200 – სანი (სანდო ენით სახე), 50 - ნარი (აწვინე საწერზე), 4 - დონი (შემოქმედების სისრულე), მთლიანობაში იკითხება სანდო ენაში ჩაწერილი შემოქმედებითი სისრულე. ვიზუალური რიგობრიობით - 2 - ბანი, 5 - ენი, 4 - დონი. აღმოიკითხება ბანენ-დონით ანუ ფურცელზე, საწერ ბანზე (ბანი - სფერული, ცილინდრული, კუბური, პრიზმული, იკოსაედრული და ა.შ.) დონიანად შესრულებული ასოთა იეროგლიფირება.

 

ახლა ვნახოთ რიცხვთა რიგობრივი ნომერის რიგობრივი მარაგი: დ - მეოთხე; ა - პირველი; ს - მეოცე; ბ - მეორე; მ - მეცამეტე.

 

დ = 4 x 2 = 8

ა = 1 x 4 = 4

ბ = 2 x 1 = 2

მ = 13 x 1 = 13

8 + 4 + 20 + 2 + 13 = 47

 

ე.ი. სიტყვის - “დასაბამად’’ რიგობრივ ნომერთა რიცხვთა ჯამია 47.

 

ბევრი ვიფიქრე, გავოცდი, ჩავიჭყიტე შინაარსში და ვერაფერს სხვას ვერ მივაგენი, გარდა ასეთი მიდგომისა: ისევ 47 გადმოვიყვანე ანბანურ გამოხატვაში - 40 - მ, 7 - ზ ანუ 47 = მზ. ერთადერთი რაზედაც მენიშნება არის მზ-ე და მზ-ა. თავისთავად ასეთ ფილოსოფიურ მიდგომას თუ გამოვიყენებთ, გამოდის რომ - მზედ ქმნა ცა და ქუეყანა, ანუ ცა და ქუეყანა ა-მზა დებს მზეს. მითოლოგიის მიხედვით ეს ურანოსი და გეაა. განა საოცარი არ არის, თუ როგორ დაგვამთხვია რიგობრივმა რიცხვიერმა არსმა მითოლოგიურ არსს.

 

ურანოსი და გეა

 

ცოტა წავიოცნებოთ და წარმოსახვა კოსმიურ პროექტებში გადავიტანოთ. წარმოვიდგინოთ გეო-ცენტრიული სამყაროს მოდელი, მხოლოდ იმ პერიოდის, როდესაც მზე ჯერ არ დაბადებულა. განვიხილოთ დედამიწა ურანამდე, შემდეგ ნეპტუნამდე, მერე პლუტონამდე, მერე ქრონამდე, ვეძებოთ ქართულად, ვიაროთ ქართულად, ვჭვრიტოთ ქართულად, ვზომოთ ქართულად, ვემსგავსოთ ღმერთს ქართულად.

 

 

28 მარტი 2006 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE