კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

  

მე, მამა თეოდორე (გოგიტა ესებუა), ვარ სოფელ მაღლაკის, წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. ვცხოვრობ ქართველებისათვის საყვარელი მეფის, აიეტის მიერ აშენებულ ქალაქში. ეს არის აიას ქალაქი, რაც ნიშნავს სამყაროს ქალაქს. თქვენს წინ იმერეთის ბურჯი და საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი, იგივე კუტაიაა; კოლორიტული სიმშვენიერით და რწმენით აღვსილი მშვენიერი ქალაქი. ამ ქალაქში ცხოვრება ერთდროულად მარტივიცაა და რთულიც.

 

პირველ რიგში გავიხსენებდი დავით აღმაშენებელსა და მისი მოღვაწეობის ისტორიიდან არაბების უღლისაგან ქვეყნის გამოხსნის, დავითისეულ -  ქრისტესაგან კურთხეულ ბრძოლას. უმთავრესი ბირთვი ლაშქრისა და ქრისტეს ჯარისკაცებისა ამ ბრძოლაში, რომელიც დასავლეთიდან უტევდა თბილისში გაბატონებულ მომხვდურებს, 70%-მდე იმერელი ვაჟკაცებისაგან შედგებოდა. საოცარია, რამოდენა ერთსულოვნება და სარწმუნეობრივი რწმენა ჰქონდათ ქართველებს, რომ ქრისტეს სახელით, ამ მებრძოლი ბირთვის გარშემო შემოეკრიბათ სრულიად საქართველო: ჯიქები, აფხაზები, სვანები, ლაზ-მეგრელები, რაჭველები, ლეჩხუმელები, მთიულები, მოხევენი, ქართლელები, ხევსურები, თუშები, მესხები და ა. შ.

 

ჩემი ეს გახსენება შემთხვევითი არ არის, რადგან ოდესღაც დიდი საქართველო, დღეს ყოველმხრივ შევიწროებული და მეზობლებისაგან შეწუხებულია. მიუხედავად ამისა, რწმენის ცეცხლი, ნაპერწკალივით დანთებული, ყოველი ქართველის გულში გიზგიზებს. სიყვარული უფლისა, სამშობლოსი და ქართული ენისა, ყოველი ქართველის მტკიცე აბჯარი იყო და იქნება წუთისოფელში.

 

დღეს ისტორიის გაცოცხლების ჟამი დაგვიდგა ქართველებს. ეს გამოიხატება როგორც არქეოლოგიურ აღმოჩენებში, ასევე დროსა და ჟამში დაკარგული ცოდნის გაცოცხლებაში. მხედველობაში მაქვს უფლის ნებით აღმდგარი ლაზარეს ანუ ქართული ენის გაცოცხლება და მისით საღმრთო წიგნებისა და წერილების წაკითხვა.

 

არქეოლოგებს უკვე შესწავლილი აქვთ უძველესი ქვევრის ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც ამტკიცეებს, რომ ქართული მევენახეობა უძველესია მსოფლიოში. ეს სტატუსიჭეშმარიტებას ბადებს ჩვენი ერისათვის.

 

ასევე გასაოცარია აიეტის ქალიშვილი მედეა, რომლის სახელსაც დღეს მსოფლიო მედიცინა ატარებს და რომელიც გაზრდილია გენიალური ქალბატონის, აიეტის ერთ-ერთი დის - ცირცეას მიერ. ამ ოჯახის ყველა წევრი, იმ დროინდელი მსოფლიო კულტურების ამაღორძინებლად და ფუძემდებლად ითვლება.

 

თანამემამულენო! ქრისტეს სიყვარულით, ისტორიის ეს უძველესი რკალი ჩვენი ყოფისა აღიძრა, გაჩნდა ცნობიერება და მისკენ მიმავალ გზებს, ისევ იმ დალოცვილ, აიეტის მიერ აშენებულ ქალაქში მიეცა მიმართულება.

 

ღვთის ნებით და ბედისწერის საოცრებებით, ამ ქალაქში, ჩემს გარშემო ისეთი რამეები დატრიალდა - კეთილი, საღვთო, სიყვარულით აღსავსე მფარველობით და შეჭირვებულთა მომფერებლობით, სრულიად რომ აღვწერო ტომებზე მუშაობა დამჭირდება, მაგრამ გეტყვით მოკლედ და მიზანმიმართულად: დღეისათვის ელია თეზბიტელის სახელობის ტაძრის საქველმოქმედო ფონდის წინამძღვარი ვარ. ჩვენმა ტკბილმა და ბრძენმა პატრიარქმა თავისი განმჭვრეტი გონებით, ჩვენი ცოდნის საფუარი - 100 საქველმოქმედო აფთიაქით აკურთხა და ამ საქმის კურთხევით -  წინამძღოლი მეუფე იოანე დაგვიდგინა.

 

სიკეთით მოვიხსენიებ ჩვენს აწ ქრისტეში გარდაცვლილ მეუფე კალისტრატეს, რომელმაც პირველი ნაბიჯები გადაგვადგმევინა და სიფრთხილისა და საიდუმლოს შენახვის ბედი დაგვილოცა. მოიხსენოს ყველა ქართველმა ჭეშმარიტი ღვთისმსახურების სულები, მეუფე კალისტრატეს სულის თამადობით და ზეციდან უფლის ნებით ელოცოთ ყველა ქართველთათვის.

 

დღეს დადგა დღე, რომელიც თურმე გათვლილი იყო დიდ წინასწარმეტყველთა მიერ. მათ რიცხვშია ერის კულტურის აღმადგინებელი - მეუფე მელქისედეკი. მან გზა დაულოცა თავის ჭეშმარიტ მოწაფეს, მესიის მახვილს, დავით აღმაშენებელს; მის ნიჭსა და შემართებას, ვაჟკაცობას ამ უდიდეს საქმეში. მიზნიანი, სიყვარულით აღსავსე, ცნობიერებით განმსჭვალული, რწმენით გაძლიერებულ უგენიალურეს ეპოქაში შეიქმნა სამი სასულიერო აკადემია: გელათი, გრემი, იყალთო და კოსმოსის უმაღლეს მწვერვალებს მისწვდა ქართული ნიჭი და სულიერი მსოფლმხედველობა. ეს წააგავს იმ კაცის ცურვას ოკეანის სიბრძნეებში, რომელმაც ახალი ჟანგბადის მისაღებად ქრისტეს სამეფოში ამოყვინთა, რათა ერი ნათლიღების, ანუ ცოდნის სიღრმეებში შეეყვანა. მსოფლიომ და ქართველმა ერმა იცის, რომ ამ ეპოქამ ქრისტიანობაში ბუმბერაზები დაბადა.


 


მამა თეოდორე

 

ახლა კი დიდი ქალაქი, საქართველოს უძველესი კულტურის ცენტრი, გამოღვიძებას მიეცა ნელი, მშვიდი, კურთხეული ნაბიჯებით. აია, ისევე როგორც სრულიად საქართველო, ქრისტეს მიერ მინიშნებული ცისკრის ვარსკვლავისკენ დაიძრა. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

არ მჭირდება მედეას ქება, მარტო იმას ვიტყვი, რომ ძველი წიგნებიდან, სამალავებიდან, სამარხებიდან და ხელნაწერებიდან ჯერ გამოჟონა ქართულმა მეცნიერულმა ცოდნამ და მერე კი სიბრძნე, სიყვარული და ნუგეში მოუტანა ქართველ ერს.

 

ვთვლი, რომ ქართული მედიცინა და სრულიად საქართველო გახდება სამედიცინო დარგში მთელი მსოფლიოსათვის საღვთო მედიცინის ახლებურად ჭვრეტის საინფორმაციო ცენტრი.

 

როგორც უფალმა განაცხადა, სამკალი დიდია, ხოლო მუშაკნი ცოტა. ეს წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის წინასწარმეტყველებაა. მართალი უტქვამს უფალს: უამრავი სამუშაკოა, მასზე მეტი განჭვრეტა და მიდგომაა საჭირო. ამისათვის შემუშავებული გვაქვს პროგრამა და ძალიან მოკლე ხანში მეუფე იოანეს შემწეობით და ქუთაისის კეთილგონიერი მთავრობის დახმარებით, ჩვენ დავიწყებთ არაკომპიუტერული დასწრებითი და საგანმანათლებლო სკოლების მშენებლობას, რადგანაც ჩვენი ორგანიზაცია საქველმოქმედოა, ამიტომ კანონიერების ფარგლებში, უზუფრუქტის კანონის თანახმად, სახელმწიფოსთან გარიგების მეშვეობით, ჩვენგან არჩეული, ეკოლოგიურად სუფთა ადგილები - 100 წლით გადმოგვეცემა მოხმარებისათვის, რომლებიც იქცევიან სულიერ ცენტრებად; ამასთან კანონმდებლობისა და სულიერი მოძღვრების მეშვეობით, ერის ასაკის სხვადასხვა წარმომადგენლებისათვის მიწოდებული იქნება შემდეგი დარგის კანონები და განათლებანი:

 

ა) პირველ რიგში უნდა მივხედოთ ბავშვებს, დედებსა და მამებს აუცილებელი ჰიგიენური მინიმუმით; ამ მიმართულებით ჩვენში არსებული მძიმე ვირუსებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მიწოდებული იქნება ის განათლება, რასაც ჩვენი წინაპრები ოდითგანვე იყენებდნენ. ამასთან ერთად, ჩვენც, დიდი მეუფის სამწყო, უბრწყინვალეს პატრიარქთან და უხუცესებს შორის ყველაზე ტკბილ კაცთან ერთად, დიდ სიხარულს განვიცდით ამ აკვანში მყოფი წამოწყების დაბადების გამო. მადლობა მინდა მოვახსენო უფალს, დიდი მოკრძალებით ვმადლობდეთ ჩვენს წინამძღოლს სულიერებაში - პატრიარქ ილია II-ს.

 

ბ) პროგრამა დასახული გვაქვს იმ შემოქმედებისათვის, რომელიც შეეხება ქორწინებამდე სულიერ და ჰიგიენურ აღზრდას, ბუნების სიყვარულსა და საღვთო მშვენებას. კონკრეტული მოღვაწეობა ახალგაზრდებთან დახვეწავს ქართული ოჯახების საღვთო პრინციპებს, რომლებიც ღვთისა და წმინდა მამების მიერ უხვად არის დატოვებული ქართველთათვის.

 

გ) მშენებლობის კულტურა უძველესია საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაგებობა, კავკასიის მთებში მოღვაწე ნოეს, წარღვნის შემდგომი საკურთხეველია. ამ დარგის არქიტექტურას თავისი საიდუმლო სიღრმეები გააჩნია მსოფლიო მეცნიერებისათვის. მაგალითისათვის, დღევანდელი მსოფლიო მეცნიერული კვლევების მიუხედავად, დოლმენების, პირამიდების, ვეშაპ გამოქვაბულების გამოკვლევა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. მეცნიერული ცოდნა, რომლის მედროშე აიეტის და, ცირცეაა დღეს კვლევისა და ძიების საგანია. თანაც საუბარია სამედიცინო ფიქრის, უნიკალური არქიტექტურის ლაბირინთებზე. ბოლო ცნობილი ლაბირინთული ქალაქის სტუმარი იყო დიდი მათემატიკოსი პითაგორა. მან იქ ეგვიპტელი ქურუმებისაგან შეიტყო ცოდნა, რომელიც მას გაუზიარეს, მაგრამ მათ არ ეკუთვნოდათ და ქალდეველი ქურუმებისაგან ჰქონდათ ნასწავლი. ეს აზრი გვკარნახობს იმ მიზანჭვრეტას, რომელშიც უნდა ვეძიოთ უძველესი საკრალური მშენებლობის ქართული ფესვები. ყველასათვის უტყუარია სიდიადე და სულიერება ქართული ენის ფენომენისა. მეც, ჩემი მრევლიც და საქართველოც, ვეთანხმებით ჩვენს მეუფეს და ერის თბილ პატრიარქს ამ მიმართულებით კვლევაში არსებული საიდუმლოების გადასალახავად; მისი კურთხევითა და ნებართვით სრულიად საქართველოს გამოცოცხლებას, გაღვიძებასა და ჭეშმარიტებისკენ სვლას.

 

დ) საქართველოში შემცირდა მიწის მუშაკთა ხელოვნება. ბევრი კეთილი საქმე დავიწყებას მიეცა. ყურადღებასა და აღორძინებას ითხოვს შემდეგი დარგები:

 

1) მევენახეობა, რომელიც თანამდევი სააღმშენებლო კულტურითაა დაფუძნებული საქართველოში. დღეს მსოფლიოსათვის მისი გამოღვიძება და აღორძინება მანიფესტირებულია ინფორმაციების ნაკადებით;

 

2) მებაღეობა, გარეული და შინაური საბაღო კულტურების, მცენარეების აღორძინება, ჰა-ჰა და რამდენიმე წამში ფეხზე დადგება, მასთან ერთად უძველესი აგრონომიული კულტურაც აღორძინდება.

 

3) მებოსტნეობა, რომელიც ქართული ოჯახების უმთავრეს საყოფაცხოვრებო კულტურად ითვლებოდა და მრავალრიცხოვანი მცენარით იყო აღწერილი და გამოყენებული, დღეს თითქოსდა გასიფრიფანებულია, გაცრეცილია და მოითხოვს ჩვენგან გულმოდგინე, დაუღალავ შრომას, რათა ეს დარგი ღირსეულად აღვადგინოთ.

 

4) წარსულ დროში ქართველები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მისაღები, სტუმართათვის გასამასპინძლებელი ბაღების მოწყობას. უხუცესები ერის საჭირბოროტო საკითხებზე მუხის ჩრდილქვეშ მოწყობილ საღვთო სუფრებს სტუმრებთან ერთად უძღვებოდნენ. გადმოცემებში ცნობილია, რომ ნაყოფიერი თუთის ხის ქვეშ გაშლილ სუფრაზე, რომელიც ქართველთათვის ერთგვარი აკადემიაც იყო, ქორწილისა და ნიშნობის შეთანხმებები წყდებოდა. საკმარისიც კი იყო, რომ მასპინძლისათვის გეთქვა თუთის ხის ქვეშ გაშლილ სუფრასთან დაკავშირებით, მათთვის უკვე გასაგები იყო, რომ ან ქალს ათხოვებდნენ, ან ვაჟს მოყავდა ცოლი. აგრეთვე, გარდა ზვარაკისა, ქართველებს მისაღებ ბაღში ვენახიც ჰქონდათ დარგული და ტალავერებით დაჩრდილულ ვაზის ხის ქვეშ ძეობის აღსანიშნავი სუფრა იმართებოდა; მნიშვნელობა არ ჰქონდა ქალი იყო დაბადებული თუ ვაჟი.

 

5) აშკარად ჩანს ორიგინალური მოდელის რღვევა. თამარ მეფის შემდეგ აღარავის უღვაწია. საქართველო შევიდა მძიმე პოლიტიკურ და საბრძოლო მდგომარეობაში, რამაც ქართველი კაცი ისე დააკავა, რომ ორიგინალური შემოქმედება მიძინებას მიეცა. მხოლოდ თანამედროვე ისტორიაში, რომელმაც ჩვენდა უნებურად ახალ მსოფლიო გაერთიანებაში შეგვიყვანა, დაიწყო კაშხლების, სარწყავი არხებისა და მათზე ხიდების მშენებლობა. ეს მშენებლობები თავისი მასშტაბებით გრანდიოზულად ითვლება, თუმცა მათი აშენების დროს გათვალისწინებული არ იქნა საქართველოს არქიტექტურა და ბევრი ისტორიული მონაკვეთი წყალქვეშ აღმოჩნდა. დღეს, მიდგომების ახალი სტანდარტებით, ეს დარგიც აღორძინების პირასაა. ჩვენს ორგანიზაციას მართალია სრულყოფილი მასალები არა აქვს, მაგრამ ფლობს სარწყავ წყალთან ურთიერთობის უძველეს კულტურას. ყველა ქართველისათვის ცნობილია, რომ საქართველოში უხვადაა წყაროები და ნაკადულები, რომელიც წმინდა წერილში არის მითითებული. დასაბამის ერთ-ერთი მტკიცე ფორმულირება და მომავლის სულიერი წყალი, რომელიც ქართველი კაცის მიერ, ღვთის ნებით სიცოცხლის წყაროდ არის მოხსენიებული; ამასთან, ჩვენგან ჩახუტებული ერთ-ერთი სულის მაცოცხლებელი ინფორმაციაა: „ხოლო წყარო აღმოვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა“.

 

 6) კაცობრიობას დიდი მიღწევები და პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია მიწასთან მუშაკობისა; მშვენივრად არის ათვისებული ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ჩვენს მოძღვრებაშიც ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს. ჩვენ გეორგიანელები ვართ ანუ მიწათმოქმედი ერი. „და გამოვიდა ნოე კიდობნიდან საქმედ ქვეყანისად და დაასხა ვენახი და სვა ღვინისაგან და დაითრო და განშიშვლდა სახლსა შინა თვისსა “. ასე იწყება ამ ცივილიზაციის განთიადი და ყოველ ქართველს გვსურს, რომ ეს განთიადი ვენახთან და ღვინოსთან იყოს დაკავშირებული მომავალშიც, ხარებად ქვეყნისა და პურითა ყანისა, რომელსაც ხორბლის ყანა ქვია.

 

ჩვენს შემოქმედებით შრომაში, მინდა პირველ რიგში ერის წინაშე მადლობა გადავუხადო ქართული იდეის თანამოაზრეებს და მათთან ერთად საქველმოქმედო საქმეთა წამოწყებათა, ჩვენგან მოწვეულ კონსულტანტს - გიორგი მაზიაშვილს (სულიერი რანგის მონაცემების სახელით - გიორგი იონთა ჰიპერიონს). როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, ჩემო ერო, გავიმეორებ უფლის სიტყვებს: ხე ნაყოფითა შეიცნობა; ჩვენც მისი მოძღვრების მსმენელნი, როგორც მწყურვალს წყალი ახარებს, უფლის წყალობასთან ერთად მადლობას მივუძღვნით მას დიდი ქართული საქმის წამოწყებისათვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი, ვითარცა დაუღალავი ფუტკარი სიტკბოების მიმზიდველთა სკაში, ყოყმანის გარეშე შეუდგება მძიმე და დამღლელ, მაგრამ სასიხარულო შემოქმედებას.

 

ჩვენმა საქველმოქმედო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყოველი რაიონული ცენტრის ეზოებში, ტკბილად ზუზუნებდეს ქართული ფუტკარი, ისევე, როგორც ჩვენი შრომა იწყება „მწარე“ გაკვეთილებით და კენწეროში თაფლივით გატკბილდება.

 

მოგახსენებთ, რომ გიორგი იონთა ჰიპერიონის მიერ სამეცნიერო და საღვთო განწმენდით შემოქმედებაში - თავად მივიღე მონაწილეობა და გავიარე განწმენდა მეც და ჩემმა მეგობრებმაც, საქველმოქმედო საქმიანობის დაწყების სათავეში, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას ჩვენზე დახარჯული საღთო დროისა და მეცნიერების ათვისებაში.

 

 

მამა თეოდორე ესებუა

07.02.2020

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2020 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE