კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

ნუ გიყუარს სოფელი ესე და ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ მის. უკუეთუ ვის უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული ღმრთისაჲ მის თანა. რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქუმაჲ ჴორცთაჲ და გულის თქუმაჲ თუალთაჲ და სილაღჱ ამის ცხორებისაჲ; არა არს ესე მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს.


და სოფელი ესე წარჴდეს და ყოველი გულის თქუმაჲ მისი, ხოლო რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, იგი ეგოს უკუნისამდე.

 

დღევანდელმა ეპიდემიამ მრავალი ადამიანი გამოკეტა სახლში და მათ გონებას შეეხო, ყოველდღიური უცვლელი რიტმი გათიშა ცხოვრების, აქამდე არსებული უამრავი ფიქრი წაიშალა და ახალმა ფიქრმა იწყო დაბადება.

 

არავინ ფიქრობდა აქამდე მაცხოვრის სიტყვებზე: "ნუ გიყუარს სოფელი ესე და ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ მის". დროა ეს სიტყვები საჯაროდ განსახილველად გაიხადონ ადამიანებმა.

 

ჯგუფ - ნოეს კიდობანში, სტატიაზე "7 გარდაუვალობა" ბევრმა ადამიანმა მიიღო როგორც დაშინება, ზოგმა ბოდვად, ზოგმა უადგილო ინფორმაციად და თუ რატომ, ყველაფერს საკუთარი მიზეზი გააჩნია.

 

1) ადამიანს, ვერ მჭვრეტელს მომავლის დღევანდელი ვითარებიდან - უშეშდება გონება, ვითარებაში ვერ გარკვეული, სხვაზე ცდილობს დაამყაროს იმედი და რადგან ეგეთს ვერავის ხედავს, უჩნდება შიშის შეგრძნება.
2) ადამიანი, რომელიც რეალობას - ილუზიებით შექმნილი ფიქრებით ანაცვლებს, თავის სანუგეშოდ, მომავალ გარდაუვალ რეალობას ბოდვად აღიარებს.
3) ყოველდღიურ რიტმს მიჩვეული ადამიანები, რომლებიც კარგად გრძნობდნენ თავს და დღევანდელ მდგომარეობას განიცდიან გაჭირვებად, მათთვის გაჭირვებაზე ქვის აღმართში დაწევასავითაა, ანუ ამ გაჭირვებაში ეგღა გვაკლდაო.

 

რა და როგორ ცვლის ადამიანს მატერიის მიმართ სიყვარული: "რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქუმაჲ ჴორცთაჲ და გულის თქუმაჲ თუალთაჲ და სილაღჱ ამის ცხორებისაჲ".

 
თავიდან, საიდანაც ადამიანი იწყებს ლტოლვას მატერიის მიმართ, არის ფიქრი, პირველად ყალიბდება არასწორი აზროვნება, რაც შემდგომში ცვლის ადამიანს.

 

ცხოვრებაში, ქონება იქნება ეს თუ სხვა რამე მატერიალური ნივთი, მასზე დამოკიდებული ადამიანის ფიქრი განსხვავდება თავისუფალი ადამიანის ფიქრისგან, რადგან მისი ფიქრების ძირითადი საწყისი წერტილი - მატერიაა და ყველა ფიქრი მატერიისკენ ლტოლვით, დაბადების შემდეგ მის ირგვლივ ტრიალებს. საპირისპიროდ განსხვავდება თავისუფალი ადამიანის ფიქრი, ის არ განიცდის რაიმეს დაკარგვის შემთხვევაში დანაკლისს, არც შეძენისას - ბედნიერების მარადიულ შეგრძნებას.

 

მატერიით განცდილი ბედნიერება დროებითი და ცვალებადია. დროს განსაზღვრავს ის ნივთი, რომელიც შეძენილი ნივთის მერე მიიპყრობს ყურადღებას.


ცხოვრებაში, ადამიანი ვითარდება ერთდროულად რამოდენიმე მიმართულებით და ირჩევს იმ გზას, რომელმაც მეტი ყურადღება მიიზიდა. მატერიალურ რბოლაში დღეს გამარჯვებული, ხვალ დამარცხებულად იგრძნობს თავს, რადგან მთელი გონება დაახარჯა გამდიდრების შესწავლას.

 

თავდაპირველად, ბუნებასთან შერწყმული ადამიანები - ერთმანეთისთვის ცხოვრობდნენ, დღეს საკუთარი ბედნიერებისთვის იყენებენ ერთმანეთს და უგულველყოფენ ბუნებას.

 

"პირველიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და სიტყვა იგი იყო ღმერთი".

 

დაუკვირდეთ ამ წინადადებაში ჩაქსოვილ და ჩაკინძულ არსს. მივყვეთ თანმიმდევრულად და განვმარტოთ ეტაპობრივად. (ნუ წავალთ ზღვარს იქით, რადგან თუ ის, რასაც ვხედავთ არ გვესმის, რასაც ვერ ვხედავთ ვერ გავიგებთ:


"ამენ, ამენ გეტყჳ შენ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ. უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს?")


ცოცხალ არსებებს შორის, დედამიწაზე მეტყველი მხოლოდ ადამიანია, დაბადებაში ადამიანი ადამიანშივე განხორციელებით შემოდის (ორსულობა: "და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან"). ახალშობილის ზრდის ციკლს რომ მივყვეთ ყურადღებით, მისი მეტყველების დაწყებამდე, შევამჩნევთ, რომ მისი მეტყველების და აზროვნების მასწავლებელი საკუთარი მშობელია: "პირველიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა".


გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა, დედის სითბო მეტყველებაში გამოხატული, ალერსიანი მომფერებელი და კეთილი სურვილებით შემამკობელი სიტყვები: ("ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან"). ბიბლიის დაბადების ამ წინადადების წაკითხვისას, უყურადღებობის გამო ვერ ხედავენ ღმერთის სწავლების სწორ არსს! არც საკუთარი მშობლების სწავლის მაგალითი აგონდებათ დაბადების მაგ ნაწილის მისახვედრად! ყოვლისაგანო ხისა სამოთხისაო!!! ჭამით ჭამოთო, სიტყვა ყოვლისაგან აბნევთ და სამოთხეს გვერდს უვლიან, წინადადებაში არ არსებულ სიტყვა - ჯოჯოხეთს კი გულისხმობენ. თან გაგრძელებაში მოსე აკონკრეტებს ღმერთისგან გაგებულ ინფორმაციას და განმარტავს რათა შეცდომით არ წავიკითხოთ: ხოლო ხისა მისგანო, ცნობადისაო კეთილისა!!!! და ბოროტისა!!! ბოროტისაგანო, არა შჭამოთ მისგან, რამეთუ რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ.

 

ყველა მშობელი, სანამ მატერიალური სიყვარული აუხვევს თვალს, საკუთარ შვილს ამზადებს მომავალში სქესიდან გამომდინარე ან მამობისთვის ან დედობისთვის, რადგან მშობელზე დიდი რანგი არ არსებობს! ამ ურთიერთობაში იქსოვება დაუვიწყარი სიყვარულის მარადიული შეგრძნება, რომელიც ასი წლის მოხუციც რომ იყო, საკუთარი მშობლის მიმართ ბავშვობის შეგრძნებას არ გაკარგვინებს, თუნდაც ის უკვე გარდასული იყოს სხვა სამყაროში, დედა მაინც დედად ახსენდება და მამა მამად.

 

საყურადღებოა, რატომ დაარქვა სიტყვით ნათლიამ - ამ პატარა, დედა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას დედასამშობლო, თან იმ სამეტყველო ენით, რომელსაც დედაენა ჰქვია!!!

 

"დედასამშობლოს" არსის აღმქმელისთვის, ის მიწა, რომელსაც მაღლა მოყვანილი სახელი ეწოდება, მარადიული საბადებელი ადგილია დაბადებაში შემოსასვლელად, ყველა აქ დაბადებულისთვის, არა აქვს მნიშვნელობა მერამდენედ - ის დედა სამშობლოა, ყოველი ეგეთი დაბადებული ერთმანეთისთვის გასაგებ სასაუბრო ენაზე საუბრობს, რომელიც დედა ენადაა წოდებული, ბიბლიაში "ძუალი".

 

ფიზიკური დედის გარდა, დედა სამშობლოც თავისი დედა ბუნებით ღებულობს მონაწილეობას ყველა ადამიანის აღზრდაში და არა მარტო ადამიანის, მასზე მოქმედი გლეხი ხარობს მოყვანილი მოსავლით, რომლითაც ოჯახს კვებავს და სტუმარს უმასპინძლდება, გლახაკს ეხმარება, მშიერს აპურებს; რასაც ბუნება მისცემს გუთნის დედის და ფუძის ანგელოზის სადღეგრძელოში გამოხატავს სამადლობელს - ღმერთის დიდებასთან ერთად.

 

ღმერთის სწავლებით, ადამიანის სამშობლოსთან ურთიერთობამ და სიყვარულმა დაბადა ისეთი გაგება როგორიცაა: ჩემი შვილის ძმაკაცი ჩემი შვილია, ჩემი ძმაკაცის მშობლები ჩემი მშობლებია (ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, იგი ღმრთისაგან შობილ არს და ყოველსა რომელსა უყუარდეს მშობელი იგი, უყუარდეს შობილი იგიცა მისგან), ჩემი ძმაკაცის ოჯახი - ჩემი ოჯახია, სადაც ურთიერთობაში ღმერთის ნება სრულდება, რომელზეც უფალი იესო ქრისტე ამბობს: რომელმა აღასრულოს ნება მამისა ჩემისა ძმაი ჩემი და დაი ჩემი და დედაი ჩემი არს. არ არსებობს ადამიანი ქართველებში, რომლისთვის მეგობრის მშობელს არ გაუწევია ყურადღება, ისე როგორც საკუთარი შვილისთვის. საქართველოს დედასამშობლოდ წოდებით, ღმერთმა დასაბამში ერთ დიდ ოჯახად დაგვსახა, დაგვადგინა დამცველად და მომვლელად.

 

"ნუ გიყუარს სოფელი ესე და ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ მის. უკუეთუ ვის უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული ღმრთისაჲ მის თანა. " აქ არ საუბრობს მაცხოვარი წუთისოფლის სიძულვილზე, რადგან "ესე" რაღაც არასწორი ცხოვრების, დამახინჯებული აზროვნების მანიშნებელია, მაგრამ დაუკონკრეტებელი, რასაც გაგრძელებაში აკონკრეტებს: "რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა "ესე"!!!! არს, გულის თქუმაჲ ჴორცთაჲ და გულის თქუმაჲ თუალთაჲ და სილაღჱ ამის ცხორებისაჲ; არა არს "ესე"! მამისაგან".

 

რომელი იყო პირველითგან, რომელი გუესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა, რომელი-იგი ვიხილეთ და ჴელნი ჩუენნი მსახურებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა. და ცხორებაჲ იგი გამოცხადნა და რომელი-იგი ვიხილეთ, ვწამებთ და გითხრობთ თქუენ ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი იყო მამისა თანა და გამოგჳჩნდა ჩუენ; რომელი ვიხილეთ, ვწამებთ და გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაჲ იგი ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა თანა იესუ ქრისტჱსა. და ამას მივწერ თქუენდა რაჲთა სიხარული იგი ჩემი იყოს სავსე. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გუესმა მისგან და გითხრობთ თქუენ, რამეთუ ღმერთი ნათელ არს, და ბნელი მის თანა არა არს არცა ერთ.


მაგრამ ვინ იყო ის მამა რომელი იყო პირველითგან, რომლის შესახებ ესმა მოციქულებს და იხილეს კიდეც ორიათასი წლის უკან?! ეზიარნენ და უხაროდათ! და ესვა ნოეს სამ ძე: სემ, ქამ და იაფეტ!!! და იაფეტი იყო ხუცესი.


უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2020 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE