კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

კურთხეულ არს უფალი,

რამეთუ საკჳრველ ყო წყალობაჲ მისი

 ზედა ქალაქსა მტკიცესა.


 

სიტყუა ღმრთისაჲ, რომელი იქმნა აღმამაღლებელი, ჩემს ზედა საღმრთო მიწარბებით საღმრთო მიწაზე, ახალ-მარნების ახალ-უხებით ფუძიდან აღმოსაყვანზე. სადაჲ ვიდგი კუალჲ განახლებისაჲ და სადა დილის ნანადირები საღამოს ნადავლით აღვეშენე, რათა სახლი უფლისაჲ გამოჩინებით აღშენდეს. ვიდრე გამეფებამდე ასულისა იერუსალიმისა, სახელი მისი: ისარ მწყვლელ. და ვიდრემდის ჴელნი ჩემნი, რომელი წყლნა უფალმა ჩემმა. ასულსა ისრაჱლისასა თავს დავკრიბე და ვიდრემდის განიმართა ლოცვა ზეციერი ჩემით დედოფალში და იყო სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:


პირველ ჩემგან აღზელადმდე მუცელსა შინა გიცი შენ და პირველ გამოსვლისა შენისა საშოთ განგწმიდე შენ, წინაწარმეტყუელად ნათესავისა მიმართ დაგდევ შენ.


კუერთხი მანათობელი გზისა, მოგიბოძე დარად სავალი გზისა, მზითა და მთვარით, ჩრდილის დამზომი ქუეყანისასა.


და ვებედე და ვარქუ: უფალო უფლებათაო, მყოფო მეუფეო, უფალო! აჰა, ვერ ზედმიმწდომ ვარ ზრახვად, რამეთუ უჭაბუკეს და გლახაკ ვარ მე, და უცოდინარ ვარ მიზანთან.


და თქუა უფალმან ჩემდამო: ნუ იტყჳ, ვითარმედ უჭაბუკეს და გლახაკ ვარ მე, რამეთუ მიზანიცა და სამიზნეც ჩემი არს, ვირჩევ მე და მიჰყევი შენ, რამეთუ ყოველთა მიმართ, რომელთაცა განგავლინო შენ, მიხჳდე და ყოველთაებრ, რაოდენნიცა გამცნნე, შენ იტყოდი.


ძალი გონისაჲ და სპეტაკი ფიქრი გულისაჲ შენი, ჩემგან ნაკურთხები, ცით ბოძებული სიმშვენიერით გეტარებინოს ბაგით. არა შიშნეულად, არამედ ლაღით თქვი და ნუ შეშინდები პირისაგან მათისა, რამეთუ შენ თანა ვარ მე განრინებად შენდა, - იტყვის უფალი.


და განყო უფალმან ჴელი მისი და შეახო პირსა ჩემსა და თქვა უფალმან ჩემდამო: აჰა, მიგცენ სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა.


აჰა, დაგადგინე შენ დღეს ნათესავსა ზედა და მეფობასა აღმოფხურად და აღთხრად და წარწყმედად და აღშენებად და დანერგვად.


შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე. მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა. რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათჳს მიძღუე მე და გამომზარდო მე.


და გამომიყვანო მე საფრჴისა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. და ჴელთა შენთა შეჰვედრო სული ჩემი; მიჴსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო. მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაიცვიან ამაოებაჲ ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ. ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იჴსენ ჭირთაგან სული ჩემი;


და არა მიმეც მე ჴელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერჴნი ჩემნი. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულის წყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.


რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხოვრებაჲ ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკებითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს. ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიში მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე გარე განივლტიედ ჩემგან. დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენი მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული. რამეთუ მესმა მე ყუედრებაჲ მრავალთაჲ, რომელნი გარემოჲს იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაჲ სულისა ჩემისაჲ იზრახეს. ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი და ჴელთა შენთა შინა არს მკჳდრობაჲ ჩემი;


მიჴსენ მე ჴელთაგან მტერთა ჩემთაჲსა და მდევართა ჩემთაჲსა. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა. უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად. უტყუ იქმნენ ბაგენი მხაკუვარნი, რომელნი იტყჳან მართლისა მის ზედა უშჯულოებასა ამპარტავნებითა და შეურაცხებითა. ვითარ მრავალ არს წყალობაჲ სიტკბოებისა შენისაჲ, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა!


ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათჳს წინაშე ძეთა კაცთასა. დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძვრისაგან კაცთაჲსა; დაიცვნე იგინი კარავსა შენსა ჴდომისაგან ენათაჲსა.


კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკჳრველ ყო წყალობაჲ, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი.


შეიყვარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი, და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავნებასა.


მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი ყოველნი,

რომელნი ესავთ უფალსა.


 

შევჭამე წინ-გნება დავითისი იერემიამდე და დავტკბი იერემიაჲთ დავით მეფე განმაახლებელამდე.

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2018 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE