კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

განთიადზე აჩრდილები ქრებიან

 

მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება ამ უძველეს და სევდიან ისტორიას შეხებოდა ჩემი გული და გონება და რომ მაქვს სძალი კალმით ვწურო ნება ღმერთისა ჩემისა.

 

ღმერთის ნებითა და განჩინებით ისევ ვხდები იმ ჯაჭვის რგოლის მჭედელი, რომელი ჯაჭვითაც ოცდაექვსი საუკუნეა გადაბმულ-გადახლართული სამი დიდი ისტორიული ერის საიდუმლოება. რაოდენ ძვირფასია რქენა დაფარულისა და მსხვრევა ნიღაბთა, როდესაც საქმე ნატანჯ გამარჯვებას ეხება.

 

ებრაელები - ქართველები - იტალიელები. ამ ტრიუმფით დედამიწაზე ჯერ არცერთი საიდუმლო არ გახსნილა და განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიცაა  რჯულის კიდობანი.

 

ეს საიდუმლო მძაფრდება თავისი ბუნებით იმისდა გამო, რომ მისი ფარი და ფაროსი ელინებს ჰქონდათ ჩაბარებული არგოსული მიზნითა და არგონავტიკის კრიალოსანის მწყობრადებით.

 

ერთი ერი ბადებს სულის ეროვნულ - პიროვნულ სახეს, მრავალი კი აჩენს შემოქმედის შემოქმედებათა გზის მკვლევართ.

 

ეს ძნელად გასახსენებელი ისტორია, თავისი ტყუილითა და სიმართლით დღევანდელ დღემდე, სევდით იწყება და სევდით მთავრდება.

 

ახლა უკვე შესაძლებელია ზღაპარივით ვთქვათ ეს სინამდვილე და ასე დავიწყოთ: ოდესღაც ებრაელები პატიოსნად ემსახურებოდნენ ცოცხალთა ღმერთს, და ეს ოდესღაც 3000 წლის წინ - მეფე დავით წინასწარმეტყველის დროა. შემდეგ მოდის დაცემა, დაკნინება და დაღმართება რჯულისა, ხოლო სასჯელი ღმერთისა არ აყოვნებს. გადის ოთხასი წელიწადი დავითიდან და ებრაელები რჯულის კიდობანს კარგავენ.

 

ამ დაკარგვიდან დღესამომდე 26 საუკუნეა გასული. მთელი ამ ისტორიული ხანის განმავლობაში არ შემწყდარა დაკარგული დიდების ძიება. მეოცე საუკუნემ რაღაცნაირი რეზიუმე გაუკეთა ამ პროცესს და ებრაელებმა ხელი ჩაიქნიეს, ასე ვთქვათ თავი ანებეს რჯულის კიდობანის ძიებას.

 

ამ უდიადესი ისტორიულ-რელიგიური ქრონიკისა და ნივთმტკიცების გარეშე, ისინი მხოლოდ გადმოცემითა და წერილით ცდილობენ თავიანთი წარმომავლობის განსაკუთრებულობის მტკიცებას. საერთო შინაარსით ეს დაახლოებით ასეთ სურათთან სიმბოლურდება: წარმოიდგინეთ მეფე, რომელსაც არც გვირგვინი აქვს და არც ვექსილნი თავისი წარმომავლობის, თანაც დიდების სამტკიცებლად გლახაკის ტანსაცმელი აცვია, ბუნების ორომტრიალისგან კი დაღლილი და ფერმიხდილია.

 

რა ჰქმნას მან?!

 

რა ჰქმნას ისრალმა?!

 

ეჰე! ისრალ, მე და შენ ერთი ბედი დაგვაწერა ღმერთმა!

 

მხოლოდ ჰეკატე თუ იხსნის ამ გასაჭირისგან ჩემს სულს და ბედს, მრავალგზის სევდით ნახლართ ბედისწერას.

 

ეჰ ისრალ, ეჰ ისრალ!!!

 

თითქოს როდესაც ყველაფერი დავიწყებას მიეცა და დროის აჩრდილმა გამოხრა ძალა და ხარება, უცაბედად ნაპერწკალი იმედისა ჩატკაცუნდა ნაღვერდალში.  მიძინებული იმედის ფენიქსმა გამოღვიძება დაიწყო!

 

არენაზე მოაზროვნეთა ვნებათაღელვის გასაღვიძებლად გამოჩნდა მხატვარ ჯოვანნი დე ჯორჯის (იოანე-გიორგი), მეტსახელად თორელი (Torellino),  ნახატი “ივდითი ჰოლომფორას თავით’’ - შესრულებული დაახლოებით 1684-1717 წლებში და იტალიური ფერწერის ორიგინალურ ნიმუშს წარმოადგენს. მხატვრის ეს ნამუშევარი ისტორიის იმ მონაკვეთთან არის განსაკუთრებულად ზიარი, რომელიც ებრაელების ბიბლიურ ბედისწერასთან არის დაკავშირებული.

 

ამ სურათის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება ანუ ქრისტეშობამდე ექვსასსამოცდაექვსი (666) წლით ადრე (ლაპარაკია ჯიო თორელის მიერ შესრულებული ნახატის ისტორიაზე), ის კი, რაც აისახა ბიბლიურადაა დოკუმენტირებული და უდიდესი წვდომისა და შრომის ნაყოფია.

 

ებრაელებისთვის ეს უძველესი, ბედისწერით სევდიანიცა და სასიხარულო ისტორიული ფაქტი, დროში - ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მოღვაწეობის დროს დაემთხვა.

 

ნაბუქოდონოსორი - ბაბილონის მეფე ნაბოფალასარის შვილობილი და მემკვიდრე იყო. მან ახალბაბილონური სამეფო დააარსა. მისი სახელის მნიშვნელობა ლურსმნულადაა შემონახული - ბაბილონურ აგურებზე ამოკაწრული: “ნაბიუვ-კუდური-უზურ’’, რაც ნიშნავს “ნევო შეინარჩუნე გვირგვინი’’ ან “დაიფარე ნევო გვირგვინი’’.

 

  

ეს ისტორია ეგვიპტის საიდუმლოსთანაც არის გადაჯაჭვული, რადგანაც ნაბუქოდონოსორი ჯერ კიდევ მემკვიდრე იყო, როდესაც  დაამარცხა ფარაონი ნეხაო კარქამისთან დაახლოებით 606 წელს ქრისტეშობამდე. (იერემ. 46-2)

 

ამის შემდგომ იწყება ისრაელის სამოცდაათწლიანი ტყვეობა. ტყვენი ბაბილონისანი - ასე უწოდებს მათ მემატიანე.

 

იერუსალემი დაპყრობილია, მეფე იოაკიმი კი - ბაბილონის ხელქვეითი ხდება! დანიელი და მასთან ერთად სხვა წინასწარმეტყველნი და დიდებულნი ღმერთისანი წარტყვევნილნი იქმნენ ბაბილონში. (4 მეფეთა, 24-1; 2 პარ. 36-6; დანიელი, 1-1)

 

ისრაელთა დატყვევების შემდეგ, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ბრუნდება ბაბილონში, რათა მამამისის ტახტზე ავიდეს როგორც მეფე და არა მემკვიდრე. დაბრუნებულს თან მოაქვს ბაბილონში იერუსალიმის წმინდა ჭურჭელი, რათა თავის ღმერთს მიუძღვნას ეს სიწმინდეები.

 

როდესაც იაქონიამ მიიღო იუდეველთა ტახტი იოაკიმის სიკვდილის შემდეგ, აჯანყების ჩახშობიდან ახალ აჯანყებამდე, ნაბუქოდონოსორმა გაილაშქრა მასზე და იაქონიაც ტყვედ წარასხა ბაბილონში, მის მაგივრად კი - სედეკია გაამეფა.


სედეკიამაც ზურგი აქცია მეფე ნაბუქოდონოსორს, უკანასკნელმა კი გაილაშქრა იუდეველებზე, ყველა მათი ციხე-სიმაგრე აიღო და დაანგრია იერუსალიმი დაახლოებით 588 წელს ქრისტეშობამდე.

 

დრო არ ითმენს, დრო თავისას ქარგავს და წინ-წინ ისწრაფვის, ამაოება განვლილ გზის ბილიკებს შეეხიზნა და აღორძინებამ დაიდო დასაბამი. იწყება წყება წყობათა მწყობრობისა! მელქისედეკის ბეჭედი, რომელზეც სათავო საიდუმლოა ამოტვიფრული ჩემთან არის და მაინც ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა...!!!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE