კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

მოცეკვავე სუტყუითა ვარ შემოწნული ჩემს ერზე, თან უძველესი სევდიანი სიმღერა მინათებს გულს. ორი ჰანგითა და ორი მუზით გეფერები, ჩემო სიცოცხლის ძალით აღვსილო, ქარით მდიდარითო, საყვარელო ერო, ქართველმთებითო.

 

მიმომცილებელი ვარ დაბადებებისა და გარდასახვათა, სამყაროთა გზაჯვარედინზე - დიდ-უფალთან ერთად.

 

მიხარის ქრისტე!

 

მიხარის ერი ქრისტეანური!

 

მიხარის გზა კაცისა ადამის რანგთან მიცისკრული!

 

წიაღ-წარსულის მფლობელი ერის მწყემსვა, ადამის რანგით მთელისა ერისა, დედა ღვთისმშობელის სიყვარულითა და სითბოთი - ცებში აიტაცება.

 

უტკბილესი და სულმშვენიერი დედა ჰყავს ედემს, დედობით უმწიკვლო, დედა მარიამი!

 

აღსრულდა! წარსულში კურთხეული ფესვი ერისა აღენთო, სიცოცხლით მიადონებს სამყაროს სიხარულიან მზერას თბილსა და ცვარნამიანს.

 

მალე ხატება საქართველოში ჩამობრძანდება, მოლოდინი შეკრთა.

 

რა დროა! ნუ იკითხავს ერი, ერთი განცდის მიწურვილია, დედა ღვთისმშობელის ხატი, კარიბჭის ბრწყინვალება, ახალი სულთა გაშლის და ფართოების დასაწყისი, განმზადებულია საქართველოში ჩამოსაბრძანებლად.

 

კეთილი იყოს ცის დედუფალო, შენი სახელობის სასწაულმოქმედი ხატის, იერუსალჱმის კარიბჭის გასაბრწყინებლად, მშვიდობით შემობრძანება ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი.

 

დედათა ცრემლის მომწმენდო, სიმშვიდის მომნიჭებელო, დათმენით შეუწვდომელო, სიყვარულის უჭკნობო ყვავილო, მხსნელო სასჯელში ჩავარდნილი ერისა, მხურვალე ლოცვით მამისა და ძისა და სულისა წმიდის წინაშე.

 

მამა ზეციერმა გიძღვნა გჳრგჳნი მარადიული დედობისა.

 

დაუვიწყარო დედაო! დაილოცოს ღვიძილის-პირული შენი, ამენ შენს: სითბოს, სიყვარულს, თმენას, რწმენასა და იმედს.

 

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

იმედითა და სიყვარულით სავსე დღე

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2020 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE