კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 


 

 

ამ ძნელბედობის ჟამს, როდესაც მთელი მსოფლიო აპოკალიფსზე ალაპარაკდა, მე მინდა მოგახსენოთ, დღეისათვის უკვე გამარჯვებად მიღწეულ საქმეზე, რამეთუ მანამდე ამის გამჟღავნება ტოლფასი იყო საქართველოს გულში არსებული საიდუმლოებების გამჟღავნებისა.

 

 

ჩვენს ბედისწერაზე, რაოდენ დიდი მტრების გარემოცვაში ვიყავით ყოველთვის, თვითოეულმა ქართველმა კარგად ვუწყით, ამიტომ ამ თემას არ განვიხილავ. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი კაცისათვის, რა ასაკისაც უნდა იყოს ის, სასიხარულო გამარჯვების ბრწყინვალე ისტორია მინდა მოგიყვეთ.

 

 

ამ უკიდურესად რთული მსოფლიო გამოწვევის წინ მდგარი საქართველო: პანდემია, კარანტინი და უხილავი მტერისა და ფარული მტრების შემოსევის ჟამს, ღვთის ნებით და მისი განგებით, სრულიად ქრისტიანული სამყაროს წინამძღვრად, ღმერთი ამზადებს ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს პატრიარქს. დაახლოებით რომ მიხვდეთ მორწმუნენი, თუ რა დონის გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, გავიხსენოთ უფალი იესო ქრისტეს ლოცვა გეთსემანიის ბაღში. იგივე განცდით და იგივე ბუნებით, ქრისტიანობის ბოლო ჟამის ბუმბერაზი პატრიარქი, უფაქიზესი გრძნობებით ერის მიმართ, იღებს გენიალურ და ქრისტიანულ გადაწყვეტილებას. ისევე როგორც ჩვენი უფალი იესო ქრისტე ნაზარეველი, უდიდესი ლოცვის დროს გედსამანიის ბაღში, უბრწყინვალეს გადაწყვეტილებას ღებულობს და ამბობს: „იყოს ნება შენი“, ასევე ჩვენი პატრიარქი, ყველა განცდას თავიდან იშორებს კლდესავით მედგარი მისი სული და გაისმის მის გულში დაფარული ლოცვა: „მარადიულად იყოს ნება შენი“.

 

 

რა ხდება ამ დროს? 24 უხუცესი ზეცაში, ღმერთის წინ მდგარნი, დუმილით იმოსებიან, იმიტომ რომ ნაბრძანებია: ბოლო ჟამის გადაწყვეტილება ღმერთისა არავინ უწყის, არც უფალმა და არც ანგელოზებმა. ზეციური გადაწყვეტილება იმდენად დადებითი იყო, რომ მსოფლიო მართლმადიდებლების გულში - ამინ და ალილუია გაისმა და დაიძრა უძლიერესი სულის გამოცდის ომი. მისი უდიდებულესობა და უბრწყინვალესობა აკურთხებს დაფარულში მყოფ თავის სამწყსოს, გრაალის მცველთა რანული ჯიშის მოდგმას. საოცარი სიზუსტით, უდიადესი თანადგომითა და ლოცვით, მასთან ერთად ზიარებაში შედის ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, რომელსაც ევალება უდიდესი საიდუმლო მისია ნიშნის აგებით და იღებს უძლიერეს გადაწყვეტილებას პატრიარქისაგან, მართე ცხოვარნი ჩემნი. ამ საქმის განხორციელების ჟამს, უდიდესი ტვირთი გადადის მსმენელზე და ეს მსმენელი და აღმსრულებელი - ერთი ზეცას მიყრდნობილი მართლმადიდებელი მოძღვარია. ახლა უკვე დაფარული საქმიანობა გადადის მესამე პიროვნებაში: ელია თეზბიტელის სახელობის ტაძრის მოძღვარში, მამა თეოდორეში.

 

 

მიმწუხრი აენთო და ჟამი ბრძოლისა შედგა. ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის გულში გამარჯვების ცეცხლი აენთო, ცეცხლი ქრისტეს სიყვარულისა გამთლიანდა - ჩვენი ცეცხლის გამოვლილი წინაპრების სულთან. აღიძრა მარულა, სუფთა შეჭიდება ზეცაში. სიყვარულის ერთარსობის მთლიანობის ცეცხლის ენები მოედო ყველა ქართველის და არაქართველის გულებს. ზუსტად ამას ვერ უძლებს ეშმაკი და მისი მოციქულები. დაეცა დიდი დაცემით სატანა მიწაზე. გაფრთხილება ვიცით ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა: უფრთხილდით, სატანა ჩამოგდებულია და მძვინვარებს მიწაზე.

 

ულამაზეს და უსპეტაკეს გადაწყვეტილებას ღებულობს სრულიად მართლმადიდებლების ხელმძღვანელი, უწმინდესი პატრიარქი ჩვენი, ბოლო ჟამის შეუვალი კლდე. ამ დიდ საყრდენ-შემოსილები კი, მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლები - თეთრი სამოსლებით იმოსებიან. ეს არ არის არც კაბა, ეს არ არის არც მოსასხამი, ეს არის ღვთისაგან ნაჩუქარი ჭეშმარიტების ფერი, რაც იყო ნიშანი იმისა, რომ ქრისტიანების მიზანში, ღვთისაგან დასახულში, ნათელმა გზამ შემოანათა.

 

ახლა კი მცირედი ზიარებით მოგითხრობთ რანთა საიდუმლო მოღვაწეობას ანუ რა ხდებოდა ფარდის მიღმა. ექსპედიცია, რომელიც პატრიარქმა აკურთხა და რომლის ჭეშმარიტი მედროშეც მიტროპოლიტი იოანეა და აღმასრულებელი - თეოდორე, ელია თეზბიტელის ტაძრის წინამძღვარი... აღიძრა გამარჯვებისაკენ.

 

 

დავით აღმაშენებელის მოძღვარი და ქრისტიანული მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი მოზიარე, ჭყონდიდელის სალოცავ ბანზე ანუ წარსადგომელზე იკრიბება თეოდორეს მცირე სამწყსო და აგრძელებს ქველმოქმედებას. გარემო სოფლები სიხარულს, სიყვარულს და ნდობას ეზიარებიან, ისინი მომარაგდნენ იმუნიტეტისა და ბაქტერიოლოგიური, ვირუსული და სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატებით. შემდგომ თვით ექსპედიციის წევრები: ვახტანგ გელენიძე, ელენე ზერეკიძე და კონსულტანტი გიორგი მაზიაშვილი, სამ მოზარდთან (ნიკოლოზი, ლუკა და ანდრია) ერთად იწყებენ სიყვარულის თესვას ჭყონდიდის გარემოში და უძველესი წესით ნათქვამ ქართულ სადღეგრძელოს იძახიან. რადგანაც აკრძალვაა მოღვაწეობის ჟამს სასმელთან მიკარებაზე, ისინი წყაროს წყალით ადიდებდნენ სამყაროს სათავეს, სამებას და მის შეუწვდენელ შემოქმედებას, ამით ახარებდნენ უფალს, დედა ღვთისმშობელ მარიამს და თქვენ წარმოიდგინეთ, სამყაროში სვეტიცხოველის გზაზე მოარულ სრულიად მართლმადიდებლობას.

 

 

ყოველივე ღვთის ნებით აღსრულდა. არა მარტო ათი მართლის წარდგინებით ღვთის წინაშე, ისევე როგორც აბრაამს ჰქონდა ღვთისგან მითითებული სოდომ და გომორის განადგურების წინ, ახლაც, ამ ჟამში რიცხვი გაგიკვირდებათ, ჩემო მართალნო მართლმადიდებელნო, გვამიერი ტანის მიუხედავად, 144 ათასი მართლმადიდებელის გული - დაფარულად, ყველა თავ-თავიანთ ადგილას, ადიდებდნენ და აქებდნენ უფალსა ღმერთსა ჩვენსა.

 

 

ვინაიდან ნათქვამია, დაფარულში მლოცველ გულს დაფარულშივე მიეზღას ღვთისაგან და კიდევ ნათქვამია, გულში წინადაცვეთილები არასოდეს არ ირყვნებიან ბაბილონის მეძავი ქალისაგან. ამიტომ მათ არ ეწერებათ შერყვნილ დედათა ცოდვანი. ვინაიდან ისინი არიან უწინარეს ხარებულნი სულში და მკვიდრნი წმინდა დაფარული ქალაქ იერუსალიმისა და შეტანილი არიან სიცოცხლის წიგნში.

 

 

 

მთხრობელი და აღმსარებელი ამა საქმეთა,

გლახაკი კენჭა ბერი: გიორგი ჰიონთა ჰიპერიონი

23/05/2020

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2021 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE