კალათა (0) ქართული | English | Rусский
 

მესმა, უფალო, გ ა ნ გ ე ბ ა საიდუმლოთა შენთა   

გამოუთქმელთა, განვიცადეთ საქმენი შენნი,

და აღვიარე მე ღვთაება შენი. 

 

 
ინტერნეტ-მაღაზია
 
ახალი პროდუქტები

 

 

გთავაზობთ მკურნალობის

უნიკალურ მეთოდს,

რომელიც დაფუძნებულია

უძველეს ცოდნაზე

 

 


ეკლიპტიკონის ვერძის ზოდიაქოს დაწერის დღე - ორიათასოცი წელი, თორმეტი რიცხვი, მეხუთე თვე.


-თაგვის წელიწადი რიგით პირველი ასო - ანი
-ხარის თვე რიგით მეორე ასო - ბანი
-რიცხვი თორმეტი რიგით მეთორმეტე ასო - ლასი

ამოიკითხება, როგორც ან - ბან - ლასი.

 

 
ანბანი ქართული დამწერლობის სახელწოდებაა. ლასი კი თევზსა ნიშნავს და საიდუმლოების ნიშანია. სრულიად გაგებით წაიკითხება, როგორც ანბანის საიდუმლოების დღე, რომელიც არის ანდრია პირველწოდებულის მოხსენიების დღე.


იგივე წელიწადი, თვე და დღე ზორობაბელის კალენდარის მიხედვით ორიათასოცი წელი სპილოს წელიწადია, სპილოს წელიწადი ზორობაბელის კალენდარში მეცხრამეტეა რიგით. მეცხრამეტე ასო ნიშანი კი რან- ია.


სპილოს ტოტემი განიმარტება ასე:

 

 
იგი ჭიდან სვავს წყალს. ჭიდან ამოღებული წყალი, დაფარული, გადამალული საიდუმლოების ნიშანია, განსხვავებით ციდან მოსული წყლისაგან (წვიმა). რადგანაც სპილოა ტოტემი, იგი არაზეციურ წყლებს იღებს, არამედ მიწიერ წყალს ღებულობს. ასევეა ქართულ ზოდიაქალურ აღნიშვნაში, სიმბოლიზაციაში - მერწყულის თანავარსკვლავედი, სადაც ბერი ჭიდან იღებს წყალს, განსხვავებულად სხვა ერების ასტროლოგიური გააზრებისა, სადაც მერწყული ზემოდან ღვრის წყალს. სასმელად სახმარ წყალს, კაცებრივად ჰქვია ჭა.


ზორობაბელის კალენდრის მიხედვით ეს არის მეორე თვე. მეორე თვე აღინიშნება ასო ბან-ით, მისი სახელწოდებაა ტარანი (თარანი). მისი ტოტემიც ასევე სპილოა, განეშა (ქართულად განეშვა).


ზორობაბელის კალენდარში თორმეტი მაისი პირველი მზის დღეა. პირველი დღე აღინიშნება ასო ანი-თ. ტოტემი - ჩიტი სენმურვი (ლომი არწივის თავითა და ფრთებით ანუ ფასკუნჯი).


ზორობაბელის კალენდარის ანბანური გამოსახვა არის.
რან (წ) - ბან (თ) - ანი (რ)


ქართულად რანები არიან დაფარული ცოდნის მეუფეები, ისევე როგორც დავით აღმაშენებელს ჰყავდა რანები, რომელთა სიმბოლოც იყო ობობა. ზორობაბელის მეორე თვის აღმნიშვნელი ასო - ბანი აღმოიკითხება, როგორც საცხოვრისი ბანი ან სხვენი, იგივე ჭერი. ამ დღეს ჭყონდიდის ზე ბანზე ვიმყოფებით და ვწერთ ამ წერილს მე, ელენე, დიანას მისტერიაში ზერეკიძე, რანდაგონი იბერიონი და მოძღვარი გიორგი ჰიონთა ჰიპერიონი.


დღის ასტრალური ენერგეტიკული მოდელი:


ამ დღის მსახურნი არიან შრომის მოყვარენი, პროფესიონალები, მათ უნდა შეაგროვონ ღვთისაგან დიდი ცოდნა ანუ რანნი (რაიმე ახალი). ამასთან ერთად მატერიალური სიმდიდრე, რომ ორთავე ეს შენაძენი რომ დაუტოვონ მემკვიდრეობით საქართველოს.
ისინი არიან შთამბეჭდავი გამომეტყველების პიროვნებები. აუცილებლობაა ძლიერი კისერი და ძლიერი მხრები.

 

 
შრომა და ღვაწლი აძლევს მათ ძალას. მათ ძალუძთ ყველანაირი ინფორმაციის გარჩევა. არიან ძალიან სერიოზულები. თავის თავში დარწმუნებულები და შემტევები. მათთვის აუცილებელია განსაკუთრებული სახლი, კეთილმოწყობილი, მისტიკური ენერგეტიკული დატვირთვით. რანთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სახლს, რადგან სახლია ღმერთის საჩუქარი და ადგილი, სადაც უფალს ელაპარაკებიან ისინი დედამიწაზე, ისევე როგორც იაკობი ცის ქვეშეთში წარდგებოდა უფლის წინაშე. ისინი იცავენ ოჯახურ ტრადიციებს. უყვართ ძალიან საშინაო დღესასწაულები (მაგ: ელი).
მათ მოაქვთ ბედნიერება და ფორტუნა ახლობლებისათვის, მეგობრებისათვის, სოფლებისათვის, დაბებისათვის, მიტოვებული სოფლებისათვის და მიტოვებული ქალაქებისათვის. ანუ ისინი აღადგენენ ყოველ მივიწყებულ ცოდნას უფლისას. მათ ეს დღე გარდაექმნებათ განსაკუთრებულ დღესასწაულად. ისეთი მომხიბლავი ქარიზმატულობით გამოირჩევიან, რომ არასოდეს იქნებიან უქონელნი. ის ხალხი, ვისაც რანნი ემსახურებიან, მათი გადამრჩენელი და თანაზიარნი ხდებიან უბედურებათაგან და არასტაბილურობისაგან, ეს ერი ქართველი ერია, ქართულად მოლაპარაკე და ლაზარეს გამაცოცხლებელი.

 

 
რადგანაც რანნი გასცემენ ჯანმრთელობას, ამიტომ ერისგანაც ჯანმრთელი ურთიერთობით არიან შემკობილნი. მშიშარა მინდვრის თაგვებივით გარბიან მათგან "პატარა კაცუნები", თვალთმაქცნი, ხარბნი, ბოროტნი, შურიანნი და ისინი, ვინც სხვის ხარჯზე ცხოვრებას მიჩვეულნი არიან და თესავენ გარშემო უბედურებასა და ტკივილებს, რადგან თითონ რანნი ამ უარყოფითი თვისებების მატარებელნი არ არიან და თუკი რატომღაც მათაც შეეპარათ წინ ჩამოთვლილი ცოდვები, თითოეული მათგანი ჭეშმარიტი აღსარებით ანუ იუდეველობით (იუდა აღსარებას ნიშნავს) ინთავისუფლებენ გულის კარიბჭეებს და თავისუფლდებიან ცოდვებისაგან. და რადგანაც ქრისტე იუდეველთა მეფეა ისინი ხდებიან ქრისტეს ლაშქარის წევრები.

 

 
ამ დღეს ზე ბანზე ჭყონდიდისა, ჩრდილო აღმოსავლეთით ცაზე გამოისახა მერცხალი.


პიროვნებების ხასიათი, ვინც რანთა საუდუმლო ორდენს შეერწყა, პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ ამ პირების წყობილებიდან გამოყვანა ძალიან ძნელია. ძალიან დიდი სიდინჯით და წონასწორობით უყურებენ ისინი მომავალ საფრთხეებს, ვინაიდან მათ ყავთ ერთი მბრძანებელი - უფალი ჩვენი, იესო ქრისტე ნაზარეველი და თუ ისინი ბოროტების წინააღმდეგ ამხედრდებიან, ურთულესი და შეუძლებელი ხდება მათი გაჩერება მტრისათვის.


მათ თან სდევთ ერთი შეგონება მტრისათვის: არავის არ ვურჩევთ ჩვენს გზაზე წინააღმდგომად დადგომას! მათ შეუძლიათ განაგდონ ყოველი მოწინააღმდეგე, თუნდაც ლაშქარი იყოს მისი სახელი. მარადიულად იმეორებენ დავით წინასწარმეტყველის ნათქვამ სიტყვას: ათი ათასი და ასი ათასი წინ რომ დამიდგეს არ შევძრწუდები, ვინაიდან შენ ჩვენთანა ხარ უფალო ღმერთო.


მიუხედავად იმისა, რომ საქციელით ისინი კონსერვატორები არიან, მათ ძალუძთ დალეწონ და დაანგრიონ ყველანაირი წინააღმდეგობა, ისე, ვითარცა იესო ნავინმა დაანგრია იერიქონის კედლები. არამარტო მეცნიერნი, ისინი არიან უნიკალური მცველები ყოველი ოჯახისა, ოჯახის სიმყუდროვისა, ოჯახის სითბოსი და ჯანმრთელობისა. ისინი არიან ოჯახის საყრდენნი, დაბადებული ხელმძღვანელნი და საოცარი მცველნი ღვთაებრივი ტრადიციებისა. რომ არ ჩავარდნენ ყოყმანში და არ დაუშვან შეცდომა, სიყვარულით ეყრდნობიან მამა-პაპათა გამოცდილებას. ღმერთის სწავლებებს ხელიდან არ უშვებენ, ამიტომ არიან მედგარნი. დაღლილობის შემდგომ მათ ძალუძთ განაახლონ თავიანთი სხეული. ფსიქოლოგიურად იმდენად მყარნი არიან, რომ მათ გვერდზე მოლაყბენი და მატყუარანი ვერ ჩერდებიან. ვერ იტანენ მხდალებს, ზურგიდან მოპარულ მტრებს და ღმერთისაგან ნაბოძები საიდუმლო ორთაბრძოლებით იცავენ, როგორც თითოეული ოჯახის სიმშვიდეს, ასევე მათი სამშობლოს მშვიდ და ნათელ ძილს. მათი მისალმება უკვე კურთხევაა გამარჯვების.

 

 
გ ა მ ა რ ჯ ო ბ ა - გ ა გ ი მ ა რ ჯ ო ს !

 

 

უკან

ახალი სტატიები
სიახლეების გამოწერა
ელ. ფოსტა :

 

     ცივილიზაციის ანბანი

 

 
© 2021 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE