კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

თეთრი წყარო (საუბრები მესამე) 

  ძველი აღთქმის დამაგვირგვინებელი აღთქმა ახალი, თვალით აღდგენილი და აღმდგარი ქართული ენით, რომელსაც ლაზარე ჰქვია სახარების წმინდა წიგნში.

  ეხლა სახარების დაფარული ანუ საიდუმლო მხარეს დავუთმოთ ყურადღება.  საიდუმლოებაში შესვლას რამდენიმე სახელი აფიქსირებს ჩვენს ცნობიერებაში. მაგ: ბნელით მოცული საქმენი, ანუ უხილავი, დაფარული, ტაბუირებული, შეუღწეველი ცნობიერებისათვის გასაღებების გარეშე.   

  სამყაროში დაბადების ღვთაებრივ პროცესების თანმიმდევრობაში, მონაცემების პირველად ფაზაში დაფარულია, ან არ არის ნათელში გამომზეურებული, ამას ქართულად ,,ბნელი" ეწოდება. დავაკვირდეთ: ,,მივდივარ ეგვიპტეში"– რას ნიშნავს ეს წინადაგებული წინადადება; ეგვიპტის ერთერთი ლექსიკონური განმარტება გვასწავლის: ე გ ჳ პ ტე  – ბნელი (სულხან–საბა).   გამოვიყენოთ ეს განმარტება წმინდა წერილში ძველი აღთქმისაში. გავარკვიოთ დაბადებაში მოხსენიებული მეორე სიტყვა: ,,უფსკრული". უ ფ ს კ რ უ ლ ი –(დაბადება; 5–ნემესია) ეს არს სიღრმე მიუწვდომელი, რომლისა სახელი ნივთისა უზომოობასა დაჰნიშნავს სიღრმე მიუწვდომელი, უძირო.

 (ნახე ატლანტიკოისი) ა ტ ლ ა ნ ტ ი კ ო ი ს ი–ვეჭვობ უფსკრულია. (სულხან საბა) ახლა ჩავანაცვლოთ ახსნილი სიტყვებით, საყოველთაოდ მოცემულ წმინდა წერილში, რათა გავერკვეთ დაფარულში მხილველის თხრობის შინაარსს.,, მხილველი–(1 მეფეთა;9,9) წინასწარმეტყველი, გინა მნახავი წინასწარმეტყველი, პირველ ჟამ მხილველი ეწოდა."(სულხან საბა)   განკჳრჳება მთელს ერს ქართველურს და განცჳფრება საქართველოდან აღძრულ სიტყვის ქროლვას, სრულიად დედამიწას!

  გ ა ნ ც ჳ ფ რ ე ბ ა– შიში დიდი საოცრისა რასაგანმე.  (სულხან საბა) ესე არს დიდი საოცრისა რასაგანმე. განცჳფრება არს შიში დიდი საოცრისა რასაგანმე. შიში დიდი საოცარისა რამესაგან." (სულხან საბა)მოამზადეთ თქვენი გონებამახვილება ტექსტის ტაბუირების გასახსნელად და დააკვირდით ვინ ვართ? ჩვენ ქართველები.!             

  მ ო ნ ა ც ე მ ი

ა.დასაბამად ქმნაა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.

ბ.ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა.და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.         გ ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.დასაბამად ქმნაა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.ბ.ხოლო ქუეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ეგჳპტე ზედა ატლანტიკოისისა.(ატლანტიდა)

და სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა.

დაბადება გამოღება კარი პირველი.

ა ტ ლ ა ნ ტ ი კ ო ი ს ი– ატლანტიდის შემქმნელი, დაფარულში მოღვაწე წინარე ცივილიზაციისა, ერთის არამარტო, არამედ შვიდია, მერვე კარიბჭეში გამსვლელი, ქართულად მოაზროვნე და მფენი, ნათლია ახალი თბოენერგობადებისა, მსოფლიონი ცივილიზაციად ხმობენ. მისი ტაბუირებული წოდებაა სახელში განკვირვება!

იკითხეთ ნოე განკვირვებით, განიმარტენით! ნოე სახლში დაბრუნდა!ახალით ახალ–უხებით, მამითა და ძითა და სული მნათი ნათელით სული წმიდით. 

  ვინ ხარ შენ? იკითხვიდენ მრავალნი! ისმენდეთ!მე ვარ სული ერთი, რომელიც მარად მდევია მამისა. სინათლიდან სინათლემდე, სიყვარულით აღსავსე ძის მიმართ, და სული წმიდასთან ბალღივით მოთამაშე!

ჩემი ფორმულა ადვილია!

მე ვჭირდები ჩემს ერს და ჩემი ერი მჭირდება მე, რადგანაც ესე სამშობლო ჩემი ღვთისმშობელი მარიამის ბაღია. 

თეთრი წყაროა ჩემი დედის, დედაღვთისმშობელის ცრემლები და შრომით დავშრები მანამდის სანამ არ გაიღიმებს დედა!                       

  გიორგი იონთა ჰიპერიონი.

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2021 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE