კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

გადავწყვიტეთ, პერიოდულად გამოვაქვეყნოთ

მადლიერი პაციენტების გამოხმაურება


 

ბიოლოგიურად ჯანმრთელი დავიბადე, მაგრამ წლების მატებასთან ერთად ჯანმრთელობა შემერყა. ეს იყო არასწორი კვების, სტრესისა და გამუდმებული ნერვული ფონის გამო, რომელიც ჩემი ცხოვრების თანამდევი გახლდათ.

 

დამიზიანდა ორგანოები - კუჭი, ნაღველი... და კიდევ, შევიძინე ისეთი ვერაგი დაავადება, როგორიცაა დიაბეტი.

 

სწორედ ამ დიაგნოზით მივედი ბატონ გიორგისთან, უფრო ზუსტად კი, მეგობარს გავყევი.

 

ექიმი-ბერი გიორგი იონთა ჰიპერიონი, მომხიბლავი იყო მისი ბიოგრაფია: სამხედრო ექიმი, შვიდი წელიწადი ნუნისის გამოქვაბულში იცხოვრა ბერებთანო... და პროფესიულმა ინტერესმა მძლია.

 

ბევრ რამეზე გვესაუბრა, მაგრამ უმთავრესი მაინც ის გახლდათ, რომ ატმოსფეროში მიმდინარე ცვლილებების გამო, ადამიანზე დადებითად მხოლოდ ბუნებრივი საშუალებები ზემოქმედებს, რა თქმა უნდა სწორად შერჩეულიო...

 

გადაწყვეტილებაც მაშინვე მივიღე, ვიწყებდი ორგანიზმის განწმენდას. ზედმიწევნით პუნქტუალურად დავიწყე სითხეებისა და წვეთების მიღება. სქემების მიხედვით ვიცხებდი მალამოებს, ყველა მითითებას ვემორჩილებოდი.

 

თანდათან ვგრძნობდი როგორ ვივსებოდი ენერგიით, სევდიანი განწყობაც შემეცვალა, ხოლო გარშემომყოფების შეკითხვაზე - „ვეღარ გცნობთ, რა ხდებაო?“ პასუხად ბატონი გიორგის თერაპიაზე ვიწყებდი საუბარს.

 

საბოლოო შედეგი გამაოგნებელი იყო. ჩემი ახლადშეძენილი დიაბეტი სადღაც გაქრა, ხოლო კუჭისა და ნაღველის არსებობა საერთოდ დავივიწყე.

 

ბატონო გიორგი, თქვენი ძალიან მადლიერი ვარ. თქვენი ლოცვისა და საოცარი ძალის სამკურნალო ბალახეულობით თუ მცენარეებით - ჩემს სხეულს სიჯანსაღე, ხოლო სულს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნეთ.


 

 

მადლიერებით,

თქვენი კლიენტი,

ლელა ცეცაძე - ჟურნალისტი.

20/02/2019 წ.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2019 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE