კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

"რაჭა წარმოადგენს სულიერ ნაკრძალს" 

 

ნაწილი I

  

საქართველოს ყველა კუთხეს და ყველა მხარეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მონიჭებული. მაგალითისთვის, მცხეთა წარმოადგენს სვეტიცხოვლის მისტერიის ადგილს. მეფეთა, პატრიარქთა და ეპისკოპოსთა საღვთო საფიქრალთა და განსასვენებელ ადგილს. ამას მოწმობენ სვეტიცხოვლის ფრესკები და მათი ხატწერა, სადაც გადმოცემულია ჩინეთიდან და ინდოეთიდან მომავალი მოძღვრები, რომელნიც ხვდებიან მელქისედეკს. ესენი არიან წარმართები, რომლებსაც ქრისტიანობა არ მიუღიათ. მელქისედეკით დაიწყო საღვთო 4000 წლიანი გზა. ნაციონალობით ქართველი მღვდელმთავარი, მაკურთხებელი აბრაამისა ანუ ებრაელებისა და შემდგომში ქრისტიანობის სარწმუნოებრივი, რელიგიური გზისა.

 

სვეტიცხოვლის შინაარსში, მის ღვთაებრივ მისტერიაში ერკვევა მხოლოდ პირველმღვდელი, რომელსაც აქვს მინიჭებული ეს ცოდნა ღვთისაგან. ეს წინა ჩანართი ეკუთვნის იმ ადამიანებს და იმ თემას, რომელიც დღევანდელობის პირველ თემადაა საღვთო კარში განხილული.


ყველა გრძობს იმას, რომ ჟამი შედგა. სემიტელი, ქამიტელი და იაფეტელი მამამთავარნი და მათთან ერთად წარმართები ახალი სამყაროსეული ინფორმაციის მისაღებად უნდა მოვიდნენ აქ, კონკრეტულად საქართველოში. უზენაესი, მაღალი ჩინის წარმომადგენელი მღვდლები კი -უნდა მობრძანდნენ ძელიცხოველთან.

 

მთლიანი რაჭა წარმოადგენს ძელიცხოვლის კანონთა სამკვიდრებელ, მისტერიალურ საღვთო ბაღს. აი აქაც მინდა შეგაყოვნოთ გონებით და გითხრათ: რაჭაში ყველა რელიგიის და ყველა მოდგმის მისაღები ადგილია.


მარტო სათქმელად, ადვილად, ადგილი კი არ არის გამოყოფილი, წარსული დროიდან დღევანდელ დღემდე, ადგილია მონიშნული მთლიანად რაჭაში. ისე რომ წამკითხველი ადვილად მიხვდება, რომელი რელიგიის კაცი სად უნდა დასახლდეს, მაგრამ რადგანაც მთავარი საკითხი იწყება ებრაელებიდან, სემიტური მოდგმის ამ ოჯახიდან, პირველ რიგში ჩვენ გაგიმჟღავნებთ იმ ადგილს, სადაც უნდა მოვიდნენ ებრაელი მამები და გადაწყდეს ბოლო ცივილიზაციის რელიგიათა შორის უკმაყოფილებანი. ადგილის სახელწოდებაც მინიშნებული იქნება. თქვენი დაკვირვების გონების თვალს შესაძლებლობას მივცემთ თვითონ მიხვდნენ, რომ ეს ასეა, სწორია და ვინმეს შეთხზული არაა.

 

აქ, რაჭაში იმყოფება ადგილი, რომლის სახელწოდებაცაა - ბეთლევი. ბეთლემი ვიცით რასაც ნიშნავს, მაგრამ რა არის - ბეთლევი? ბეთ - სახლს ნიშნავს, ბეთლევი კი ასე განიმარტება : სახლი ლევიტელთა. ლევი - ლევიტელთა მამამთავარს ჰქვია. აქედან გამომდინარე კი უპირატესობა უფალმა მიანიჭა ისრაელის ებრაელობას, რომელთა მამამთავარნიც და ის, ვინც საქმეს იუდეველთას განაგებს, უნდა ამოვიდნენ და განსაზღვრონ მომავლის ის საკითხები, რომლებშიც ჩახედვის უფლება არ გააჩნიათ მსოფლიოს დანარჩენს მოდგმებს. უნდა გაერკვნენ, რომ გამრუდებულ გზებზე არ იაროს ქრისტიანობამ და მისმა ფესვმა, იუდაიზმმა ანუ ძველმა აღთქმამ.

 

ჟამთა და დროთა კანონი შეკრებილა, ნაყოფი მოწეულია, დამრიგებელი ადგილზეა, გელაპარაკებით რაჭიდან, გეპატიჟებით ჯერ გონებით, რათა თქვენ, მერე გულით მოიფიქროთ, განიწმინდოთ ყოველი, ვისაც ეს საქმე ეხება და ამოხვიდეთ. ეზიაროთ იმას, რაც თქვენს თვალებს არ უხილავს და არ სმენია თქვენს ყურებს. ამინ!

 

 

გიორგი იონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2020 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE