კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

დავით აღმაშენებელი

 

1073-1125


 

საქართველოს მეფე (1089-1125) დავით აღმაშენებელი მრავალი ღირსებით დაჯილდოებული სახელმწიფო მოღვაწე იყო. მისი დაუცხრომელი შრომისა და ბრძოლის შედეგად შეიქმნა ერთიანი საქართველოს სახელმწიფო - XII საუკუნის დასაწყისში. დავით აღმაშენებლის სამეფოს პოლიტიკური გავლენა ფართოდ ვრცელდება მაშინდელი წინა-აზიის სამთავროებსა და სამფლობელოებზე.


დავით აღმაშენებელი ძველი საქართველოს უდიდესი სარდალი, დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწეა. ის იყო თავისი დროისათვის დიდად განათლებული ადამიანი, ღრმად განსწავლული მწიგნობარი და მეცნიერი. ასე გვიხატავს დავითის პიროვნებას მისი დროის შესანიშნავი საისტორიო თხზულება „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“.


დავით აღმაშენებელმა შექმნა მეტად საყურადღებო ავტობიოგრაფიული ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი“, რომელიც ინტერესს იწვევს თავისი ღრმა აზრებითა და დახვეწილი სიტყვაკაზმულობით.


დავით აღმაშენებლის შესახებ სარწმუნო ისტორიულ ცნობებს ჩვენ ვნახულობთ მისდროინდელ ევროპელთა ნაწერებშიც. ასე მაგალითად, ფრანგი ისტორიკოსი გოტიე, თავის 1122 წელს დაწერილ წიგნში - „ანტიოქიის ომები“, დიდგორის ომის აღწერისას გადმოგვცემს, რომ დავით მეფემ ბრძოლის დაწყების წინ ჯარს მიმართა სიტყვით, რომლის „აზრი მოწონებული, მიღებული და შესრულებულიც ყოფილა“. ამავე ისტორიკოსის მიერ, იქვე, მოთავსებულია დავით აღმაშენებლის სიტყვა.


მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა არ შენახულა დედნის სახით და ჩვენთვის ცნობილია უცხო ენაზე დაცული წყაროდან, იგი ცხადია, ქართული მჭევრმეტყველების კუთვნილად უნდა მივიჩნიოთ, როგორც ჯერ ქართულად ნათქვამი და შემდეგ ფრანგულად გადაღებული ძეგლი.


დავით აღმაშენებელის სიტყვა, თქმული მხედრობის მიმართ დიდგორის ომის წინ, ქართული მჭევრმეტყველების ერთი შესანიშნავი ქმნილებაა, რომელიც ყურადღებას იქცევს თავისი ჟანრობრივი სახეობით, იდეური შინაარსითა და მჭევრი ფორმით.

 

 

სიტყვა, თქმული მხედრობის მიმართ

დიდგორის ომის წინ

 

ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად ვიბრძვით, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისათვის და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა რომ ჩვენ ყველამ, ხელთა ცისადმი აღპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათის ამ ბრძოლის ველზე უფრო მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით; და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხორგებით შევკრათ, და მტკიცე გულით მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ. („ქართული მწევრმეტყველება“ ძეგლები და მასალები. ნ.კანდელაკი. 1958წ.)

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2019 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE