კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

მზიანი და დარიანი, შემოქმედებითი ტალღის მიზანდასახული ეპოქა აღენთო. ეპოქის წინამძღოლი საქართველო - აღდგომის ცისკარიანი, მართლმადიდებელი პატრიარქის ღვთაებრივი შეწევნით იწყებს ჭრილობების მოშუშებას. ძლევამოსილების გამომჟღავნება ანუ უშიშარ - ვითარცა უხორცო, ეს რანგი რჩეულთა რანთა და საღმრთო წინამძღვართა, მომავლის წინა-მმართველთა საღმრთო წოდებაა.


გამარჯვების დროშის აღმართვის დროა - უფლებამოსილი ქრისტეს ტრიუმფალური გამარჯვების სიდიადის გამომხატველი დროშისა, ღმრთის ნებითა და პიროვნული საღმრთო, აბსოლუტურად მართლმადიდებელი ერთპიროვნული მმართველი - იესოს მსოფლიო მმართველი მართლმადიდებელი ეკლესიისა: ჩვენი გონიერი პატრიარქია.


ჩვენ, ქართველებმა უნდა შევიმეცნოთ გულითა და გონებით, რომ საქართველო დედა ღვთისმშობლის ბაღია, საქართველო და ქართველი ერი - უფალთან ერთად გამარჯვებული და სიდიადით გაბრწყინვებულია.


უფალთან ერთად გამარჯვებულ ერს მოუწევს ცოდვიანი წარსულის დავიწყება და ახალ შემეცნებულ მომავალში გადასვლა.


ეს ითქვა სიტყვით, აისახა წერილში, მიიღო ყველა მართლმადიდებელმა გულით, ქართველი ერი სამზადისისათვის განაწყო უფალმა და ახლა ის დროა, რომელ დროსაც ელოდა ყველა ქართველი მღვდელმთავარი, ყველა ქართველი მეფე, ყველა ქართველი თავადი, ყველა მართლმადიდებელი შემოქმედი, პოეტი, მუსიკოსი, მწერალი, მოგვი, მიწის მუშაკი, გლეხი და აზნაური. გამთლიანებას ერისას, ერთობას ძმობასა და დობაში, მეგობრობაში, ნათესაობაში, ერთი სიტყვით, ყველა ერთად, ერთ დიდ საღმრთო კავშირად, სპეტაკი სიყვარულით მოვემზადოთ!  წარვდგეთ უფლის წინაშე, შევწიროთ ჩვენი შრომის ნაყოფები უფალ ღმერთს,  ეს აღვასრულოთ შურის გარეშე და კაენის ცოდვა გვაშოროს ღმერთმა.


გამარჯვების დროშა აღმართე ქართველო ერო, რწმენაში გამარჯვებულებს წინ დიდი კაცი მიგვიძღვის, სიყვარულის ცეცხლი უნთია ერთგულ გულში.


გზა მშვიდობა და დღეგრძელობა, ქრისტეს მიზნის მპყრობელს, არა მარტო აქ, ამ დიდებულ ერში, არამედ სრულიად მსოფლიოში, აწ უკვე ციურ პატრიარქს - ქრისტეს გამარჯვების დროშით შემკულს, ილია წმინდად აღმასრულებელი პატრიარქი, დიდი მამა ქართველი ერისა, ღირსება-შემოსილი, ღირსმყოფად მავალმა ერმა ლოცვით და თანაზიარობით, სიყვარული ჩვენი პატრიარქისა ცაზე აღვსახოთ.


 

ამინ, ამენით ამენთოს

სიყვარულით ჩემი ერი.

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2020 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE