კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 

 

 

საქართველოს მეფე - გიორგი მესამე (1156-1184) დავით აღმაშენებლის პოლიტიკური გზის ენერგიული გამგრძელებელი იყო. მან შესძლო დავითის სუსტი მემკვიდრეების (დემეტრე I, დავით V) მეფობის დროს შელახული სახელმწიფო ძალა-უფლების აღდგენა და ქვეყნისათის ძველი ძალმოსილების დაბრუნება. გიორგი მესამემ წარმატებით ილაშქრა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის მაჰმადიანური სამფლობელოების წინააღმდეგ. 1161 წელს ის თავისი ჯარით მოულოდნელად თავს დაესხა სომხეთის დედაქალაქს - ანისს, გაანთავისუფლა ის მაჰმადიან მფლობელთა ბატონობისაგან და მთელი ციხე-ქალაქი, მისი ოლქითურთ საქართველოს პოლიტიკურ გავლენას დაუმორჩილა.

 

ანისისათვის ბრძოლა საკმაოდ დაწვრილებითა და დიდი სისწორითაა აღბეჭდილი ჩვენი ისტორიის პირველწყაროში, სადაც სხვათა შორის ნათქვამია:


„... მეფემან მტკიცედ, ამჴედრებულმან ჰუნესა ზედა, ჴმითა მით ხოსროვანითა გასცა ღაღადი და სწავლაჲ გულსა მჴედართა“... (ისტორიანი და აზმანი). იქვე წარმოდგენილია მეფის სიტყვის ტექსტი, რომელსაც ვათავსებთ ქვემოთ.


 

სიტყვა, თქმული მხედრობის მიმართ 

ქალაქ ანისისათვის ბრძოლის წინ


 

„კაცნო ძმანო, ერთსულნო და ერთსჯულნო, უწყით, თუ რაზომ დიდად კეთილ არს საღმრთოთა სჯულთა და ქრისტეს სახიერებისათჳს სიკუდილი, რომელნი სამარადისოდ ვჰნატრით ქრისტეს კუალთა შემდგომთა და მომკუდართა მისთჳს მოკუდავითა სხეულითა! ხედავთა, თუ რაოდენ უფრო სასახელო არს მჴნებრივ სიკუდილი, ვიდრეღა სენითა განდნობითა განლეულებასა შინა, რამეთუ სახე და სახელი კეთილი საუკუნოდ გზად გუყვების! რამეთუ გუასმიეს ძუელთა მომთხრობელთაგან, თუ რაოდენი კუეთებანი თავსისხნეს საღმრთოთა სჯულთათჳს ტომმან ებრაელთამან არტარქსერქსის ზე, ელენთა - ოდეს იგი იძღუანებოდეს თემისტოკლეს მიერ, უცთომელისა სპასპეტისაგან, სოფლის-მქონებელისა მძლისა ქსერქსის ზე, რომელმან ზღუაჲცა მტკიცე ყო უომრად სპათათჳს, ხოლო ათინელთა ერთისა ოდენ ქალაქისაგან უკუნქცეულ იქმნა. აწ ფრთოვანნო ლომნო ჩემნო, ჩუენთჳს განლახურილისათჳს აღვიხუნეთ ლახუარნი და ჰოროლნი და ვუგმირნეთ ურწმუნოთა ღმრთეებისა მისისათა. („ქართული მჭევრმეტყველება“ ძეგლები და მასალები. ნ.კანდელაკი. 1958წ.)

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2019 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE