კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

ანი

 დასაბამად შექმნილმა სამყარომ, თავად შემოქმედის განკარგულებით, შვიდი წარღუნვა ღერძისა გაიარა და ამჟამად გადის მერვეს.

   დედამიწის პრეცესიული მოძრაობის ღერძული პრინციპით, პოლარული ვარსკვლავის საწყისი მნიშვნელობით ათვლისას, ანუ ბელის კუდის ვარსკვლავედიდან, ერთი დიდი ბრუნით დედამიწის ღერძი გაივლის დაახლოებით ოცდაექვსიათას წელიწადს (26 000წ.) და ისევ მოექცევა დღევანდელ ასტრონომიულ მდგომარეობის ადგილას, ანუ ერთი ბრუნი ბელიდან ბელამდე შეადგენს 26 000 წელიწადს.

   დედამიწა შექმნილია ღმრთის შემოქმედებით, გაგახსენებთ: "დასაბამად ჰქმნა ღმერთმა ცა და ქუეყანაი"(ანუ ორი ელემენტი; ჰაერი და მიწა დააბა ერთურთს )   შემდეგ მხილველი გვაწვდის ინფორმაციას სამყაროს შესახებ, ბნელი ზედა უფსკრულთა, ხოლო სული ღვთისა იქცეოდა წყალთა ზედა.წარმოიდგინეთ სფერო რომელიც არა ჩანს, მხოლოდ ღვთის გონი და მხილველი ამჩნევენ, მისი მონაცემი შეადგენს ჰაერსა და მიწას, ამავე დროს წყალს და მეოთხე ელემენტს ღვთაერივ ცეცხლს.

   ეს იდუმალი ცეცხლი იქცევა წყალთა ზედა "ხოლო სული ღვთისა იქცეოდა წყალთა ზედა."

  არის ყოველმხრივ სამყაროში ბნელი და უნათლო, მხოლოდ სული ღმრთისა განმჟღავნებულია ქმედითობითა და საქციელით, სულით წმიდით მესამე იპოსტასისათვის ძისათვის.

 აქ, ამ სამყაროს პირველ საწყისში შემოქმედია მამა, შემავსებელია საქციელის გამომხატველი სული წმიდის ბუნება და აღმქმელია მხილველი ძე უდიდესი თანამსგავსება მამისა, თანაზიარი მამასთან და აღვსილი სულისაგან წმიდისა. აქ ამ ერთობაში სამების წიაღში მამით ქმნადობის ძით აღქმით და სული წმიდის აღმავსებლობით იბადება სამის ერთობის საუნჯე, მარად ცოცხალი სიცოცხლე სიცოცხლის მარად მჟღავნების დაუღალავი ჟღერა და ჩენა იწყება და მწიფდება პროცესი, იქმნენინ ნათელი! და ნათდება. არა აღმოსავლეთიდან შემოპარული ცისკრით, არამედ ყოველმხრივ სფერულად. აღენთო მიმორგვლივ და იქმნა ნათელი.    სამების თვით ურთიერთობადი დიდება მამისა და ძისა და სულისა წმიდისა რომელი არს კაცთათვის საღმრთო ნათელი ხოლო ადამისათვის სამოსელი პირველი, ახალი და წკრიალა, სამი ძაფისაგან ქმნილი ოზირზე დართული (ოზირი სართავი დაზგა საქსოვი: სელი, აბრეშუმი და ბამბა.)

თუ დავაკვირდებით ქართულის საკრალურ შინაარსით ხმობილ სიტყვებს, მივხვდებით, რომ ყველა დიადი დასაწყისი არსისა და აზრისა სამებით იწყება.            ბანი 

ქართული ეკლესიის არჩევანი სიმართლითაა გაწონასწორებული, უფალი არის ჩვენი მოძღვარი და ქრისტეა ის სული, რომელიც გვაერთიანებს ერთ მართლმადიდებელ ერად! 

  ერთია სამყაროს დამბადებელი ღმერთი და ერთობით გამთლიანებული, ერთი ერი ვართ ჩვენ ქართველები, მრავალ ტანჯული უფლის მიზნის აღმსახველი, და მასთან ცხოვრების დამატკბობელი ერთი სულითა და ერთი ღვთაებრივი ენით.

 უკიდეგანო სამყაროს გამომხატველი ენა, ქართული ლაზარედ წოდებული, მარადიულ ღმერთს აკავშირებს ქართველ მარადიულ ერთან. მარადიულობაში მართლის მჩენი და უსაზღვროდ ვრცელი გაზაფხულივით, სიცოცხლის გამომხატველი ენა ღმერთი!

  სიტყვა ღვთაებრივი!

 თვით სიტყვა სრული ღმერთივით და თავად ღმერთი!

 ქართული ეკლესია მარადიული სასტუმრო ღმერთისა და ღმერთკაცთა, დედა ღვთისმშობლის მიწიერი ზეციურით შემკობილი ბაღი.

  მიმდინარეობს ღერძთ წარღუნვა, და იწყება, ერის გამოსვლა უკვე წარსულს ჩაბარებული არიული ცივილიზაციიდან. ფარდა იხსნება და შემოდის გიორგიანელთა დასი, გაღვიძებული და უფლისაგან აღმსდგარი ენით.

  იხსნის დრო და ჟამში დაძველებულ სახვევებს, იცის რა, რომ უფალს მიჰყავს თავისი ერი, ახალი, ჯერ თვალს უნახავი ლოგოსური საუნჯეებისაკენ.   ხარობს ერი და უშიშრად ადიდებს თავის არჩევანს!

 არსად უფლის გარეშე!არავინ მმოძღვრელი მხოლოდ ერთი უფალი !არანაირი სხვა სისრულე, მხოლოდ სამების სისრულისა !

  ათასწლეულებია თეთრი გიორგის ქვეყანაში, მიწადმოქმედთა კანონით იჭედება ერის ბედი. გ ე ო რ გ ი ა   ასე უწოდებდა ყველა სტუმარი, ქართულ მასპინძლობას მონატრებულნი.

  იბადება დაბადება დასაბამისა! მარტო აქ ესმით ეს სიტყვები, მარტო აქ უხარიათ დედებს ღვთივ კურთხეული ბავშვების აღზრდა, ამ სილამაზეს დედაშვილური სიყვარულისა, გააჩნია გონებით მიუწვდომელი სითბო, რომელსაც მიპურადებია სამყაროს მანათობელი მზე.

 ამ ქვეყანას უძლეველი პატრონი ჰყავს უფალი და თორმეტი მოციქული, ასევე წმინდა ასურეთში წმინდა გამომჭედის ხელით გამოჭედილი სიტყვის გრდემლზე, თორმეტი ასურელი მამა. საოცარია ღვთაებრივ სიმშვიდეს როგორ ესხმის თავს ბაბილონის მეძავი, სიკვდილისათვის გამზადებული კახპა! რომელმაც მოწამლა ერნი და ენანი, სიბილწითა და მწვირითა თვისითა.

     მაგრამ კედელი რწმენისა ქართველი ერისა ვერ გადალახა, ამ მთებში გამოზრდილ ერს მთები უდგანან დარაჯად, ამირანის წინამძღვრობით. ყველას ეგონა ამირანი როს მიაჯაჭვა ღმერთმა, ამირანი დაება! არა  მე გეტყვით ამირანმა მთელი ამარანტების მთები ჯაჭვებით მოიკიდა ზურგზე და უძლეველმა თავის უძლეველ ნათლიას ზეცით მიართვა.

განიღმერთით ნაბოძები სამებით აწყობილი სიტყვები, 

სამება 

სამოთხე სამყარო

სამუდამო

სამართალი

სამშობლო

სამოსელი

სამაგალითო

სამთავრო

სამსჯავრო

სამსაჯულო

სამასპინძლო

სამაცხოვარებოსამანქანი (აბჯარია ერთი)

სამადლობელი

სამალი

სამანდრო(ელვარე ჭურჭელი)

სამარგალიტე

სამარხვო

სამარტვილე

სამსხვერპლო

სამშვინველი

სამზრუნველო

სამკალი

სამკვიდრებელი

სამზარეულო

სამზეური

სამკუეთო

სამკლავე (მღვდლისა, ხელნავი)

სამსგეფსო

სამოციქულო

სამოქალაქო

სამოგუე

სამოთხველი

სამოსმურო (შესაკრებელი)სამოწაფეოსამპიკი (ნაღარა)

სამრავალკაცო

სამრევლო

სამრეკლო

სამროწლე

სამლოცველო

სამსჭვალი

სამხარი

სამჭედლო

სამშვენიერო

სამყოფი

სამშვიდობო

სამშლდველი

სამლოცველო

სამწერობელი

სამწუანო

სამწიგნობრო

სამწუხრო

სამწყელი

სამწყობრო( რაზმთა ადგილი )

სამწყსო

სამჭელნი( ჭაბუკთ მღერა )

სამხვეწილო

სამხრე

სამხედრო

მოისმინა და ჩაწერა აზნაურმა ტატომ უფლის ლაშქრის მეომარმა !

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2021 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE