კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

"რაჭა წარმოადგენს სულიერ ნაკრძალს"

 

ნაწილი II

 

რაც არ გინდა გამთლიანდეს ერი, თუ არ ისწავლა ცებში აზროვნება, ისე სიმრთელეს ვერ მიაღწევს. პირველი ცის დინამიკა სიტყვისა და რიტმი განსხვავდებიან მეორე ცის დინამიკისა და რიტმისაგან ანუ ადამიანთა ფიქრი სხვადასხვა ცაზე სხვადასხვანაირად იწარმოება, განსხვავდება, მაგრამ რაღაცა ერთი მთლიანი ღერძი მაინც გააჩნია.

 

ეხლა ცებზე საუბარს არ გასწავლით, მაგრამ ის ცნობილი ფაქტი, რომ დავით აღმაშენებელი ბროლის ცამდე აზროვნებდა, ყველა წარჩინებული მოაზროვნესათვის ცნობილია.

 

განსაკუთრებულია ჩვენი დღევანდელი საუბარი იმით, რომ ჩვენ ვიმყოფებით ამბროლაურის რაიონში და აქ გეზი ავიღეთ იმერეთიდან, ბროლის ქედიდან. არის დედა-მიწაზე ერთი პატარა ქვეყანა საქართველო, რომელშიდაც მოთავსებულია ჭები - ცათა მისაწვდომელი და ესენი ენერგეტიკული ჭებია.

 

აქ, რაჭაში ჭის რანგი ძალიან მაღალია. ძელიცხოვლის სისრულეს შეიცავს მისი ენერგია, ამიტომაც თუ კარგად ჩააკვირდებით სიტყვა - ამბროლაურ-ში არის ამბო ანუ ამბავის თხრობა, სიტყვა ბროლი და წარმომავლობის ნიშანი ური.

 

ასევე მათ შორის წარმომავლობასა და ბროლს შორის არის "ლა", რაც წონასწორობას აღნიშნავს ამბრო-ლა-ური. გაწონასწორებულია ცის სიტყვა მის წარმომავლობასთან ანუ ქართული ენა გასწორებულია ცასთან და ცა ისწორებს დიალოგს ქართული ენით ადამიანებისათვის. ყველა ნიშანი, რომელიც ამ საიდუმლოებას, კარიბჭეს ცების თაღისას აღსახავს არა მარტო რაჭაში, სრულიად გადმოცემულია მისი საიდუმლოებები საიდუმლო ჭალებში, ხევებში, მეგალითებში და ჩუქურთმებში. უბრალო არ მცოდნე ადამიანებისთვისაც, თუ ნებართვა აქვთ ღვთისაგან, რომ აქ გაატარონ განსაკუთრებული დრო, ერთი მთვარის სისრულე, ერთი მთვარის დღე, ანუ მთვარის ერთი ოცდაათდღიანი ციკლი, შესამჩნევლად იწყებს გონება ფაქიზ აზროვნებაში ჩაწვდომას. კარგი ტურისტული მხარეა (ასე შეიძლება დღევანდელობიდან მივუდგეთ, რადგანაც ცოდნას სძინავს), რომელსაც ციური ინსტრუქტორი ანუ ციური ხელმძღვანელი ჰყავს, ადვილად შესძლებს თუნდაც პირველი ცის ანა-ბანაში გაერკვეს.

 

ამ ცების სახელწოდება გადმოცემულია უხსოვარი დროიდან და იმყოფება სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონში. ვისაც გინდათ გარკვევით მისწვდეთ, თუ რა რანგის ცა ჩამოდის ანუ რას წარმოადგენს ბროლის ცა ნიშნულად ჩვენთვის, წაიკითხეთ ცების შინაარსი სულხან საბას ლექსიკონში - მათი სახელწოდებები და სიმაღლეები. ამაზე მე წინა ლექციებში ხშირად მილაპარაკია.

 

ბევრი რამე დანგრეულია. კომუნისტური ცნობიერება რასაც მისწვდა, ყველაფერი დაშალა და მოსპო. დაცლილია რაჭა სამწუხაროდ ებრაელებისგანაც და ქართველებისგანაც.

 

კანტიკუნტად თუ დაინახავთ ადამიანებს, თითქოსდა გარეთ, ტყიურ ქვეყნებში უფრო მეტი სიმშვიდე და შემოსავალი აქვთ მისაღები. ადგილობრივი მიწა ღმერთმა დაშალა და დაფანტა. პირობა შექმნა იმისი, რომ უკეთესია რამდენიმე ჭკვიანი მართავდეს ცათა საიდუმლოებას, ვიდრე ასიათასობით ბრიყვი სახლობდეს ცის ქვეშეთში.

 

აი დადგა დრო, როდესაც უნდა ამოვიკითხოთ ყველა სიმბოლო და ვიხმაროთ ქართული ენა, ჩვენი ლექსიკონები, მამათა ნაშრომები, ღრმა ისტორიული და ხალხური შემეცნებანი ამ რაჭაში, ლეგენდები, მითები და ა.შ. და მიუყვეთ ძველის გახსენებას, გაღვიძებას, განახლებას, ცამდე ატანას და მერე შიგნითკენ შესვლას, ცხოვრებას და გაძლიერებას.

 

ცნობილია დაცემული ადამიანებისათვის ისიც, რომ ღმერთი მათ არა მარტო გონებას, არამედ ძალასაც აცლის. ადამიანები ხდებიან ცხოველებივით სუსტნი და მხოლოდ დაბალ გრძნობებზე, მომხვეჭველობაზე და ჭამაზე აქვთ ყურადღება გამახვილებული. ეს ჭამა და მომხვეჭველობა ზიზილ-პიპილოებით არის შეფუთული შემდგომ მათ სამოსელში. არაფრის მომტანი სიჭრელე, არაფრის მთქმელი სამოსელი.

არაფრის გამკეთებელი ერი არაფერს არ მიიღებს, როგორც ეზრა წინასწარმეტყველი იძახის და ესაია: სავსეს სავსე და ცარიელს ცარიელი. ეს აღნიშვნა კიდევ იმას ნიშნავს, რომ როდესაც მიდიხარ ღვთაებრივ ჭასთან, სიბრძნის სისავსეც ღვთაებრივი უნდა გქონდეს შიგნითკენ, რომ აღქმა მოახდინოს შენმა გონებამ სისრულისა ცათა შორის განლაგებული სივრცეების, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვესაჭიროება მთლიანი ერის აღსადგინებლად.

 

ცნობილია, რომ თითოეული ცა დაკავშირებულია, ინდურად რომ ვთქვათ ჩაკრებთან ანუ ენდოკრინულ სისტემათა პატარა ტვინებთან, "სადისპეჩეროებთან" და თუ თითოეული ცის შინაარსი გარკვეულია, ადვილად მისახვედრია რას განაგებს თითოეული ჩაკრა და მერე მიხვდებით რას განაგებს ის თითოეული ცა. ამას ემატება კიდევ მუზების სფერო და ინტუიტიური სამყარო. მუზების სფეროში და ინტუიტიურ სამყაროში თუ მოხდა ჰარმონირება და ესენი ერთმანეთს დაამთხვია გონებამ, იბადებიან და იწრთობიან ისეთი პოეტები, როგორიც შოთა რუსთაველია „ვეფხისტყაოსნის“ დამწერი. დანარჩენს თქვენც მიხვდებით, ანუ ცის ლექსში მზომელობითი სისტემა ერთვება ერს და ერი ხდება თვითონ სრულყოფილი უკვე ავტომატურად. შეიძლება აღარც იცის, აღარც ფიქრობს იმ საკრალურ წყობაზე, იმდენად გასისხლხორცებული აქვს ეს ჰარმონია ციური, რომ ყოველი ლაპარაკი იმ ადამიანისა, რომელიც ამ ერში იზრდება, საკრალურ საუბარს უახლოვდება.

 

აი, აქ არის ზუსტად დასასმელი წერტილი. ამ მიზნამდე ვართ მისასვლელი, იმიტომ რომ შემდგომი კარნახი და დიქტანტი ციდან ხდება. თითოეულ ჩვენთაგანს ღმერთი ამ რანგისკენ სავალად უნიშნავს ანგელოზს.

შემოქმედი ღმერთის ხსენების დროს ეს არ არის ისეთი კონტაქტი ადამიანისა ღმერთთან, როდესაც ჩვენ ვითხოვთ მამისაგან ან სიმდიდრეს ან სახლკარს ან რაღაც რაღაცეებს, რომელიც მატერიალურია. ეს არის სათხოვარი. როდესაც სრულყოფილად შენაქმნში, სრულყოფილებაში მოგეხმაროს და მივიდეთ იმ რანგამდე, სადაც რანგს უკვე პატიებული ცხოვრება გამოვლილი ადამის რანგი ჰქვია ანუ დაუბრუნდეთ ედემს.

არ არის ედემი რაღაც კონკრეტული, ისეთი საკითხის გადასაჭრელი, როგორც ჩვეულებრივ ხდება ადამიანის გონებაში.

 

რამეს თუ უნდა მიაღწიოს, დიდად იწრთობა და პრაქტიკული გამომუშავებით აღწევს რაღაცა შედეგებს. არა, აქ არის შეცნობის პრაქტიკა. რამდენადაც მეტს შეიცნობს ერი, უფრო სწრაფად გაიხსენებს, იმიტომ რომ ედემის ენერგია ანუ სვეტიცხოვლის ენერგია შეიცავს მეხსიერების უკიდეგანობას, წარსულს, აწმყოსა და მომავალსაც.თვითონ კი იკვებება მარადიულობით.

 

მარადიულობიდან ამოძერწილი და ამოსტყორცნილი ყველა სიტყვა ცოცხალია ვითარცა ღმერთი, რადგანაც ჯერ იყო სიტყვა და თვით სიტყვა იყო ღმერთი.

 

ეს მართლა ის კანონია, როდესაც თითოეული არსება, სიცოცხლის კვანძი მცენარეში, ცხოველში, ფრინველში, თევზებში, ვეშაპებში და ა.შ ისეთი სილამაზით აქვს ღმერთს შექმნილი, რომ რაც არ გინდა დიდი დროის ფაქტორმა შთანთქას გაჭირვებისას ეს ქმნილებები, შესუსტდნენ და დამცირდნენ, ისე როგორც დამცირდბულია ჩვენი ერი, მას ძალუძს წარსულიდან გაიხსენოს თავისი სიდიადე ანუ ჟამი მოვიდა, ერმა თავის ფესვებს იმპულსი მისცეს - რათა გაიღვიძოს.

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2020 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE