კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ებრაელ და ქართველ ერს

და სამხრეთის დედუფალს, ისრაჱლის ასულს 


 

„ნეტარ-არს, რომელნი იკითხჳდენ და რომელნი ისმენდენ

სიტყუათა წინასწარ-მეტყუჱლებისათა,

და დაიმარხონ, რომელი იგი მას შინა წერილ-არს.“

გამოცხადება იოანე მოციქულისა (თ. 1;3)

 

 

I ნაწილი 

 

ნეტარება, რომელიც გამოცხადებულია უფალი იესო ქრისტეს მიერ და გამოცხადებაში იოანე მოციქულმა აღწერა წინასწარმეტყუჱლებაში, პირველ რიგში ეკუთვნის სამოციქულო საძმოს ქრისტესას და შემდგომ ყველა მღდელს, ქრისტე იესო ნაზარეველის წმიდა გზებზე მავალთ.

 

ამ გზას, სასუფევლისაკენ მიმავალ გზას უწოდებს წმინდა წერილი, ხოლო მოძღვართ, რომელნი მღდელობენ - სასუფევლის ძეები ეწოდებათ.

 

დავიწყოთ გააზრებული აზროვნება: რამხელა დანაშაული უნდა ჩაიდინოს მღდელმა, რომ ამისთანა სასჯელი დაიმსახუროს: „მაშინ (ანუ ბოლო ჟამს) სასუფევლის ძენი (სასუფეველი (მათე 5;3) ესე არს სამყოფი ანგელოზთა, სადა წმიდანი არიან) (ამ ცხოვრებაში მღდელნი - ყველა ჩინისანნი) გადაყრილნი იქნებიან გარესკნელში, იქ იქნება კბილთა ხრჭენა და გოდება“.

 

უფალის გზას თავისი ნიშნები და კანონები გააჩნია. ეს ზეციდან გადმოცემული კანონები მრავალმა წინასწარმეტყუჱლმა გააჟღერა თავის წერილებში.

 

ერთ-ერთი კეთილშობილი და ღმერთისაგან მოწოდებული წინამძღოლი ებრაელი ერისა - მოსე არს გადმომძღუანებელი სამღდელო კანონთა, იგივე ლევიტელთა.

 

იერუსალჱმში შემსვლელთათვის, რჩეულთათვის რა თქმა უნდა, ახლა, ამ დროში, ვინაიდან მოსილ ვარ ამ ცისიერ ცოდნით და ახლო არს კართან, და მცირემან საწყმსომან ჩემმან, რჩეულმა რაინდებმა არა მარტო იხილეს, არამედ მონაწილენი და ზიარნი გახდნენ საიდუმლოსი, რომელსაც იერუსალჱმის კარიბჭისაკენ წიაღსვლა ჰქვია.

 

ებრნი ელიასი, მღდელნი, და ასეცა ვთქვათ მსგავსნი ელიასი, ვინაც საღმთო კანონთა აღმასრულებელ ელია წინასწარმეტყუელის კანონთა წიგნისა-ებრ - ებრა-ცოდნა თვისი ანუ ებრა-ელია, ის არის ელიას მსგავსი კანონთა აღსრულებაში; ისევე როგორც ქართველი - სახელია ქრისტეში განთავისუფლებული ერისა.  

 

ქარი ველად დაუბრკოლებლად ქრის აღმოსავალიდან დასავალადმდე და ოთხივ კუთხით ოცდათორმეტი ქარი ქრის, ამას ემატება ერთი ქარიც, რომელიც შვეულად ციდან ქრის და ქარი, რომელიც მიწიდან ზეცისაკენ მიჰქრის, ქარი ოცდამეცამეტე - ზეციდან მიწისაკენ ნაქროლი და ქარი ოცდამეთოთხმეტე - მიწიდან ზეცაში ანავარდებული. მსოფლიო მართლმადიდებლობისათვის ქართველი ერი თავისუფალია ქრისტეში ანუ აზნაური ერია. თავისუფლება და თავისუფალი ანუ აზნაური ქრისტეში ჩვენი მამა-პაპის უწყვეტი გზაა შემეცნებისა.

 

ერის საღმრთო აზნაურობა, მართალი სიტყვის თავისუფლებაა და ერის ჭეშმარიტებასთან მიახლოების გზაა.

 

იერუსალჱმი იგი ზეციური - დაფარული, დაბეჭდილი და დაკლიტული იყო არა მარტო ქართველებისათვის, არამედ ებრაელებისათვისაც და მათთან ერთად მთელი მსოფლიოს წარმატებისათვისაც.

 

ამ გზას ქალაქისაკენ, რომელსაც წერილის მიხედვით იესო ქრისტე ნაზარეველი მოუძღვება წინ, მშვიდობის გზა ჰქვია - მშჳდობის გზა, მშჳდობის ქალაქისაკენ:

 

„არამედ მოსრულ ხართ თქუჱნ მთასა სიონსა, და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა, იერუსალიმსა ზეცისასა და ბევრეულსა ანგელოსთა კრებულსა.

 

და ეკლესიასა პირმშოთასა, აღწერილსა ცათა შინა, და ღმრთისა მსაჯულისა ყოველთასა და სულებისა მართალთა მათ აღსრულებულთასა, და ჰსჯულისა მის ახალისა შუა-მდგომელისა ეესოსა; და სისხლითა პკურებასა, უმჯობესსა თქმულისა მის, აბელის მიერ“. (ებრაელთა: 12; 22-24)

 

ხშირად შეხვდებით საუბრისას ასეთ შეკითხვას: მამი-მამი, სულეთში სიცოცხლე არსებობს, მართლა? - არ ვიცი შვილო, იქიდან მოსული არავინ მიხილავს და მე რა ვთქვაო!

 

ამ არსის სიბნელე აწვა მთლიან კაცობრიობას, ქრისტე იესო ნაზარეველამდე:

 

„ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან, რომელმან აღმოიყუანა მკუდრეთით მწყემსი იგი ცხოვართა დიდი სისხლითა მით აღთქმისა საუკუნოჲსათა, უფალი ჩუჱნი იესო ქრისტე,“ (ებრაელთა: 13, 20)

 

და ახლა უწყით მრავალმა მართალმა სულმა და კეთილად თბილმა ქართველმა და ებრაელმა ერმა.

 

უმწიკვლო გზა დიადი გამარჯვებით, ქრისტეს დროშით, ქრისტეს

დროში, ახალ-უხებით მოსილებაში მიღწევადი მიზნით.

 

ებრაელ ერს და ქართველ ერს მოგვეცა მტკიცებულება, განვემზადოთ და ვიაროთ, როგორც მშჳდობის ღმერთმან დაგვისახა.

 

„დაგამტკიცენინ თქუჱნ ყოვლითა საქმითა კეთილითა, ყოფად ნებისა მისისა, რომელმან ჰყჳს სათნოებჲ მისი ჩუჱნ შორის წინაშე მისსა ქრისტე იესოს მიერ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე! ამინ.“ (ებრაელთა: 13, 21)

 

დიდი მწუხარებაა დასადგურებული ერში, ერთი ნეტარი მღდელიც არა გვყავს, უმაღლესი საქციელის მცნობი და აღმასრულებელი. არცა მცდელობად აღნთებულნი მოპოვებად ნეტარებისა.

 

„და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეათ და ათქალაქით და იერუსალიმით და ჰურიასტანით და წიაღ იორდანით.“ (მათე. 4,25)


„და აღაღო პირი თჳსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა:

 

- ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

 

- ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.

 

- ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.

 

- ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.

 

- ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.

 

- ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

 

- ნეტარ იყვნენ მშჳდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისა იწოდნენ.

 

- ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათჳს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.

 

- ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუა ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუჳთ ჩემთჳს.

 

გაკურთხენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა, რამეთუ ეგრეთვე დევნნეს წინაწარმეტყუელნი უწინარეს თქუენსა.

 

თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი უკეთუ მარილი იგი განქარდეს, რათამე დაიმარილოს? არღარა შემძლებელ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ.

 

თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა.

 

არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქვეშე ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლს შინა.

 

ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.“

 

ჩვენ მათთვის, ვითომ მღდელთათვის რომ ვილოცოთ გადასარჩენად, ჯერ უნდა გავერკვეთ მათ დანაშაულებებში და მერე დავფიქრდეთ შეიძლება თუ არა მათთვის კონკრეტულ დანაშაულზე პატიების თქმა მამაზეციერის წინაშე, რადგანაც მღდლები წმიდა საქმეებისთვის არიან მოწოდებულნი, მათ არ უნდა შეაძრწუნებდეს სრული ლუსტრაცია მათ საქციელთა და საქმეთა, სამოქალაქოთა და საღმრთოთა.

 

პირიქით, მათი საქმენნი წარმოჩინდებიან ერისათვის, როგორც სიკეთის მაგალითი და მთელი ერი დაიწყებს კეთილ აღმა სვლას, განათლებული და წმინდა კურთხევით აღვსილნი, ნათელი მზერით შეეგებებიან უფალს.

 

და თუკი მცირედი რამე აქვთ შეცდომა, ჩვენცა და ღმერთიც იმედია შეინდობს, ხოლო წარწყმენდილნი და ბოროტად განზრახ მსახურნი გადაყრილნი იქნებიან გარესკნელში და იქ რაც ელით იცით.

 

 

 

გაგრძელებას შემოგთავაზებთ...

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2019 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE