კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

თამარ მეფე 

1156-1213

 

 

საქართველოს მეფე თამარი - ძლიერი ფეოდალური სახელმწიფოს წინამძღოლი იყო 1184-1213 წლებში. ის სამეფოს მართავდა „თანადგომითა და ერთნებობითა დიდებულთა“, რაც დიდგვარიანთა გაძლიერებასა და მეფის ხელისუფლების ერთგვარ შეზღუდვას მოასწავებდა ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიაში.

 

საისტორიო პირველწყაროებში ბევრგან ხაზგასმულია სახელწმიფო დარბაზის თვალსაჩინო როლი თამარის მეფობაში. დარბაზი აერთიანებდა დიდგვარიან ფეოდალებსა და ეკლესიის მაღალ მსახურთ. თამარისა და დარბაზის, ერის შეთანხმებული მოქმედების წყალობით საქართველოს სახით შეიქმნა ერთი უძლიერესი ხალხმრავალი სახელმწიფო, რომელიც მსოფლიო გავლენით სარგებლობდა XII ს. მიწურულსა და XIII ს. დასაწყისში.

 

იმდროინდელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიურსა და პოლიტიკურ ზრდა-განვითარებას მოჰყვა დიდი კულტურული აღორძინება, რაც დაგვირგვინდა ქართული ჰუმანიზმით, რომლის მაღალი იდეალები ცხოველი სახით გამოიხატა სიტყვაკაზმულ, მეცნიერულ, ფილოსოფიურ და საისტორიო მწერლობაში.


ამ აღორძინებას არ შეიძლებოდა ჩამორჩენოდა ქართული მჭევრმეტყველება და გვაქვს საფუძველი აღვნიშნოთ, არც ჩამორჩენია. თამარის ეპოქაში განსაკუთრებით განვითარდა სადარბაზო.

 

საგულისხმოა, რომ თამარის დიდმა თანამედროვემ - შ. რუსთაველმა თავის უკვდავ პოემაში ქართულ ენას უწოდა „ტკბილ-ქართული“:

 

„ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის მხდელი,

მზესა ასრე ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი“.

 

თამარ მეფის ისტორიკოსებმა თავიანთი საისტორიო ნაშრომების ფურცლებზე აღბეჭდეს რამდენიმე საჯარო სიტყვა, რომლებიც თქმულა თამარის ეპოქაში. მათ შორის ვხვდებით თვით თამარის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს. ეს სიტყვები ყურადღებას იქცევს თავიანთი ღრმა შინაარსითა და მხატვრული ფორმით.

 

სიტყვა, თქმული დარბაზში ეკლესიის

უზენაეს მსახურთა მიმართ:

 

„ჵ წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებულ ხართ მოძღურად ჩუენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანაგაც სიტყუის მიცემა სულთათუის ჩუენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განჴადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთისა მბრძოლობისა. ნუ თუალ-ახუამთ მთავართა სიმდიდრისათუის, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათუის. თქუენ სიტყუითა, ხოლო მე საქმით, თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით, თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით ზოგად ჴელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არაზოგად ვიზღუივნეთ: თქუენ, ვითარცა მღდელნი, ხოლო მე, ვითარცა მეფე, თქუენ, ვითარცა მნენი, ხოლო მე, ვითარცა ებგური“.

 

სიტყვა, თქმული მხედრობის მიმართ

შამქორის ომის წინ:

 

„ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი სიმრავლისა მათისათუის და სიმცირისა თქუენისა, რამეთუ ღმერთი ჩუენ თანა არს. გასმია გედეონისათუის სამასნი და სიმრავლე ურიცხუი მადიამელთა მათ მიერ მოწყუედილი, კუალად ასურასტანელთა ბანაკი ლოცვითა ეზეკიელისითა წამსა შინა ანგელოზისა მიერ დაცემულნი?

 

მხოლოდ ღმერთსა ოდენ მიენდვენით და გულნი თქუენნი სიმართლით იპყრენით წინაშე მისსა და სასოება ყოველი ჯუარისა მიმართ ქრისტესისა იყავნ. შეისწრაფეთ ქუეყანად მათდა შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობლისათა და ძალითა უძლეველითა ჯუარისათა წარემართენით“. („ქართული მწევრმეტყველება“ ძეგლები და მასალები, ნ.კანდელაკი, 1958 წ.).

 

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2019 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE