კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ახალი დრო - მერვე ნოეს დროა და პირველი წარღუვნიდან მერვე წარღუნვამდე, ასეთი ასტრალური თანმიმდევრობის ციკლი გავიდა:

 

I წარღუნვა, ვერძის თანავარსკვლავედის ციკლი, პირველი სახლის ბუნება ვრცელდებოდა (13320 წ.) ცამეტიათასსამასოცი ლოგოსური წელი, კოსმოსში ვერძისა და თევზების საზღვარი, თანმხვედრი წლიური დღეღამტოლობის ღერძისა.

 

II წარღუნვა, ხარის თანავარსკვლავედის ციკლი, მეორე სახლის ბუნება, ვრცელდებოდა (13320 წ.), შეკრა ერთი სრული პრეცესიული წრე 26640 წ. (ოცდაექვსიათასექუსასორმოცი წელი), პირველი პრეცესიული ვერძის კოსმიური წელიწადი (ორი წარღუნვა = ვერძი 13320 წ. + ხარი 13320 წ. = 26640 პირველი პრეცესიული წელი ვერძის ციკლით).

 

III წარღუნვა, ტყუპების ანუ მარბივის თანავარსკულავედის ციკლი, მესამე სახლის ბუნება ვრცელდებოდა (13320 წ.) ცამეტიათასსამასოცი ლოგოსური წელი და ისევ გაზაფხულის დღეღამტოლობის, შემოდგომის დღეღამტოლობის ღერძის გაზაფხულის სექტორი.

 

კოსმიური პრეცესიული წელიწადის ხარის ნახევარი:


(26640 წ. – 13320 წ. = 13320 წ.) (პირველი პრეცესიული ლოგოსური წელიწადი შეიცავს 26640 წ. ჩვენსას) და აღინიშნება ვერძის დიდი პრეცესიული წელიწადის სახელით.

 

მესამე წარღუნვა დაჰმატებს მას 13320 წ.

                         და გაივლის 26640 + 13320 = 39960 წ.                        

13320 წ. X 3 = 39960 წ.


13320 წ. ვერძის + 13320 წ. ხარის + 13320 წ. ტყუპების = 39960 წ.

 

IV წარღუნვა, კირჩხიბის ანუ კიბორჩხალას თანავარსკვლავედის ციკლი, მეოთხე სახლის ბუნება (13320 წ.) აერთიანებს მესამე ციკლთან მეორე მეგა პრეცესიულ ხარის ციკლს.

 

აქ ორი პრეცესიული სრული წრეთაბრუნვა სრულდება: პირველი წრე ვერძისა, რომელშიც ორი წარღუნვაა გაერთიანებული:


13320 წ. ვერძი + 13320 წ. ხარი = დიდი პრეცესიული ვერძი 26640 წ.


მეორე პრეცესიული წრე შემდგარია მესამე წარღუნვის 13320 წ. ტყუპებისა + 13320 წ. კირჩხიბისა = მეორე, ხარის პრეცესიული სრული წელიწადი, 26640 წ. (მეორე სახლის დიდი ბუნების ხარი).

 

მეოთხე წარღუნვა შეავსებს ლოგოსურ დროს: ვერძის პრეცესიული 26640 წ. + ხარის პრეცესიული 26640 წ. = 53280 წ. მეოთხე წარღუნვისას გასულია ორი პრეცესიული წელიწადის დრო (26640 x 2 = 53280 წელიწადი) - ანი პრეცესიული და ბანი პრეცესიული, ანუ ვერძი პრეცესიული + ხარი პრეცესიული:


I წარღუნვა – ვერძის თანავარსკვლავედის ბუნების;

II წარღუნვა – ხარის თანავარსკვლავედის ბუნების;

III წარღუნვა – ტყუპების თანავარსკვლავედის ბუნების;

IV წარღუნვა – კირჩხიბის თანავარსკვლავედის ბუნების.


ოთხი ნეხევარციკლი პრეცესიისა შეადგენს 4 წარღუნვის დროს, 2 პრეცესიულ ბრუნს: პირველი სრული დიდი ვერძი და მეორე სრული პრეცესიული დიდი ხარი, დიდი ანი და დიდი ბანი (ერთი დიდი ანბანი).

 

V წარღუნვა, ლომის თანავარსკვლავედის ციკლი, მეხუთე სახლის ბუნება, აქაც ლოგოსური დრო (13320 წელი) ცამეტიათასსამასოცი წელი; გავივლით ტყუპების მეგა პრეცესიული ციკლის ნახევარს და მთლიანობაში, ჯამში იქნება: (53280 წ. + 13320 წ. = 66600 წ.)

 

VI წარღუნვა, ქალწულის თანავარსკვლავედის ციკლი, მეექუსე სახლის ბუნება, აქაც წინადან გადის ლოგოსური დრო (13320 წელი), დასრულდა ტყუპების მეგა პრეცესიული ციკლი (3 x 26640 წ. = 79920 წ., ანუ ასე დავთვალოთ 66600 წ. + 13320 წ. = 79920 წ.), ე. ი. ექვსმა წარღუნვამ მოილია სამი მეგა პრეცესიული ციკლი.

 

VII წარღუნვა, სასწორის თანავარსკვლავედის ციკლი, მეშვიდე სახლის ბუნება, აქაც წინას ემატება ლოგოსური დრო (13320 წელი) და მეოთხე მეგა პრეცესიული დროის ნახევარს გაივლის, რომელიც კირჩხიბის თანავარსკვლავედის მეგა პრეცესიული ციკლია.

 

მთლიანად მეშვიდე წარღუნვა მოიცავს (79920 წ. + 13320 წ. = 93240 წ.) და ბოლოს მერვე წარღუნვის დრო - ჩვენი დღეინდელობა, ღრიანკალის თანავარსკვლავედის ციკლი, მერვე სახლის ბუნება, ლოგოსური დრო (13320 წ.).

 

მეოთხე მეგა პრეცესიული დრო დასრულდა კირჩხიბის მეგა გამოვლინებით და დაიწყო მეგა ლომის თანავარსკვლავედის, ოცდაექვსი–ათას–ექვსას–ორმოცწლიანი იუდეველთა მეფის - უფალი იესოს, სრულიად კაცობრიობის მეფისა და მამის აღორძინების გზა სამყაროში.

 

ასე აითვლება განვლილი 4 პრეცესიული დრო (26640 წ. x 4 = 106560 წ.), ან ასე, რვა წარღუნვის დრო თითო 13,320 წ. X 8 = 106560 წ. გამოვსახოთ პირველი წარღუნვიდან მერვე წარღუნვამდე ცხრილი თანმიმდევრობისა:

 

                                                      მეგა ვერძი

1) ვერძის 13320 წ.

                                  +     =          26640 წ. ერთი

პრეცესიული წრე

 

2) ხარის 13320 წ.

 

                                                         მეგა ხარი

1) ტყუპის 13320 წ.

                                   +     =           26640 წ. მეორე

პრეცესიული წრე

 

2) კირჩხიბის 13320 წ.

                                                          მეგა ტყუპი

 

1) ლომის 13320 წ.

                                   +     =            26640 წ. მესამე

პრეცესიული წრე

 

2) ქალწულის 13320 წ.

                                                          მეგა კირჩხიბი

 

1) სასწორის 13320 წ.

                                    +     =           26640 წ. მეოთხე

პრეცესიული წრე

 

2) ღიანკალის 13320 წ.

 

ჯამი: N 1+2+3+4+5+6+7+8=8x13320=106560 წ.

 

ჯამი: 4 x 26640 წ. = 106560 წ.


აქედან 8 წარღუნვა უდრის ოთხ–პრეცესიულ, მეგა ბრუნის ლოგოსურ დროს.

 

8 x 13320 წ. = 4 x 26640 წ. = 106560 წ.


(არსებობს ესეთი წერილობითი წყაროები სადაც „ქართული ენა მოხსენიებულია: "ასოთხი წელი უმეტეის სხუათა ენათა". ჩანაწერი ასე წარმოჩინდება:


„ოთხმეოცდაათ ათოთხმეტი“ წელი, ანუ ( 90 + 10 + 4) წ. = 104 წ., და ასევე მინიშნება გვაქვს ათასწლოვან ციკლებზე: „ათასი წელი ვითარცა ერთი დღე უფლისათვის.“

 

გამოდის, რომ მატიანედან, რომელმაც გააკეთა ეს ჩანაწერი - უკვე გასული იყო 104000 წ. (ასოთხი ათასი წელი). პირველი წარღუნვიდან მერვე წარღუნვამდე. გასულ დროს - 106560 წელს უნდა გამოვაკლოთ 104000 წელი.

 

106560 წ. – 104000 წ. = 2560 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ანუ ძველი წელთაღრიცხვის მე–6 – მე–5 საუკუნე.

 

ჯერ განვიხილოთ რა დროა ეს და ვინ მოღვაწეობს მსოფლიო ასპარეზზე ქართულ ენასთან და მასთან ერთად მის კოსმიურ და საღმრთო საიდუმლოებებთან.

 

პირველ რიგში მოვიხსენიებ დანიელ წინასწარმეტყველს, დიდებულების გვარის იუდეველს - გადასახლებულს ბაბილონში.

 

დანიელს ერთი სახელიც გააჩნია,

დანიილ – ანუ ღმერთი, მსაჯული ჩემი.

 

დავიწყოთ გახსენება დიად და უდიადეს საღმრთო სიტყვაში ჩაწვენილ დიდებულ წინასწარმეტყველებათა და აღმდგარ სიტყუასა და ღმერთს მივყვეთ მისი შვილები, ქართა ველითნი და ქართ–ველურითნი, ქართველნი.

 

ის, რა დროც უნდა განვიხილოთ, მნიშვნელოვანია ისტორიული ფაქტებითაც და პიროვნებებითაც, როგორც ისრაჱლისათვის, ასევე იუდეველებისათვის და რა თქმა უნდა, დღევანდელი ქართველებისთვისაც.

 

პირველ რიგში მეფითა ვთქვათ, ეს არის ბაბილონის მეფის - ნაბუქოდონოსორის დრო, რომელსაც ღმერთმა ისრაჱლი დაასჯევინა.

 

„მესამესა შორის წელსა მეფობისა იოაკიმისსა, მეფისა იუდაჲსსა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, და მოადგა მას.“

(დანიელი I, 1 )

 

მოწაფეთათვის: წაკითხვა სრულფასოვანი აღტაცებით რომ დალაგდეს, აუცილებელია წინასწარმეტყველების ყველა სიტყვა დეშიფრაციაში შევიყვანოთ, ანუ დეტაბუირებული გავხადოთ შეძლებისდაგვარად.

 

„მესამესა შორის წელსა“: მესამე - ანბანით განია, შევიყვანოთ კოდში: „განსა შორის წელსა“ - „განშორებულსა წელსა“, ე. ი. წელსა, რომლის წინ ანის წელი განსრულებულია და ბანის წელიც განსრულებულია, ამასთანავე განვლილია განის – შორისი ანუ ნახევარი.

 

შევიყვანოთ კოდი: 1000 წელი ვითარცა ერთი დღე უფლისათვის. ასე: ანი = 1000 წ., ბან = 1000 წ., განის შორისი = 1000/2 = 500 წ., ე. ი. (ან)1000 + (ბან)1000 + (გან/2) 500 = 2500 წელი.

 

ახლა ავიღოთ მეფე იოაკიმის დრო ათვლის „წერტილად“ და კოდი განვმარტოთ:

 

„იოაკიმ – უფლის აღდგომა“.

 

ქრისტეს აღდგომაზე ძუელი აღქმის მრავალმა წინასწარმეტყუელმა იწინასწარმეტყველა: „ ჯერ იყო სიტყუაჲ იგი და თვით სიტყუაჲ იგი იყო ღმერთი.“

 

ქართველებისათვის ქართული ანბანისა და სიტყვის განმანათლებელი და განმავრცობელი მწიგნობრობისა არის ფარნავაზ მეფე.

 

ფარი – საფარი, დაფარული, დაფარულ ღმერთის, მეტყველი. ღმერთის შემობრძანება, მისი ტოტემი ვაზი. ფარი – დასაფარებელი; საჭურველი, ფარი და მაჴვილი, ამ შემთხვევაში - მაჴჳილი გონებით დაფარული, უბარი, უთქმელი, შემალული სიტყუაში.

 

მეფე ნაბუქოდონოსორის დრო - განსაკუთრებული დროა. ამ დროს მოღვაწეობენ ციდან წარმოგზავნილი და ცასთან კავშირის აღმდგენი წინასწარმეტყველნი. ამ დროს იკარგება რჯულის კიდობანი, ინგრევა იერუსალიმის ტაძარი, ეს მოვლენა დღესაც პროცესშია: ეძებენ, ეძებენ და ვერ პოულობენ რჯულის კიდობანს!

 

არადა ნაბრძანები აქვს უზენაესს, რომელიც ესაუბრებოდა დანიელ წინასწარმეტყუელს, ისრაელი სანამ ქრისტეს არ მიიღებს, მანამდე დაკარგულ დიდებას ვერ დაიბრუნებსო.

 

ისრაჱლ იკითხე ქართულად!

ისრაჱლ ეძიე ქართულად!

ისრაჱლ ემსახურე მხოლოდ სიცოცხლეს და

გზა ნათელი წინაშე შენსა!

 

ეს თემა არ ამოიწურება, სანამ ჩემს საყვარელ ორ ერს - ისრაჱლს და საქართველოს, ლომისობის ქუეყანას, უძველეს იუდეიას არ შევრწყამ ერთი მიზნისაკენ, და ერთი დედუფალი ეყოლებათ პურისა და ღვინის მიმწოდებელი ჩემგან, ასე არს ბრძანების შინაარსი.

 

გიორგი

იონთა

ჰიპერიონი


 

ხოლო თარსებმა, ჭინკებმა და ქაჯებმა ორღობე იპოვეთ და ხევებში მოუსვით სანამ დროა, კიდევ პაწა დარჩენილა.

––––––––––––––––

–––––––––––

 

თემას სანამ გვირგვინი არ დაედგმება,

არ ამოიწურება,

არ დამთავრდება.


კენჭა–ბერი.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2019 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE