კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

განხილვის საგანი გავხადოთ წიგნი გამოსვლათა,

რომელი ებრაელთაგან იწოდების ვეელესემოთ.

 

 

თავი 20

 

1 და იტყოდა უფალი ყოველთა ამათ სიტყუათა, მეტყუელი. 2 მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა.

 

3 არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა.

 

4 არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველი მსგავსეგაჲ, რაოდენი ცათა შინა-ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა-ქუე და რაოდენნი წყალთა ქუეშეთ ქუეყანისა.

 

5 არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ, რამეთუ მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა.

 

6 და მოქმედი წყალობისა ათასთამდე მოყუარეთა ჩემთა და რომელთა დაიმარხნიან მცნებანი ჩემნი.

 

7 არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმიდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისაჲ ამაოსა ზედა.

 

8 მოიჴსენე დღე შაბათთა წმიდა-ყოფად მისსა.

 

9 ექუსთა დღეთა იქმოდე და ჰქმნე ყოველნი საქმენი.

 

10 ხოლო დღე მეშჳდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა, არა ჰქმნე მას შინა ყოველი საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან და მონამან შენმან და მჴევალმან შენმან, ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და ყოველმან საცხოვარმან შენმან და მწირმან, რომელი მკჳდრ

არს შენ შორის.

 

11 რამეთუ ექუსთა დღეთა შინა შექმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველნი მას შინანი და განისუენა დღესა მეშჳდესა. ამისთჳს აკურთხა უფალმან დღე მეშვიდე და წმიდა-ყო იგი.

 

12 პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა კეთილისასა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

 

13 არა კაც-ჰკლა,

 

14 არა იმრუშო,

 

15 არა იპარო,

 

16 არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუჲთა,

 

17 არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუსისა შენისასა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მჴევალსა მისსა, არცა ჴარსა მისსა, არცა კაჰრაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი-რაჲ არს მოყუსისა შენისა.

 

18 და ყოველი ერი ხედვიდა ჴმასა და ლამპართა და ჴმასა საყჳრისასა და მთაჲ მკუმოლვარე იყო, ხოლო შეშინებულნი ყოველნი ერნი დგეს შორს.

 

19 და იტყოდეს მოსეს მიმართ: შენ გუეტყოდე ჩუენ და ნუ იტყჳს ჩუენდა მომართ ღმერთი, რათა არა მოვკუდეთ.

 

20 და ეტყოდა მათ მოსე: მინდობილ იყვენით, გამოცდისა თქუენისათჳს მოვიდა ღმერთი თქუენდა, რათა იქმნეს შიში მისი თქუენ შორის, რათა არა სცოდოთ.

 

21 და დგა ყოველი ერი შორს. ხოლო მოსე შევიდა ნისლსა, სადა იყო ღმერთი.

 

22 და თქუა უფალმან მოსეს მიმართ: ესე ჰრქუნე სახლსა იაკობისსა და მიუთხრნე ძეთა ისრაჱლისათა: თქუენ იხილეთ, რამეთუ ცით გამო ვიტყოდე თქუენდა მიმართ.

 

23 არ ჰქმნნეთ თავთა თქუენთათჳს ღმერთნი ვეცხლისანი და ღმერთნი ოქროჲსანი.

 

24 საკურთხეველი ქუეყანისაგან მიქმენით მე და შეწირენით მას ზედა ყოვლადდასაწველნი და საცხოვრებელნი თქუენნი, ცხოვარი და ზუარაკნი თქუენნი ყოველსა ადგილსა, რომელსა სახელ-სდვათ სახელსა ჩემსა მუნ და მოვიდე შენდა და გაკურთხო შენ.

 

25 ხოლო უკუეთუ ქვათაგან მიქმნე მე საკურთხეველი, არა აშენნე იგინი გამოკუეთილნი, რამეთუ ჴელითა ქანდაკებულობაჲ დასდევ მას ზედა და ბიწიან იქმნნეს.

 

26 არა აღხჳდე აღსავალებითა საკურთხეველსა ზედა ჩემსა, რათა არა გამოაცხადო უშუერებაჲ შენი მას ზედა.

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE