კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

მართალია სწავლება მხოლოდ მოციქულთათვის იყო მოცემული, მაგრამ სიყვარული ყველასთვის იყო მოტანილი. ამიტომ საჭიროა მთელი საქართველო სიყვარულით გაერთიანდეს ქრისტეს წინასწარმეტყველურ სულთან, რადგან ნაბრძანებია “მსგავსი მსგავს შობს’’, ვისაც მივემსგავსებით მისნაირი ვხდებით. სიტყვას ვუერთდებით - სიტყვანი ვხდებით, სულს ვუერთდებით სულნი ვხდებით, წინასწარმეტყველს ვუერთდებით - წინასწარმეტყველნი ვხდებით, ნათელს ვუერთდებით - ნათლის ძენი ვხდებით. ბევრნი უყურებენ მზეს, მაგრამ მცირედში რჩება ნათელი. გზა ერთია უფლის შვილთათვის. აღარ არის განკითხვისა და განსჯის დრო. ესოდენ დიდი მპატიებელი ღმერთი, რომელიც კაცისმკვლელ საულს შემწყნარებლად და მპატიებლად მოევლინა და მასში გაცოცხლდა მისი სული  - გვიხმობს და გვეძახის.

 

იბერნო! გვეძახის ის -  ვინც მოწყალე მამაა. დიდება სახელსა მისსა, ვისგანაც პატიებულ იქნა ავაზაკი და განღებულ იქნა კარი სასუფევლისა, ვინაიდან მოწყალეა ყოვლისმპყრობელი ღმერთი და საყდარი სასჯელისანი მისნი არს და კვერთხი ძლიერებისა მასთანაა. მხოლოდ მას ძალუძს შეიწყალოს მეძავი, როგორც შეწყალებულ იქნა მეძავი მარიამი, მისი საიდუმლოების მხილველი და სიყვარულის მატარებელი. თუ ესოდენ დიდი ცოდვის შვილნი შეწყალებულ იქნენ და მოიქცნენ გზასა წმინდასა, შენც არანაკლებ შეგიწყალებს ჩემო საქართველო და გაპატიებს ყოველსა შენსა ცოდვასა უფალი ყოვლისა მპყრობელი.

 

მარიამის წილხვედრი მიწა, მართლმადიდებლური ქრისტიანული სამწყმსო, ესოდენ დიდი გალავანი ცოდვილთა შესაფარებლად და განსაწმენდად უპირველესად მამა ღმერთის სამყარო, მისი კანონის საფუძველი - მის ძეს ეკუთვნის, რომლის ძალის ძლიერებამაც მოციქულთა სამოღვაწეოდ გზები დასახა საქართველოში.

 

მრავალ ერს აქვს სულიერი ცოდნა შენახული თავის საუნჯეში, მაგრამ უფალი იესო ქრისტე ამ ცოდნათა გვირგვინია კაცობრიობისათვის ნაბოძები, ვისი კარები მრავალთათვის ღიაა მოკრძალებით. ამ გზაზე მრავალნი არა ხმალით სჯიან და არა ხმალით განისაჯონ, არა ჰყვედრიან და არა დაიყვედრებიან, მოწყალენი არიან  და შეწყალებულ იქნებიან, რადგანაც იციან, რომ სამჯავრო ღვთისაა და ამაშია წმინდანთა მოთმინება.

 

ყველა წინასწარმეტყველური სულით ნათქვამი სიტყვა სულიწმინდის მადლით გულიდან ამოიწერება, მას თან ახლავს დასტური მსოფლიო წმინდა წიგნიდან, რომელიც ქრისტეს წინასწარმეტყველური სულით დაიწერა.

 

განვიმარტოთ ადგილები წინასწარმეტყველებიდან, ამოვიწეროთ და წინ დავიდოთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვები, სადაც იგი სიონის მთაზე ლაპარაკობს, რადგან ვიცით რომ უფალმა იესო ქრისტემ სიონის მთიდან უნდა მიიღოს ძლირების კვერთხი:

 

“დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩვენისა მთასა წმინდასა მისსა. ძირმტკიცედ სიხარულისა ყოვლისა ქუეყანისათა მთანი სიონისანი, გვერდი ჩრდილოსანი, ქალაქი მეუფისა დიდისა.’’ /ფსალმ. 47; 2-3/

 

ამ ფსალმუნში იერუსალიმიდან მეტყველი დავითი პირდაპირ აცხადებს მხარეს - ადგილსამყოფელს წმინდა მთებისას სიონიდან შერაცხულთა. ჩრდილოეთით იერუსალიმიდან - კავკა-სიონი, ხოლო ფსალმუნში მოხსენიებული მთაწმინდა არა არს განსამარტებელ ქართველთათვის, გულსა ქუეყანისასა იბერსასა ჰგიეს უკუნითი უკუნისამდის.

 

“ხოლო მე დავდექ მეუფედ მის მიერ ზედა სიონსა, მთასა წმინდასა მისსა,’’/2;6/ ამბობს უფალი ღმერთი ყოვლისმპყრობელი. დიდება მას, ვინაიდან ამ მთაზე უნდა გამოჩნდეს უფალი. მართალია მისი გამოჩენის დრო და ჟამი არავინ იცის, მაგრამ როგორც თავად გვაფრთხილებს აღსასრულის ნიშნები კარს მოგვადგა. 

 

“ვითარცა-იგი კაცმან გზად წარმავალმან დაუტევის სახლი თვისი და მისცეს მონათა თვისთა ხელმწიფება და კაცად-კაცადსა საქმე თვისი და მეკარესა ამცნის რათა მღვიძარე იყოს.

 

იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, ოდეს იგი უფალი სახლისა მის მოვიდეს, მწუხრი ანუ შუა ღამესა ანუ ქათმის ხმობასა ანუ განთიად.

 

ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქვენ მძინარენი.

 

ხოლო რომელსა-ესე გეტყ თქუენ, ყოველთა ვეტყ: მძინარენი იყვენით.’’ /მარკ. 14; 34-37/

 

საქართველო! მშვიდობისა და სიყვარულის დროშით უნდა გაერთიანდე. იფხიზლე, ვინაიდან მოახლოებულია დევნა უფლის შვილთა. არა წაბორძიკდეს ჭეშმარიტების მარცვალი შენი! ყოველმა ქართველმა გამოიკვლიოს წმინდა წერილი, ყველა სიმართლე, რომელიც უფლის ნებით საქართველოში მოხდა, რათა სიხარულით მოუთხრობდეთ წარმართებს უფლის სასწაულებს.

 

დაღლილო დედებო საქართველოსი, ასულნო სიონისანო, დასწყვიტეთ ამაოებაზე ფიქრს ბორკილები და გიხაროდეთ სიმართლისათვის, რომელსაც უფალი გამოაჩენს თქვენს გასახარად. მოუხმეთ მის სახელს, რათა ავმაღლდეთ და განვერიდოთ სიკვდილს.

 

“რომელმან აღმამაღლა მე ბჭეთაგან სიკვდილისათა, რათა მიუთხრა მე ყოველი ქებულება შენი ბჭეთა ასულისა შენისათა.’’ /ფსალმ. 9;15/

 

დავით წინასწარმეტყველი არა მარტო ქართველთ გვახარებს უფლის გამოჩენას, არამედ მთელ ისრაელს. ყოვლისმპყრობელი ღმერთი მოწყალეა და მპატიებელი. გაიხარებს ამაზე იაკობი და იშვებს ისრაელი.

 

“ვინ მოსცეს სიონით ცხოვრება ისრაელსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუე ერისა თვისისა, იხარებდეს იაკობ და უშუებდეს ისრაელი.’’ /ფსალმ. 13;7/ 

 

იფხიზლე იერუსალიმო! აგერ მზადდება გზა შენი, პატიება შენი. დიდება მიეც ზეციურ იერუსალიმს, რომლის მეუფე უფალი იესო ქრისტეა.

 

“ხოლო ზეცისა იგი იერუსალიმი აზნაურ არს, რომელ არს დედა ჩუენი ყოველთა.’’ /გალ. 4;26/

 

 

ზენაარში იელვა, ხმა გაისმა ციდან:

 

მე ვარ ალფა და ომეგა, მე ვარ ერთი და უსასრულო, მე ვარ დიდი და პატარა, მე ვარ ჩინება და ქრობა, მე ვარ მოხუცი და მარად ჭაბუკი, მე ვარ ია და ვარდი, მე ვარ სიცოცხლე და სიყვარული ­ამბობს უფალი ღმერთი. დაე აღსდგეს ლაზარე მკვდრეთით, დაე აღსდგეს ერი უფლისა! აღდგომით გაიღვიძოს უფლის ენამ. ქებაი და დიდებაი უფლის ენას! ინანა ენაა სიყვარულისა. ენაა ბგერით და ხმით გამოხატვა სიყვარულისა. ერთი ვარო, ამბობს ღმერთი და ერთია თავი ანბანისაც. ანბანია თვით ღმერთი ენით. 

 

იხილე ნათელი და გულით ისმინე უფლის ერო! დასაწყისი იქაა, სადაც დასასრულია და ბოლო ნიშნით იწყება ახალი. გულს რომ მოსმენა არ შესძლებოდა, არ ითქმოდა - გულისყურით უსმინეთ უფალსო. ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.

 

“მე მივალ მათთან, ვინც ფიქრობს ჩემზე და მომძებნიან მათ შორის ვინც მეძებს მე. წმინდა მთაზე ვიდგები მათთან ერთად და ვიმღერებ ახალ სიმღერას,’’ ამბობს უფალი ღმერთი. - ვისაც ესმოდა და ვინც ისმენს, დაე ესმოდეს ჩემი! წარმტაცია წამი და აჭარბდება მამის თარგმანი, ასამდება თუ ხლართავენ ერთი დაწაფებით ჩანგს ზენაარსისას. ცაზე დაიწერება პატიება. აჟანგდება აწამება და მოვა რა-მზე-სით ერთი ბოლო დაბადება! დააწამწამებს მამა ებრაელებსაც და სამმაგია მათი სიხარული, რომ გააჭარბებს დაბადებას ბრალიანობის გარეშე. გრაალია მამით და ბედითაა წარბებათი და ერთი ბეწოთი. და აჰა, ჟამიც მოვიდა და აჭარბდა ღვთის ნება, გახარება მოდის და აჭარბდა სიცოცხლეც ახალი. დაბადებაა ახალი არსით, არსობით და არსებით. ვარდი იყო უეკლო და ია ხარობდა და ბევრი ლამაზი ზენაარით მოვიდა ქვეყნად. გენია ერთია და ის მამა ღმერთია. დედაა ბუნება და მამაა ბუნება, რომელიც ერთარსად განივთდა მირონით. განა მართალი არ არის, რომ დედა და მამა ერთია ჩანგით ყოველთა. არ არის წამალი უფრო დიდი სიყვარულზე, ენა კი - ბგერით და ხაზით გამოხატვაა სიყვარულისა. ასამდება უფალი მალე! ბარემ ვარსკვლავ ხარება მოვიდეს მირონით! - ამბობს უფალი ყოვლიმპყრობელი.

 

 

 

ამინ!

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2017 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE