კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

დღე მოვიდოდეს შემოქმედებითი, ასეა სილამაზითა და სიმართლით მოციქულება. მარტივი არაა ის, რაც მზარდია და სივრცეებს მომჭიდებელი, არც აღსაქმელად, არც ჩასაფიქრებლად. ღმერთს მიენდეთ! ის არის დამასრულებელი.


ყველაფერი ცოცხალია სამყაროში და უსაზღვროა სიცოცხლის ძალა, ძნელად აღსაქმელია სისრულით, იმიტომ რომ ყოველთვის იყო და იქნება მომავალშიც განკრვება სიცოცხლით!


კაცობრიობისათს ახალი მისამართი ნაკარნახებია ლუკა მახარობლის მიერ, ედემში დაბრუნების გზა, ღმერთთან დიალოგის განახლება, დედამიწაზე ღვთაებრივი წმიდათაწმიდის მისამართი, სადაც ნოე შვიდგზის არის ნამყოფი და მერვეს ჟამის აღდგომას და მამის მიპატიჟებას ელის.


უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ღმერთის გარდა ვერავინ ვერ გვიშველის, ეს ერის გამოღვიძების პირველი ნაპერწკალია.


მამათა აღწერა გენიოლოგიის დაფაზე, არა მარტო მოღვაწეობის უწყვეტ ჯაჭვს ასახავს -  მეფეთა, პატრიარქთა, წინასწარმეტყველთა ცხოვრებაში, არამედ თვითეული სახელი განსაკუთრებული მოვლენის კოდია დროსა და სივრცეში. თანდათან მსოფლიოსათვის უტყუარი ხდება ის ჭეშმარიტება, რომელიც ქართულ ენაზე გადმოგვცეს წმიდა მამებმა, რომ უმთავრესი ბიბლიური საიდუმლოებანი ქართულ ენაზეა შესრულებული, ამიტომ ვერცერთმა დამწერლობამ და ენამ ვერ გახსნა ბიბლიის ღრმა შინაარსი.


ამ წერილში გენიოლოგიის თანმიმდევრობაში ჩაწერილ საიდუმლოებას შევეხებით. მაგალითისათვის შევადაროთ მათეს სახარების გენიოლოგია ქრისტესი და ლუკა მახარობლის მიერ გადმოცემული გენიოლოგია.


ლუკა მახარობელს ედემში მივყავართ ადამის რანგისაკენ და გვამცნობს, რომ ძე კაცისა და ძე ღმრთისა, ადამისა და ღმერთის ღრმა მისტერიალურ შემეცნებაში შედის.


ადამი განწმენდილია ცოდვებისაგან, უფალმა იესო ქრისტემ - ის სიცოცხლის ფასად გამოისყიდა. ეს კი ნიშნავს, რომ ადამი ედემში ბრუნდება და მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ უნდა აღდგეს დიალოგი ღმერთსა და ადამს შორის.


აქ, ამ განსაკუთრებული მისტერიის ღვთაებრივი სულის სიტყვაში გამოვლინებისას - დასრულდება კაცობრიობის ყოყმანი ღმერთის არსებობის შესახებ.


უპირველესად გარდაიცვლება სიცრუე, გაუქმდება ჯოჯოხეთი, დაიწყება საყოველთაო განწმენდა, რათა კაცობრიობა ადამიანობაში გადავიდეს.


ერთ რამესაც დააკვირდით, ჩემო ძვირფასო და მრავალტანჯულო ერო - სახარება, ხარება, ჭეშმარიტების მხარე და ლუკა მახარობელი - ხარი რომ არის იმას. (წელს აღდგომა ხარში იყო).


ლუკა, თავი 3, (გან-თავსება); ... 36 კაინანისა; (65) არფაქსადისა, (66) ; სემისა (67); ნოესა (68); ლამექისა (69);  37 მათუსელასა (70); ენუქისა (71); იარედისა (72); მალელეილისა (73); კაინანისა (74); 38 ენოსისა (75); სეითისა (76);  ადამისა (77) და ღმერთისა - წინსვლით უკანსვლა.


როგორაცა ვხედავთ, სემის მოდგმა უკავშირდება ნოეს, მერვე ნოე, ასე ეძახის წმინდა წერილი ამ ციკლს. არც ქამი, არც იაფეტი, არამედ სემი, ის მერვე ნოეს კოდის მცველი - მცველია.


„სემ - სახელდიდი, გინა განსვენება, გინა სული.

ა. სახელი; ბ. ჰამბავი; გ. დიდებული; (გინა) დ. განსვენება; (გინა) ე. სული; (გინა) ვ. სრული“ (სულხან-საბა)


გავაკეთოთ დასკვნა და მოუხმოთ წარმოსახვას: ნოეს კიდობანი აღმოჩენილია, კარები ღიაა, მას აქვს წარწერა - სემის კოდით შენახული სიმართლისა, გასარკვევად ადვილი, შესასრულებლად კი ძნელი. კარიბჭეს აწერია: შემობრძანდით გადარჩენის კიდობანში ვინაცა ხართ:


სახელოვანი ქრისტეში;

სახელდიდი საღმრთო გზაზე;

დიდებული კაცობრიობის სამსახურში;

სრული საღმრთო მეცნიერებაში;

სულიერი საუნჯეების მეპატრონენი;

კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება მსოფლიოს პტრიარქის - ნოეს სამყაროში.


ნოეს იერარქიიდან მისი მწყემსობით - ადამის იერარქიამდე, სადაც სეითს შევყავართ ადამის რანგში ქრისტესთან ზიარებით. სეით - აღნიშნავს სმას, შეისმება სიბრძნე ღვთაებრივი, რომლის ტოტემიც ღვინოა. შეისმინება და შეისმება სიტყუაც - ღმრთისაგან ნაბოძები.


ამ ყველაფრის შესასწავლად და ფუძემდე მისაღწევად დაფუძნებული მაქვს „სულიერი ცოდნის ტაძრის ფუძემდებელი და აღმშენებელი იდეოლოგიური ერთობა „გ ო ნ ი ო ნ ი „ , რომელიც დაფარულიდან გამოვიყვანე და დავაფუძნე იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციით 27 წლის წინ.


დავით მეფე აღმაშენებელმა და მესიის მახვილმა სამი აკადემია დააარსა: გრემის, გელათის და იყალთოსი. დაიაისა დრომ, როდესაც „გონიონმა“ ოთხივ კუთხით: აღმოსავალის ცენტრის ხელმძღვანელობით და ღვთის შეწევნით, ოთხივ მხარის: აღმოსავლეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთისა და სამხრეთის განმანათლებლური საღმრთო ქრისტეანული ცენტრები უნდა აამოქმედოს (ეზოთერული მისტიური სასწავლო ცენტრები).


მთლიანად და სრულად საქართველო, როგორც ნაკრძალი სახელმწიფო, სრული ნეიტრალიტეტით, მსოფლიოს განმანათლებლურ ქვეყანად მოგვევლინება ახლო მომავალში.


გიორგიანელთა ქვეყანა ქრისტეს დროშას გამოუმზიურებს მთელს მსოფლიოს, მოძმე ისრალთან ერთად და დაიდება რჯულის კანონებზე დაფუძნებული მსოფლიოს კონსტიტუცია.


კონსტიტუცია განმარტავს დედამიწაზე ცხოვრების წესებსა და კანონებს სამივე მოდგმის: სემიტური, ქამიტური და იაფეტური ტოლერანტობით წარმართებთან შემაზავებელი მსაჯულთა წესით, კეთილ-გონივრული თანაცხოვრების მტკიცე კანონით და ურღვევი ღვთაებრივი ნებით დედამიწაზე.


ტყუპების თანავარსკვლავედში „ვეშაპის“ ანუ მეგა ციკლის დრო ჩაირთო და ნიშანი მდინარე ზვარულამ მოსცა, აღანთო ზვირთები და ზვარაკის ხეობაში ჩამოეშმაგა. ნიშანი - მსოფლიოს წყლების ნიშანი აღშფოთებისა.


ახლა ღრმად აღშფოთდნენ ისინიც, ვინც აღშფოთებას ვერ მალავენ საქართველოს ჭეშმარიტების მიმართ, ყურახელილი ერის ზართა ცემის მიმართ.


მოგაიავარდე ჩემო ტკბილო სამშობლოვ, დაგითმიანე გზა უფლისა.


გამამარჯუენებელი სიტყუითა ვარ ერში: გამარჯვების მჭედელი ღმერთის გზა არ მოგაკლდეს ყველა საქმეში!


განკრთი სამყაროვ, წმინდა გიორგის დროშა აღიმართა ცებში ჩვენი სამშობლოდან!

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2020 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE