კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

მაგალითი სრულიად მსოფლიოსათვის


 

ჩემო მრავალტანჯულო, საყვარელო ერო! ყოველთვის ღვთაებრივი ტვირთის პატიოსნად მატარებელო, მრავალგზის სამყაროულ ოკეანეში სიმართლისა და ჭეშმარიტი მიზნის მაძიებელო, დაილოცოს შენი გაჩენა ამ დედამიწაზე.

 

ვლოცავ მამა-პაპებს, პაპის პაპეპსა და დიდ წინაპრებს. მადლობა ჭეშმარიტი გენის სიმართლის მატარებლებო. 

 

წერილი იწერება ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინ, ოცდაშვიდის მწუხრში, საღამოს. 

 

ხვალ მიძინების დღესასწაულია, მიეძინოს ყველა წარსულის დღეს. ხვალ გავაცილოთ ლოცვით წარსული, ცაში შევღაღადოთ დედა ღვთისმშობელს, ქედი მოუხაროთ და კიდევ ერთხელ ვთხოვოთ პატიება და მთლიანად ერი, დიდიან-პატარიანად განემზადოს ახალი მომავლისათვის, რომელიც თავად უფალმა გვიწინასწარმეტყველა. 

 

აღდგეს საუნჯეებში გადანახული ხვთაებრივი ყველა ცოდნა, ამღდგარმა ლაზარემ შემოირბინოს საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული, მხიარული ბაგენი ჩვილთა ლაზარეს ენით ახალ-უხებ საიდუმლოებებზე ყვებოდნენ სასუფევლიდან - დედამიწაზე ჩამობადებულები.

 

ერთად, ბერმაც, მღვდელმაც, მეომარმაც, გლეხმაც, ინჟინერმაც და ასე შემდეგ, ერთად ახალგაზრდებმა და ასაკოვნებმა, გავაერთიანოთ სრულიად საქართველო, რათა დაგვლოცოს სრულიად მისმა წინამძღოლმა, ერის მამამ - ილიამ და დიდი კურთხევა ერისა გარდამოეცემოდეს უფლისაგან ზეცით ქუეყანაზე ილიას, არწივის ფრთებზე დაავანოს უფალმა სულიწმინდა და სახეგაბრწყინებული პატრიარქი ლოცავდეს თავის საყვარელ ერს. 

 

აღდგეს მართალთა კრებული საქართველოში და ხელში აღიტაცოს ქრისტეს გამარჯვებული დროშა, ხვამლის მთაზე აღიმართოს ცისკრის ვარსკვლავის შუქურა, რათა ანათებდეს მისი ბრწყინვალება, როგორც ამირანის ჩირაღდანი - ზეცასა და ქუეყნიერებას. 

 

ლაზურად, გამჭრიახობით შეუდექით დიდების გზას, საკურთხევლის წინ დადოს ბრწყინვალე სამეგრელომ გულის ნაყოფები, სიყვარული, სიმართლე, სიბრძნე, სარწმუნოება, იმედი და თავდადება. 

 

მჭექარე სვანეთში - დიდ სავანეში საქართველოსი, უდიდესი საკრალური განძის შემნახველ კუთხეში, ყოველმა სვანმა სარწმუნო ჯვარი გამოისახოს და ღიმილი შესტყორცნოს ზეცას. 

 

ქედმოუხრელო რაინდებო სვანეთისა, ჩვენი სამშობლო ახალ ეტაპს იწყებს ცხოვრებისას - დედა ხვთისმშობელთან და უფალ იესო ქრისტესთან ერთად. 

 

დედახვთისმშობლის ყოველი მიწა და კუთხე აღდგეს და პირი იბრუნოს საქართველოსაკენ. ჯიქეთი აფხაზეთი და სამაჩაბლო ერთი სხეულია საქართველოსი, იმერეთის დაბლობთან ერთად, რომელიც ჯიქეთს საზღვრავს. 

 

ნიშანი დადებულია, პირიქითა კავკასიონზე არის ერთი მწვერვალი, მას სახელად ბაბალო ქვია.

 

ეს სახელი მე ტყის საძმომ შემარქვა და ვიბრძოლებ მანამდის, სანამ საქართველოში ყველა ბაბალოვანი არ აყვავდება და ამ ჟამის აღსანიშნავად მე, ბაბალო, ბაბალოს მთაზე - ჩრდილოეთ კავკასიაში წარმოვთქვავ ახალ სიმღერას ახალ-უხები ერისათვის, ეპოქების მიმართ.

 

გამჭრიახ გონებას ქართლელთა და ტკბილად მოფიქრალ იმერელთა სტუმართ-მასპინძლობის ნიშნად, უფლის ბაირაღები აღმართეთ და სანამ ბრძანება არ გაიცემა, საბრძოლო ხმლები ჩააძინეთ ქარქაშებში. ბრძოლაში და გატანაში ბადალი არა გყავთ, ჩემო ტკბილო და ქართველო ერო. 

 

შრომაში შუბლ-გარუჯულო კახეკებო, თუშებო, ინგილოებო, უდიელებო, ქიზიყელებო, აღიმართენით, წელში გასწორდით და თქვენი შემოქმედებითი მარჯვენა შემოავლეთ მთელ ერს, ვენახი თქვენი ხარობდეს მარადიულად.

 

ცას მიბჯენილო სამოთხევ, რაჭავ! გამოეღვიძოს თქვენ გულებს და აღდგომის გზას შეუყენეთ ძელიცხოვლის ტაძარი. აღივსოს სტუმრებით ყოველი კუთხე რაჭისა და რაჭულმა სიყვარულმა გააღვიძოს მსოფლიოს მეგობრობის სიყვარული.

 

მესხებო და აჭარლებო, ჟამი მოვიდა, მთებიდან გვესმოდეს თქვენი ფერხულის ხმა, იხარეთ აღმშენებლობაში.

 

ზღვაზე არ დატოვოთ გურულებო არცერთი კაცი, რომელთაც თქვენი სიბრძნე არ შეახვედროთ, აყვავდეს გურია და გაიხსნას მთელი მისი სილამაზე, აჩქებდეს წყაროები, განათდეს ტაძრები, კურთხეულ მომავალს გახედოს თქვენმა თვალებმა. კრიმანჭულის სიმღერამ დაანახოს ქართული გონების სისხარტე მთელ მსოფლიოს.

 

სრულიად საქართველო! ტაო-კლარჯეთიდან ქარს მოაქვს ახალი ამბები, გინდოდეს და გესმოდეს მომავალი.

 

ცდილობდნენ ყოველთვის განვეძარცვეთ და მიეტაცებინათ ჩვენი მიწაწყალი. აღდგა უფლის დრო და ჟამი მოვიდა დაუბრუნდეს ყოველი გოჯი თავის ადგილს. გაატანეთ ძველი ძველს და შეიმოსეთ ახლისაგან მოტანილით.

 

თავდადებული დედის მიძინების ანუ ცაში ამაღლების დღეა ხვალინდელი დღე. ვეზიაროთ დედახვთისმშობელის ცაში გარდასახვისა და ზეცაში ამაღლების დღეს.

 

წუთისოფლის დედოფლებო, თავი დაუხარეთ დედა ხვთისმშობელს, ზეციურ დედოფალს.

 

რაინდებო, მარჯვენა ხელი გულზე დაიდეთ და მუხლმოდრეკილნი თავი დაუხარეთ მის უდიდებულესობის ხატებას.

 

დედებო საქართველოისა, გიხაროდეთ დიდი მაგალითი ხვთისმშობლისა და ღირსეულად აღზარდეთ თქვენი შვილები.

 

ამასთან ერთად, გილოცავთ ქუთაისის მსოფლიო სამედიცინო დედაქალაქად კურთხევის დღეს. ამინ, ბრძანა უფალმა! ქედმოხრით წარმოვთქვი ამინ და გულმან ჩემმა მიაძახა-ამინ ამენით.

 

ყველა სულიერ მოღვაწეს დავლოცავ და ვაკურთხებ მაღალი ღმერთის სახელით, ჭეშმარიტად ღირსეულ მიწაზე, დედახვთისმშობლის ბაღში მოღვაწე  მამებო, ამინ ეთქვას უფალს და შეგონებით გეტარებიოთ ერი ბრწყინვალე გამარჯვებისაკენ.

 

 

გიორგი ჰიონთა ჰიპერიონი

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2021 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE