კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

სპეტაკი წყარო

  თეთრ ფურცლებზე სპეტაკი წყარო მოჩურჩულებს, ჭირსა შიგან, კირის საშოებ გამოვლილი, სიცოცხლის ახალ უხები ძარღვებით შემოსილი.

  ბეღურები და წივწივები, მაცნენი ახალ განთიადისა, ჭივჭავთა ენითა დაჟღურტულობენ თეთრ წყაროს.

  წყლის მატევნელი და დამტევნელი  თეთრი მღვიმეები, მათენებელ მშობიარობას განიცდიან და ხარობენ ცის–კარის ახალ დაბადებას.

   თარგამოსიანთა სულებში ღიმილის სიმშვიდე ვანდება და სიმართლის მთქმელი სიბრძნე, ბავშვივით იწყებს თამაშს!

 ათასწლეულებით შენახული ქართული ფიქრის განთავისუფლება აერთვის ზეცას და მხმობელი და მხილველი, სიტყვათა მწყემსი, სიტყვის პურს უგზავნის ყველას. ზე გნებით აღსავსე ქართველი ერი, პურის მომცემს უთესავს ახალ ხორბალს.

  პურის მარცვალი ეხუტება დედას მიწას! და სითბოს განცდით მოყავს ახალი სიმრავლე მარცვალთა, ახალ ჩახუტებისათვის, კვლავ, რომ განიცადოს  დედასთან სიახლოვით ჩახუტების სითბო, სიტკბოებით გაჟღენთილი სიყვარულის ტრიუმფი!მიყვარხარ დედა!

 ამ ჩურჩულს სპეტაკი სიყვარული ჰქვია, რომელიც ერთად ზეცაში იკრიფება და მომსმენი მზე ტკბება მზის ქვეყანაში.

 ქართველი ხარობს!

 აქ ამ ქვეყანაში თეთრი გიორგი, თეთრ ცხენზე ამხედრებული მწყემსავს ქარებს და სიოთა ნაჩურჩულებ სიმართლეს.

 მოდის სიყვარული მშვიდი სისავსით, უკან მიჰყვება ნათლიმამა ელია, კრიფავს დამშვენებულ თავთავებს და სიხარულით გაბრწყინებული ცეცხლოვან ლოცვას აღანთებს, ყველა ბალღის საყვარელი სიტყვა აღვიძებს მიძინებულ გულებს!  მიყვარხარ დედა!

 და სადაც ეს სიტყვები იბადებიან და ხარობენ, ზუსტად იქ არის ჩემი სამშობლო დედა ღვთისმშობლის სახელით დავანებული! მას საქართველო ჰქვია!

  აია ჰერის სახელით დავანებული. თბილად და ტკბილად მეყოლეთ მარადიულად ქართველებო!

თქვენი გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2021 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE