კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ნაწილი I 

 

მშვენიერია ის ჟამი, როდესაც ჩემს ერს საღმრთო გზა გაუსწორდება, და უფლის უფლებამოსილებით გაუყვება სიცოცხლის ულამაზეს მიზანს – სიყვარულს.

 

დედახვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - საქართველო, დედამიწის ულამაზესი „კუთხე“, მხარე საოცრებებით აღსავსე, ღმერთის უნიკალურ საიდუმლოებათა საუნჯე და სრული საღმრთო სახელმწიფო, სტუმარ–მასპინძელთა შეყრის გზაჯვარედინია. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამობრძანებული სტუმრების მასპინძლობიდან დაწყებული, ზეციდან მობრძანებული სტუმრების ღირსეულად მიმღები უნიკალური ერი - მასპინძელი, რომლის წიაღშიც ცოცხლობენ სიტყვანი: სტუმარი ხვთისაა, ხოლო მასპინძელი მისი ბაღის მემკვიდრე - მებაღეაო.

 

ამ დიად ჟამს, როდესაც ხილული გახდა ჩვენი გონებისათვის საღმრთო საიდუმლო, რომელიც შეეხება მსოფლიოს დედაქალაქს იერუსალჱმს, და მალე ღმერთის სტუმრები – გონების მაქსიმალური მოკრების სივრცეში შევალთ.

 

იერუსალჱმის კარიბჭეს იცავს გაბაონი, რაც ბიბლიურად ბორცვს შეყრილს დაჰნიშნავს, ხოლო ლაზარეს ენის წვდომით - გაბა ონთანო ანუ გაბა მზის ქალაქთანო, რაც მზემეფეთა დაბადების ადგილს წარმოადგენს, კურთხევით ადამიდან იესო ქრისტემდე და იესო ქრისტედან ადამამდე.

 

ადამის ედემში დაბრუნების დრო მომწიფდა, ამის შემდგომ კაცობრიობა ახალი განვითარების ეტაპზე გადადის ლოგოსის სამყაროში, ლოგოსით ამშვენიერებული მიზნით.

 

ქალაქი აშენებულია ცათა შინას შინაარსობრივი სიდიადით და წარმოადგენს საღმრთო მეცნიერების გვირგვინოსან შედევრს. მზის სისტემის „ყველა ოჯახის წევრი“, ყველა პლანეტა - ენერგეტიკული ძალხაზებით დაკავშირებულია ამ უბრწყინვალეს ქრისტეს ქალაქთან.

 

გაბაონის ბორცვს აღმოსავლეთის მხარეს ნიშანი ადევს, ანუ დანიშნულია ანბანის მერვე ასო ნიშნით (ჱ), (N 8). პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, რომ მერვე ნოეს დროა, ანუ ჱნოეს დრო. აქ აუცილებელია დაუმატოთ ისიც, რომ მერვე ზოდიაქო ღრიანკალის ზოდიაქოა. ეკლიპტიკაზე ის მერვე სახლს ჰოროსკოპალურს განაგებს, ამ სახლის ენერგეტიკა განაახლებს ყოველ ციკლს - ეროვნულიდან დაწყებულს და პიროვნებამდე დამთავრებულს, ანუ მიკრო და მაკრო ციკლების ცვალებადობის და ხარისხში აყვანის ან დაყვანის პროცესებს წარმართავს.

 

ცივილიზაციის გარდაცვალება და ახალი ცივილიზაციის დაბადება მერვე სახლის კანონიკური ბუნების მეშვეობით ხდება - ძველი კვდება, ახალი იბადება და მემკვიდრე ხდება. საუბარი მინდა გავაგრძელო მემკვიდრეობაზე და დიდი მიხვევ-მოხვევის გარეშე გავაგრძელო საუბარი:

 

საქართველო - მთელი მსოფლიოსათვის საღმრთო მემკვიდრეობის ქვეყანაა, მითების შინაარსიდან დაწყებული, წმიდა ცხოვრების მოღვაწეთა წერილებით აღვსებული, კანონიკურ წინასწარმეტყველთა წიგნებით ლოგოსურ არეალში აღმატებული, პატიოსან ბერთა და მეფეთა ღვაწლით შემოსილი გზებით, როგორც ღმერთის შვილნი ადამის მოდგმისანი, ებრაელ ერთან ერთად მოელის საღმრთო პატიებას და ახალ ეპოქაში ცხოვრებისათვის უფლებამოსილების მონიჭებას.

 

ბაგე ნათლისა, მზე-რა შობილი, განეშტებული წინ-გნებიდან ანუ წიგნებიდან წი-წილის დამნიშვნელი ახალ ჩეკილებით - მოელის ახალ დროში აღდგომას და აღდგომის მახარობელ იონას, მისივე დროში დროშით შემოსვლის იონს, ანუ აქ არ ვიძუმწე სიტყუაში და ბაგე ვთქვი ახალ ვენაად, ვაზის ჯიშის თანაზიარ ერის მეფეთა გვარის წარსამართავად: ფარნავაზის ნებროთიანული კულტურის ბაგრატიონთა განსამარტავად. ამიტომ, ძველისა და ახლის გზაჯვარედინზე სამი უნივარსალური სიტყვა-კოდი: 

 

1. ბაგ, 2. რა და 3. იონი. პირველი კოდი ხსნის მეოთხე ზოდიაქოს, რომელ არს კირჩხიბის ზოდიაქო. ამ კოდური სიტყვის ხუთ თავის ასოს და ოთხ ბოლო ასოს შორის არის ასო ტ. დავწერ ასე: ბაგრა-ტ იონი, ასეც იკითხება, ნათლის ბაგემ ანუ ნათელმა ცოცხალმა სიტყვამ დაბადა, გან-ტან-ა ახალი დრო მომავალი, ჯერ დაუბადებელი.

 

გვარდიდში დევს სიტყვის განორციელების დროში გზავნილი.

ბაგრა = ბაგ(ა) + რა


ბაგა - ეწოდების სახლთა შინა მოდაბლო სარკმელთა;

სარკმელი - სახლთ სასინათლო გადასაჭვრეტი, სინათლის დაფენის დასანახავი.

ხოლო ბაგა ეწოდების სარკმელსა არაგასაჭვირობსა, არცა სასინათლოსა, არამედ მოდაბლოდ კედელთა შინა შესადებელსა, ბაგრა - სარკმელია გასაჭვირობელი სხივთა დანიშვნით შემომგზავნელი დაფარულში.


მისტიკურ-მითოსური მოდელით - ბა-გ-რა ასე ამოიკითხება: ბა - სულია აქაც, საქართველოშიც და ქართული ხელოვნებით დაფუძნებულ ეგპტში (ბა-ვშვი ანუ ბა დაიბადაო). კარგადაა ცნობილი სიტყვა მზე-რა და რა-მზესი, რა ნათლის მომფენი მზეა და ავღმართოთ კოდის სახელი: ბა - სული, გ - განმასხეულებელი, რა - ნათელი.

 

წავიკითხოთ: სული–განსხეულებული–ნათელით, იგივე ნათელი სული განსხეულებული, მაგრამ როგორ? აი ასე: ბაგე ბადებს სიტყვას, ხოლო მოქმედს ნათელს - რას და სიტყვა  განჴორციელდება.

 

„იონა–ტრედი, გინა დაუბადებელი“

(სულხან–საბა)

 

ასევე იონ (ИОН [<гр. Iõn игущий]) - დროის აღმნიშვნელი, დაბადებაში შემოსასვლელი დროის ანუ ახალ დროში შემყვანი სიტყვაა, ამიტომაც იონა - ასე ეძახიან ბოლო ჟამის წინასწარმეტყუელს.

 

ფარ–ნავაზიანთა, ფარნა–ვაზიანთა დინასტიის საიდუმლო სამეფო გვარი - ფარ ანუ დაფარული, სა–ფარ–ველის მცველის გარეშე არ იფარავს საჭირო მიმართულებით. რას ფარავს მფარველი?! რასა და ვაზს. ვაზი რაჲღაა? ვაზი ვენახის ხეა, ვენახის ხე კი ქრისტიანობის სიცოცხლის ხეა.

 

ჰოჲდა ასე! ჰეჲ ჭენებავ სიტყუათა მართალთა.

 

ფარნავაზიანი–ბაგრატიონთა აღდგომის ჟამი აენთო.

 

ვაზის მისტერიას არ განშორებია ქართველი კაცი და არც დიდებულნი ერისა მისისანი, არცა წინასწარმეტყუელნი და არცა მეფენი, არცა აყვავებული ვენაჴი - დედუფალი ანნა.

 

ქრისტეს სისხლით ნათესაობა და ქრისტეს სიტყვით კურთხევა და 

 ქართულ მიწაზე აღდგომა მარადიული კურთხევაა უფლისაგან.

 

ბაგა–ბაღია ღმერთისა საქართველო! ასევე მოგვთა საჭვრეტია კირჩხიბის თანავარსკულავედი, რომლის ვარსკულავედის ვარსკულავნი საოცარი გასაღებებია სახარებისა - ამაზე ბევრი მაქვს ნასაუბრებიცა და ნაწერიც.

 

 

 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2019 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE