კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

გილოცავთ, ჩვენო საყვარელო მკითხველნო!


ახალი ეპოქისადმო გზა მრავალი აღმოჩენებითა და სიურპრიზებით გვანებივრებს, მათ შორის კოსმეტიკის სფეროში, რომელიც უძველესი ქართული რეცეპტების და გიორგი იონთა ჰიპერიონის თანამედროე  ნანოტექნოლოგიური მიკვლევების სინთეზში, საოცარ რეზულტატებს შემოგვთავაზებს.


მაგრამ ქართული კოსმეტიკის სიახლესთან ზიარება დავიწყოთ წარსულიდან...

 

ჩამოვჯდეთ გიგო პაპასავით ლოდზე და დავფიქრდეთ, საქმე ეხება აწმყოსა და მომავალს, ოღონდ გიგო პაპას ფიქრი წარსულში გაექცა, თუ რა ჰქონდა კაცობრიობას და კონკრეტულად ქართველ ერს. ისიც ხომ დასაფიქრებელია, რომ მედეამ გაიტანა კლასიკური მედიცინა მსოფლიოში და მსოფლიო დღეს - მის შექმნილ კლასიკურ მედიცინას მართავს.


გიგო პაპა თავს ასეთ შეკითხვას აძლევს: მედეას მასწავლებელმა, მისმა მამიდა ცირცეამ, ამომწურავად გადასცა მას ცოდნა, თუ მომავლისათვის შეინახა რაიმე? გიგო პაპა აყალიბებს ფორმულას აზროვნებისას, რომელიც შეუვალი ხდება კაცობრიობისათვის იმის გამო, რომ ის ცოდნა, რომელიც მედეას ჰქონდა - მხოლოდ ლაზარეს ენით იკითხებოდა.


გაფრინდა ჩვ. წ. აღ. 2000 წ. და იმის უკან ძვ. წ. აღ. კიდევ 2000 წ. ეს დრო უტყუარია, იმიტომ რომ ჩვენს მეხსიერებაში და ქრისტიანობაში 4000 წელი გავიდა, რაც ლაზარე მოკვდა. 2000 წლის უკან მსოფლიოში ხდება ზეფენომენალური მოვლენა - იბადება ძე ღვთისა და ერთერთი მისი მისიონერული მოღვაწეობა უკავშირდება ქართული ენის აღდგინებას, რომლის ტაბუირებული სახელია  ლაზარე.


უფალმა უწყის და უწყოდა - საღვთო ერი, რომელსაც ქართველები წარმოვადგენთ, უფლის გამოჩენამდე ე. წ. „მუნჯურ ქართულად“ ლაპარაკობდა, ანუ როგორც ენას - ქართულს სიმბოლური დატვირთვით ხმარობდა. მართალია! - გაიფიქრა გიგო პაპამ.


ბუხარი დაანთე, შვილო! - ყველას ესმოდა. აიღებდნენ შეშას და ბუხარს შეუნთებდნენ; მაგრამ არავინ იყო გამფიქრებელი, რომ სახელწოდება ბუხარი - ერთი ფრინველის და ერთი ცხოველის სახელებისგან იყო შემდგარი: ბუ + ხარი.


ჩაუფიქრდა გიგო პაპა: ჩვენს წინაპარს კაჭკაჭვირი რომ დაერქვა ბუხარისათვის, დღეს უტყუვრად კაჭკაჭვირში დავანთებდით ცეცხლს. დავსვათ ასეთი საინტერესო ამოცანა-გამოცნა და აქედან დავფიქრდეთ, თუ რას ნიშნავს ბუ, რას ნიშნავს ხარი და ჩვენი სახლის სითბოსა და სიყვარულის ცეცხლის სტიქიასთან კავშირი ანუ ბუხარის საიდუმლო.


მისანიშნებლად ახალგაზდრებისათვის: ბუ - სიბრძნისა და განათლების ნიშანია, ეს სიბრძნის თეორიაა; ხარი ქართველთათვის - მატერიალური ყოფის სიმშვიდეში გამოსაყენებელი სიმბოლოა. არ დაგავიწყდეთ, რომ სულიერი ცოდნის წიგნის სახელწოდება ხარს უკავშირდება - სახარება.


ლუკა მახარობელიც ტოტემალურად ხარს უკავშირდება. ლუკას ღვთაებრივ შემოქმედებაში აბსოლუტურად 180°-ით შემობრუნდება ქრისტეს გენეოლოგია, ძირფესვიანად განსხვავებული მათეს გენეოლოგიისაგან. ლუკა აღწერს იუდეური სამყაროს კორიფეებს, დროში მოგზაურ მამებს, დამაბრუნებელთ ღმერთთან ერთად ედემში, უკვე ლაზარეს ენით და აღიწერება ქრისტეს შემდგომი დაბადება „ძე ადამისა და ძე ღვთისა“ (გადაამოწმეთ ლუკას სახარებით!)


გახარებული გიგო პაპა ლოდიდან წამოენთო და ხელები ცაში აღაპყრო, გაახსენდა რომ ხევისბერების მამაა - დაფარულ იუდეველთა წინამძღოლი. მშვენება მოირგო გიგომ და ესაიას წიგნი გადაშალა, თან ჩაიჩურჩულა - ეს აიაა, აბა რა?! და კითხვას შეუდგა:


უკიდეგანობიდან აღძრავს ღმერთი ძე ღვთისას - როგორც ადამის ძის წინამორბედს. მოვა ლოგოსის მეომარი, მოგითხრობს იმას, რაც არ სმენია თქვენს ყურს და არ უხილავს თქვენს თვალს. ნიშანი იქნება: ვარდი ზამთარში გაიხარებს და იყვავილებს და ბულბული არ დაზარდება ვარდსა ზედა გალობას. მაშინ გაიხარებს იაკობი, იშვებს ისრაელი და სამყარო დაემორჩილება დაბადების ზე-ახალ რითმს.


ჰარმონიულობისაკენ დაიწყებენ სწრაფვას თვით მოლეკულები, მრავალნი განმზადდებიან ქრისტესთან შესახვედრად. ერთი ექნებათ ბაგეზე სათქმელი - ესაა ია.

 

გარდაუვალია ქართველებისათვის სილამაზის სილამაზით აღქმა. გარეგანი, შინაგანი და კოსმიური განწყობისათვის შემოგთავაზებთ ქართულ „კოსმეტიკას“.

 

ამას ერთი მიმართულებაც დავამატოთ - მედეას მამიდა ცირცეა და მისი ცოდნა გაცოცხლებულია! დაიარება დედამიწაზე, რათა ყოველივე სილამაზით და მშვენიერებით აღავსოს. მაშ დავიწყოთ იმის გატანა საზოგადოებაში, რაც არ უხილავს თვალს და არ სმენია ყურს.

 

თხრობა საინტერესო და ღრმა შემეცნების აღქმამდე მიგვიყვანს. 12 ზოდიაქოს შვილებს 12 სახვადასხვა მიდგომა ესაჭიროება კოსმეტიკაში და შემდეგი თხრობა ამის განხილვას მიეძღვნება.

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2019 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE