კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

ისრაჱლსა და ჰურიასტანს
და ბღუარის დედუფალს -
სიონის ასულს, ანნას.

 

 

 

ნაწილი II


 

ახალ ეპოქას უნდა მოარგო საკუთარი თავი, შენი წილი ხე დარგო, რომ ბუნებამაც გარგოს. არგოს ერთი ანძა აქვს და ანძე ნიშნავს პირველი მრავალთაგანი, რაც აი ასე იშიფრება: რიცხვის მნიშვნელს ანისა დავწერთ, ანი – პირველი, დაუმატებთ ძე–ს, მივიღებთ – პირველი ძე.

 

პირველი ძე ცაში უფალი იესო ქრისტეა, ხოლო ედემში - ადამი.

 

გავიხსენოთ, რომ ადამი ყველაფერს სახელს არქმევს ერთი დასაბამისეული ენით, რომელიც ჩვენთვის გამჟღავნებულია ლაზარეს კოდით - გაცოცხლებული ქართული ენა. ადამი სახელმრქმევია ყოველივესი, გარდა ვეშაპისა, მისი სახელი პირდაპირ ღმერთმა გაამჟღავნა.

 

თუ დააკვირდებით, მაშინ მიხვდებით, რომ დაფარულში მყოფმა დაწერა ადამის შესახებაც და სხვა მრავალზეც, წერილით შენახულ იქნა არსი იმ საიდუმლოებათა, რომელშიც სახელის ტაბუ არ არის გამონაკლისი. ეს ენა კი მოგეხსენებათ - ქართული ენაა. ამ ენაზე ლაპარაკობს და აზროვნებს, შემდგომ კი წერს ის ვინაც გვამცნობს:

 

„დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“.

 

არა პირდაპირ ღმერთი თხრობს, არამედ უფლებამოსილი და ზიარი ღმერთისა, განხორციელებული კაცად - ადამის რანგის მფლობელი და არა ადამი; პირველმხილველი ღვთაებრივი შემოქმედებისა - სულიწმიდის მადლით, არწივის ფრთებიანი ელია.

 

არგოს - ერთი ანძა გააჩნია და ერთი ბანი ანუ გემბანი. ჩავსვათ არგოს სახელი გემის მაგივრად, მივიღებთ არგობანი. არგობანი გავიხადოდ საძიებელ სიტყვად და ჯერ ასე გავშიფროთ:

 

ა) არგო–ბანი - ვკითხულობთ: მოარგო ბანი, მორგებული აქვს რჯულის კიდო–ბანს ზემოდან თავსახურავი ბანი.

 

ბ) არგობ–ანი, იკითხება არგობ – პირველი. მოვძებნოთ არგობ:

 

„არგობ–გამოცხადება მართალი“ (სულხან–საბა)

 

პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ მოციქულ იოანეს გამოცხადება, ანუ არგობ–პირველი. ამას დავამატოთ ისიც, რომ გამოცხადება არის მართალი ანუ მართლის მადიდებელთა. ასევე დიდი დატვირთვა აქვს სიტყვას - უკვე გამოცხადებულისას.

 

„გამოცხადებული–გამოჩენილი“ (სულხან–საბა)

 

„გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელი იგი მოჰსცა მას ღმერთმან, ჩუჱნებად მონათა მისთა, საქმეთა რომელთა ჯერ–არს ადრე აღსრულება; და გამოცხადება მოვლინებითა ანგელოსისა მისისათა, მონასა მისსა იოანეს, რომელმანცა წამა სიტყუა ღმრთისა და წამება იესო ქრისტესი, რავდენიცა იხილა, და რომელი არს, და რომელსა ეგულვების ყოფად.“ (იოანე გამოცხ; 1, 1–2)

 

გამოცხადების მისამართი დადგენილია, ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას, ეხლა არგოზე დავასრულოთ თხრობა. არგოს გემის გვერდით მოცურავს ხმალა თევზი, ეს „ხმალი“ თევზის პირისა - ცხვირის წანაზარდია, არაფერი გენიშნათ?!თევზი ქრისტეს სიმბოლოა. თევზჴმალა ვნახოთ გამოცხადებაში - შესაფერისი ტექსტი:

 

„და მოვიქეც მუნ, სმენად ჴმისა მის, რომელი მეტყოდა მე, და ვითარცა მივიქეც, ვიხილენ შჳდნი სასანთლენი ოქროჲსანი, და შორის შჳდთა მათ სასანთლეთა მჱსგავსი ძისა კაცისა, შემოსილი ზეწრითა (ზე–წრე, ზე–წრე – შარავანდედია, ხოლო ზეწრით შემოსილი ჰინდოთა მეფეა - იგივე ტარიელი ვეფხისტყაოსანში) და ერტყა ძუძუთა თანა მისთა სარტყელი ოქროჲსა, ... და მარჯუჱნესა ჴელსა მისსა აქუნდეს ვარსკულავნი შჳდნი: და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული, და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თჳსითა.“

 

მახვილი/ორპირი აღლესული–ჴმალა თევზი.

პირი მისი, ვითარცა მზე – პირიმზე.

 

ვარსკულავთ მოძიებისათვის:

ჴმალ–თევზა სამხრეთის ვარსკვლავთ–კრებულია ცის რუკაზე და ის არგოს თანავარსკულავედის გვერდზე მდებარეობს. ეს ციური სცენა ჴმალთევზას არგოსთან კავშირში - გადმოგვცემს ქრისტეს კავშირს არგოსთან.

 

ეს ადგილი საიდუმლო ადგილია ხმელეთზე, თუმცა საქართველოში წარმართობის დროიდან სალოცავები ერთ-ნავიანი, ორ-ნავიანი და სამ-ნავიანი.... შენდებოდა. (ეს ერთი მიმნიშვნელი „პაროლი“, „ტაბუ“, „ვასინერს“, „აკრძალვა“, „უხებელი“, „დაკეტილი“, „დაფარული“, „დაუნჯებულია“).


კოსმოსური არგოს გემი ფანტასტიკური თანავარსკულავედია, გემი დახუნძლულია „ტაბუებით“. არგოს თანავარსკვლავედი სამხრეთის ნახევარსფეროს თანავარსკულავედია. მისი ხილვა ჩვენი ქვეყნიდან შეიძლება ზამთრის თვეებში, როდესაც იგი მერიდიანს უპირისპირდება და სამხრეთის ქვეყნებიდან ჰორიზონტზე დაბლაა. არგოს თანავასკულავედით ზომავენ სიბრტყეს ზეგანისას, არგოს ვარსკულავის ზენიტური სიმაღლის - ზღვის დონიდან დამატებული, მინუს მთის სიმაღლე ანუ ზენიტურ სიმაღლეს გამოკლებული ზეგნის სიმაღლე - ეს არის ოთხმოცდაათ-კუთხით მდგარი ენერგეტიკული სივრცე მთის, ზღვის დონის სიმაღლის იდენტური. ამ წერტილიდან მთას ადგას ენერგეტიკული ნახევარსფეროსებრი გუმბათი.

 

ტაძრის ლაბირინთული კვეთა ამ სივრცეში გამოისახება. ამ არქიტექტურას კოსმოსური სივრცის კვეთისა და პლანეტარული ცების ენერგეტიკის არქიტექტურა ეწოდება. მაგალითისათვის: პირამიდები ეგვიპტეში და პირამიდები ეგჳპტჱში. ასევე უნიკალურია მელქისედეკის ტაძარი სვეტი ცხოველი, სენსორული რადიო - ტალღური ცოცხალი ველის აღმქმელი, ნავიგატორული „კომპასი“: ზენიტური დაჩრდილვის, პილარული დაჩრდილვის და მიწის ჩრდილოეთის მაჩვენებელი; სამჩრდილოვანი წერტილი, დედამიწის ბრუნვაში სინქრონული წესით, თანხმიერებით სვლის განმსაზღვრელია - სვეტი ცხოველი. მინდა გისურვო მკითხველო სწავლა და მოთმინება, ცა აღიძრა!

 

არგოს ნავი - გალაქტიკის რძის გზის თანავარსულავედია. ეს თანავასკულავედი ირმის ნახტომის α და ա– აა ანუ ანი და ჰოე.

 

ნათელ და განსაკუთრებით უმთვარო ღამეებში, ივლის–აგვისტო–სექტემბერში თვალთა მზერას ხიბლავს რაღაც დიდი, ცარგვალზე გავლებული თეთრი სარტყელი. ცის თაღზე თითქოს თეთრი, რძის მდინარე მიედინებაო; ალაგ–ალაგ მშვიდად, მდოვრედ, ფართოდ მიდის, ზოგან კი ვიწროვდება და აჩქარებულ მდინარეს მთისას ემსგავსება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს კალაპოტიდან გადმოსული ციური მდინარე ქუხს და შმაგობს; ერთგან ორ ტოტად იყოფა, შემდეგ კი ისევ ერთდება და ციურ სფეროს მიარღვევს თითქოს. ამ რძის მდინარის კუნძულს, რომელიც ორ განშტოებაში არს მომწყვდეული - აღნიშნავს ორი ერის ერთობის შტოებს და დროებით, შუა კუნძულის გამო ორად იყოფა, მერე კი ისევ ერთდება. კუნძულს ბეთმელექ–ანნაელი ეწოდება - ძველ იუდეურ-ჰურისტულ ენაზე.

 

ესაა რძიანი გზა, ირმის ნახტომი ამ ზოლშია: ა) მარტორქა; ბ) პატარა ქოფაკი; გ) ორიონი; დ) მარჩვიბი; ე) კურო; ვ) მეეტლე; ზ) პერსევსი ჱ) ჟირაფი; თ) კასიოპეა; ი) ანდრომედა კ) ცეფევსი(კეფევსი); ლ) ხვლიკი; მ) გედი; ნ) ქნარი; (ლირა); ჲ) ისარი; ო) არწივი პ) ფარი; ჟ) მშვილდოსანი; რ) გველისმჭერი; ს) სამხრეთის გვირგვინი ტ) ღრიანკალი; უ) გონიო; ჳ) მგელი; ფ) სამხრეთის სამკუთხედი; ქ) კენტავრი; ღ) ფარგალი; ყ) სამხრეთის ჯვარი; შ) ბუზი; ჩ) გემი არგო;  თავად გემი სამ ნაწილად არის წარმოდგენილი: 1) ხერხემალი, 2) იალქნები, 3) კიჩო.

 

ირმის ნახტომს ყველა ხალხი თავისებურად ნათლავდა:

 

აქადები და ინკები (შუამდინარე და პერუ) მტვერს ეძახდნენ.

 

„და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.“ (დაბადება 2, 7)

 

შუმერული ცივილიზაციის ფესვი საქართველოა და ტომი ნასწავლი - საღმრთო სკოლაში წარემართა ამ ცივილიზაციის „დასათესად“. ამ ტომის სახელწოდებაა ნაგ–ხალი, ხოლო ადგილს, სადაც დასახლდნენ ხენო–ბასკიონი ჰქვია. (ხე–ხენო–ბა–სკა–იონი).

 

ესკიმოსები, ბუშმენები – ოქროს გზას; აფრიკისა და აზიის მრავალი ხალხი – ჩალის (ჩალიან) გზას, (ნახ. თივა, და განსაკუთრებით – ბიზოვანი). რა თქმა უნდა, „ჩალა“ მიმნიშნებელია ზამთრის პირისა. ყველა სახელი, რომელიც გააჩნია გალაქტიკას, ქართული კოდით იხსნება და არცერთი არ არის სიბრძნისა და მიზანის გარეშე.

 

გალაქტიკური „მაჯისცემის“ აღმქმელია დაფარული ქალაქი იერუსალჱმი. ყველა ვარსკულავიერი სხივი მასში ჩალა–გებულია, ქალაქი - როგორც დიდი კონდენსატორი, იმუხტება ვარსკულავიერი ენერგიით ზამთრის დასაწყისიდან გაზაფხულამდე, როდესაც გონსახიერ–ბრუნით ჩალაგდება და ჩალამაზდება ვარსკულავიერი ენერგია, მოდის გაზაფხული და ქალაქი იწყებს ერთ მეოთხედში დაგროვილი ვარსკულავიერი ენერგიის - სამ მეოთხედში გადანაწილებას შემოდგომის ბოლომდე; მცენარეებს, როდესაც „სძინავთ“ - ამ ენერგიით იკვებებიან ზამთარში. (ჯერ–ჩუენთან, რკალური ტალღის განვრცობის პრინციპით).

 

შვედი და ზოგი ჩრდილოელი ხალხი თოვლიან გზას, ზამთრის გზას, ურალზე და ამურზე – თხილამურების გზას ეძახიან;

 

გერმანელები - ქვიშას, ყირგიზები – ცხვარს, ტუვი – ვარსკულავიერ გზას, ინდიელები – გველის ბილიკს, გველის მდინარეს, თურქები – მექის (სალოცავ) გზას, რუსები – ბასურმანთა (მონღოლთა, მამაის გზას);

.

ქართველები – ირმის ნახტომს, (იმერი და ირემი) წინ და უკან წაკითხული სიტყვებია. ირმის რქები მრავალ ვარსკულავის ენერგეტიკული სხივის ტალღის მიმღები ანტენაა და კოსმოსიდან გალაქტიკური ენერგიის და ინფორმაციის მიმღებია.

 

იმერეთის მთებში მდებარეობს განსაკუთრებული მიწისქუეშეთი, რომელთა კრისტალური ანტენები მიერთებულია კრისტალურ მექანიზმზე, გონტაქტომეტრი, ასე ვამჟღავნებ მე ამ ტექნოკრატიულ მოწყობილობას (უძველეს წარსულში ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ამ ენერგიას და ამ სხივებს მომავალის საიდუმლოს შემომტან სხივებად თვლიდნენ.)

 

საქართველოში, ჩემი გათვლებით - საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თორმეტი ათასი ენერგეტიკული „ანტენა“. თითოეული ანტენის გარშემო 12 ანტენაა პლანეტარული, რომლებიც შვიდი ცის სიბრტყეზე ალაგებენ პლანეტარულ ტაქტში გალაქტიკურ ენერგიას. ამ ინფორმაციის წამკითხველი - ქართული სივრცული, ანბანური ასტრალური მატრიცაა. ამ ცოდნის ერში შეყვანის დროა და მოწინაღმდეგებსაც სიყვარულითა ვთხოვ - დაფიქრდნენ და კუჭისა და სექსის ჩაკრას ასცილდნენ, მერე კი გულდასმით ჩაწვდნენ ერის მომავალს.

 

აბსოლუტურად იცვლება სამყარო, იგი ახალ, ზეახალ ფაზაში შედის, ცვალებადობაშია მიკრო და მაკრო სამყარო, უხეში ვლინებები წაიშლებიან და მათი მაწარმოებლები გამოფიტული „ჩუჩელებივით“ დაიყრებიან. ჩაირთოს სიტყვა გულის ანთებაში და აწკრიალებული გულებით, ლოცვასა და ვედრებას მიეცით თავი. სუფთა, განწმენდილ ერის ცნობიერებას, ქრისტეს გამარჯვების დროშა წინაუძღვის.

 

წმიდათა ლოცვის შესმენის ჟამი აიკვირტა განკჳრვებაში.

 

საშინაო დავალება კი ასეთია: იპოვეთ საქართველო მითებში და წმინდა წერილებში, თანამედროვე რაკურსში გაიაზრეთ და შექმენით თქვენი ხედვითი მომავალი, იგი გონ–სახიერ–ზემაღალ სინამდვილედ გარდაისახება უმოკლეს დროში და მრავალი ერნი, ენანი, ტომნი და თესლები აღიძვრებიან საქართველოსაკენ - სულიერი პურის მისაღებლად. პიროვნულობიდან ეროვნულობისაკენ ერთი ნაბიჯია და ამ ნაბიჯს სიყვარული მოყვასისა გვადგმევინებს.

 

ვაღვიძებ მეს – შადრევანისას, ერში მოეფინოს შადრევნები, ასევე ჩანჩქერთა სავანეები აღდგნენ აქ, მათ გარემოში, ჯანსაღი და ენერგეტიკულად მართი ალის სივრცეა, აქ ყველა უარყოფითი აზრთა გამოვლინება იწმინდება, და შვება მოდის.

 

ენერგეტიკული არეალის მედიცინის განვითარებისათვის ყველაფერი გაგვაჩნია - ქრისტეს მიერ განახლებულ სამყაროში. ჩვენი ერიც განახლებული ცნობიერებით შევა, სიყვარული - მზის სხივებივით მოეფინება საქართველოს. ნუ დაიზარებ წვრთნას, ერო, და იყოს მკვიდრობა შენი ნათელში!

 

წყალობა და წყალი ერთად აგემეთ დამაშვრალთ - უფალი იესოს სახელით და ინეტარეთ შემოქმედებითა და მოწყალებით. სივრცე-ტევნული „ანტენები“ - საქართველოში და მის გარეთ გამოქვაბულებია, რომლებიც წარაგზავნიან სხივთმოფენას დედამიწის გულისაკენ, გულსა ქუეყანისასა. ფრთხილად მოეპყარით გამოქვაბულებს, გააცოცხლეთ ქართული ლოცვებით და დაინახავთ ნაზ–არეში მოქმედ სულიწმიდის მადლსა და სისპეტაკეს.

 

ქალაქთა, დაბათა, აგარაკთა და სოფელთა აღმოსავლეთის კარიბჭეში, რომელთაც დასახავთ, დიდებით შემოსასვლელი ქრისტეს სახელობის თაღებზე, დო–ბგერითი ზარები შეჰმოსეთ, დაე იქუხონ წკრიალა ხმოვანებით. სტუმარი ღვთისაა და თვით უფალი შემოდის სტუმარის სტატუსით - თავის სამშობლოში.

 

დროულად მოაწესრიგეთ თქვენი სავანეები, განსაბანელნი და დავრდომილთა სამკურნალებელი ლაზარეთები ბანიონებით. მთებზე შემოდგი, ერო, ბროლის შუქურკოშკები, გაეპაექრეთ ყველა ერთმანეთს ადგილის–დედის ბაღად ქცევაში, ყველგან, ნაყოფის მომცემი ხეებით დახუნძლეთ ფერდობები და ააბრწყინეთ ნათელი სულით სიკეთე, დაატკბეთ ბაგენი ერთმანეთის მიმართ.

 

ქართველებო! მღეროდენ ბაგენი თქვენნი უფლის შემოსვლის საგალობელს და არასოდეს დაგავიწყდეთ დედუფალი ანნა, ლამაზი საჩუქარი ქართველ ერს, ქალი–დედა ქაჯეთსა და დევებს გამოტაცებული ბრწყინვალე სული, მეფეჲ პირველი.

 

თავის–უფლება - თავის უფლებაა, კანონზომიერად ნებადართული სიცოცხლეში საცხოვრებლად და საცხონებლად–თავისუფლებაში.

 

ერის „ტანი“ მზადაა - თავი მოიბას სამეფო და აღდგეს უძველესი სახელმწიფო, ღმერთის სადიდებელი ჰანგით დავითისა. მოვიდეს ყველა იერუსალჱმის კარიბჭესთან, ამპარტავნების გარდაცვალებისა და დასაფლავების ჟამს. მასთან ერთად დავასამაროთ უკეთურება, უძლურება, კაცთმოძულება, უმადურობა, სიძუნწე, ხრწნილება, შეუსმენლობა, ნაყროვანება, მეტიჩრობა, უგუნურება და მასთან ერთად მრავალი ჴინჯჲ.

 

მრავალი წელი ლოცულობდა ისრაჱლი ამ ჟამის შედგომისათვის და მრავალი ქართველი იბრძოდა გმირულად - ამ წამის შემოფრენისათვის, რომელიც მარადიულობაში მარაოსავით გაიშლება და ერთი წამი ღმრთისა აუარებელ ღიმილში გაწამწამდება.

 

შეიგრძნობ სითბოს, შეივსები სიყვარულით, შემოქმედება აგაფუსფუსებს, ჩემო ტკბილო და საყვარელო, ღმერთისაგან ძირ–მწარეზე დამყნობილო ერო, განკჳრვებაჲ და განკჳრტებაჲ იყოს შენი მაღიმილებელი.

 

ქრისტეს ნიჭით მოირტყით ქამარნი და თავს შეეხმიანეთ:

 

მე მძლეველი ვარ ქვეყნიერ–წინააღმდგომ ძალთა -

მართალის დიდებითა და ჯუარის სისპეტაკით!

 

შეკრულ მუჭში ნაგავი არ ჩაიყრება, შეწყვიტეთ მათხოვრობა, საუნჯეების პატრონო ერო. პურის, ხორბალის, ზეთისა და ღვინის ქვეყანაში - არცერთი მათხოვარი!

 

განეჴვეს სმენა ქართველთა, უფალ ღმერთის ბრძანებათა აღსაქმელად!


სახელმწიფო პანტაკრატორული სამართავია! მოშორდნენ გემბანიდან ბუნტით, შფოთითა და რევოლუციებით მოსული კაპიტანუშკები და ჭეშმარიტმა წინამძღოლმა დედუფალმან წარმართოს წასამართავი წარმართთა - ქრისტეში გაბრწყინებულ ერისა!

 

კანონის დაფაზე ავეწყოთ სრულიად მსოფლიოს წინაშე. დაე, ჩუენი ცხოვრება სამაგალითოდ იქცეს ყველა ერისათვის, მხოლოდ წინ!


სამუდამოდ ჩარაზეთ უკან, წარსულიდან მომავალი ცოდვის კარები!

 

დავუტოვოთ ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს, სიკეთითა და სიყვარულით სავსე ქვეყანა, მადიდებელი მამისა და ძისა და სული მნათისა წმიდისა!

 

მამა ღმერთის რჩეულო და დედა ღმრთისმშობლის კალთაგადაფარებულო დედა დედუფალო ანნა, კეთილი იყოს შენი შემობრძანება ერის სათავეში!

 

აღდგეს ჭალაკი ბეთმელიქ–ანნაელი, რომელიც ითარგმნების: სახლი მეფისა – მორჩილად აღმდგარისა ღმრთისაგან, და ასეც აღმოიკითხების პოეტთაგან:


კუნძული სიყვარულისა, ხოლო ნებროთის ფესვზე აღმომორჩებულთაგან, ასე წარიკითხება: – სასახლე მეფისა ანნა დედუფლად აღმდგარისა.

 

ბედნიერი ხარ შენ, გალაქტიკურო კუნძულო,

სიყვარულის დამტევის სახელი რომ დაიტიე!

 

მოვნათდი ღმერთის ნებით,

საქართველოში - მისი ბრძანებათა

აღსასრულებლად


გიორგი იონთა ჰიპერიონი

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2024 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE